საბერძნეთი

20 საუკეთესო კუნძული საბერძნეთში

საბერძნეთში უამრავი კუნძულია, ამ სტატიაში კი გაგაცნობთ 20 მათგანს, სადაც ყოველწლიურად მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ტურისტი ჩადის.

ამორგოსი

არ არის ადვილი ამორგოსზე მოხვედრა, ათენიდან 8 საათიანი მგზავრობის შემდეგ, როცა კატაპოლაში გაჩერდებით, შეგატყობინებენ: „მოგესალმებით ამორგოსზე, აქ თქვენ ვერავინ გიპოვით“.

ეს არის ზუსტად ის, რაც კუნძულზე იზიდავს მოლაშქრეებს, მყვინთავებსა და პილიგრიმებს, რომლებიც ზღვის დონიდან 300 მეტრზე ადიან.

კუნძულზე წყალი ისეთი ლურჯი და სუფთაა, რომ თქვენ მასში ნებისმიერი რამის გარჩევას შეძლებთ.

შეგხვდებათ სალაშქრო მარშრუტი, სახელად – ლურჯი ბილიკი, რადგანაც ცაცა და ზღვაც ერთ ფერში აღიქმება ყველა წერტილიდან.

ბუნებრივი სილამაზე და ლანდშაფტები ერთადერთი არ არის, რისი შემოთავაზებაც კუნძულს შეუძლია, ბარები, რესტორნები და ღამის კლუბები თქვენი განწყობის შესაქმნელად ყოველთვის არიან მზად.

მილოსი

მას შემდეგ რაც ვენუს დე მილო მე-19 საუკუნეში ლუვრში გადაიტანეს, ძალიან ბევრმა დაკარგა ინტერესი კუნძულის მიმართ, რომელიც არის ვულკანური ადგილი 70 და მეტი ულამაზესი სანაპიროთი.

ნელ-ნელა მისი აღმოჩენა თავიდან დაიწყო, ინსტაგრამი სავსეა აქ გადაღებული უფილტრო ფოტოებით.

გარდა ირგვლივ არსებული სილამაზისა, კუნძულზე აღმოაჩინეს მინერალები, რომელიც გაზაფხულის ცხელ დღეებში ერთგვარად უშვებს ბუშტებს წყლიდან.

ამ სამთამადნო 11000 წლის ინდუსტრიამ გზა მისცა ტურიზმის განვითარებას, ასე რომ, იჩქარეთ, მოასწროთ მაღალი კლასის სასტუმროების დაჯავშნა, სანამ კუნძულს მოგზაურთა დიდი ნაკადი დაატყდება თავს.

ფოლეგანდროსი

ბერძნული კუნძულების დათვალიერება ნამდვილად უნდა დაიწყოთ ამ სოფლიდან.

მოთავსდით თქვენს საყვარელ კაფეში, მოისმინეთ ადგილობრივი ჭორები და დატკბით სიამოვნებით, რასაც ცხოვრება გვთავაზობს.

ბარებიდან რეკომენდაციას ვუწევთ პუნტას, სადაც დანიელი მფლობელი შემოგთავაზებთ ყავასა და ბერძნულ იოგურტს.

ჩორადან ზიგზაგისებურ კიბეებს აყავხარ მაღლა, პანაგიას ტაძართან, საიდანაც გასაოცარი ხედი იშლება.

ფოლეგანდროსი – რაც ნიშნავს „მძიმე რკინას“, ისეთივე უნაყოფოა, როგორც სახელი გვიქმნის წარმოდგენას. აქ ვერ იპოვით ქვიშიან, დიდ სანაპიროებს, მხოლოდ პატარა ქვებით დაფარულ უბეებს, როგორიცაა კატერგო, ამბელი და ლივადაკი.

სიროსი

მე-19 საუკუნის ერმუპოლის ფერად ქალაქში შეხვდებით როგორც ორთოდოქსიას, ასევე კათოლიციზმს.

ჯერ კიდევ იგრძნობა ძლიერი იტალიური გავლენა ერმუპოლის მარმარლოს პიაცაზე, სამრეკლო სახლებსა და ლა სკალას მინიატურულ რეპლიკაციაზე, რომლებიც საუკუნის წინანდელ კულტურულ სანახაობებს ქმნის.

