საფრანგეთი

10 რამ, რაც პარიზში უნდა (და არ უნდა) გააკეთოთ | პარიზი

პარიზი მშვენიერია და ამაზე, ალბათ, არავინ კამათობს; ეს ქალაქი გამოირჩევა თავისი მაცდური შარმით, რასაც ანიჭებს ქუჩაში მოსეირნე მოდელები, უამრავი მოდური მაღაზია, მუზეუმები, საუცხოო რესტორნები და რა თქმა უნდა, ეიფელის კოშკი, რომელიც თითოეულ სტუმარს აღაფრთოვანებს ხოლმე.

დიახ, პარიზს ნამდვილად შეუძლია თავბრუდამხვევი შთაბეჭდილებების ქვეშ მოგაქციოთ, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც, რომელიც უკმაყოფილებას გამოიწვევს თქვენში.

მოცემულ სტატიაში ჩვენ გაჩვენებთ 10 შეცდომას, რომლის თავიდან აცილების შემთხვევაში, თქვენ შესაძლებლობა მოგეცემათ, მაქსიმალურად ისიამოვნოთ ქალაქით.

1. ნურაფერს იყიდით შანზ-ელიზეზე

შანზ-ელიზე ერთ დროს ნამდვილად იყო მსოფლიოში საუკეთესო გამზირი, თუმცა წლების განმავლობაში ქონების ხშირმა მერყეობამ გამოიწვია საერთო ბაზართან მიმართებაში მკვეთრი ცვლილებები.

ვიტონის მაღაზია თავისი იარლიყებით აუცილებლად მიიქცევს თქვენს ყურადღებას, თუმცა საკმარისია, ზღურბლს გადააბიჯოთ, მალევე დაფიქრდებით, თუ როგორ მოხვდით ამ “არეულობაში”.

დაიმახსოვრეთ, რომ ეს ყველაფერი ხრიკებია ტურისტებისთვის, ამიტომაც ნუ გაოცდებით, იქ ადგილობრივებს ნაკლებად შეხვდებით.

სამაგიეროდ, მიყევით ადგილობრივების მიერ კარგად შესწავლილ ადგილებს.

დღესდღეობით ნამდვილი პარიზული საყიდლები ასოცირდება არა ცენტრალურ ქუჩებში არსებულ გლამურულ ბუტიკებთან, არამედ მაღაზიებთან – ქალაქის გარეუბნებში, რომლებიც საოცრად გემოვნებიან, ბრენდულ, მოდურ პროდუქციას შემოგთავაზებენ.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ ნორს-მარაისი, სადაც თქვენ შეძლებთ, შეიძინოთ მრავალი ბრენდული ტანისამოსი, სახლის ნივთები, პარიზელი დიზაინერების მიერ შექმნილი პროდუქცია.

2. ნუ გაფლაგავთ თქვენს ბიუჯეტს მიშელინის ვარსკვლავიან რესტორანში

ბოლო წლებია, პარიზული სასადილოები აშკარად მოერგნენ ჩვეულებრივი საკვები დაწესებულებების სტილსა და ჩარჩოებს, თუმცა თქვენ მაინც შეხვდებით აქა-იქ ისეთ რესტორნებს, რომლებიც არ კარგავს თავისი მაღალი კლასის ფორმალურ ელფერს და რაც მთავარია, მაღალ ფასს.

უმეტესობას შეუძლია, თქვენი ბიუჯეტი ერთ სტუმრობაზე 400-500$-ით შეამციროს.

მაგრამ ეს ყოველივე თუ თქვენ მაინც არ გაშინებთ, დაჯავშნეთ მაგიდა მიშელინის ვარსკვლავურ ადგილებში, სადაც ლანჩ-მენიუს ფასები 150$-დან იწყება.

ბოლო პერიოდში რამდენიმე მიშელინელმა შეფმა მიატოვა თავიანთი ვარსკვლავური სამზარეულოები. მათ გახსნეს ბისტროები, სადაც უფრო მარტივ, ჩვეულებრივ, მაგრამ გემრიელ საკვებს გთავაზობენ.

