ინგლისი

25 საუკეთესო რამ, რაც ლონდონში უნდა გააკეთოთ

ლონდონში ყოველწლიურად 27 მილიონი ტურისტია, რაც საუკეთესო მაჩვენებელია მთელი ევროპული ქალაქების მასშტაბით. ის ინგლისის ყველაზე პატარა ქალაქია, სადაც 9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ათასი რამაა, რისი გაკეთებაც ლონდონში შეგიძლიათ, ფაქტობრივად, შეუძლებელია, აქ მოიწყინოთ.

1. ჰაიდ-პარკი

ჰაიდ-პარკი ლონდონში ყველაზე დიდი და ცნობილი პარკია.

მას თავისი ისტორიული ღირებულება აქვს, წლების განმავლობაში სწორედ აქ იმართებოდა მრავალი დემონსტრაცია და საპროტესტო აქცია.

პარკის ცნობილ მოსაუბრეთა კუთხეში ყოველკვირეულად იმართება დებატები, საპროტესტო გამოსვლები, იდგმება თეატრალური სანახაობები.

აქ თქვენ შეგიძლიათ, გაისეირნოთ ნავით, ნახოთ გედები, გადაიღოთ უამრავი დასამახსოვრებელი ფოტო და ისუნთქოთ სუფთა ჰაერი ქალაქის ცენტრიდან გაუსვლელად.

ერთი სიტყვით, ჰაიდ-პარკი აცილებლად სანახავი ადგილია, თუ გეზი ლონდონისკენ გაქვთ აღებული.

2. ვესტმინსტერი

ვესტმინსტერი მიიჩნევა ლონდონში პოლიტიკურ ცენტრად, აქ მდებარეობს პარლამენტი და ცნობილი ბიგ-ბენი.

ბიგ-ბენი არის ზარის სახელი, რომელიც მდებარეობს საუცხოო საათის კოშკში და დღესაც რეკს ყოველ საათში ერთხელ.

თქვენ შეგიძლიათ, ესტუმროთ, ასევე, ვესტმინსტერის ებბეის, რომელიც ყოველთვის ღიაა მნახველთათვის.

სანამ ამ ღირსშესანიშნაობით დატკბებით, დარწმუნდით, რომ არ გამოგრჩებათ პარლამენტ სქუერი, სადაც იხილავთ ნელსონ მანდელასა და ვინსეტ ჩერჩილის ძეგლებს.

3. ქემდენი

ქემდენი არის ლონდონის კულტურული მეზობელი, რომელიც გამოირჩევა თავისი ალტერნატიული კულტურით, აქ ნახავთ გოთებს, პანკებს, როკერებს, შესაბამისად, არ გაგიჭირდებათ პირსინგებისა და ტატუს სალონების პოვნა.

ქემდენის მარკეტები არის ეკლექტიკური და მრავალფეროვანი, ქუჩებში იყიდება უგემრიელესი საჭმელი, დგას სხვადასხვა სამშვენისის ჯიხურები და უნიკალური ხელოვნების ნიმუშები, რომლის შეძენაც შესაძლებელი იქნება თქვენთვის.

შეიძინეთ ვინტაჟური ტანსაცმელი, მეორადი წიგნები მოგზაურობის დროს საკითხავად და ესტუმრეთ ვეგანურ ფურნეებს ქუქის ენდ სქრიმში.

დამღლელი საყიდლების შემდეგ გაისეირნეთ რეგენთს ქენელზე ან გაუყევით ფეხით ქინგ ქროსს.

4. ლონდონის თვალი

ლონდონში მოგზაურობა დასრულებულად ვერ ჩაითვლება, თუ თქვენ ერთხელ მაინც არ ეწვევით ლონდონოს თვალს, ეს არის უდიდესი ეშმაკის ბორბალი, საიდანაც საუცხოო, განუმეორებელი ქალაქის ხედი იშლება.

საღამოობით ის სეზონური ფერებით ნათდება, ხოლო ახალ წელს სწორედ აქედან ეწყობა გრანდიოზული ფოიერვერკი.