სიროსი ყოველწლიურად სტუმრობს ანიმაციის, ფილმების, ცეკვის, ციფრული ხელოვნების, კლასიკური მუსიკის, ჯაზისა და რიბეტიკოს ფესტივალებს, რომლის პოპულარიზაციაზეც ადგილობრივმა მუსიკოსმა, მარკოს ვამვაკარისმა, იზრუნა.

ერთ დროს საბერძნეთის საპორტო ცენტრი – სიროსი დღეს ნაკლებად გამოირჩევა დიდებული სანაპიროებით, თუმცა აქაა საუცხოო სამზარეულო, სადაც უგემრიელესად ამზადებენ ზღვის პროდუქტებს.

ყველაზე ლამაზი რესტორანია მაზი, რომლის დატოვებამდე დარწმუნდით, რომ დააგემოვნეთ ლუხუმი და სან მიჩალის ყველი.

ზილოში სტუმრობისას კი შესაძლებლობა გექნებათ, შეიძინოთ ხის ხელთნაკეთი სათვალეები.

ითაკა

ითაკას ალამაზებს ფირუზითა და ზურმუხტით დამშვენებული პატარა უბეები, რომლებიც პოპულარულები არიან ნაოსნობით.

მნახველთა უმეტესობა რისკავს, გაიაროს ტყიანი გორაკები, რათა მოხვდნენ ანოგის მე-16 საუკუნის ტაძარში ან მოინახულონ ქრისტეს შობიდან მე-8 საუკუნით დათარიღებული ოდისევსის სასახლე.

თუ გზად შიმშილმა შეგაწუხათ, შეჩერდით იეფურში დაა მიირთვით უგემრიელესი პიცა, ცხიმიანი ჩიფსები და ლომონის ტარტები.

კიონის პატარა ნავსაგდურთან იპოვით სპავენტოს, იდეალურ კაფე-ბარს, რომელიც დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შემოგთავაზებთ უგემრიელეს ნაყინებსა და კოქტეილებს გულში ჩამწვდომი სიმღერების ფონზე.

ერთი სიტყვით, ითაკა ის ადგილია, სადაც დროში გაყინვასა და გაუჩინარებას შეძლებთ.

სერიფოსი

View this post on Instagram

Indimenticabile #serifos #greece #cyclades

A post shared by Massimiliano Spina (@maxslowtraveller) on

სერიფოსი განსაკუთრებით მშვენიერია ზაფხულში და აღსანიშნავია, რომ ინტერიერის დიზაინერებისა და არქიტექტორების დიდ ყურადღებას იქცევს.

კუნძულზე აგვისტოს თვეშიც კი დიდი ტურისტული აურზაურია, ამიტომაც რეკომენდაციებს პატარა უბეებს გავუწევთ, სადაც ნაკლები დამსვენებელი და ულამაზესი გარემო დაგხვდებათ.

აუცილებლად შეიარეთ ანას ტავერნაში, სიკამიას სანაპიროზე და დააგემოვნეთ ახლად დაჭერილი თევზი და ბაღში მოყვანილი სალათები.

ათენიდან სამი საათის სავალ სერიფოსში არ დაგხვდებათ ფეშენებელური სასტუმროები, ხმაურიანი ღამის ცხოვრება, მაგრამ უფრო დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ სტრატოსში მირთმეული კამის ღვეზელები და რაკი, კერამეიოს მინიმალისტური კერამიკები და ამფითეატრიდან გამომავალი ბერძნული ფოლკლორის ხმა.

ჰიდრა

როდესაც საბერძნეთის ნახატების კოლექციონერი დაკის ჯუნო ჰიდრაში იყო, ჯეფ კუნს თავისი იახტა გაუდის „კამუფლაჟით“ მოახატინა.

ყოველ ზაფხულს ჯუნო იწვევს ისეთ დიდი ფიგურებს, როგორიცაა მეთიუ ბარნი და დევიდ შრიგლი, რათა მოახატინოს საბერძნეთის კუნძულის ძველი სასაკლაოები.

ჰიდრა ყოველთვის იყო ხელოვანთა მუზა და განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩეოდა საბერძნეთის კუნძულებს შორის.

ათენიდან ორ საათზე ნაკლებ დროში მოხვდებით ამ საუცხოო გარემოში და ვის ადარდებს, თუ სანაპიროების მოძიება გაგიჭირდებათ, ქვიანი ნაპირები და ულამაზესი წყალი ნამდვილად შექმნის სასიამოვნო აურას თქვენ ირგვლივ.

