პორტუგალია

15 საუკეთესო ადგილი, რომელიც პორტუგალიაში უნდა ნახოთ

პორტუგალიაში ტურიზმი დღითიდღე წარმატებით ვითარდება, რაშიც ხელს უწყობს მდიდარი ისტორია, ინოვაციური ხელოვნება, ბრწყინვალე ხედები და მეგობრული ადგილობრივი მოქალაქეები.

ეს მცირე ჩამონათვალი სრულებით საკმარისია ტურისტების კმაყოფილებისათვის, რაც მათ რაოდენობას ყოველწლიურად ზრდის.

  1. მადეირა

მადეირა პორტუგალიაში ერთ-ერთი ცნობილი სუბტროპიკული კუნძულია. თუ თავი მოგაბეზრათ ზამთრის ცივმა დღეებმა და თბილმა ტანსაცმელმა, მადეირა ზუსტად ის ადგილია, რომელიც ამ ყველაფერს დაგავიწყებთ.

მაშინ, როცა ევროპა სუსხიან დღეებს ებრძვის, მადეირაში მზე ისე აცხუნებს, როგორც ზაფხულში, თქვენ შეგიძლიათ, წახვიდეთ სალაშქროდ, ისეირნოთ სანაპიროებზე, მიირთვათ ეგზოტიკური საჭმელი.

კუნძული განსაკუთრებით მხიარული ახალი წლის დღესასწაულზეა, რადგანაც მსოფლიო დონის გასართობი ფესტივალები ეწყობა.

თუ ამ პერიოდში ვერ ახერხებთ ჩასვლას, არაფერია, რადგანაც მიმდებარე კუნძულები სანაპიროებისა და ქვიშის მოყვარულთათვის ნამდვილი გამოსავალია, პორტო სანტო აუცილებლად შეეცდება თქვენი განწყობის ამაღლებას.

მადეირასა და მის პატარა კუნძულებზე შეგიძლიათ, ესტუმროთ სახლს, სადაც ქრისტეფორე კოლუმბი ცხოვრობდა, აქვეა კრიშტიანუ რონალდუს სახელობის Museu CR7 მუზეუმი და ასევე, მადეირას ღვინის მუზეუმი.

2. პორტო

არ გამოტოვოთ პორტუგალიაში სიდიდით მეორე ქალაქი – პორტო, რომელიც ნამდვილი კულტურული მონაპოვარია ქვეყნისთვის.

აქ ნახავთ გორაკიან ქუჩებზე აშენებულ ფერად სახლებს, ბაღებს, შუა საუკუნეების სასახლეებს, ეკლესიებსა და საუკეთესო ეროვნულ სამზარეულოს.

თუ რომელიმე თქვენგანი გატაცებულია პორტუგალიური ფილებით (azulejo), მაშინ აუცილებლად უნდა ესტუმროთ საო ბანტოს რკინიგზის სადგურს, სადაც იხილავთ ფერად მოზაიკურ ფილებს, რომლებიც ნამდვილ ხელოვნების ნიმუშადაა ქცეული.

პორტო ცნობილია, ასევე, ღვინითაც, რომლის გაცნობას საუკეთესოდ ალტო დოურუს ღვინის ბაღებში შეძლებთ.

3. ლისაბონი

პორტუგალიის დედაქალი კვლავ აგრძელებს ტურისტების ინტერესის ობიექტივში მოხვედრას, ისინი გვერდს ვერ უვლიან ეროვნულ კრემის ტორტებს და საოცრად ლამაზ მოზაიკურ კედლებს.

მიუხედავად ტურიზმის ბუმისა, ქვეყანა აგრძელებს ბიუჯეტის გამომუშავებას და ხელმისაწდომი კაპიტალის დაბანდებას ევროპაში.

მნახველები წინასწარ უნდა შეეგუონ ქარიან, ვიწრო ქუჩებსა და უამრავ სახიფათო წერტილს.

ალფამაში დაგატკბობთ რესტორნებიდან ვიწრო ქუჩებში გამოსული სასიამოვნო მელოდიების ხმა.

ნუ გამოგრჩებათ მსოფლიოში უძველესი წიგნების მაღაზია – ჩიადო და ბაირო ალტო, ადგილი, რომელიც ღამით იღვიძებს.

მზიანი ამინდი და უხვი რაოდენობით სხივი ლისაბონში სტუმრობას ნებისმიერ დროს ხდის სასიამოვნოს.

4. ერისერა

სერფინგი პორტუგალიის მთავარი ხიბლია, ხოლო ერისერა არის პატარა სოფელი, სადაც ტალღების დაჭერას კარგად შეძლებთ.