თქვენ შეგიძლიათ, გაიზიაროთ ერთი კაბინა სხვა ტურისტებთან ერთად ან მოითხოვოთ ცალკე ადგილი თქვენთვის, ან განსაკუთრებული ადამიანისათვის.

ლონდონის თვალის შემდეგ აუცილებლად უნდა ესტუმროთ ლონდონის აკვარიუმს, სადაც ნახავთ სხვადასხავა წყლის არსებას მთელი მსოფლიოდან, მათ შორის მედუზებს, ზღვის ცხენებსა და ნიანგებს.

5. სოჰო

სოჰო არის ლონდონის სექს ინდუსტრიის ცენტრი. ეს ადგილი ყველაზე ცნობილია ღამის ცხოვრებითა, LGBTQ საზოგადოებით, გეი და ლესბოსელთა ბარებით, რომლებიც სტუმრებს მზის ჩასვლისთანავე ღებულობს.

ბარებისა და კლუბების გარდა, სოჰოში შეგხვდებათ თეატრები, ჯაზ-ბარები და რესტორნები, რაც ამ ადგილს კულტურულ ელფერს სძენს.

ნუ გეგონებათ, რომ დღის განმავლობაში სოჰო თავის შარმს კარგავს. აქ ესტუმრებით მუსიკალურ მაღაზიებს, საცხობებსა და პატარა კაფეებს, სადაც შეძლებთ დასვენებას და დროის გატარებას სასიამოვნო გარემოცვაში სასიამოვნო ხალხთან ერთად.

6. შორდიჩი

შორდიჩი არის ლონდონის ყველაზე ტრენდული ადგილი, რომელმაც უკანასკნელი წლებში განვითარების დიდი გზა გაიარა, ის გახდა ყველაზე კარგი ადგილი დროის გასატარებლად დღის განმავლობაში და რაც შეეხება ღამეს, ვერსად ისე გართობას ვერ შეძლებთ, როგორც აქ, შორდიჩში.

ესტუმრეთ ტრაპეზეს. ეს არის ბარი, რომელიც თავს სანახაობრივ ცირკში გაგრძნობინებთ, რადგანაც დეკორაცია ამ თემის მიხედვითაა შერჩეული.

პოპ-კულტურის მოყვარულთათვის აქ არის ფარ როქევეი, დასასვენებელი ბარი, რომელიც სავსეა კომიკური წიგნებითა და ბენდის პოსტერებით.

7. ჰამფსტედ ჰიზი

View this post on Instagram

Hampstead Heath, London, United Kingdom – #ThisWeekInUK Hampstead Heath is one of London's most popular open spaces, situated just six kilometers from Trafalgar Square. Discover the beautiful view of London from the park. A nice quiet area, scattered with huge houses like Kenwood House, a splendid building whose entrance is free. The wild side of the park with its beautiful forest and the magnificent view of London make it the perfect place for a picnic. ° ° ° ° ° #hampsteadheath #hampsteadheathpark #hampsteadheathponds #hampsteadheathlondon #hampsteadheathsunday #hampsteadheathstation #hampsteadheathwalk #hampsteadheathrocks #hampsteadheathwalks #hampsteadheathphotography #hampsteadheathwoods #hampsteadheathlondonscountryside #hampsteadheathskies #england #england🇬🇧 #englandsbigpicture #england_tops #englandismycity Tag #UniversalTourGuide to get featured.

A post shared by Universal Tour Guide (@universaltourguide) on

ჰამფსტედ ჰიზი არის ლონდონის ყველაზე დიდი პარკი, რომელიც 790 აკრ ტერიტორიას მოიცავს. ის მდებარეობს ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილზე, სწორედ ამიტომ პარლამენტ ჰილიდან ქალაქის ულამაზესი ხედით ტკბობას შეძლებთ.

