იტალია

16 განუმეორებელი იტალიური კერძი

ყველაზე რთული საკითხი იტალიაში ჭამასთან დაკავშირებით არის ის, რომ ყველაფრის გასინჯვას ვერ მოახერხებთ. ყოველდღიურად თქვენ გაქვთ რამდენიმე კერძის დაგემოვნების საშუალება, თუმცა იტალიური სამზარეულოს შესაძლებლობები უსასრულოა, თქვენი კუჭის კი – სასრული.

ტრადიციული კერძების გარდა, არსებობს სეზონური გემრიელობებიც. ჩვენ შევეცადეთ, ეს ფართო სია შეგვემცირებინა და გთავაზობთ მხოლოდ იმ აუცილებელი კერძების სიას, რომლის დაგემოვნების გარეშე წამოსვლა იტალიიდან სირცხვილის ტოლფასი იქნება.

ვიმედოვნებთ, რომ ჩამონათვალიდან რომელიმე აუცილებლად გახდება თქვენთვის საყვარელი საჭმელი.

  1. პიცა

სხვა არც ერთ კერძს შეუძლია, წარმოადგინოს საკუთარი ქვეყანა ისე, როგორც პიცას.

მარტივი, იაფი და გემრიელი, მას ნამდვილად არ აქვს არანაირი საერთო სხვა საჭმელებთან თუ სასუსნავებთან, განსაკუთრებით ნეაპოლში, სადაც პირველად დაუმატეს პომიდვრის სოუსი.

როდესაც იტალიის დედოფალი მარგარიტა ერთხელ ჩავიდა ნეაპოლში, მოითხოვა, დაეგემოვნებინა ის კერძი, რომელსაც ბევრი მიირთმევდა. ადგილობრივმა ანტრეპრენიორმა მიართვა მას პომიდვრის სოუსის, მოცარელას და რეჰანისაგან შექმნილი შესანიშნავი კომბინაცია, რომელსაც მოგვიანებით პიცა მარგარიტა ეწოდა. თუ მას კარგად დააკვირდებით, იტალიის დროშის ფერებსაც კი აღმოაჩენთ.

დღეს, ძირითადად, შეგხვდებათ ორი სახის პიცა: ნეოპოლიტანური სტილის და რომაული. პირველს აქვს სქელი, ფუმფულა ქერქი, დიამეტრში შედარებით პატარაა, რადგანაც ცომი არ არის გაწეული ბოლომდე და არის უფრო სავსე. მეორე პირიქითაა, მას აქვს თხელი ქერქი და ფართო დიამეტრი, თუმცა პირველთან შედარებით სავსე ნაკლებადაა.

რადგანაც ნეაპოლში იყო დედოფალი მარგარიტას ისტორია, თანამედროვე პიცის დაბადების ადგილად ამ ქალაქს თვლიან.

თუმცა, სადაც არ უნდა მომხდარიყო, მიზანი ერთია, აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ყველა პიცერია სანდო არ არის.

კიდევ ერთი რჩევა: რომელ ქალაქშიც ხართ, მიირთვით იქაური პიცა, მაგალითად, ნუ გასინჯავთ ნეაპოლურ პიცას რომში, მიირთვით რომაული და ამ კერძით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით.

  1. ბოტარგა

ბოტარგას სხვაგვარად „სიცილიურ ხიზილალას“ უწოდებენ.

აგვისტოსა და სექტემბრეში ნაცრისფერი კეფალიდან იღებენ ქვირითს, რომელსაც ამარილებენ და 6 თვე ტოვებენ ჰაერზე გამოსაშრობად.

საბოლოო ჯამში, მიირთმევთ შებოლილსა და მარილიანს, რომელსაც უხდება პასტა და ქმნის საოცარ კერძს.

მაშინ, როდესაც ბოტარგა მხოლოდ დაბალ სოციალურ ფენებში იყო პოპულარული, დღეს ის ერთ-ერთ მდიდრულ კერძად ითვლება იტალიაში.

