ევროპაზაფხულითურქეთისეზონები

10 საუკეთესო სანაპირო თურქეთში დასასვენებლად

თურქეთში წასვლა გადაწყვიტეთ და გაინტერესებთ, კონკრეტულად სად შეძლებთ თქვენთვის სასურველი გარემოს პოვნას? სტატიაში გაგაცნობთ, თუ რომელია 10 ულამაზესი სანაპირო თურქეთში.

1. „პატარა“, ყველაზე გრძელი სანაპირო თურქეთში

ეს თეთრი ქვიშით დაფარული განიერი სანაპირო ზოლი არის თურქეთის არამარტო უგრძესი, არამედ ყველაზე ლამაზი ნაპირი.

ბავშვებს უყვართ მისი თბილი, სასერფინგო ტალღების მიმზიდველობა და სერიებად მონაცვლე დიუნები მშვენიერებას მატებენ საერთო „სურათს“.

სანაპიროს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს კაფე, რომლის ფასები ხელმისაწვდომია დამსვენებლებისათვის, ასევე, შეგიძლიათ, იქირაოთ შეზლონგები და ქოლგები, რათა უფრო კომფორტულად გაატაროთ თქვენი დრო.

აქ შეგიძლიათ, მიხვიდეთ უძველესი რომაული ნაქალაქარის გავლით. ეს უძველესი ქალაქი, რომელიც ნაწილობრივ ქვიშაშია ჩაფლული; ეს აუცილებლად შემატებს თქვენს მოგზაურობას რომანტიკულობას.

ნანგრევების უკან მდებარეობს სასტუმრო, რომელსაც განაგებს „მუზაფერი“ და ანა-ლუისი; ისინი 20 წელზე მეტია ზრუნავენ სტუმრებზე, სთავაზობენ მათ სხვადასხვა სერვისს, რომელიც მოიცავს უფასო ტრანსპორტირებას სანაპიროზე და ყოველკვირეულ ბარბექიუს.

2. ბოდრუმის ნახევარკუნძული

ეს ნახევარკუნძული, რომელიც დაფარულია ზეთისხილის პატარა ტყეებითა და ჩაფლულია თეთრ კლდეებში, დიდი ხანია, პოპულარობით სარგებლობს თურქულ ელიტაში.

ნახევარკუნძულის მშვენიერება მიმზიდველია ტურისტებისთვის და მისი პოპულარობა დღითიდღე იზრდება.

ამ ულამაზესი ადგილის გულია ბოდრუმის თეთრი ქალაქი. მასთან მდებარეობს წმინდა პეტრეს საოცრად მიმზიდველი სასახლე. ნახევარკუნძულზე უამრავი ლამაზი სანაპიროა, მათ შორის ბიტეზი და ტურბუკუ, რომლებიც განსაკუთრებით მიმზიდველია მათთვის, ვინც სერფინგითაა გატაცებული.

ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით მდებარეობს სასტუმრო “მანდარინ ორიენტალი”. სასტუმრო ფლობს ორ სანაპიროს, აუზების, სპა-სალონებისა და რესტორნების კოპლექსს.

თქვენს განწყობაზე იზრუნებენ სტამბულის ბაბილონ კლუბის შემსრულებლები.

3. ოლუდენიზის ლაგუნა

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს სახელძღვანელოებში 30 წელზე მეტია ოლუდენიზის ლაგუნას მოწინავე ადგილი უკავია.

ვერავინ შეეწინააღდეგება იმ აზრს, რომ მკვდარი ზღვის ლაგუნა ნამდვილი სამოთხეა დედამიწაზე. ინფრასტრუქტურის განვითარების მიუხედავად, ეს ადგილი არ კარგავს ბუნებრივ მიმზიდველობას.

სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს სიმწვანეში ჩაფლული სასტუმრო, აუზითა და თვალისმომჭრელი ხედებით.