კორფუ

საბერძნეთში იონიანის კუნძულებიდან კორფუ ყველაზე გამორჩეულია. აქ ერთმანეთს ერწყმის ვენეციური, ბრიტანული და ფრანგული კოლონიური გავლენა.

დაიწყეთ საღამო ლინსტონის კოქტეილით, გააგრძელეთ ვახშმით – კორფუ სეილინ ქლაბში და თვალი გადაავლეთ განათებულ ციხეებს.

პატარა სოფლებით, ზეითუნის ბუჩქებითა და უზარმაზარი სახლებით შეიძლება, ამ აადგილმა ტოსკანია მოგაგონოთ, თუმცა სანაპიროები გაცილებით უკეთესია, უნდა აღინიშნოს.

კორფუ სახასიათო, გემრიელი სამზარეულოთიც არის განსაკუთრებული; აქ დააგემოვნებთ რვაფეხას მუხუდოს მარცვლებითა და ვარდის ფოთლებისაგან დამზადებული ჟელეთი.

მიკონოსი

მაიკონოს ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა გეი კლუბები და წვეულებები გათენებამდე, სანამ რეივ კულტურა ჩამოყალიბდებოდა.

დიდი რაოდენობით სუპერმოდელისა და იახტის სტუმრობის გამო კუნძულზე მაღალი კლასის სასტუმროები და რესტორნები აშენდა.

თუ ხმაურიანი გარემო გადაგღლით, მაშინ ეწვიეთ ფოკოს ტავერნას უგემრიელესი საჭმლის დასაგემოვნებლად, სადაც მოსახვერად თვით ნაომი კემპბელსაც მოუწევდა რიგში დგომა, ან გაემგზავრეთ კრუიზით დელოსის პატარა კუნძულზე, სადაც არის არქეოლოგიური ტაძარი, რომელიც ერთ დროს იყო 30000 მზის თაყვანისმცემლის სალოცავი ადგილი.

კეფალონია

პენელოპა კრუზის მონაწილეობით გადაღებული ფილმი ბრწყინვალე სიუჟეტისაა, დრამატული სცენა ვითარდება საბერძნეთის ულამაზეს კუნძულზე, სადაც ნაჩვენებია თეთრი ქვიშით დაფარული მიტროსის სანაპირო, მთა აინო და ეროვნული პარკი, სადაც დაეხეტებიან ველური ირმები და ცხენები.

ამბავი მეორე მსოფლიო ომის დროინდელ მოვლენებს მხატვრულად გადმოგვცემს.

კუნზულზე არის ორი სოფელი – ასოსი და ფისკარდო. ისინი ულამაზესი ბუნებით გამოირჩევიან.

ყველა, დაწყებული ჯონ გილიანოტი, დამთავრებული ჯონ ბონ ჯოვით, ყოფილა საბერძნეთში, ამ საოცარ ადგილებში, დაუგემოვნებიათ ადგილობრივი ზღვის პროდუქტებისაგან გაკეთებული პასტა ფისკარდოს რესტორან ტასსიაში და ზედ დაუყოლებიათ ასევე ადგილობრივი რობოლასა და მუსკატის ღვინო.

აღსანიშნავია, რომ ფისკარდოს ქვიანი სანაპირო გასაოცარი სისუფთავით გამოირჩევა.

სანტორინი

სანტორინი საუკეთესო ადგილია თაფლობისთვისა და მათთვის, ვინც საბერძნეთში პირველად ჩადის.

ძირითადად, ტურისტები ფოტოებს იღებენ კალდერასა და ვულკანური კრატერის ფონზე.

მიუხედავად იმისა, რომ კუნძულს ნამდვილად სულისშემკვრელი, განუმეორებელი ხედი და სილამაზე გააჩნია, მას საკმაოდ რთული წარსული აქვს.

ვულკანურმა ამოფრქვევამ სანტორინის გული 3500 წლის წინ გაანადგურა, დატოვა შავი ქვიშა სანაპიროებზე, თავბრუდამხვევ გორაკებს დრამატული ელფერი შესძინა.