ჩვენი რჩევაა, მიირთვათ პასტასთან ერთად ან ჩამოჭრათ თხლად და მოასხათ ან ლიმონის წვენი, ანდა ზეითუნის ზეთი.

  1. ლაზანია

როგორც იტალიური საჭმელების უმეტესობას აქვს მკაცრად განსაზღვრული კონტექსტი წარმომავლობის შესახებ, ასევეა ლაზანიაც. ის მკვეთრად გავრცელებული და დამკვირებული ემილია-რომანიას რეგიონშია.

ლაზანია ეტაპობრივად გარდაიქმნა გლეხური საჭმლიდან მდიდრულ კერძამდე, ძირითადად ამზადებენ ხორცისგან ან რაგუსგან და დღესაც მისი სახელის გაგონებაზე ყველას იტალია ახსენდება.

ტრადიცული ლაზანია ტომატისაგან კეთდებოდა, რომელსაც დროთა განმავლობაში დაამატეს რაგუ და მოცარელა.

კერძი მთლიან იტალიაშია მოდებული, მის დაგემოვნებას ყველგან შეძლებთ, თუმცა განსაკუთრებულია ემილია-რომანიაში.

ასევე, შეგიძლიათ, ისარგებლოთ ლაზანიას სახლის რეცეპტითაც და თავად მოამზადოთ ეს უგემრიელესი საჭმელი.

  1. ფიორენტინას სტეიკი

სტეიკს ამზადებენ ტოსკანიის მინდვრებში გაზრდილი ძროხებისაგან.

მის ერთ მხარეს წვავენ 5-7 წუთის განმავლობაში (დამოკიდებულია მის სისქეზე), მანამ, სანამ გარედან კარგად არ შეიწვება, ხოლო შიგნით უმი დარჩება.

მიუხედავად ამ დოგმებისა, სტეიკებს სხვა რეგიონებიდანაც ამზადებენ, თუმცა ყველა აღნიშნავს, რომ ტოსკანიის საუკეთესოა.

გემო განსხვავებულია ნაჭრების ზომების მიხედვითაც. ტოსკანიის სტეიკი ყველგან ხელმისაწვდომია იტალიაში, თუმცა არ გაგიკვირდეთ, თუ გეტყვით, რომ ტოსკანიაში მისი დაგემოვნება ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნება.

გაითვლისწინეთ, რომ ფასი დამოკიდებულია კილოგრამიანობაზე. მაგალითად, საშუალოდ 2 კაცზე უნდა შეუკვეთოთ 1-2 კილო.

  1. რიბოლიტა

მაშინ, როდესაც ტოსკანიაზე ვსაუბრობთ, დანაშაული იქნება, არ ვახსენოთ რიბოლიტა, რომელიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში.

ბოსტნეულის სუპი გაჯერებულია პურით, ხორცის ნაცვლად, ეს იყო იაფი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ასობით წლის წინ იტალიის რეგიონებში, სწორედ ამიტომ, კერძი დიდ სიყვარულს იმსახურებდა ღარიბ სოციალურ ფენაში.

რიბოლიტა განსაკუთრებით გემრიელი შემოდგომასაა, რადგანაც ახლადაღებული მოსავალი მას სულ სხვა გემოს სძენს.

  1. პოლენტა

View this post on Instagram

Creamy vegan Polenta with roasted brussels sprouts and pecan nuts for dinner tonight 😍👌🏻 who else loves this kind of comfort food? 🙋🏼‍♀️ . If you’re looking for a quick & easy meal, that’s not only delicious but also healthy + gluten-free, check out the RECIPE on my blog 🙌🏻 👉🏻 LINK in my bio + Insta-story👆🏻 . What’s your favorite food at the moment? 👩‍🍳 Enjoy your evening, my dears! 😘 . . . 🇩🇪 Heute gibt es cremige vegane Polenta mit gebratenem Rosenkohl und Pekannüssen zum Abendessen 😍👌🏻 Wer mag solche Gerichte auch gerne? 🙋🏼‍♀️ Es ist wie immer schnell & einfach zubereitet, sehr lecker, und sogar gesund + glutenfrei 🙌🏻 . 👉🏻 Schaut euch gerne das REZEPT auf meinem Blog an! Der LINK ist in meiner Bio + Insta-Story👆🏻 . Was ist derzeit euer liebstes Gericht? 👩‍🍳 Habt noch einen schönen Abend! 😘 . . . . . . . . #polenta #plantbased #veganfood #foodie #instafood #food #brusselssprouts #cleaneating #fitfood #vegan #bestofvegan #glutenfreevegan #dinner #LetsCookVegan #buzzfeast #gloobyfood #beautifulcuisines #veganfoodspot #f52grams #huffposttaste #foodandwine #thrivemags #veganrecipes #foodblogger #foodgawker #whatveganseat #foodblog #glutenfree #veganfoodspace #feedfeed

