სასარგებლო

ფრენა გადაიდო ან დააგვიანა? – აი, როგორ უნდა მოითხოვოთ კომპენსაცია მარტივად

დაგვიანდა ან გაუქმდა თქვენი რეისი? გაიგეთ, რა უფლებები გაქვთ და როგორ უნდა მოითხოვოთ კომპენსაცია.

როგორ იქცევით იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენი რეისი იგვიანებს ან გაუქმდა? უბრალოდ, ეგუებით ამ ფაქტს, თუ ცდილობთ, ავიაკომპანიას პასუხი აგებინოთ?

თუ თქვენ არ ეგუებით ავიაკომპანიის მიერ თქვენი უფლებების დარღვევას, მაშინ ეს ბლოგი თქვენთვისაა.

წარმოიდგინეთ, რომ დაგეგმეთ შვებულების უცხოეთში გატარება ან მივლინებაში გიწევთ წასვლა. დათქმულ დროს გამოცხადდით აეროპორტში და ადგილზე მისული იგებთ, რომ თქვენი რეისი გაფრენას აგვიანებს ან საერთოდაც – რეისი გადაიდო და თქვენი გეგმები აირია.

თქვენ არ ხართ ერთადერთი, ვისაც ეს მოსვლია. ყოველთვიურად ათასობით რეისი უქმდება ან აგვიანებს დანიშნულების ადგილზე ჩაფრენას, ხოლო ასიათასობით მგზავრის უფლებები ირღვევა.

კარგი ამბავი ის არის, რომ ყოველთვის, როდესაც ავიაკომპანია ჩაგიშლით მოგზაურობის გეგმას, თქვენ, შესაძლებელია, გეკუთვნოდეთ კომპენსაცია 1800 ლარამდე.

შეგიძლიათ, უფასოდ შეამოწმოთ, გეკუთვნით თუ არა კომპენსაცია.

ფრენის გაუქმების ან დაგვიანების დროს, ავიამგზავრთა უფლებებს სხვადასხვა საერთაშორისო კანონმდებლობა იცავს. მათ შორის არის ევროკავშირის რეგულაცია #261/2004, რომელიც ავიაკომპანიას აკისრებს მოვალეობას, მგზავრს გადაუხადოს ფულადი კომპენსაცია.

ანალოგიურად, ავიამგზავრთა უფლებებს იცავს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2012 წლის 17 ივლისის #122 ბრძანება, რომელიც, აგრეთვე, აკისრებს ავიაკომპანიებს მგზავრებისთვის ფულადი კომპენსაციის გადახდას.

რეისის დაგვიანების ან გაუქმების დროს, თქვენი უფლებების დაცვაში და კუთვნილი კომპენსაციის მიღებაში დაგეხმარებათ კომპანია Sky Lawyer.

რა უნდა ვიცოდეთ ფრენის დაგვიანების დროს?

თუ რეისმა დაიგვიანა 2 საათით, ავიაკომპანია ვალდებულია, იზრუნოს თქვენზე, რაც გულისხმობს შემდეგს:

  • უფასო სასმლითა და საჭმლით უზრუნველყოფა (მათ შორის, ვაუჩერების მიცემის გზით).
  • სატელეფონო ზარის ან ელ-ფოსტის გაგზავნის შესაძლებლობის მიცემა მგზავრისთვის.
  • სასტუმროსა და ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვა (ასეთი საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში).

ავიაკომპანიის წარმომადგენელი უარს გეუბნებათ ზემოთ აღნიშნული სერვისებით უზრუნველყოფაზე?

არ ინერვიულოთ! ასეთ დროს შეგიძლიათ, თავად უზრუნველყოთ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა სერვისის შეძენა, მაგრამ მთავარია, რომ შეინახოთ ყველა გადახდის ქვითარი. მოგვიანებით შეგეძლებათ, ამ თანხის ანაზღაურება მოთხოვოთ ავიაკომპანიას.

დაიმახსოვრეთ, რომ ავიაკომპანია აანაზღაურებს მხოლოდ გონივრულ ხარჯებს, შესაბამისად, თუ კი თქვენ ძვირიანი რესტორნის სერვისით ისარგებლეთ, ავიაკომპანია ამ ხარჯს არ დაფარავს.