ადგილობრივები უბრალოდ ჭკუას კარგავენ მათზე. Le Comptoir du Relais არის რესტორანი, სადაც მოსახვედრად თვეები დაგჭირდებათ, წინასწარ დაჯავშნილი ადგილების გამო, თუმცა საკმარისია აქ მოხვდეთ, დარწმუნდებით, რომ ის მოთმენად ნამდვილად ღირდა.

3. ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ ლუვრში ყველაფერს ნახავთ

დიდია მოლოდინი ლუვრის მიმართ – სტუმრების უმეტესობა ელის, რომ იქ ყველაფერს ნახავს და შემდეგ იმედგაცრუებულნი რჩებიან.

ამიტომაც უმჯობესია, თქვენი მოლოდინი წინასწარ განსაზღვროთ, გაეცნოთ, თუ კონკრეტულად რომელი ხელოვნების ნიმუშის ჩვენება შეუძლია შესანიშნავ მუზეუმს, რადგანაც დრო უაზროდ არ დახარჯოთ იმის ძებნაში, რასაც იქ ნამდვილად ვერ ნახავთ.

სანაცვლოდ: გადაანაწილეთ თქვენი დრო ლუვრსა და სხვა პატარა მუზეუმებს შორის.

გაოცდებით, როცა აღმოაჩენთ, რომ პარიზის პატარა მუზეუმში უფრო მეტი ცნობილი, იშვიათი, მშვენიერი ხელოვნების ნიმუშებია გამოფენილი, ვიდრე კარგად ნაცნობ, ხალხით გადაჭედილ მუზეუმებში.

თქვენ იპოვით მონეს ცნობილ ნიმფეას ფრესკებს ორანჟერიეს მუზეუმში.

მარმოტანის მუზეუმი არის მონეს მსოფლიოში უდიდესი კოლექციის მფლობელი.

როდინის მუზეუმი, რომელიც მდებარეობს ულამაზესი ვილის უმშვენიერეს ბაღში, ერთ-ერთი ყველაზე რომანტიული ადგილია პარიზში.

თუ თქვენ ხელოვნების ექსპონანტების ხასიათზე არ ხართ, შეგიძლიათ, ეწვიოთ მოდის, ღვინისა და ფულის მუზეუმებს.

საკმარისია ერთხელ მიიღოთ ამ გალერიებიდან სიამოვნება, ძნელი იქნება, თქვენი ლუვრში დაბრუნება.

4. უშედეგოდ ნუ ეცდებით, რომ გამოიყურებოდეთ მოდურად

View this post on Instagram

😘

A post shared by Samantha & Max (@travel_escapegoats) on

თუ გსურთ, თქვენმა ჩაცმულობამ არ გამოიწვიოს გაღიზიანება, მაშინ უნდა მისდიოთ რამდენიმე რჩევას.

შორტები და სპორტული ბოტასები დასაშვებია, თუმცა თქვენ ნამდვილად მიიქცევთ პარიზელების ყურადღებას თუ მოირგებთ შორტებს დიდი ჯიბეებით.

ამასთან, ადგილობრივებს, რაც არ უნდა გასაკვირად ჟღერდეს, სელფის ჯოხები აღიზიანებთ.

პარიზელები ბოლო პერიოდში უპირატესობას ყოველდღიურ სტილს ანიჭებენ.

მათთვის მისაღებია ნეიტრალური ფერები, არ უყვართ აქსესუარებით გადატვირთვა, როგორიცაა ქუდის, შარფისა და სამკაულის ერთად გაკეთება.

დარწმუნდით, რომ ტანსაცმელი ერთმანეთს შეეფერება, თქვენი ჩაცმულობა სისრულეში მოიყვანეთ ჟაკეტითა და ყველაზე კარგი ფეხსაცმლით, რაც კი გარდერობში გაქვთ.