4. კალკანი

1920 წლამდე კალკანი იყო პატარა ბერძნული მეთევზეთა სოფელი; 1980 წლისთვის ის იქცა თურქეთის ბოჰემურ კურორტად.

ეს ადგილი პოპულარობით სარგებლობდა ბრიტანულ არისტოკრატიაში. მწვანე ბორცვებიდან პირდაპირ ვეშვებით სანაპიროსკენ, რომლის ერთ ნაწილში მდებარეობს პატარა იახტების ნავსაყუდელი.

კალკანში უამრავ კაფეს, მეთევზეების კოტეჯებსა და მყუდრო რესტორნებს ვნახავთ. აქ ვერ შეხვდებით ხმაურიან ღამის კლუბებსა და ბარებს.

კურორტის სანაპირო საკმაოდ პატარაა, თუმცა აქვეა ცნობილ კურორტ „პატარას“ უგრძესი და უმშვენიერესი სანაპირო.

დასახლების უძველესი ნაწილის შუაგულში შემორჩენილია ძველი შენობა-ნაგებობები. სოფელში შევხვდებით სახლებს, რომლებიც 1920 წლით თარიღდება, მათ შემორჩენილი აქვთ ძველებური შარმი და მიმზიდველობა.

5. ანტალია

მათთვის, ვისაც მოსწონს ტრადიციული ხმელთაშუა ზღვის სანაპირო, დასვენება აუზზე, ღამის ცხოვრება და საყიდლებზე სიარული, იდეალური არჩევანია ანტალია.

ეს ადგილი სავსეა ბარებით, კლუბებითა და რესტორნებით. ანტალიის გარეუბნებში უამრავი მოლია კინოთეატრებითა და მსოფლიოში ცნობილი ბრენდული მაღაზიებით.

ქალაქი ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა ფესტივალს. ანტალია შესანიშნავი ადგილია კლასიკური მუსიკის, ოპერისა და ბალეტის მოყვარულთათვის.

ჩვენ გირჩევთ, ყურადღება გაამახვილოთ “სუ ჰოტელზე”, რომელიც აშენებულია იქ, სადაც ერთმანეთს ხვდება კონიალტის სანაპირო და კირქვის ფრიალო კლდეები. უმშვენიერესი ლაგუნას ხედები გულგრილს არავის დატოვებს.

6. სიდე

სიდე მდებარეობს საუცხოო ქვიანი ნახევარკუნძულის დაბლობზე, რომელიც გარშემორტყმულია თეთრი ქვიშის სანაპიროებით, რომელიც თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქალაქადაა მიჩნეული.

ძველი კედლების შიგნით მრავლად შეხვდებით ანტიკურ ბერძნულ-რომაულ ტაძრებსა და თეატრებს, ზოგიერთი მათგანი დღემდე გამოიყენება თეატრალური წარმოგენებისთვის.

ბევრია ისეთი ადგილი, სადაც შეგეძლებათ, დააგემოვნოთ საუცხოო კერძები და სასმელები, გაერთოთ კლუბებში და ისიამოვნოთ საყიდლებით.

ყურადღებას იპყრობს „ბარუტ ანდიზ“-ის სასტუმრო, რომელიც მიმზიდველია არა მხოლოდ ხელსაყრელი ფასებით, არამედ საუცხოო რომანტიული გარემოთი წყვილებისათვის.

თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა, დატკბეთ აპოლონისა და ათენას უძველესი ტაძრებით.

გახსოვდეთ, რომ ეს ის ადგილებია, სადაც ოდესღაც ანტონიუსი და კლეოპატრა ერთმანეთს ხვდებონენ.

7. ალანია

ხმელთაშუა ზღვითა და ტაურუს მთებით გარშემორტყმული ალანია საუცხოოა.

მიუხედავად განვითარებადი ინფრასტრუქტურისა, ეს ადგილი ინარჩუნებს ბუნებრივ შარმს. მას მშვენიერებას მატებს ირგვლივ არსებული გრძელი სანაპიროები.

ქალაქს მდიდარი ისტორიული წარსული აქვს, ეს იყო მეკობრეების სახლი რომაელების ეპოქაში, აქ მდებარეობდა თურქ-სელჩუკების ძირითადი დასახლებები.

თქვენ შეგიძლიათ, ისარგებლოთ სანაოსნო ტურებით მთების გარშემო, დატკბეთ შესანიშნავი სანაპიროებით ალანიის აღმოსავლეთითა და დასავლეთით.

არაფერი შეედრება სასტუმრო “ვილა ტურკა”-დან გადაშლილ ალანიის მთებისა და ზღვის ხედებს. ისინი წარუშლელ შთაბეჭდილებას დაგიტოვებენ.

8. ალაჩათი

ეს ყოფილი ბერძნული დასახლება ცნობილია ძველებური სახლებითა და რიყის ქვის ბილიკებით; მდებარეობს ჩესმეს ნახევარკუნძულზე და დიდი პოპულარობით სარგებლობს სტამბოლურ ელიტაში.

სოფლის ცენტრში ფასები მაღალია, თუმცა აქ შემოგთავაზებენ საუცხოო თურქულ კერძებს.

ალაჩათი არ ჩამოუვარდება მსოფლიოში პოპულარულ ბრიტანულ, რუსულ, გერმანულ და სხვა კურორტებს. სოფლის გალერეებისა და ბუტიკების გარდა, თქვენ შეგიძლიათ, დატკბეთ ქვიშიანი სანაპიროთი.

სოფლის საუკეთესო სასტუმროდ ითვლება სასტუმრო “ტას”, 8 ელეგანტური ოთახით, რომელიც მდებარეობს 1890 წლის მდიდარი ვაჭრის სახლში.

9. დალიანი

დალიანი არის თურქეთი ერთ-ერთი საუცხოო კურორტი. ის გამოირჩევა საათნახევრიანი სანაოსნო ტურითა და იზტუზუს თეთრქვიშიანი სანაპიროთი, სადაც უამრავი კუ ბინადრობს.

ამ საზღვაო რეპტილიების წყალობით დალიანი გამოირჩევა ხმელთაშუაზღვის ყველა კურორტისაგან. ამასთან, ამ სპეციფიურმა გარემოებამ ხელი შეუწყო ადგილის იერსახის შენარჩუნებას.

დალიანის სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ქალაქიდან ნახევარი მილის დაშორებით, სთავაზობს დამსვენებლებს მშვიდ და მყუდრო გარემოს აუზითა და სხვა კომფორტით.

10. ჩირალი

https://www.instagram.com/p/BoijsxbBzmF/?utm_source=ig_web_button_share_sheet

ჩირალს ზურგს უმშვენებს ღრუბლებით დაფარული მთები, ხოლო წინიდან გადაჰყურებს ღრმა, ლურჯ ზღვას.

ჩირალს მაქსიმალურად შენარჩუნებული აქვს ბუნებრივი სახე, რადგანაც აქ ბინადრობენ იშვიათი სახეობის მრავალი კუ, ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია უძველესი ოლიმპოს ნანგრევები, რაც მნიშვნელოვან კულტურულ ფასეულობას წარმოადგენს.

ეს მშვენიერი ადგილია განტვირთვისთვის. გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ სასტუმრო Myland Nature-ს, რომელიც სთავაზობს დამსვენებლებს იოგას კურსებს ყოველ დილით; მათ, ასევე, შეუძლიათ, დაინტერესების შემთხვევაში გაიარონ ფოტოგრაფიის კურსები.

სტატიაში ჩამოთვლილი თითოეული სანაპირო თურქეთში არის იდეალური ვარიანტი კარგი მოგზაურობისათვის.

 

წყარო 

Show More

Related Articles

Close
Close