თუ რეისი საბოლოო დანიშნულების ადგილზე ჩასვლას იგვიანებს 3 საათით ან მეტით, თქვენ დამატებით შეგიძლიათ, მოითხოვოთ ფულადი კომპენსაცია.  კომპენსაციის ოდენობა დამოკიდებულია ფრენის მანძილზე და განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • თუ ფრენის მანძილია 1500 კმ-მდე – 250 ევრო;
  • თუ ფრენის მანძილია 1500 კმ-დან 3500 კმ-მდე – 400 ევრო;
  • თუ ფრენის მანძილია 3500 კმ და მეტი – 600 ევრო.

აქვე გაითვალისწინეთ – იმ შემთხვევაში, როცა ფრენის მანძილი 3500 კილომეტრზე მეტია, ხოლო რეისმა 3-დან 4-საათამდე დროით დაიგვიანა, მგზავრს ეკუთვნის მხოლოდ კომპენსაციის 50%. თქვენ შეგიძლიათ, უფასოდ შეამოწმოთ სავარაუდო კომპენსაციის ოდენობა თქვენს რეისზე.

თუ რეისმა 5 საათზე მეტით დაიგვიანა, თქვენ უფლება გაქვთ, საერთოდ უარი განაცხადოთ ამ რეისით წასვლაზე, მიუხედავად იმისა, დაგვიანება არის თუ არა გამოწვეული ავიაკომპანიის ბრალით.

ასეთ დროს ავიაკომპანიამ უნდა მოგცეთ უფლება, რომ ან დაელოდოთ თვითმფრინავის გაფრენას, ან არ დაელოდოთ და მიიღოთ ბილეთის ფასის სრული ანაზღაურება.

რა უფლებები გაქვთ ფრენის გაუქმების დროს?

ფრენის გაუქმების დროს მგზავრისთვის გადასახდელი კომპენსაციის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შეატყობინეს მგზავრს რეისის გაუქმების შესახებ.

მგზავრს უფლება აქვს, მოითხოვოს გაუქმებული ფრენის ბილეთში გადახდილის ფასის ანაზღაურება ან ავიაკომპანიის მიერ ალტერნატიული რეისის (ან ტრანსპორტირების) შემოთავაზება, რაც შეიძლება სწრაფად.

იმ შემთხვევაში, თუკი ფრენის გაუქმების გამო თქვენ დაგიგიგვიანდათ საბოლოო დანიშნულების ადგილზე ჩაფრენა 3 საათით ან მეტით, მგზავრს უფლება ეძლევა, მოითხოვოს კომპენსაცია.

რაც შეეხება შეტყობინების თარიღს; თუ ავიაკომპანიამ შეგატყობინათ გაუქმების შესახებ ფრენამდე 14 დღით ან უფრო მეტი დროით ადრე, მაშინ თქვენ კომპენსაცია არ გეკუთვნით.

თუ ავიაკომპანიამ გაუქმების შესახებ შეგატყობინათ რეისამდე 0-7 დღით ადრე, შესაძლებელია, გეკუთვნოდეთ კომპენსაცია შემდეგი ოდენობებით:

  • თუ ფრენის მანძილია 1500 კმ-მდე – 250 ევრო;
  • თუ ფრენის მანძილია 1500 კმ-დან 3500 კმ-მდე – 400 ევრო;
  • თუ ფრენის მანძილია 3500 კმ და მეტი – 400 ევრო.

იმ შემთხვევაში თუ კი ავიაკომპანიამ შეგატყობინათ გაუქმების შესახებ რეისამდე 7-14 დღით ადრე, თქვენ გეკუთვნით ზემოთ აღნიშნული კომპენსაციის ოდენობის 50%, კერძოდ:

  • თუ ფრენის მანძილია 1500 კმ-მდე – 125 ევრო;
  • თუ ფრენის მანძილია 1500 კმ-დან 3500 კმ-მდე – 200 ევრო;
  • თუ ფრენის მანძილია 3500 კმ და მეტი – 300 ევრო.

ავიაკომპანიის ბრალი და „განსაკუთრებული გარემოებები“

როგორც ფრენის დაგვიანების, აგრეთვე – ფრენის გაუქმების შემთხვევაში, ავიაკომპანიას კომპენსაციის გადახდა დაეკისრება მხოლოდ იმ მაშინ, როდესაც ფრენის დაგვიანება ან გაუქმება გამოწვეულია ავიაკომპანიის მხრიდან.

ყველა ისეთ შემთხვევას, როდესაც დაგვიანება ან გაუქმება მოხდა ავიაკომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ეწოდება „განსაკუთრებული გარემოებები“.