5. ნუ იმოძრავებთ ქალაქში ტაქსით

ძნელია ტაქსის გაჩერება ქალაქში, ეს დიდ დროს დაგაკარგვინებთ (საჭიროა, გამოიძახოთ).

თუ მაინც გაგიმართლათ და მოახერხებთ მისი დაჭერას, დიდი ალბათობით, აღმოჩნდებით დაუსრულებელ საცობში, რომელიც თქვენს განწყობას სრულიად გააფუჭებს.

სანაცვლოდ: გამოსცადეთ ფრანგული Flâner.

Flâner ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს „ქუჩებში სეირნობას დათვალიერების მიზნით“.

პარიზის ცენტრი არ არის ძალიან დიდი, თუ გაისეირნებთ, სიამოვნებას მოგგვრით მოდური მაღაზიების ვიტრინები, კაფეები და ფრანგული კრუასანები.

თუ დიდ მანძილზე აპირებთ წასვლას, მეტრო ყველაზე კარგი გამოსავალია, ქალაქში ყოველ 500 იარდში შეხვდებით სადგურებს, რაც გადაადგილებას კიდევ უფრო მარტივს ხდის. ეს ტაქსიზე უფრო იაფი დაგიჯდებათ და გაცილებით სწრაფიცაა.

აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ მეტრო იხურება დილის 2 საათზე, ხოლო პარასკევსა და შაბათს 1 საათზე.

თუ თქვენ მაინც ვერ მოასწრებთ, ნუ ინერვიულებთ, ადვილად შეძლებთ ველოსიპედის ქირაობას თქვენი საკრედიტო ბარათით.

6. ნუ დაუწყებთ ბოჰემური გარემოს ძებნას მარცხენა სანაპიროზე

სარტრესა და ბოვუარს შესაძლებელია “ორ სიდიადეში” (Les Deux Magots) უყვარდათ დროის გატარება, თუმცა ერთ დროს მათ ნიუ-იორკის თაიმ სქვერზე გადაინაცვლეს, თქვენ შეიძლება, ამ ადგილებში ფილოსოფოსები ვერ აღმოაჩინოთ, თუმცა შესაძლებლობა გეძლევათ, საკუთარ თავს გაუმასპინძლდეთ კარაქიანი ტოსტითა და ფორთოხლის წვენით, 16$-ად.

სანაცვლოდ: აღმოაჩინეთ „ნამდვილი“ პარიზი “წმინდა მარტინ კანალი”-ში.

ერთ დროს დაუსახლებელი ეს მშვენიერი ადგილი დღეს კაფეებითა და ბუტიკებითაა სავსე.

Paname Brewing Company-ის ვერანდა გადაჰყურებს ულამაზეს ზღვას, ხოლო უგემრიელესი ლუდი სტუმართა იმედებს არასოდეს აცრუებს.

7. ნუ გაჩერდებით საათობით ეიფელის კოშკზე

ტერორიზმის თავიდან ასაცილებლად, პარიზელებმა დააწესეს მკაცრი შემოწმება ეიფელის კოშკზე.

თუ აქამდე ტურისტებს შეეძლოთ მონუმენტის ქვეშ სიარული და ფოტოების გადაღება, ახლა მათ უნდა გადალახონ უამრავი დაცვის ზოლი, რომელიც კოშკის ორივე მხარესაა განთავსებული.

თუ თქვენ მაინც ახვალთ კოშკის თავში, გახსოვდეთ, რომ ქალაქის საუკეთესო ხედი იქ ნამდვილად არ დაგხვდებათ.

სანაცვლოდ: მოძებნეთ უკეთესი ხედი.

თუ თქვენ გსურთ ულამაზესი ხედით ტკბობა, საიდანაც, რა თქმა უნდა, ეიფელის კოშკიც გამოჩნდება, მაშინ ეწვიეთ ტრიუმფალურ თაღს ან მონტპარნასის კოშკს.

