ორდღიანი ტური იმერეთში

ლოკაცია:

Discount:
კატეგორია:

Special offer

II დღიანი ტური

ქუთაისი

ქუთაისი სიდიდის მიხედვით მეორე ქალაქია საქართველოში. აპოლონიოს როდოსელის (ძვ. წ. III საუკუნე) „არგონავტიკაში“ პირველადაა მოხსენიებული მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი კუტაია (ქუთაისი), დამოწმებულია კოლხეთის სხვა გეოგრაფიული პუნქტები.
ოქროს საწმისის ლეგენდის მიხედვით, ქუთაისი ის ადგილია, სადაც არგონავტები მოქმედებდნენ ჩვ.წთ.-მდე VI ს-ში. დასავლეთ საქართველოს ტომები ჩამოყალიდა სახელმწიფოდ, კოლხეთის სამეფოდ, რომელიც მდებარეოდა შავი ზღვის დასავლეთ ნაპირზე.
ლეგენდის მიხედვით იასონმა გადმოკვეთა დარდანელის და ბოსფორის სრუტეები და შემოაღწია კოლხეთის სამეფოში, სადაც მეფე აიეტი მეფობდა. აქ ინახებოდა ოქროს საწმისი. კოლხები ფლობდნენ საიდუმლოს ოქროს მოპოვების შესახებ, ხოლო არგონავტების მიზანი იყო ამ საიდუმლოს გაგება და ოქროს საწმისის მოპოვება.

ბაგრატის ტაძარი –  (XI ს) არქიტექტურული ძეგლი ქუთაისში. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, აგებული 1003 წელს, ბაგრატ III-ის მეფობაში.

გელათის სამონასტრო კომპლექსი –  გელათის აკადემია იყო კულტურული და სასულიერო ცენტრი. გელათის სამონასტრო კომპლექსი დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით.  გელათი შეიცავს ღვთისმშობლის, წმინდა ნიკოლოზის და წმინდა გიორგის ეკლესიებს.   ტაძარში შემორჩენილია დავით აღმაშენებლის პორტრეტი და მეფის საფლავიც ტაძრის შესასვლელშივეა. მთავარი ტაძრის კონქში დაცულია ცნობილი გელათის მოზაიკა, დასავლეთ სტოაში – XII საუკუნის ფრესკები, რომლებზეც გამოსახულია საეკლესიო კრება, ხოლო სამხრეთ ეკვდერში – დავით ნარინის ორი, XIII საუკუნეში შესრულებული პორტრეტი.

მოწამეთა მონასტერი –  (VIII-XI სს.) მოწამეთას მონასტერი ძველი ქართული კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ძეგლია, რომელსაც სამი მხრიდან მდინარე
წყალწითელა უვლის გვერდს. ადრეულ შუა საუკუნეებში აქ, ციხე-ქალაქ წყალწითელში, ხარების ეკლესია იყო, რომელიც 735737 წლებში მურვან ყრუს მეთაურობით შემოსეულმა არაბთა ლაშქარმა დაანგრია. შემოსევისას მოწამეობრივად აღსრულებული არგვეთის მთავრები დავითი და კონსტანტინე ხარების დანგრეული ეკლესიის კრიპტაში დაკრძალეს. სავარაუდოდ, მეფე ბაგრატ IV-მ XI ს -ში აქ მონასტერი ააგო და მის ეკლესიაში წმინდა მოწამეთა საფლავი მოაწყო. მოგვიანებით ამ ადგილს მოწამეთა ეწოდა. ამჟამინდელი ეკლესია აგებულია წმინდა ძმების დავით და კონსტანტინე მხეიძეების უკვდავ საყოფად.

სათაფლიის კასტრული მღვიმე–  ცნობილია იმით, რომ აღმოჩენილია სხვადასხვა ეპოქის როგორც მტაცებელი, ასევე ბალახისმჭამელი დინოზავრის ნაკვალევი.

მარტვილის კანიონი – ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდინარე აბაშის მიერ აბდათის კირქვული ქანებით აგებულ ანტიკლინში, კანიონისებურად გაჭრილ ხეობას. მარტვილის, ანუ გაჭედილის კანიონი რელიეფის თავისებურების მიხედვით, ორ ნაწილად – ზემო და ქვემო კანიონებად იყოფა. მათ შორის საზღვარი მდინარის თავთხელზე გადის

ოკაცეს კანიონი – კა­ნი­ონ­ზე რამ­დე­ნი­მე წყა­ლუხ­ვი ჩანჩქე­რია. ერთ-ერთი ტბის “ოს­ხა­პოს” სიგ­რძე 60 მეტ­რია. მდი­ნა­რე ოკა­ცე­ზე რამ­დე­ნი­მე ბუ­ნებ­რი­ვი ქვა­ხი­დია გა­დე­ბუ­ლი. კა­ნი­ონს აქვს მღვი­მე­ე­ბი, სა­ი­და­ნაც კარ­სტუ­ლი წყლე­ბი მო­ე­დი­ნე­ბა.კა­ნი­ო­ნის ნა­პირ­ზე იზ­რდე­ბა მსხვი­ლი ბზის ხე­ე­ბი. ხე­ო­ბის ნა­პი­რე­ბი ტყის ბუჩ­ქნა­რი­თაა და­ფა­რუ­ლი.

 

Close
Close