როგორც წესი, „განსაკუთრებული გარემოებები“ მოიცავს ისეთ შემთხვევებს ან გარემოებებს, რომლებიც ავიაკომპანიის კონტროლს მიღმაა და რომლის მართვა, ან თავიდან აცილებაც ავიაკომპანიას არ შეუძლია.

არ არსებობს „განსაკუთრებული გარემოებების“ ამომწურავი ჩამონათვალი და იგი უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკის გათვალისწინებით.

ამავე დროს, „განსაკუთრებული გარემოებების“ არეალი, შესაძლოა, ყოველთვის შეიცვალოს/განახლდეს სხვადასხვა სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების საფუძველზე.

ზოგადად, „განსაკუთრებულ გარემოებებად“ განიხილება:

  • ცუდი ამინდი, რომელიც შეუძლებელს ხდის ფრენის შესრულებას;
  • პოლიტიკური ან სამოქალაქო არეულობა;
  • ფრინველის შეჯახება თვითმფრინავთან;
  • უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკი, რაც არ არის დამოკიდებული ავიაკომპანიაზე;
  • ნებისმიერი სხვა გარემოება, რაც არის ავიაკომპანიის კონტროლს მიღმა.

ევროკავშირის და საქართველოს კანონმდებლობა

იმ შემთხვევაშიც კი, თუ კი თქვენი რეისი დაგვიანდა 3 საათით ან გაუქმდა ავიაკომპანიის ბრალით, თქვენ შეიძლება, მაინც არ გეკუთვნოდეთ კომპენსაცია, თუკი თქვენს ფრენაზე არ ვრცელდება ევროკავშირის ან საქართველოს კანონმდებლობა.

ევროკავშირის კანონმდებლობა ვრცელდება  ყველა იმ რეისზე, რომელიც:

  • გამოფრინდა ევროკავშირის წევრი ქვეყნის აეროპორტიდან ნებისმიერი მიმართულებით (მიუხედავად იმისა, თუ რომელი ავიაკომპანია ასრულებს ამ რეისს);
  • გამოფრინდა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის აეროპორტიდან, თუმცა რეისის საბოლოო დანიშნულების აეროპორტი განლაგებულია ევროკავშირის წევრ ქვეყანაში და ფრენა განხორციელებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნის ავიაკომპანიის მიერ.

საქართველოს კანონმდებლობა ვრცელდება ყველა იმ რეისზე, რომელიც:

  • გაფრინდა საქართველოს აეროპორტიდან ნებისმიერი მიმართულებით (მიუხედავად იმისა, თუ რომელი ავიაკომპანია ასრულებს ამ რეისს);
  • გაფრინდა სხვა ქვეყნის აეროპორტიდან, თუმცა რეისის საბოლოო დანიშნულების აეროპორტი განლაგებულია საქართველოში და ფრენა განხორციელებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნის ავიაკომპანიის მიერ.

როგორ უნდა მოვიქცე ფრენის დაგვიანების დროს?

  • ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან მოითხოვეთ ახსნა-განმარტება ფრენის დაგვიანების მიზეზთან დაკავშირებით.
  • შეინახეთ სამგზავრო დოკუმენტაცია (ჩასხდომის ბარათი, ელექტრონული ბილეთი, ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ვაუჩერი, ალტერნატიული ფრენის ბილეთი და ა.შ).
  • არ დათანხმდეთ ავიაკომპანიის შემოთავაზებას. ძალიან ხშირად ავიაკომპანია მგზავრებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის ვაუჩერს და ხელს აწერინებს დოკუმენტზე, რომლითაც მგზავრი უარს ამბობს კომპენსაციის უფლებაზე. ასე რომ, კარგად გაარკვიეთ, რას გთავაზობთ ავიაკომპანია და ხელი არ მოაწეროთ რაიმე დოკუმენტს, რომლითაც დათმობთ თქვენს უფლებებს.

ავიაკომპანიისგან კომპენსაციის მიღებაში დაგეხმარებათ კომპანია Sky Lawyer, რომელიც სპეციალიზდება ავიამგზავრთა უფლებების დაცვაში, აერთიანებს იურისტებსა და ავიაციის ექსპერტებს და უკვე ასობით მგზავრს დაეხმარა კუთვნილი კომპენსაციის მიღებაში.

🚨 შეამოწმე აქ👉🏻 http://skylawyer.ge/ka/application ან ☎️ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: (+995)591044049

Geplaatst door SKY LAWYER op Maandag 4 februari 2019

Show More

Related Articles

Close
Close