აქ მოხვედრა ლისაბონიდანაც არის შესაძლებელი და მიუხედავად იმისა, რომ არ არის უახლოესი სანაპირო ქალაქიდან, ის ყოველთვის სავსეა დამსვენებლებით.

სერფერების ყურება არაა ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც აქ შეგიძლიათ, სოფელში არის რესტორნები, რომლებიც შემოგთავაზებენ უგემრიელეს პორტუგალიურ ზღვის პროდუქტებს.

5. ალგარვე

ალგარვე საუკეთესო ადგილია პორტუგალიაში, სადაც ერთდროულად დატკბეთ თბილი ამინდებით, სალაშქრო ექსპედიციებით, ტრენდული სანაპიროებითა და მასზე უფრო ტრენდული სოციალური გარემოთი.

თითოეული მთავარი ქალაქი, როგორიცაა ალბუფეირა, ლაგოსი, ვილამურა და პორტიმაო, დაგიმტკიცებთ სამოთხის არსებობას დედამიწაზე.

ლაგოსის კამილოს სანაპირო დაგაჰიპნოზებთ საოცხოო წყლით, რომელსაც ფონად გასდევს ულამაზესი მწვერვალები.

ნუ იდარდებთ, თუ გზის გასაგნებად პორტუგალიური არ გეცოდინებათ, ადგილობრივებისათვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგანაც ალგარვეს მეზობლად, განსაკუთრებით ალბუფერიასა და ვილამურაში, ბოლო პერიოდში უფრო მეტი ინგლისურენოვანია, ვიდრე პორტუგალიური.

თუ ვინმეს ტურისტული ხალხმრავლობისგან მოუნდება დასვენება, გამოსავალს საგრესში, ტავირასა და ალჯეზურში იპოვის.

6. ელენტეიო

ევორას დედაქალაქი ელენტეიო კიდევ ერთი მდიდარი ისტორიისა და მისტიური ბუნების მქონე ადგილია.

სწორედ ეს პუნქტი ხდის მას განსაკუთრებულად პოპულარულს ჰელოუინის პერიოდში – ძვლების ტაძარი, რომლის მე-16 საუკუნის კედლებშიც არის 5000-მდე ადამიანის ჩონჩხი.

მნახველებს არ უნდა გამორჩეთ სხვა ისტორიული სანახაობანიც, როგორიცაა რომაული ტაძარი ან ევორას კეთედრალი.

ევორა და მისი შემოგარენი შესანიშნავი ადგილია უგემრიელესი საჭმლისა და ღვინის მოყვარულთათვის, ხოლო რაც შეეხება სასტუმროებს, ისინი ყოველთვის მაღალი კლასის მომსახურებას გთავაზობენ.

7. სინტრა

საბავშვო ზღაპრების ყველაზე ცნობილი ავტორი, ჰანს კრისტიან ანდერსენი, ერთი პერიოდი ცხოვრობდა სინტრას ხის სახლში.

მნახველები დღესაც ვერ უვლიან ემოციების გარეშე გვერდს ამ ადგილს, რომელიც ნათელს ხდის, თუ რა იყო შთაგონების წყარო ამ გენიალური მწერლისათვის, დაეხატა ზღაპრული სამყარო თავის წიგნებში.

სინტრა ლისაბონიდან 30 კილომეტრში მდებარეობს და ორი დღე სრულიად საკმარისია მისი სრულყოფილი დათვალიერებისათვის, დაწყებული მე-19 საუკუნის პენა პალასიდან, მონსერატის პალასით გაგრძელებული და შუა საუკუნეების მურსის ციხემდე დამთავრებული.

ქალაქის ადგილებმა შეიძლება, თავი გამოგონილ ვესტეროსში გაგრძნობინოთ.

8. ობიდოსი

შარმიანი, განუმეორებელი და რომანტიკული ობიდოსი შესანიშნავი ადგილია, რათა ამოიღოთ თქვენი კამერა ან სმარტფონი და შემატოთ თქვენს ინსტაგრამს სიფერადე.

ნუ დაგავიწყდებათ, დააგემოვნოთ ობიდოსის გინჯა; ეს არის ალუბლის ლიქიორი, რომელსაც ზოგჯერ შოკოლადთან ერთად ამზადებენ.

მას შემდეგ, რაც პორტუგალიის მეფემ საქორწილო საჩუქარი მიართვა დედოფალს, ობიდოსი ქვეყნის ყველაზე რომანტიულ ადგილად იქცა.

განსაცვიფრებელი ლიტერატურული სასტუმროების გამო, ქალაქი წიგნების მოყვარულთათვის  დანიშნულების საყვარელ წერტილად იქცა.

View this post on Instagram

✈🇵🇹Óbidos, Portugal 🌉😍 . Conheça o Novo Guia Completo e Atualizado Morar em Portugal !! São mais de 70 aulas, divididas e organizadas por módulos, com vídeos, ebooks e artigos informativos. ⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀ ⤵⤵ SAIBA TUDO SOBRE ⤵⤵ ⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀ ✏ Como Planejar sua Viagem 📘 Como Fazer Seu Passaporte 🛫 Passagens Aéreas 🏠 Hospedagem 📑 Documentos 💶 Quanto precisar levar ? 🏡 Moradia 💼 Trabalho 📚 Matrículas Escolares 🚗 Carteira de Motorista 🐕 Viagem PET ✔E MUITO MAIS!!! Sem mensalidades, anuidades ou limites de acesso. ⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀ 👉 Clique no link em azul na descrição do nosso Perfil e conheça Novo Guia Completo e 100% Atualizado que vai te ajudar!! ⤵⤵ Clique Aqui 🔜 @morar.em.portugal.2019 🇵🇹 . . . 🔴 Quer Saber Como Morar, Estudar e Trabalhar em PORTUGAL? Comente: "EU QUERO" . ✈️ Acesse AGORA ao Site Oficial do GUIA MORAR EM PORTUGAL. Veja Todas Informações. 💡 Versão já Atualizada para 2019. . 📚 Passo a passo completo para morar, trabalhar ou estudar em Portugal com sucesso! . ACESSE PELO LINK NA BIO . @morar.em.portugal.2019 . 👆=CLIQUE NO LINK=👆 . .

A post shared by GUIA OFICIAL MORAR EM PORTUGAL (@morar.em.portugal.2019) on

9. სერა და ესტრელა

ამ ადგილამდე მისვლა საკმაოდ რთულია, თუმცა ნახვად ნამდვილად ღირს.

პორტუგალია მხოლოდ და მხოლოდ მზიანი სანაპიროების ქვეყანა არ არის, აქ, ასევე, შეგიძლიათ, თხილამურებითაც ისრიალოთ, ხოლო სახელმწიფოს ყველაზე მაღალი მწვერვალი, რომელიც სერა და ესტრელაში მდებარეობს, ამის საშუალებას მოგცემთ.

ადგილი დასახლებულია პაწაწინა სოფლებით, რომლებიდანაც ზოგიერთი მათგანი პორტუგალიის 2017 წლის შვიდ საოცრებაშიც კი შევიდა.

ულამაზესი მთებით ტკბობას აორმაგებს სახლში დამზადებული თაფლი და ყველი.

View this post on Instagram

Boa noite! Good night friends!

A post shared by Idalina Silva (@mariaidalinasilva) on

10. კოიმბრა

ქვეყნის ცენტრში არის ქალაქი, რომელიც რომაული და შუა საუკუნეების ნანგრევებით, ბევრი მოგზაურის ყურადღებას იქცევს.

ისტორიულ ქალაქში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოიმბრას უნივერსიტეტი, რომელიც უძველესია მსოფლიოში.

არ გამოგრჩეთ ჯოანინას ულამაზესი ბიბლიოთეკა, რომლის მშვენიერება ერთხმად არაერთხელ უღიარებიათ.

View this post on Instagram

• #raw_portugal • . ✨Featured Artist: @carlopes27 . ✨ . ________________________________________________ ✨✨CONGRATULATIONS!✨✨ ________________________________________________ . . ✨✨✨You are on your way to become a member! 5 features by RAW makes you a member. Contact @raw_members if you already have 5 Raw features! ✨✨✨✨ . . Selected by: @strollingbonina . . . Cc: RAW_Community_Owners . • @chefjane • @kristina_nicolina • . . Join us in our fresh, creative and supportive community. Please follow @raw_community. . Please check out @raw_kingdom for more of our RAW_community pages. • #raw_featured #raw_community . #topportugalphoto #super_portugal #sharing_portugal #city_in_portugal #portugal_gems #amar_portugal #wow_portugal_ #loves_portugal #igersportugal #portugalcomefeitos #super_lisboa #super_porto_ #p3top #shooters_pt #visitportugal #toplisbonphoto #topportophoto #portugalemclicks #wonderlustportugal #ig_portugal_photo . #raw_portugal_carlopes27 . #raw_featured_carlopes27 . .

A post shared by Portugal em Foco (@raw_portugal) on

11. სან მიგელი

ამერიკისა და პორტუგალიის სანაპიროების თითქმის შუაში არის აზორი არქიპელაგი, რომლის თითოეული კუნძული ნახვად აუცილებლად ღირს.

უდიდესი სან მიგელი ადვილი მისადგომია საჰაერო მგზავრობისას; მას თქვენთვის ბევრი დაუვიწყარი ადგილის შემოთავაზება შეუძლია: სალაშქრო ბილიკები, ჩანჩქერები და ტყუპი Lagoa das Sete Cidades ტბები ამ ჩამონათვალის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია.

არ გამოგრჩეთ ფურნასი, ეს პატარა სოფელი გაგაკვირვებთ ვულკანური არქიპელაგებითა და უგემრიელესი კერძებით.

12. მონსანტო

გსურთ წარსულში მოგზაურობა?

მოგზაურებს, გატაცებულნი ძველი პორტუგალიით, არ უნდა გამორჩეთ უნახავი სოფელი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მიზერულად შეიცვალა.

მისი გამორჩეული ხასიათი მდგომარეობს იმაში, რომ ხალხი დღესაც ცხოვრობს უზარმაზარი ლოდებით აშენებულ სახლებში.

View this post on Instagram

Art in the middle of the jungle🌲 #bornparadise

A post shared by born Paradise (@born_paradise) on

13. პენედა-გერეს ეროვნული პარკი

პენედა-გერე არის ქვეყნის ერთადერთი ნაციონალური პარკი, რომელიც მდებარეობს მინჰოს სილამაზით განთქმულ რეგიონში.

აქ ნახავთ მუხის ტყეებს, რომაულ ქუჩებს უძველესი ხიდებითა და ჩანჩქერებით.

პარკის ზოგიერთ ადგილას დაბანაკება არის შესაძლებელი, ასევე, გამოყოფილია აუზები, სადაც ცურვა თბილ დღეებში ნებადართულია.

ერთი სიტყვით, ეს ფასდაუდებელი ადგილია ლაშქრობის მოყვარულთათვის, რომელთაც ბუნების მშვენიერება ხიბლავთ.

View this post on Instagram

Sou da terra, da água, da NATUREZA! Sou do Minho e tenho muito orgulho no nosso País. “Chieira” dos nossos tesouros, como este, o Parque Nacional Peneda Gerês 💚 RESERVA MUNDIAL DA BIOSFERA, o único em Portugal. Um património a preservar, cuidar e honrar! Pode ser visitado todo o ano, mas por favor RESPEITEM A NATUREZA! Façam visitas acompanhados por agências locais, que conheçam bem o território. Levem o vosso lixo convosco ao saírem, e algum que encontrem também (principalmente vidro, tão perigoso para os incêndios, por causa do sol), não façam fogueiras e respeitem as regras de segurança que os guias vos pedirem. Sejam felizes e gratos por esta benção que é a TERRA! #chegouaprimavera #natureza #parquenacionalpenedageres #aconheceroparque #cascatacelacavalos #melaniagomes #soudominho #terra #natureza #chieira #tudonosso #amar_portugal #amaranatureza #jgd #sejamfelizes #gratidão #esperança #felicidade

A post shared by Melânia Gomes (@melaniagomes) on

14. გუიმარაესი

პორტუგალიის მეფემ, აფონსო პირველმა, მე-12 საუკუნეში პორტუგალიის პირველ დედაქალაქად გამოაცხადა გუიმარაესი.

მას შემდეგ ამ ქალაქს „პორტუგალიის დაბადების ადგილს“ უწოდებენ.

ტურისტებს შეუძლიათ, ეწვიონ ციხეს, სადაც ერთ დროს მეფე და მრავალი მნიშვნელოვანი ისტორიული ფიგურა ცხოვრობდა.

ქალაქი ადვილად მისაგნებია, ის პორტოდან 50 კილომეტრში მდებარეობს.

15. ბრაგა

ეს ქალაქი 2012 წელს დაასახელეს ევროპელი ახალგაზრდების დედაქალაქად, რაც იზიდავს მინჰოს სტუდენტებს.

კაფეებით, ბარებით, მაღაზიებითა და რესტორნებით გადატვირთულ ქალაქს მეორე რელიგიური მხარეც გააჩნია.

ადგილობრივი Bom Jesus do Monte ტაძარი, უძველესთან ერთად, ყველაზე განსხვავებულია ბრაგაში, რადგანაც მდებარეობს ტყით დაფარულ გორაკზე, გარშემორტყმულია ბაღებით, ხოლო იქ მისასვლელად მნახველებს 116 მეტრი სიგრძის კიბეების ავლა უწევთ, რათა დატკბნენ იმ სულისშემკვრელი ხედით, რომელიც ამ ადგილიდან იშლება.

სტატია, სავარაუდოდ, დიდ ინტერესს გაგიჩენთ პორტუგალიაში წასასვლელად, სადაც თავადვე დარწმუნდებით, რომ იქ უზომოდ დიდი ემოციებით დატვირთული დღეების გატარებაა შესაძლებელი.

 

წყარო

Show More
Close
Close