8. ნუ დაჯავშნით იაფფასიან სასტუმროებს

პარიზში კარგი სასტუმროს პოვნა ხელმისაწვდომ ფასად არც თუ ისე რთულია.

თქვენ შეიძლება, გვერდი ვერ აუაროთ ფულის დაზოგვის სურვილს და გაცილებით დაბალხარისხიან ადგილას ამჯობინოთ ყოფნა, თუმცა იქ მოხვედრისთანავე მიხვდებით, რომ თქვენ ნამდვილად გვერდი აუარეთ პარიზულ ატმოსფეროს, რომელსაც ქალაქის ცენტრი გთავაზობდათ.

სანაცვლოდ: დაჯავშნეთ ავეჯით უზრუნველყოფილი ბინა.

ავეჯიანი ბინის პოვნა, რომელიც მოერგება თქვენს სურვილებსა და გემოვნებას, სულაც არ არის მიუღწეველი.

თქვენ გაგკვირვებთ ბინის ფართი – განსაკუთრებით, თუ რამდენიმე დღით დააპირებთ დარჩენას, გარეთ ჭამა ყოველ ჯერზე ნამდვილად არ იქნება აუცილებელი.

შეგიძლიათ, მიმართოთ ტურისტულ სააგენტოებს, რომლებიც თქვენთვის სასურველ ფასებს შემოგთავაზებენ.

9. ნუ დანაყრდებით კრუასანებით

ჩვენ ყველას მიგვირთმევია კრუასანები, თუმცა შეცდომა იქნება, მხოლოდ ამით დავკმაყოფილდეთ და არ დავაგემოვნოთ ნაკლებად ცნობილი, თუმცა ძალიან გემრიელი დესერტები.

სანაცვლოდ: დააგემოვნეთ სხვადასხვა ტიპის ტკბილეული.

ჟაკ ჟინი, იან რუფერი, ჰიუგო & ვიქტორი – ეს არის იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც საუკეთესო შეფები იზრუნებენ, რომ დააგემოვნოთ ქალაქის უგემრიელესი ტკბილეული.

10. ნუ იტყვით უარს რამის შეძენაზე სტერეოტიპების გამო

ყველას გვსმენია პარიზელების ლეგენდარული სიუხეშის შესახებ: მიმტანები არიან პირქუშები, გამყიდველები დახმარებაში დიდ ინიციატივას არ იჩენენ, მათ არ ახასიათებთ ამერიკელებივით ღიმილიანი მოსალმება და ხალისიანი მოკითხვები, თუმცა, ტყუილია, რომ ისინი თქვენთან უმიზეზოდ უხეშობას შეეცდებიან.

ეცადეთ, მოერგოთ ადგილობრივ მანერებს და სანაცვლოდ მიიღებთ სასიამოვნო დამიკიდებულებას.

ეცადეთ, ისწავლოთ რამოდენიმე სიტყვა და ფრაზა ფრანგულად. პატარა ბუტიკებში გამყიდველები ესალმებიან მომხმარებლებს და სანაცვლოდაც ელიან მსგავს მოსალმებას, როგორიცაა მაგალითად “Bonjour, Madame”.

აღსანიშნავია, რომ ფრანგი ხალხი საუბრობს ხმადაბლა და ნაზად, მათ ხმას ვერ გაიგებთ ქუჩაში, მეტროში ან თუნდაც გვერდითა მაგიდიდან. თუ თქვენც ხმადაბლა და ნელა ისაუბრებთ, ვინ იცის, იქნებ მოსაუბრისაგან ღიმილიც კი დაიმსახუროთ.

პარიზი იმ ადგილების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც დაუვიწყარი ემოციები, სიმშვიდე და შარმი მუდამ თქვენთან იქნება, რადგან აქ მოგზაურობა ნაყოფიერად დასვენების საწინდარია.

 

წყარო

Show More

Related Articles

Close
Close