სასარგებლო

7 საზიზღარი რამ, რასაც მოგზაურობისას აკეთებთ

ყველა საოცრად კარგი სურვილებითა და განზრახვებით ივსება მოგზაურობის დროს. ყველა იწმენდს ხელებს სანიტარული ხელსახოცებით, როცა გამოდიან აბაზანიდან ან მიირთმევენ საჭმელს, თუმცა მოგზაურები ხშირად უნებლიეთ ისეთ რაღაცას აკეთებენ, რაც მათ ჯანმრთელობას ვნებს. ერთი წაკითხვაც კი საკმარისია, რათა ეს საზიზღარი დეტალები არ დაგავიწყდეთ და თავი აარიდოთ მსგავს ქცევებს.

უსაფრთხოების ფეხშიშველი გავლა

არაფერია იმაზე საშინელება, როდესაც წინდების ჩაცმა დაგავიწყდებათ და დაცვის ტერიტორიას ფეხშიშველი გაივლით.

დაფიქრდით, რამდენად ბინძურია და რამდენმა ადამიანმა გაიარა მასზე, მაშინვე მოგინდებათ ტერფების სასწრაფოდ დაბანა.

სიბინძურის გარდა სხვა ფაქტორებიცაა; შესაძლებელია, შემთხვევით გაიჭრათ ფეხი; ეს ვალდებულს გხდით, საკუთარი უსაფრთხოებისათვის იზრუნოთ, რათა არ დაავადდეთ ტეტანუსით ან არ შეგეჭრათ ინფექცია.

ხელების მოუწესრიგებლობა უსაფრთხოების ყუთების გამოყენების შემდეგ

სამწუხაროდ, არ არსებობს გზა, რომლითაც თავს აარიდებთ აეროპორტში უსაფრთხოების ყუთებს.

არ დაგავიწყდეთ მისი გამოყენების შემდეგ ხელების გასუფთავება, რადგან ამ ყუთებში თავსდება ნებისმიერი რამ, რაც ვერ გაივლის კონტროლს, იქნება ეს ფეხსაცმელი თუ სხვა ნივთი.

გაიხსენეთ სტატისტიკა, როცა ყუთიდან მობილურის ამოღებისას დარეკვის დროს მას სახეზე მიიდებთ.

წყლის ფანტანიდან დალევა

მოგზაურობისას ერთ-ერთი კარგი რჩევაა ბოთლის თან წაღება, რათა საჯარო ფანტანზე აავსოთ და ფული დაზოგოთ.

ეს საკმაოდ გავრცელებული მეთოდია, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ წყლის ფანტანები შეიცავს ისეთ ბაქტერიებს, რაც განსაკუთრებით საშიშია ორსულებისთვის, ბავშვებისა და ავადმყოფი ადამიანებისათვის. მან შეიძლება, გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის პრობლემები ან პნევმონია.

ტელეფონის ჭამის დროს გამოყენება

არასასიამოვნო ქცევაა სუფრასთან ტელეფონის გამოყენება, თუმცა ყველას ცხოვრებაში ხდება ისე, რომ სადილობენ მარტო და ტელეფონი მათ “მარტოობას” არ აგრძნობინებს, ან თუნდაც სჭირდებათ ინფორმაციის სწრაფად გაგება.

კვლევებმა აჩვენა, რომ ტელეფონები ძალიან ბინძურია და შეიცავს ყველა სახის ბაქტერიას. ამიტომაც, როდესაც ჭამისას იყენებთ, ბაქტერიებს საშუალებას აძლევთ, უმარტივესი გზით მოვიდნენ პირის ღრუმდე.

თუ მაინც აუცილებელია ჭამისას ტელეფონის გამოყენება, დარწმუნდით, რომ ის სანიტარული ხელსახოცებით გაწმინდეთ.

საჯარო საშხაპეში ფეხშიშველი შესვლა

თუ საჯარო საშხაპეებს იყენებთ, სასურველია, არ შეხვიდეთ ფეხშიშველი.

ყველას სიამოვნებს დილით თბილ ხალიჩაზე გავლა, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ იქ, შესაძლოა, ბევრი სოკოვანი ბაქტერია იმალებოდეს, რაც ადვილად გადამდებია.

სასტუმროს ოთახის პულტის გამოყენება

გიფიქრიათ, რამდენად ბევრი ადამიანი ეხება თქვენი ოთახის პულტს და რა იშვიათად ასუფთავებენ მას?

კვლევებმა აჩვენა, რომ პულტი ყველაზე ბინძური ობიექტია სასტუმროს ნომრებში. ამიტომაც, თუ გადაწყვეტთ მის გამოყენებას ჭამის დროს, დარწმუნდით, რომ თქვენსა და მას შორის რაღაც ისეთი არ არის, რაც თქვენს ხელებს გააბინძურებს.

ფეხსაცმლის გამოყენება თვითმფრინავის სააბაზანოებში

ფრენისას ტურბულენტობა გასაკვირი შემთხვევა არ არის და გიფიქრიათ, როგორი სახის სითხე შეიძლება მოხვდეს სააბაზანოს იატაკზე?

როდესაც მოგზაურები იქ ფეხსაცმლის გარეშე შედიან, მთელი ეს სიბინძურე მათ ფეხებზე გადადის, რაც, დაგვეთანხმებით, საზიზღარი შემთხვევაა.

 

წყარო

Show More

Related Articles

Close
Close