ამოფრქვევამ აკროტირი, ანტიკური ქალაქი, ფერფლის საფარის ქვეშ მოაქცია, რამაც გამოიწვია ასირტიკოს ყურძნისა და ვინსანტო ღვინისთვის ნაყოფიერი მიწის შექმნა.

რესტორნები კუნძულზე გამორჩეულია, რადგანაც ადგილი ტურისტების დიდი რაოდენობით გამოირჩევა, ისინი ყოველთვის ცდილობენ მათი იმედების გამართლებასა და სასიამოვნო აურის შექმნას. რა თქმა უნდა, სამზარეულოც ბრწყინვალე და უგემრიელესი აქვთ.

ზანტე

ზანტე, იგივე ზაკინტოსი, საბერძნეთში ყველაზე მწვანე კუნძულია.

ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ზურმუხტის გორაკები, რომლებიც ლურჯ იონიის ზღვაში ეშვება: სამხრეთ სანაპიროს უმეტესობა არის ბუნებრივი მარაგი, სადაც გადაშენების პირას მყოფი გრძელკისერა კუები იჩეკებიან.

კუს სანაპიროები ნამდვილად ულიმიტოა, მაგრამ გაგიჭირდებათ მწვანე და ლურჯი ფერების ყველა ელფერის მქონე უბეების დათვლა.

განსაკუთრებით გამოსარჩევია პაწაწინა ხაგია, რომლის წყლებიც ყოველ გაზაფხულს ბუშტულებით იფარება, პორტო ლიმნიონასსი საუცხოო მზის აბაზანებითა და პალმის ფოთლებისაგან შექმნილი ქოლგებით.

ნავით გასეირნების ძირითადი მიზანია შიფვრეკის სანაპირო, რომელიც მრავალი ლაინერის ჩაძირვისა და დაჟანგვის მომსწრე გახდა.

მაღალი მთები, წყნარი სოფლები და ფიჭვის ტყეები საკმარისი მიზეზია ბუნებისა და ლაშქრობის მოყვარულთათვის აქ ჩამოსასვლელად.

ასკოს სთოუნ პარკი ადგილსამყოფელია მრავალი გარეული ცხოველისა, როგორიცაა ირემი, შინშილა და კიდევ ათასობით სხვადასხვა სახეობა.

ნავსადგურის თავზე აშენებული ვენეციური ციხის ნახვის შემდეგ აუცილებლად შეუარეთ წმინდა მარკის მოედანზე გახსნილ ალესტას, სადაც უგემრიელესი პიცა ცხვება.

კრეტა

საბერძნეთში უდიდეს კუნძულ კრეტაზე დაგხვდებათ ანტიკური ნანგრევები, თოვლით დაფარული მყინვარწვერები და ულამაზესი სანაპიროები.

კუნძული მზის სხივების ნაკლებობას წელიწადის არცერთ დროს უჩივის, თუმცა განსაკუთრებით სასიამოვნო ხედებისა და სეირნობისთვის გაზაფხული ყველაზე კარგი დროა.

კნოსოსის მინოტავრის სასახლე არის შეუდარებელი, ხოლო 16 კილომეტრი სიგრძის Samariá Gorge დღესაც მრავალი პილიგრიმის ინტერესს იწვევს. ამის გარდა, შეგიძლიათ, დატკბეთ 50-მდე კანიონით, სადაც სხვადასხვა კომპანია მოგემსახურებათ.

მთის სოფლების ნახვის დროს შთაბეჭდილება დაგრჩებათ, თითქოს აქ დრო გაიყინა, სადაც ულვაშიანი ადგილობრივები გაგიმასპინძლდებიან რაკით და თქვენთან ერთად იზეიმებენ წმინდა დღესასწაულებს.

როდოსი

View this post on Instagram

A Very Pretty Little Village In Rhodes, Greece 🇬🇷. It Was The First Time We Went To Greece and Rhodes Is A Very Pretty Little Island. And You, Did You Already Go There ?😉 👇 Un Joli Petit Village sur l’île de Rhodes, Grèce 🇬🇷. C'était La Première Fois Que Nous Allions en Grèce. Rhodes Est Une Ile où il fait bon de vivre. Et vous, Y Êtes-Vous Déjà Allé? 😉 👇 👇 👀 Please Have a Look to Our Blog About Our Last Trips : https://cocoisland.fr . . #rhodes #rodes #rhodesisland #rhodesgreece #rhodesoldtown #rhodestown #rhodescity #rhodesphoto #rodos #rodosisland #rodos🇬🇷 #rodosoldtown #ilovegreece #ilovegreece🇬🇷 #greece #greece🇬🇷 #greece_travel #greece_is_awesome #greece💙 #greecetravelgr1_ #greecelover_gr #greecestagram #greeceislands #discovergreece #unlimitedgreece #igersgreece #visitgreece #loves_greece #lovegreece #coco_island_blog

A post shared by Alizé &Thibault🥥Travel Addict (@coco_island_blog) on

როდესაც მწერალი ლორენს დურალი როდოსზე ჩავიდა მეორე მსოფლიო ომის დროს, მას დახვდა ჯვაროსნებისა და დამპყრობლებისაგან განადგურებული კუნძული საბერძნეთში.

კოლიზეუმის გარდა, აქ მრავალი ჩამოშლილი შენობა იყო, რომელიც თავიდან აშენების მომენტს ელოდებოდა. შემდეგ ეს ადგილი გახდა ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული დანიშნულება საბერძნეთში.

აქ შეგიძლიათ ერთდროულად ბიზანტიური ტაძრების, რომაული ნანგრევების, სინაგოგებისა და მინარეთების ნახვა.

სამხრეთ ნაწილი ძირითადად ოქროსფერი ქვიშისა და მდიდრული სასტუმროების ადგილია, სადაც უხვად შეგხვდებათ გემრიელი სამზარეულო და კურორტი.

ერთი სიტყვით, როდოსი კულტურათა შერწყმის ეპიცენტრია, რომელიც თქვენი ყურადღების მიპყრობას ნებისმიერი კუთხით შეძლებს, იქნება ეს ისტორიული თუ ბუნებრივი.

სიმი

პატარა სიმი საბერძნეთში ულამაზესი პორტია. მე-19 საუკუნეში აშენებული ქალაქი მთლიადან მონუმენტურია.

თუ გინდათ, მოხვდეთ 500-საფეხურიან აკროპოლისზე, შესაბამისი ფიზიკური შესაძლებლობები უნდა გაგაჩნდეთ, რადგანაც ფეხით ასვლა ერთადერთი გზაა იქ მოსახვედრად.

ფიჭვისა და კვიპროსის ტყეებს შორის 100-მდე დამალულ მონასტერს აღმოაჩენთ.

კულტურის გარდა, სიმი გამორჩეულია პორტით, რომელიც ნამდვილი ეპიცენტრია გლამულური იტალიურ-ფრანგული იახტებისა. აქ მოხვედრა ნამდვილ გამოფენას მოგაგონებთ.

ნაქსოსი

ნაქსოსი ერთ დროს საგრძნობლად დიდ ქონებას ფლობდა კარტოფილის, ყველის, მარმარილოსა და ზუმფარას ექსპორტით.

კუნძულის დასავლეთ სანაპირო დაფარულია ფხვიერი, სასიამოვნო ქვიშით, სადაც მაღალი კლასის რესტორნები და ბარები შეგხვდებათ.

რაც უფრო სამხრეთით წახვალთ, ადგილი უფრო ველური ხდება, სადაც არ გაგიჭირდებათ სასერფინგო ტალღების პოვნა.

სოფლები გამოირჩევა თავიანთი კულტურით, სადაც გაგიმასპინძლდებიან სახლში დამზადებული ყველითა და ღვინით.

ტინოსი

ტინოსის 50 სოფელი მეტოქეობას უწევს ერთმანეთს თავიანთი ზღაპრულობით.

პირგოსი გამოირჩევა მარმარილოს ხელოსნებით, ჩიტების სკულპტურებითა და ყვავილების დეკორაციით ყოველ კარებთან. ერთ-ერთ სოფელს აგაპი, იგივენაირად „სიყვარული“, ჰქვია.

ტინოსი საკმაოდ სერიოზულად ეპყრობა სამზარეულოს ტრადიციას: აქ იმართება არტიშოკის, კაპერისა და თაფლის ფესტივალები.

თუ გინდათ, მიირთვათ უგემრიელესი კერძები სასიამოვნო გარემოში, სადაც ხედით ტკბობასაც შეძლებთ, ესტუმრეთ ექსომერიას ბარს, სადაც ნამდვილი ბერძნული ატმოსფერო იგრძნობა, აქვე შეგეძლებათ ტრადიციული ფოლკლორული მუსიკის მოსმენა.

ტინოსი მიკენის კუნძულიდან 15 წუთის სავალზეა, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ტურისტების სიუხვით არ გამოირჩევა.

მას ძირითადად სტუმრობენ პილიგრიმები, რათა ემთხვიონ პანაგიას ევანგელისტური მონასტრის წმინდა კედლებს, სხვა მხრივ, კუნძული რელიგიის თვალსაზრისით – ხელშეუხებელია.

ანდროსი

კუნძულს ძველბერძნულად ჰქვია Hydroussa, ანუ „წყლიანი“, რადგანაც გამოირჩევა ჩანჩქერებისა და ნაკადულების უხვი რაოდენობით.

კუნძული არ უჩივის მინერალური წყლების ნაკლებობასაც. აქ ადვილად შეიძენთ ყვინთვისთვის საჭირო ინვენტარს, რათა წყალქვეშა სამყაროთიც დატკბეთ.

ქალაქი არ არის ტურისტებით გადაჭედილი, შეგხვდებათ ისტორიული შენობები, ძველებური სტილის ბუტიკები და საცხობები.

აქვეა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, სადაც ძირითადი ხაზი მიჰყავს მან რეისა და მიროს.

სიფნოსი

სიფნოსი სარგებლობს თავისი საჭმლის რეპუტაციით, რადგანაც სწორედ აქ შეიქმნა პირველი ბერძნული სამზარეულოს წიგნი 1910 წელს.

აქ ტრადიციული კერზები მზადდება შეშის ცეცხლზე და არის ნაკლებად მოხარშული.

ღია ბარათებზე ყველა გზა მიდის თეოდოროუმდე, ვაფლისა და ტკბილეულის მწარმოებლამდე 1933 წლიდან.

ჰერონისსოსში ლობსტერებს იჭერენ პირდაპირ ზღვიდან, რომელსაც შემდეგ მოგართმევენ სპაგეტთან ერთად.

ერთი სიტყვით, ამ კუნძულს აქვს როგორც გემრიელი სამზარეულო, ასევე ლამაზი გარემო, რაც სრულიად საკმარისია კარგი დასვენებისთვის.

ასტიპალაია

ასტიპალაია დაგაბრუნებთ უკან, ისეთ წარსულში, სადაც ცხოვრება უფრო ნაზი, მშვიდი და მარტივი იყო.

თითოეული გორაკიდან ჰორას განსხვავებული ხედი იშლება, რომელიც გადაჰყურებს ვენეციურ ციხესა და ზღვას.

უახლოესი სანაპირო არის ლივადი, ერთგვარი კურორტი, რომელიც დაფარულია ციტრუსით. კუნძულის დანარჩენი ნაწილი არის გამოუყენებელი და ველური.

თუ მარტო ყოფნა მოგინდებათ, მაშინ მალტეზანადან იქირავეთ მოტორიანი ნავი, დაიქირავეთ საცხოვრებელი ძველი დროის მეთევზეთა სოფელში და დატკბით სანაპიროებითა და თბილი მზის სხივებით.

პატმოსი

პატმოსში მდებარეობს ენით აღუწერელი, შეუდარებელი წმინდა ჯონის შუა საუკუნეების მონასტერი.

ჩორა, რომელიც განეკუთვნება მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს, არის ადგილი, სადაც ნომერ პირველი მოდის ედიტორები რჩებიან. მაღალი კედლები, მძიმე კარები ფარავს მე-16 საუკუნის უმშვენიერეს სასახლეებს.

სანაპიროს ცხოვრება სუსტი და დაბალი ხარისხისაა. სადილის წინასწარი დაჯავშნა აუცილებელია ბენეტოსში, რიყის ქვებით სავსე სანაპიროზე დაჭერილი თევზისთვის, რომელსაც გრილზე შემწვარს მოგართმევენ.

პატმოსში მოხვედრა ადვილი საქმე არ არის. აქ არ არის აეროპორტი და მოითხოვს ათენიდან 9 საათიან მგზავრობას ბორანით, თუმცა გვინდა, გითხრათ, რომ ეს ყველაფერი ნახვად და წვალებად ნამდვილად ღირს.

 

წყარო

Show More
Close
Close