ავსტრიაგერმანიაევროპაესპანეთიინგლისიირლანდიაიტალიაპოლონეთირუმინეთისაფრანგეთიშოტლანდიაჩეხეთი

შუა საუკუნეების 25 ყველაზე ლამაზი ციხე-სიმაგრე მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად შუა საუკუნეებს ბნელ წლებად მოიხსენიებენ, ამ საუკუნეში შეიქმნა ისეთი უმშვენიერესი, ძლიერი და მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლები, მათ შორის, მრავალი ციხე-სიმაგრე, რომლებიც დღესაც მყარად დგას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და აოცებს მილიონამდე ადამიანს.

ევროპის ციხე-სიმაგრეების უდიდესი ნაწილი პოპულარული და ყველასთვის ცნობილია, მაშინ, როდესაც სხვების შესახებ ინფორმაციაც კი არ არის ფართოდ გავრცელებული.

სწორედ ამიტომ, სტატიაში მოცემულია შუა საუკუნეების 25 საუკეთესო ციხე-სიმაგრე, რომლებიც ნახვად აუცილებლად ღირს.

  1. ელცის ციხე-კოშკი, გერმანია

ელცის კოშკის ფოტოები პოპულარულია ინსტაგრამზე, მდებარეობის და ულამაზესი ბუნების გამო. ის გარშემორტყმულია გორაკებითა და ხშირი ტყეებით, რაც მისტიურობას ანიჭებს მას.

როგორც სხვა ციხე-სიმაგრეებს, ელცსაც ბევრი კონფლიქტი და დაპირისპირება ახსოვს, თუმცა აქამდე ვერც ერთმა მტერმა მოახერხა მისი განადგურება.

საინტერესოა, რომ სასახლე დღესაც ელცის ოჯახის მფლობელობაშია.

  1. ეილენ-დონანი, შოტლანდია

ეილენ-დონანი, შესაძლებელია, ყველაზე ცნობილი ციხე-სიმაგრეა, რომელსაც ყველა იცნობს. განსაკუთრებულად ცნობილი მაშინ გახდა, როდესაც 1986 წლის იქ „მთიელი“ გადაიღეს.

ის მდებარეობს კუნძულზე სამ ტბას შორის, რაც მის გარშემო საოცარ ხედებს ქმნის. სამწუხაროდ, ციხე ჩამოიშალა მე-18 საუკუნეში იაკობიტების აჯანყების დროს, თუმცა მე-20 საუკუნეში ის კვლავ აღადგინეს.

  1. ედინბურგის ციხე-სიმაგრე, შოტლანდია

კიდევ ერთი შოტლანდიური მშვენიერება ედინბურგის ციხე-სიმაგრეა.

ციხეები ძირითადად მიუვალ და მაღალ ადგილებში იყო, რადგანაც რთული ყოფილიყო მტრებისთვის მათი მიგნება.

ედინბურგის ციხეს ისეთი მდებარეობა აქვს, რომ იქედან მთელი დედაქალაქის ხედი იშლება.

პირველ და მეორე მსოფლიო ომების პერიოდში ციხე ხან შოტლანდიის, ხან კიდევ ინგლისის მფლობელობაში იყო.

დღეს მრავალი ტიპის ტური იგეგმება, რაც კარგი შესაძლებლობაა ციხის დასათვალიერებლად, და თუ არ გინდათ, თქვენი შვებულება მხოლოდ ჭიქა ჩაის მირთმევით შემოიფარგლებოდეს, ნუ იტყვით უარს, დატკბეთ იმ  ულამაზესი ხედებით, ბუნებით და ლანდშაფტებით, რასაც ედინბურგის ციხე-სიმაგრე გთავაზობთ.

  1. ბრანის ციხე-სიმაგრე, რუმინეთი

როდესაც საუბარია შუა საუკუნეების ციხეებზე, იქ აუცილებლად უნდა ვახსენოთ რუმინეთი.

ბევრი, პირველ რიგში, გაიხსენებს დრაკულასა და ტრანსილვანიას, თუმცა ბრანიც ის ადგილია, რომელიც აუცილებლად მიიპყრობს მნახველთა ყურადღებას.

ციხე-სიმაგრე თარიღდება მე-13 საუკუნით, თუმცა დოკუმენტებში პირველად 1377 წელს გამოჩნდა.

ხეებში ჩაფლული, ზღვის დონიდან 2500 ფუტ სიმაღლეზე მდებარე ბრანის ციხე-სიმაგრეს საოცრად მისტიურ შეხედულებას ანიჭებს მის ირგვლივ აშენებული კოშკები და კოშკურები.

დღეს მნახველებს თავისუფლად შეუძლიათ, ვიწრო კიბეებს დახმარებით შემოიარონ სასახლეში არსებული სამოცივე ოთახი, რომელთა უმეტესობა მიწისქვეშა გასასვლელებს უკავშირდება.

  1. კილკენის ციხე-სიმაგრე, ირლანდია

კილკენი არის ანგლო-რომანული ქვის ციხე-სიმაგრე, რომელიც მე-12 საუკუნეში იყო ციხე. ის საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც გოთიკური სტილის არქიტექტურული ძეგლი.

დღეს კილკენის ირგვლივ გაშენებულია სხვადასხვა სახეობის ბაღი, სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა, მშვიდად ისეირნონ ბაღებში ან შეისწავლონ ციხე, მისი ისტორია სხვადასხვა ტურის მეშვეობით.

  1. მონ-სენ-მიშელი, საფრანგეთი

ძალიან ცოტა ადგილია მსოფლიოში ისეთი ჯადოსნური, როგორიცაა მონ-სენ-მიშელი.

კუნძულზე მდებარე შუა საუკუნეების მონასტერი საუკუნეების განმავლობაში იზიდავდა პილიგრიმებს. რომ არა მონასტერი, მაშინაც კი ძნელი იქნებოდა იმ სილამაზის უარყოფა, სადაც მონ-სენ მიშელია.

კონსტრუქციის მშენებლობა მე-10 საუკუნეში დაიწყო, ციხემდე მისვლა ფეხითაც კი ადვილია, ამიტომაც მას უამრავი ტურისტი სტუმრობს, რომელთათვისაც მუზეუმები, ტაძრები და სააბატოები ყოველთვის ღიაა.

  1. უინძორი, ინგლისი

უინძორს, შესაძლებელია, ვუწოდოთ ყველაზე პოპულარული სასახლე ევროპაში, სადაც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდა ინგლისის სამეფო ოჯახი.

უინძორი გარშემორტყმულია უდიდესი ტერიტორიით, სადაც მდებარეობს ფორტიფიკაციები, პატარა ქალაქები და სასახლეები.

უინძორს დღესაც მრავალი დამთვალიერებელი სტუმრობს, მათ ანცვიფრებთ სასახლის გოთიკური სტილი და მდიდრული შეხედულება, რომელიც პირველივე დანახვიდანაა შესამჩნევი.

  1. კასტელ-დელ-მონტე, იტალია

ადამიანთა უმეტესობას ციხე-სიმაგრის გაგონებისას წარმოუდგენია წვეტიანი ფორმის მაღალი კონსტრუქციები, თუმცა კასტელ-დელ-მონტის ციხე-სიმაგრე ამ შეხედულებას მკაცრად ეწინააღმდეგება.

აპულიას რეგიონში მდებარე მე-13 საუკუნის ციტადელი ააგო იმპერეტორმა ფრედერიკ II-მ. ციხე მდებარეობს ქვიან მაღლობზე და აღსანიშნავია, რომ ჩვენამდე პირვანდელი, უცვლელი სახით არის მოღწეული.

  1. ალჰამბრა, ესპანეთი

სასახლისა და ციხე-სიმაგრის კომპლექსი აშენდა მე-13 საუკუნეში. ალჰამბრა 1333 წელს გახდა სამეფო სასახლე, ხოლო საუკუნის შემდეგ ფერდინანდისა და იზაბელას სამეფო კურორტად. მას მუსლიმური დინასტიაც მართავდა, რაც, საბოლოო ჯამში, მრავალფეროვან ისტორიულ ატლასს ქმნის.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ალჰამბრაში მოხვედრა ლიმიტირებულია, რადგანაც ტურისტებმა კარგად შეძლონ სასახლისა და მის შემოგარენში არსებული ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.

  1. ვიანდენი, ლუქსემბურგი

საფრანგეთს, გერმანიასა და ბელგიას შორის პატარა ქალაქში მდებარეობს ვიანდების უდიდესი ციხე-სიმაგრე.