ჰიზში არის ბალახიანი მდელოები, ტყიანი ადგილები და დიდი ტბორები, აქ არის ღია საცურაო აუზები მათთვის, ვისაც გარეთ ცურაობა უყვარს, ხოლო ისტორიის მოყვარულთათვის – ესტუმრეთ კენვუდის სახლს, რომელიც მანხველთა ინტერესს ნახატებით იპყრობს.

8.  BFI

The BFI – ბრიტანეთის ფილმის ინსტიტუტი, არის აუცილებლად სანახავი კინომოყვარულთათვის.

აქ ყოველდღე აჩვენებენ ბლოკბასტერებს, კლასიკურ, უკვდავ ჰიტებს, ასევე, გახსნილია მაღაზიები და ბიბლიოთეკები მათთვის, ვინც თავის კინოთეატრს სერიოზულად ეპყრობა და ფიქრობს მის მრავალფეროვნებაზე.

ფილმის ინსტიტუტს აქვს, ასევე, რესტორანი ხედით მდინარეზე, რათა შეძლოთ ვახშმობა და უახლესი ფილმების განხილვა.

9. კრუიზი თემზაზე

თემზა საუკუნეების განმავლობაში იყო ინდუსტრიულად მნიშვნელოვანი ლონდონისათვის, ის ქალაქის უდიდესი მდინარეა, რომელიც ჩრდილოეთ ზღვაში ჩაედინება და იყო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი როგორც რომაელებისთვის, ასევე ორივე მსოფლიო ომის დროს.

არსებობს რამდენიმე კომპანია, რომელიც თემზაზე კრუიზს გთავაზობთ, ზოგიერთი მათგანი ყოველ 30 წუთში ერთხელ გადის და მოიცავს ისეთი ღირსშესანიშნაობების ნახვას, როგორიცაა თაეურ ბრიჯი, პარლამენტის შენობა და ლონდონის თვალი.

არის საღამოს კრუიზებიც, რათა თქვენ განათებული ლონდონით ტკბობა შეძლოთ, ზოგიერთი მათგანი მოიცავს კვებასა და უგემრიელეს ბრიტანულ ჩაის.

10. ბეიკერ სტრიტი

ბეიკერ სტრიტი ლონდონის ერთ-ერთი კულტურული ცენტრი გახდა მას შემდეგ, რაც არტურ კონან დოილმა შექმნა დეტექტივი შერლოკ ჰოლმსი, რომელიც სწორედ ამ ქუჩაზე ცხოვრობდა.

დღეს თქვენ შეგიძლიათ, იხილოთ შერლოკ ჰოლმსის მუზეუმი, რომელსაც განსაკუთრებული პოპულარობა  BBC-ს სერიალმა, „შერლოკმა“, მოუტანა.

აქვეა მადდამ ტუსსაუდის ცვილის მუზეუმი, სადაც თქვენ თქვენს საყვარელ ცნობილ სახეებთან შეგეძლებათ პოზირება.

ამ ყოველივეს ნახვის შედეგ დაისვენეთ რეჯენტის პარკში, სადაც პრაიმროუზის გორაკიდან ქალაქის ხედი იშლება.

11. ბრიქსტონის აკადემია

აკადემია თავდაპირველად იყო კინოთეატრი, რომელსაც ერქვა “ასტორია” და შეიქმნა 1929 წელს.

50 წლის შემდეგ მის ადგილას შეიქმნა ბრიქსტონი, რომელიც სტუმრობდა მსოფლიოში უდიდეს როკ და პოპ კონცერტებს.

აქ დაუკრავთ და უმღერიათ The Clash, Sex Pistols, New Order და Madonna-ს, სმიტებმა კი თავიანთი ბოლო კონცერტი სწორედ აქ გამართეს.

12. The O2

The O2-ის არენა იყო ბავშვებისთვის განკუთვნილი საგამოფენო ცენტრი, დღეს კი ის სტუმრობს უამრავ ლაივ კონცერტსა და სასცენო სანახაობას.

ეს არის შესანიშნავი ადგილი, სადაც დაუვიწყარი დროის გატარებას შეძლებთ მეგობრებთან ერთად.