A post shared by Bianca Zapatka | Food Blogger (@biancazapatka) on

ჩვენ ყოველ პასტას ვაასოცირებთ იტალიასთან, თუმცა იმ ძირითადი ინგრედიენტის დასამზადებლად, რომელსაც მასში იყენებენ, აუცილებელია სახამებელი, რომელიც ამერიკაში მოიყვანეს.

პოლენტას გარდა, აუცილებელია, პასტას ჰქონდეს მოშუშული ხორცი.

კერძი განსაკუთრებით უხდება ტემპერატურის ვარდნას მილანში, ტურინსა და ვენეციაში.

  1. ოსობუკო

ცნობილი ოსობუკო არის ხბოს წვივის ძვლისაგან დამზადებული კერძი, რომელსაც ხარშავენ დაბალ ცეცხლზე, სანამ არ დარბილდება, უმატებენ თეთრ ღვინოსა და ბოსტნეულს, სურვილის შემთხვევაში – გრემოლატასაც.

მიუხედავად ოსობუკოს პოპულარობისა, მას ხშირად ვერ იხილავთ რესტორნის მენიუში, რადგანაც მოითხოვს სამ საათიან მომზადებას.

თუ გექნებათ მისი დაგემოვნების საშუალება რესტორანსა თუ სახლში, არავითარ შემთხვევაში არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა ხელიდან.

  1. რიზოტო

სასაცილოა, მიუხედავად იმისა, რომ იტალიელები ბრინჯის დიდი მოყვარულები არ არიან, ისინი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი მწარმოებლები არიან მისი.

მაშინ, როცა სამხრეთ რეგიონი მოიხსენიება, როგორც პურის კალათა, ჩრდილოეთს ეძახიან ბრინჯის თასს, განსაკუთრებით – ლომბარდიასა და პედმონტს.

ბრინჯი მთავარი ინგრედიენტია ერთ-ერთი პოპულარული კერძის, რიზოტოს, დამზადებისას.

განსაკუთრებით გემრიელია ზაფრანას რიზოტო, რომლის შექმნასთან დაკავშირებითაც სხვადასხვა ლეგენდა დადის.

  1. კარბონარა

სრულიად შესაძლებელია, იტალიაში ყოფნისას პასტას გარდა არაფერი გასინჯოთ, ეს ბევრს გამოუცდია, მაგრამ თუ მაინც არჩევანი აქამდე მივიდა, კარბონარა საუკეთესო ვარიანტია.

კერძი მარტივია – სპაგეტი, კვერცხი, ყველი, ხორცი და შავი პილპილი სრულიად საკმარისია მის მოსამზადებლად.

რამდენი რესტორანიც არსებობს, თითქმის იმდენივე განსხვავებულ კარბონარას შემოგთავაზებენ.

ჩვენი რჩევა იქნება, ადგილობრივებისაგან მიიღოთ რჩევები და ამის მიხედვით გადაწყვიტოთ.

  1. ტრიუფელები

ეს სოკოსაგან დამზადებული ცხარე კერძი ერთ-ერთი ძვირიანია მსოფლიოში, იტალიაში კი მას საუკეთესოდ ამზადებენ.