მიუხედავად იმისა, რომ სასახლის თავდაპირველი კონსტრუქცია თარიღდება მე-10 საუკუნით, მას სამი, XI-XIV, საუკუნეების განმავლობაში აშენებდნენ.

ვიანდენი არის რომანული სტილის კლასიკური ნიმუში ნახევრად მრგვალი თაღებით, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ მას გოთიკური სტილის ელემენტებიც აქვს დამატებული.

როგორც სხვა ციხე-სიმაგრეები, ვიანდენიც მდებარეობს მწვერვალის თავზე, საიდანაც ის მთლიან ტერიტორიას გადაჰყურებს.

  1. შატო დე სუსინიო, საფრანგეთი

საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანის სანაპიროებზე, არის შატო დე სუსინო.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ის შექმნეს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, მე-12 საუკუნეში ციხედ გადაკეთდა.

შატო დე სუსინიო არის შუა საუკუნეების შესანიშნავი ევროპული ციხე-სიმაგრის ნიმუში, რომელმაც ჩვენამდე გაუნადგურებელი, უცვლელი სახით მოაღწია, მაშინ, როდესაც დანარჩენ ციხეებს ხანძრები და გამადაგურებელი მტრები იწირავდნენ.

  1. მალბორკი, პოლონეთი

მალბორკის სასახლე, ცნობილი, როგორც ტეუტონიკების ორდერის ციხე-სიმაგრე, თარიღდება მე-13 საუკუნით, რომელსაც დღეს იუნესკო იცავს.

როდესაც მისი მშენებლობა 1406 წელს დაასრულეს, იყო აგურის უდიდესი ციხე-სიმაგრე. ის დროთა განმავლობაში ფართოვდებოდა და ერთ დროს 3000 რაინდის საცხოვრებელსაც კი წარმოადგენდა.

მალბორკი მძიმედ დაზიანდა მეორე მსოფლიო ომის დროს, თუმცა აღადგინეს და დღესაც უამრავ ტურისტს მასპინძლობს.

  1. ტრაკაის კუნძული ციხე, ლიტვა

როგორც მალბორკი, ასევე ტრაკაიც, იყო ერთ-ერთი უდიდესი აგურის ციხე-სიმაგრე დასავლეთ ევროპაში, რომელიც თავისი მასშტაბურობით დღესაც გამოირჩევა.

გალვეს ტბასთან მდებარე კონსტრუქციის მშენებლობა დაიწყეს მე-14 საუკუნეში და დაასრულეს მე-15-ში.

სანამ მე-17 საუკუნეში ჩამოიშლებოდა, მას ციხედაც იყენებდნენ.

მალბორკს პირვლანდელი სახე 1960-იან წლებში დაუბრუნეს.

  1. ბოდიამი, ინგლისი

უინძორების შემდგომ, ბოდიამი ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია შუა საუკუნეების ევროპული სასახლეების.

მე-14 საუკუნეში ის ააშენეს ასწლიანი ომისაგან თავდასაცავად, თუმცა დღეს მისი ინტერიერის პირვანდელი სახე შემორჩენილი არ არის. ის მოიცავს მრგავლ და ოთხკუთხა ფორმის ციხეებს, რომლებიც დაცვის მიზნით იყო შექმნილი.

ბოდიამს დღესაც უამრავი დამთვალიერებელი სტუმრობს, მათ შეუძლიათ ციხე-სიმაგრიის დათვალიერება და მისი ისტორიის მოსმენა სხვადასხვა ტიპის ტურის მეშვეობით.

  1. ბოინიცე, სლოვაკეთი

ბოინიცის ციხე-სიმაგრე თავისი არქიტექტურული სტილითა და უმშვენიერესი ბუნების დამსახურებით თავს ნამდვილ ზღაპარში გაგრძნობინებთ, სწორედ ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ის სლოვაკეთის ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული სანახაობაა.

ბოინიცე ყოველ გააზაფხულს სტუმრობს ყოველწლიურ საერთაშორისო სულებისა და მოჩვენებების ფესტივალს.

ციხე-სიმაგრე გარშემორტყმულია ულამაზესი პარკით, რომელიც ამ უმშვენიერესი ადგილის მთავარი ხიბლია.

  1.  ჰოენვერფენი, ავსტრია

ციხე-სიმაგრე მდებარეობს სალზბურგის სამხრეთით 25 მილის ტერიტორიაზე, სადაც ერთმანეთს ერწყმის ზღაპრულობა და მისტიურობა.