თქვენ შეგიძლიათ, ესტუმროთ კინოს, რესტორნებს, ან აცოცდეთ არენას სახურავზე და დატკბეთ ქალაქის ხედით.

13. ბრიქ ლეინი

View this post on Instagram

Have you heard of Brick Lane? Brick Lane runs from Bethnal Green and through Spitalfields down towards Whitechapel. The street was originally called Whitechapel Lane; it is thought that it was renamed because local earth was used by brick and tile manufacturers who set up shop in the street during the 15th century. Located in London’s East End, Brick Lane is an epicenter of cultural diversity, the Curry Capital of the U.K., and a mecca for on-trend shopaholics. You’ll find a dizzying array of vintage shops, record stores, niche boutiques, street art, and nightlife catering to every taste as you navigate the area’s winding cobbled streets. Weekends on Brick Lane are a full-on affair and not for the faint-hearted (or severely hungover). Throngs descend on the Brick Lane Market to haggle over one-of-a-kind clothing and eat at a food market which boasts more cuisines than you can shake a stick at, while some buskers playing live music hold crowds in their thrall. As well as countless curry houses, you’ll find Bengali foods on sale in the local shops and markets, and the street plays host to an annual Curry Festival with live entertainment laid on by the Tower Hamlets Council. It’s clear that these days Brick Lane is a melting pot of social groups, cultures and subcultures, all of whom come together to enjoy the U.K.’s favorite dish: the curry. I’d love to help you plan your trip to London so be sure to pick up the phone and call me or send me an email when you’re ready to start planning. #london #visitlondon #visitunitedkingdom #londonlife #londoncity #londontown #vacationplanning #bricklane #bricklanelondon #bricklanecurry #wellnesstravel #suitedreamswellness #traveldreams #suitedreamstravel #timeforavacation #myfavoritevacation #Ineedavacation #bucketlisttravel #adventuretravel #dreamingaboutvacation #pamperingisvacation #wecollectmemories #travelbetter #passportready #lifewelltraveled #beautifulhotels #beautifulspa #wellnesstrip

A post shared by Suite Dreams Travel (@suitedreamstravel) on

ბრიქ ლეინი ცნობილი ამავე სახელწოდების წიგნისა და ფილმის შემდეგ გახდა.

წიგნის ნარატივიდან ვგებულობთ, რომ ბრიქ ლეინი არის ლონდონის ბანგლადეშური საზოგადოების გული, სადაც თქვენ შეგიძლიათ, მიირთვათ ბენგალური ცხარე საჭმელები და სამხრეთ აზიის უტკბილესი დესერტები.

აქ, ასევე, შეგხვდებათ თანამედროვე ბარები და სავაჭრო მაღაზიები.

თუ თქვენ ქუჩის მხატვრობით ხართ დაინტერესებული, ეწვიეთ ვაითშაპელის გალერეას, ან დაათვალიერეთ ის ბრიქ ლეინსა და მის შემოგარენ ქუჩებში.

14. ჩაინათაუნი

View this post on Instagram

唐人街

A post shared by s a n d r a (@sandra__anguita) on

ლონდონის ჩაინათაუნი მდებარეობს გერარდის ქუჩაზე, სოჰოსა და ლეიცესტერის შორის.

ძნელია, გვერდი აუარო და ყურადღება არ მიიქციოს ჩინური ფარნებითა და თვალის მომჭრელი წითელი არშიებით აციმციმებულმა ქუჩამ.

ქალაქში შეგხვდებათ აზიური რესტორანი, სადაც შემოგთავაზებენ შეწვარ იხვს დიდი პორციებითა და დაბალი ფასებით.

აქვე შეგიძლიათ, დააგემოვნოთ სპეციალური აზიური ჩაი, რომელიც ნელ-ნელა მთელ ქალაქში ვრცელდება.

15. ელექტრო გამზირი

ელექტრო გამზირი არის ქუჩა ბრიქსტონში და ცნობილია იმით, რომ ეს იყო პირველი ბაზრობა, რომელიც ელექტროობით გაანათეს.