იზრდება ველურ პირობებში უმბრიისა და პიედმონტის მთებში, ის ერთგვარად უნდა „მოინადიროთ“, მის საპოვნელად სპეციალურად წვრთნიან ძაღლებს ან ღორებს, რათა ყნოსვით მიაგნონ მიწის ქვეშ.

ტრიუფელები ორ ნაწილად იყოფა: ნაკლებად გავრცელებული, არომატული, თეთრი ტრიუფელები და მეტად გავრცელებული, ნაკლებად არომატული – შავი.

თუ მის დაგემოვნებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ დრო და ადგილი. ტრიუფელები მოდის ტოსკანიაში, პიედმონტსა და უმბრიაში შემოდგომის პერიოდში.

თუ სხვა შემთხვევაში დააგემოვნებთ, ის იქნება ან იმპორტირებული, ან კიდევ გაყინული.

ალბასა და პიედმონტში ყოველი წლის ოქტომბერსა და ნოემბერში ტარდება თეთრი ტრიუფელების საერთაშორისო ფესტივალი.

  1. ფოკაჩა (და სხვადასხვა პური)

იტალიური პურის მრავალი სახეობა არსებობს, მართალია, საუკეთესო გემო დილით გამომცხვარ ადგილობრივ პურს აქვს, თუმცა თქვენ აუცილებლად უნდა გასინჯოთ რამდენიმე ვარიანტი, რათა ჩაწვდეთ ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ცხობის ტრადიციას.

მაგალითად, აღმოაჩენთ, რომ ტოსკანიის პურს სხვანაირი გემო აქვს, რადგანაც ისინი მარილს არ უკეთებენ.

ლიგურია არის ფოკაჩას სახლი. ეს არის ბრტყელი, სუპერ მარილიანი პური. მას ზოგჯერ ურევენ როზმარინს, ზუჩინის ან ზეითუნს.

ჩვენ ზუსტად ვერ გეტყვით, პურის რომელი სახეობაა საუკეთესო, უბრალოდ, მათი დაგემოვნების შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საცხობები ყოველ კუთხეში შეგხვდებათ.

დააგემოვნეთ და ვერდიქტი თავად გამოიტანეთ.

  1. არანჩინი და სუპლი

არანჩინს გადააწყდებით ყველგან: რესტორნებში, ბარებში, ბაზრის ჯიხურებში მთელი იტალიის მასშტაბით.

სიცილიური არანჩინო უფრო დიდია, მისი სახელი ნიშნავს „პატარა ფორთოხალს“.

ეს არის ბურთულები, რომლის შიგთავსიც შედგება რაგუსაგან, ასევე, მუხუდო, სოკო ან ბადრიჯანი.

შემწვარი ბრინჯის რგოლები გავრცელებულია სრულიად იტალიაში, მას წვავენ წინასწარ და შემდეგ დებენ ცხელი ლამფის ქვეშ, ამიტომაც გემოში განსხვავება მხოლოდ და მხოლოდ დღისა და ღამის მიხედვითაა.

  1. ყავა

ყავის მოყვარულთათვის იტალია გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სიამოვნება.

გასათვალისწინებელია, რომ სახელები იტალიაშიც იგივეა, რაც სხვაგან, თუმცა იშვიათად ემთხვევა იმას, რასაც გულისხმობთ.

მაგალითად, თუ შეუკვეთავთ „ლატეს“, უბრალოდ ჭიქა რძეს მოგართმევენ.

ტრიესტეში კრემიანი ესპრესოს შესაკვეთად უნდა ახსენოთ caffe triestino.

ამ ქალაქს ყავის წარმოების დიდი გამოცდილება და ისტორია აქვს. ეს იყო შუა საუკუნეების პირველი ქალაქი ევროპაში, რომელმაც ამ საქმიანობას მიჰყო ხელი.

დღეს იტალიის ქალაქებში ყავის მეფე არის ილლი, საიდანაც მრავალი ცნობილი ბრენდი იმპორტდება.

  1. გელატო

იტალიური მოგზაურობა არასდროს ითვლება დასრულებულად, თუ გელატოს არ დააგემოვნებთ.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც ნაყინი ისე ითარგმნება, აღსანიშნავია, რომ ბოლომდე ერთი და იგივე არ არის.

ის გაცილებით ცოტა რძის ცხიმს შეიცავს, დაახლოებით 4%-იდან 8%-მდე, მაშინ, როცა ამერიკაში მათი რაოდენობა 14%-ს აღწევს.

ეს ნიშნავს, რომ ნაყინი უფრო თბილი იქნება, შესაბამისად, სწრაფად დადნება, თუმცა გემო და არომატი შეუდარებელი და დაუვიწყარია.

გელატოს ნაკლები სიმკვრივე აქვს. ჩვეულებრივ ნაყინებს ურევენ ჰაერსა და წყალს, რათა უფრო დიდხანს გაძლოს და მძიმეც იყოს, ეს დანამატები კი მას უფრო უგემურს ხდის.

გელატოს შემთხვევაში ეს არალეგალურია, სწორედ ამიტომაა უფრო ტკბილი და არომატული, თუმცა შესანახად გაცილებით ნაკლები დრო აქვს.

მიირთვით საუკეთესო იტალიური ნაყინები რომში, მილანსა და ფლორენციაში.

გაითვალისწინეთ, რომ ხილის გელატოები სეზონების მიხედვით განისაზღვრება.

  1. ტირამისუ

თუ გელატოს გარდა კიდევ სხვა ტკბილეულის დაგემოვნებას გადაწყვეტთ, არჩევანი ტირამისუზე შეაჩერეთ, რომელიც ყველაზე გავრცელებული და მოთხოვნადი დესერტია იტალიაში.

ეს არის, ასე რომ ვთქვათ, ყველაზე ახალგაზრდა კერძი, რომლის გავრცელების ტრადიციაც 1960 წლიდან მოდის.

ის, ერთი შეხედვით, მარტივი მოსამზადებელია, თუმცა საუკეთესო ტირამისუ მზადდება უმაღლესი ხარისხის ყავისა და მასკარპონესაგან.

მასკარპონეს სითეთრისთვის ამატებენ კრემსა და კვერცხს.

თუ ნამდვილი იტალიელი არ ბრძანდებით, გაგიჭირდებათ ნამდვილი ტირამისუს პოვნა რესტორნებში, სანამ თავად არ შეამოწმებთ და დარწმუნდებით, ჯდება თუ არა თქვენს გემოვნებაში.

  1. დიჯესტივო

დიჯესტივო არ აღნიშნავს მხოლოდ ერთ სასმელს, ეს არის სხვადასხვა სასმელის ერთობლიობა, რომელსაც მიირთმევთ ჭამის შემდეგ, რათა თავი ბოლომდე დანაყრებულად არ იგრძნოთ.

მისი დალევის ტრადიცია მომდინარეობს შუა საუკუნეებიდან, როცა ადამიანები შაქარსა და მცენარეებში გაზავებულ ალკოჰოლს სამედიცინო დანიშნულებისათვის იყენებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ექიმები უარყოფენ ამ ტრადიციას, იტალიური საჭმლის მირთმევის პროცესი დასრულებულად არ ითვლება, თუ ერთ ჭიქა სასმელს არ დააყოლებთ.

პოპულარული დიჯესტივო მოიცავს ლიმონჩელოს, გრაპას, ამაროს, ამარეტოსა და თუ მამაცი ბრძანდებით – სამბუჩას, რომელიც საკმარის ალკოჰოლს შეიცავს, რათა თავბრუ დაგახვიოთ.

ნუ დაიმორცხვებთ, თითოეულის გადაკვრა მცდელობად ნამდვილად ღირს.

ვეცადეთ, მაქსიმალურად სწორად მოგვეწოდებინა თქვენთვის ძირითადი ინფორმაცია იტალიური კერძებისა თუ სასმელის შესახებ. იმედი გვაქვს, იტალიაში მოხვედრისას ნამდვილად ისიამოვნებთ ამ ყველაფრით.

 

წყარო

Show More

Related Articles

Close
Close