ის ააშენეს გვიან, მე-11 საუკუნეში, 500 ფუტი სიმაღლის კლდეზე, რომელსაც სტრატეგიულობის გარდა, ჰქონდა სამეფო რეზიდენციისა და სანადირო კურორტის ფუნქციაც.

დღეს ჰოენვერფენი არის მუზეუმი, სადაც გამოფენილია საბრძოლო იარაღების კოლექციაც.

თუ აქ შესაბამის დროს მოხვდებით, უამრავი ფრინველის სახეობის ხილვის შანსიც მოგეცემათ, მაგალითად, როგორიცაა არწივები, შევარდენები, ქორები და ა.შ

  1. პიერფონდის ციხე, საფრანგეთი

პიერფონდის ციხე აშენენდა მე-15 საუკუნეში, მოგვიანებით, როდესაც ის განადგურდა, ნაპოლეონ პირველმა 3000 ფრანგის დახმარებით თავიდან ააშენა 1810 წელს.

1862 წლამდე იყო ქვეყნის ისტორიულობის სიმბოლო, ხოლო მას შემდეგ, რაც აქ გადაიღეს ფილმები და სატელევიზიო სერიები, მისი ცნობადობა მსოფლიოს მასშტაბით კიდევ უფრო გაიზარდა.

  1. კორვინი, რუმინეთი

მაშინ, როცა ადამიანთა უმეტესობას დრაკულას ხსენებაზე ტრანსლივანია ახსენდება, ცოტამ თუ იცის, რომ რუმინეთის ის ნაწილი, სადაც კორვინი მდებარეობს, ცნობილი ციხეების რაოდენობითაა გამხდარი.

ციხე ააშენეს შუა საუკუნეების ბოლოს გოთიკურ-რენენსანსულ სტილზე.

კორვინი არის ევროპის ერთ-ერთი დიდი ციხე-სიმაგრე ევროპაში.

სასახლე მოიცავს დიდ და შთამბეჭდავ კოშკებს, ბასტიონებს, ეზოებს, სხვადასხვა ფერად სახურავებს, ქვების დეკორით გაკეთებულ აივნებსა და ფანჯრებს.

კორვინი სანამ რეზიდენციად გარდაიქმნებოდა, მე-14 საუკუნის შუა პერიოდამდე სადამცველო ფუნქციებს ითავსებდა.

  1. ჰლუბოკა, ჩეხეთის რესპუბლიკა

შუა საუკუნეებში ციხე-სიმაგრეების უმეტესობას ჰქონდა სადამცველო ფუნქციები, რაც ნათლად აისახებოდა მათ გარეგნობაზე.

ჰლუბოკას ციხე, ჩეხეთის რესპუბლიკაში, არის გამონაკლისი, რომელსაც უფრო რომანტიული შეხედულება აქვს, რაც თანამედროვე სტანდარტებს შესანიშნავად ერგება.

მიუხედავად იმისა, რომ ის მე-13 საუკუნეში, რენესანსის დროს აშენდა, გადაკეთდა ბაროკულ ციხედ. ის თავიდან ააშენეს ჯონან ადოლფის დროს და სწორედ მაშინ გადააკეთეს, ლამაზ, რომანტიული შესახედაობის ციხე-სიმაგრედ.

  1. დორვერთი, ნიდერლანდები

დორვერთი თავიდან ხის კონსტრუქცია იყო, რომელიც შემდგომ პერიოდში გადააკეთეს ქვის ციხედ.

ციხე-სიმაგრეს აქვს უნიკალური და დიდებული გარეგნობა. მისი შემოგარენი კიდევ უფრო საყურადღებოს და ხაზგასასმელს ხდის მის ხასიათს.

დორვერთის ტერიტორია მოიცავს უძველეს აკაციის ხეებს, რომელიც 1600 წელს დარგეს. დღესდღეობით ციხე ღიაა დამთვალიერებლებისთვის თავისი სამი მუზეუმითა და დიდებული დარბაზებით, რომელიც ხელმისაწვდომია ღონისძიებებისა და წვეულებებისათვის.

  1. Château du Haut-Kœnigsbourg, საფრანგეთი

ციხე-სიმაგრის შესახებ პირველი ცნობები იკვეთება 1147 წლიდან. ვოსგეს მთებში მდებარე ციხე გადაჰყურებს შავ ტყეს, საიდანაც იშლება დაუვიწყარი ხედი.

Château du Haut-Kœnigsbourg ააგეს თავდასაცავად, სწორედ ამიტომ, მოიცავს რამდენიმე ოთახს, რომელიც განთავსებულია მეორე სართულზე, ხოლო საცხოვრებელ ფუნქციებს ძირითადად პირველი სართული ითავსებდა.

  1. ფენისი, იტალია

View this post on Instagram

Tag #italiancastles #italiancastle 🏆the artist👉 @jarlaxle85 🎉🎉 our congratulations !! 👉 location 🏰🇮🇹#feniscastle #italy Please visit his/her gallery!! ————————————————– thank you very much for tagging your pics @italiancastles 🇮🇹 Repost welcomed ————————————————– pic chosen by Admin @salvatorevatrano _______________________________ #castle #chateau #castello #schloss #castillo #castelo #valledaosta #beautifuldestinations #wonderful_places #bestvacations #holiday #architecture #tourist #tagforlikes #pictureoftheday #travel #travelawesome #travelgram #history #trip #instagram #placestovisit #castellidelmondo #ifollow #ifollowback #art

A post shared by 🇮🇹 Italian Castles 🇮🇹 (@italiancastles) on

სხვა სტრატეგიული ციხეებისაგან განსხვავებით, რომლებსაც მიუვალ ადგილებზე აშენებდნენ, ფენისი მდებარეობს პატარა ბორცვზე, რომელიც თავდასაცავი ციხის გარდა, იყო ჩალანტების ოჯახის სამყოფელი.

მისი დიზაინი ტოვებს სიძლიერის შთაბეჭდილებას, თუმცა არის ჰარმონიული. ოთხკუთხა კოშკები, შიდა ეზოები, კიბეები, დეკორატიული ფასადები დღესაც იზიდავს უამრავი ადამიანის ყურადღებას და სწორედ ამიტომ, ფენისის ციხე მნახველთა სიმცირეს ნამდვილად არ უჩივის.

  1. კასტელ დე კოკა, ესპანეთი

კასტელ დე კოკა მდებარეობს ცენტრალურ ესპანეთში, ქალაქ სეგოვიაში, და არის მე-15 საუკუნის ქვის კონსტრუქციის შესანიშნავი ნიმუში. მასში ერთმანეთს ერწყმის მავრიტანულ მუსლიმური დიზაინი და გოთიკური არქიტექტურა.

აგურის მასალა, რისგანაც ააგეს, განსხვავდება ჩვეულებრივი ქვის მასალისაგან, რადგანაც ის არის სპეციალურად დამზადებული, რათა მტრების მძლავრი შემოტევებისათვის გაეძლო. მასში, მავრიტანულთან ერთად, ქრისტიანული დეტალებიც საგრძნობლად იკვეთება.

  1. კარლშტეინი, ჩეხეთის რესპუბლიკა

მე-14 საუკუნეში ჩეხეთის რესპუბლიკაში კარლშტეინის ციხე-სიმაგრე ააშენეს, რათა დაეცვათ საიმპერატორო რეგალია, საგვირგვინო სამკაულები, წმინდა რელიქვიები და სხვა საგანძური.

სასახლე მდებარეობს პრაღიდან 20 მილის მოშორებით და არის ქვეყნის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა.

გამოირჩევა კარლშტეინის დაცვის სისტემა, რომელიც მხოლოდ კლდეზე მდებარეობით არ შემოიფარგლება. არქიტექტურული სტილი ძირითადად გოთიკურია.

  1. ბურგჰაუზენი, გერმანია

ბურგჰაუზენის ციხე-სიმაგრე შუა საუკუნეების ყველა ფორტიფიკაციით არის უდიდესი ციხის კომპლექსი მსოფლიოში, რომელიც გინესის რეკორდებშიც კი არის შესული თავისი სიგრძის გამო.

ის აშენებულია გოთიკური სტილით და მოიცავს როგორც შიდა, ასევე ხუთ გარე ციხე-დარბაზის ეზოებს.

მდებარეობს ავსტრიისა და გერმანიის საზღვართან, აღსანიშნავია, რომ აქედან საოცარი ხედი იშლება, რომლითაც აუცილებლად უნდა დატკბეთ ბავარიაში ყოფნისას.

 

წყარო

Show More

Related Articles

Close
Close