დღეს აქ მდებარეობს ბრიქსტონის მარკეტი, სადაც არის ეკლექტიკური საჭმლის ბაზრობა.

კარგი იქნება, თუ ესტუმრებით ბრიქსტონის შემოგარენსაც და დატკბებით ცოცხალი მუსიკითა და სასიამოვნო საყიდლებით.

16.  პიკადილის ცირკი

ეს არის არის ადვილად შესამჩნევი, თვალისმომჭრელად განათებული ელექტრო ეკრანი, რომელიც განკუთვნილია რეკლამებისათვის.

ის ლონდონის კომერციული ცენტრია მე-17 საუკუნიდან მოყოლებული დღემდე.

ამფითეატრში მდებარეობს ლონდონის უდიდესი თეატრები და ღამის კლუბები.

ეროსის ქანდაკება ტურისტების თავშეყრის პოპულარული ადგილია.

17. ოქსფორდის ქუჩა

ოქსფორდის ქუჩა არამარტო ლონდონის, არამედ მთელი ევროპის ყველაზე გადატვირთული სავაჭრო ადგილია.

აქ მდებარეობს 300 მაღაზია, რომელიც ყოველდღიურად 500 000-მდე სტუმარს ღებულობს. ცნობილი დიზაინერების სეზონური კოლექციები მოდის მოყვარულების სამოთხეს წარმოადგენს.

ოქსფორდის ქუჩა განსაკუთრებულ სილამაზეს შობის დღესასწაულის პერიოდში იღებს, რადგანაც ის ირთვება უამრავი ფერადი და კაშკაშა საშობაო ილუმინაციებით.

18. ლეიცესტერის მოედანი

ლეიცესტერის მოედანი სტუმრობს უდიდესი ბლოკბასტერების პრემიერებს, აქ დააბიჯებს უამრავი ცნობილი სახე.

მოედანი ლონდონის ცხელი წერტილი 1670 წელს გახდა, ხოლო მე-19 საუკუნეში ის გასართობ ადგილად გადაკეთდა, აქ იხილავთ კინოთეატრებს, რესტორნებს, ხოლო მოედნის ახლოს მდებარე ბაღი შესანიშნავი ადგილია გასაჩერებლად და დასასვენებლად დამღლელი დღის შემდეგ.

ლეიცესტერზე ყოველწლიურად იმართება ჩინური ახალი წელი, სადაც თქვენ შეგეძლებათ, უყუროთ ტრადიციულ დრაკონების ცეკვას.

19. გალერეები

ლონდონი არის იდეალური ქალაქი ხელოვნების მოყვარულთათვის, აქ არის კლასიკური და თანამედროვე ხელოვნების გალერეები.

უმეტესობაში შესვლა უფასოა, მაგალითად, ნაციონალურ გალერეაში, სადაც თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, ნახოთ და ვინჩის, ვან გოგის, ტურნერისა და რემბრანდტის ნამუშევრები.

თანამედროვე ხელოვნების მოყვარულთათვის სამხრეთსანაპიროზე მდებარეობს ტეიტ მოდერნი. შენობა თავად მოგაგონებთ ხელოვნების ნიმუშს, ხოლო შიგნით გაეცნობით პიკასოსა და დელაუნის შემოქმედებას.

20. ჰაროდები

ჰაროდები არის ლონდონის ყველაზე ცნობილი სავაჭრო ცენტრი, რომელიც ემსახურება ქალაქის ელიტურ და მდიდარ საზოგადოებას.

მას შემდეგ, რაც ცენტრი 1824 წელს გაიხსნა, გამოიცვალა ბევრი მფლობელი, მათ შორის ოსკარ უალდი, ლორენს ოლივიერი და სამეფო ოჯახი.

ძვირფასეულობა განთავსებულია რამდენიმე სართულზე, რესტორნები გთავაზობთ დელიკატესებს, ხოლო ეგვიპტური მაღაზია თავს ნამდვილ ფარაონად გაგრძნობინებთ.

