ტურისტული სერვისები

გლობალ სელი, ყველაზე იაფი როუმინგული სატელეკომუნიკაციო სერვისის 10 წლიანი ისტორია

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ მოგზაურობისთან დაკავშირებული სატელეკომუნიკაციო დანახარჯი მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ჩვენი საერთო სამოგზაურო ბიუჯეტის ოდენობას, რადგან სტანდარტული როუმინგით სარგებლობისას, შესაძლოა, სატელეფონო მომსახურება უფრო ძვირი დაგვიჯდეს, ვიდრე, მაგალითად, ავიაბილეთის ღირებულება, საცხოვრებელი ხარჯები და სხვა.

როგორც მოგეხსენებათ, სტანდარტული როუმინგით სარგებლობისას, ქართველი მოგზაურები თანხას (და არც თუ ისე მცირეს) იხდიან არა მხოლოდ მათ მიერ განხორციელებულ ზარებში, არამედ, მიღებული ზარის თითოეულ წუთშიც (მსოფლიოს ყველა ქვეყანაში), რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის და არაპროგნოზირებადს ხდის იმ სატელეფონო ხარჯებს, რომელიც მოგზაურობის დროს შეიძლება წარმოიშვას. ასევე, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესების განვითარების და მოგზაურობის სპეციფიურობის გათვალისწინებით, ჩვენთვის არანაკლები (თუ არა, უფრო მეტი) მნიშვნელობა აქვს იაფ და მუდმივ ინტერნეტ კავშირს, რაც ასევე ძვირადღირებული ფუფუნების სერვისს წარმოადგენს სტანდარტული როუმინგული მომსახურებით სარგებლობისას.

2009 წელს ქართულ ბაზარზე დაინერგა სრულიად ინოვაციური სატელეკომუნიკაციო მომსახურება, რომელმაც ქართველ მოგზაურებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უფასო შემომავალი ზარები და იაფი ინტერნეტ-პაკეტები შესთავაზა. ეს იყო განსაკუთრებული სიახლე ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც იაფი და ამავდროულად ხარისხიანი როუმინგული მომსახურება ჭირდებოდა მთელი მსოფლიოს გარშემო.

ალბათ, მიხვდებოდით, რომ საუბარია ქართულ სატელეკომუნიკაციო კომპანია გლობალ სელზე, რომელიც ზუსტად 10 წლის წინ, 2009 წლის აპრილში დაფუძნდა. მან ქართველ მომხმარებელს შესთავაზა სპეციალური მუდმივმოქმედი სიმ-ბარათი ევროპული ნომრით (მოგვიანებით კი, ევროპული, ამერიკული, ბრიტანული და ქართული ნომრებით) და უფასო შემომავალი ზარებით როუმინგში.

კომპანიის განვითარებისა და მრავალფეროვანი სერვისების დანერგვის პარალელურად, როუმინგული სატელეკომუნიკაციო მომსახურების ტარიფები ამ 10 წლის მანძილზე სულ უფრო და უფრო მცირდებოდა და დღეისთვის კომპანია გლობალ სელი საკუთარ აბონენტებს კიდევ უფრო მეტად სრულყოფილ, დახვეწილ და ყველაზე იაფ სერვისებს სთავაზობს როუმინგში.

მეათე საიუბილეო წელს კომპანია გლობალ სელი სიმბოლურად 100 000 აბონენტით ხვდება, თუმცა, ამას გარდა, კომპანიის როუმინგის მომხმარებელია მრავალი კორპორატიული კლიენტი – უმაღლესი სახელმწიფო ორგანოები, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები, სახელოვნებო და სპორტული დაწესებულებები, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ორგანიზაციები და სხვ. ამდენად, მოგზაურობასთან დაკავშირებული დანახარჯები, იმ პირთა უდიდესი ნაწილისთვის, ვინც აქტიური მოგზაურობითაა დაკავებული, დღესდღეობით ბევრად შემცირებული, ხარისხიანი და მეტად კომფორტულია, ვიდრე ეს წლების წინ იყო ჩვენს ქვეყანაში.

კონკრეტულად რას სთავაზობს კომპანია გლობალ სელი მის 100 000 აბონენტს? ეს ის მნიშვნელოვანი შეკითხვაა, რის გამოც, ირჩევენ მოგზაურები ამ კომპანიას და მის როუმინგულ სერვისს:

  • მუდმივმოქმედი საერთაშორისო სიმ-ბარათი, რომლის დაფარვის არეალი მთელი მსოფლიოა
  • უფასო შემომავალი ზარები და SMS-ები
  • გამავალი ზარები და SMS-ები მხოლოდ 0.05$-დან
  • 1 მბ ინტერნეტის საფასური კი მხოლოდ და მხოლოდ 0.005$-დან
  • 1 წლიანი უფასო და ულიმიტო ჩატ სერვისი (Facebook Messenger, Viber, WhatsApp) მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოგზაურობისას, თვეში მხოლოდ 1$-ად

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მრავალფეროვანი სატელეკომუნიკაციო სერვისებისა, რომლითაც სწორედ ამ კომპანიის აბონენტები სარგებლობენ მოგზაურობისას.

გარდა ამისა, გლობალ სელის სიმ-ბარათს არ გააჩნია მოქმედების შეზღუდული ვადა, მისი გამოყენება შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობისას მთელი ცხოვრების განმავლობაში; სიმ-ბარათს არ გააჩნია მომსახურების ყოველთვიური ან ყოველწლიური რაიმე სააბონენტო საფასური, შესაბამისად, აბონენტის მიერ შევსებული ბალანსი ხელუხლებელია წლების მანძილზეც კი ერთი მოგზაურობიდან მეორე მოგზაურობამდე.

გლობალ სელის აბონენტები სარგებლობენ 24 საათიანი სერვის-ცენტრებით თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში და 24 საათიანი უფასო სატელეფონო საკონსულტაციო მომსახურებით მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ყოფნისას. კომპანიის ცენტრალური ფილიალი მდებარეობს მოსაშვილის 1 ნომერში, ხოლო მეათე საიბულეო წელთან დაკავშირებით კი გლობალ სელი ახალი ფილიალით ხვდება მარი ბროსეს 2 ნომერში.

გარდა ამისა, გლობალ სელის სიმ-ბარათის შეძენა შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, რადგან ყოველწლიური ღია და საჯარო აუქციონის შედეგების მიხედვით, კვლავ გლობალ სელის როუმინგული მომსახურება იქნა მიჩნეული საუკეთესო და ყველაზე იაფ სერვისად ქართველი მოგზაურებისთვის.

იმედია, კომპანიის ზრდისა და განვითარების პარალელურად ქართველი მოგზაურები კვლავ ყველაზე იაფი და მრავალფეროვანი როუმინგული სატელეკომუნიკაციო სერვისებით შეძლებენ სარგებლობას მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას.

🎂 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით⏰ 10 აპრილის დილის 10-დან საღამოს 10 საათამდე⭐ გახდი გლობალ სელის აბონენტი და🎁 მიიღე…

Geplaatst door გლობალ სელ – GlobalCell op Donderdag 4 april 2019

Show More
Close
Close