საშობაოდ ჰაროდების განათება განსაკუთრებულ განწყობას ქმნის იქ მისულ მნახველთათვის.

21. პლატფორმა 9 ¾

View this post on Instagram

#London #harrypotter #platform9¾ #filmset #drehort #kingscross

A post shared by Antje Chu Tan (@whathappinessfeelslike) on

ქინგ ქროსის მატარებლის სადგური წლების განმავლობაში ემსახურებოდა სხვადასხვა სახელმწიფოს ინეტერესებს მას შემდეგ, რაც 1852 წელს გაიხსნა, თუმცა დღეს ეს სადგური სულ სხვა მიზეზითაა პოპულარული.

სწორედ აქ მდებარე პლატფორმა 9 ¾-ის გავლით მოხვდა ჰარი პოტერი ჰოგვარტსში. ამ ადგილს ჰარი პოტერის მრავალი მოყვარული სტუმრობს და იღებს სამახსოვრო ფოტოს ურიკებთან ერთად.

22. მუზეუმები

ლონდონი მიეკუთვნება იმ ქალაქების რიცხვს, სადაც მდებარეობს უმნიშვნელოვანესი მუზეუმები.

ეწვიეთ გამოფენის ქუჩას სამხრეთ კენსინგტონში, სადაც ერთმანეთთან ახლოს აღმოაჩენთ საკმაოდ ბევრ მუზეუმს.

დაიწყეთ ნაციონალური ისტორიული მუზეუმიდან და გადაიღეთ ფოტოები უამრავ ანტიკურ და უკვე გადაშენებულ სახეობებთან.

შემდეგ გადადით სამეცნიერო მუზეუმში და გაეცანით სამეცნიერო მიღწევებს, რომლებიც წლების განმავლობაში პროგრესირდებოდა.

ესტუმრეთ ბრიტანულ მუზეუმს, სადაც მდებარეობს როზეტა სთოუნის მუმიფიცირებული სხეული, გაეცანით საუკუნეების არქეოლოგიური აღმოჩენებს.

23. ბონდის ქუჩა

ბონდის ქუჩა უკავშირდება ოქსფორდის ქუჩას და არის ლონდონის ყველაზე ძვირიანი მაღაზიების ცენტრი.

კარისკაცი მოთმინებით დგას მაღაზიების შესასვლელთან. ბრილიანტები ბრწყინავს საათების, ძვირფასეულობის და ჩანთების მაღაზიებიდანაც კი.

აქ გადააწყდებით ტიფანის, რალფ ლორანსა და კარტიერს.

24. ბუკინგემის სასახლე

ბუკინგემის სასახლე არის სამეფო ოჯახის საცხოვრებელი 1837 წლიდან. ის მოიცავს 775 ოთახსა და ლონდონის უდიდეს კერძო ბაღს.

ზოგიერთი ადგილის დათვალიერება შესაძლებელია მნახველთათვის, ასევე, შეგიძლიათ დააკვირდეთ დაცვის შეცვლის ისტორიულად ტრადიციულ მომენტს, რომელიც რამდენჯერმე ხდება დღის განმავლობაში.

ეს არის ერთ-ერთი შესაძლებლობა, დააკვირდეთ მათ ტრადიციულ ბრიტანულ სამოსს.

25. ღამის ლონდონი

მზე როცა ჩადის ლონდონში, ირთვება ილუმინაციები და იწყება ღამის ცხოვრება.

თქვენ შეგიძლიათ როგორც ფეხით, ასევე ავტობუსით გასეირნება, ღირსშესანიშნაობები სულ სხვა ხიბლს იძენს განათებების საშუალებით, რომლის ნახვის სიამოვნებაც არ უნდა მოიკლოთ.

ხანგრძლივი გასეირნების შემდეგ ეწვიეთ პოლო ბარს ლივერპულში, რომელიც სტუმრებს 24-საათიან მომსახურეობას სთავაზობს.

 

წყარო

მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე