გერმანია

10 საუკეთესო ტურისტული ღირსშესანიშნაობა ჰაიდელბერგში

ჰაიდელბერგში იდეალურად გაატარებს დროს ნებისმიერი მოგზაური, ვინც ოცნებობს, ერთ სივრცეში ნახოს მწვანე ტყეების უამრავი ულამაზესი ხედი, ძველი ქალაქის არქიტექტურა და რაინლენდის ციხის ნაშთები. სამხრეთ გერმანიაში, მდინარე ნეკართან, მდებარე ჰაიდელბერგი 1800 წლიდან ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი მარშრუტია.

ჰაიდელბერგს ხოტბას ასხამდა ისეთი პოეტი, როგორიცაა გოეთე , ხატავდა ტერნერი და რაფსოდიებს უძღვნიდა შუმანი.

ქვეყნის უძველესი საუნივერსიტეტო ქალაქი დასახლებულია სტუდენტებით, ამიტომაც მრავლადაა რესტორნები, კაფეები და პაბები. ხმაურიანი და სიცოცხლით სავსე ჰაიდელბერგი ნებისმიერი ევროპული ტურისთვის კარგი ადგილია.

კორნმარკტი

კორნმარკტი შუა საუკუნეებში სავაჭრო ადგილი გახლდათ, ხოლო მე-16 საუკუნეში მიმდებარედ კათოლიკების ჰოსპიტალი იყო. საავადმყოფოს სამლოცველოს განლაგება მოედანზე ჯერ კიდევ შესამჩნევია.

მე-17 საუკუნეში აქ დადგეს მადონას ქანდაკება, რომელიც იეზუიტების კამპანიამ კათოლიციზმის გამოსახატავად აღმართა.

დღეს სტუმრებს ქანდაკების მიმდებარედ, მოედანზე, შეუძლიათ გარე კაფეები მოინახულონ და ამავე დროს დატკბნენ ჰაიდელბერგის ციხის თვალისმომჭრელი ხედით.

ჰეილიგინბერგი

ცნობილი, როგორც ყველა წმინდანის მთა; ჰეილიგინბერგი აღმოცენდა ნეკარის მდინარის ჩრდილო სანაპიროზე. შეგიძლიათ, ერთდროულად დატკბეთ მდინარითა და რაინის ველის ვაკეებით, მთას დიდხანს ჰქონდა თავდაცვითი დანიშნულება შენარჩუნებული.

ჰეილიგინბერგის არტეფაქტები ნეოლითური პერიოდით თარიღდება. მნახველებს შესაძლებლობა აქვთ, მოინახულონ შუა საუკუნეების მონასტრები, ანტიკური რომაული ტაძრები და ქრისტეს შობამდე მე-4 საუკუნით დათარიღებული კელტიკის ციხე.

ჰაილიგესთქირხე

მარკეტ სქუერზე მდებარე ჰაილიგესთქირხე, იგივენაირად – წმინდა სულების ტაძარი, არის ჰაიდელბერგში ყველაზე საპატივსაცემო ადგილი.

გოთიკური ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1398 წელს, თუმცა 1544 წლამდე ვერ დასრულდა, ხოლო ბაროკოს სტილის პირამიდული სახურავი დაამატეს 1709 წელს, ხანძრის შემდეგ.

დამთვალიერებლებს შეუძლიათ, აიარონ 208 საფეხური ულამაზესი ხედისათვის.

ჰაილიგესთქირხე არის უნიკალური, რადგანაც ერთდროულად შეუძლიათ, გამოიყენონ როგორც კათოლიკებს, ასევე – პროტესტანტებს.

გამყოფი კედელი 200 წლის განმავლობაში ყოფდა ერთმანეთისაგან ამ ორ დაჯგუფებას.

კიონიგშთული

ჰაიდელბერგის ცნობილი ციხე მდებარეობს კიონიგშთულის ფერდობზე, რომელიც არის სიმაღლით მეორე მწვერვალი გერმანიის ოდენუალდების მთის მასივში.

ისტორიული ხის ფუნიკულიორის მატარებელს მიჰყავს სტუმრები მაღლა, საიდანაც მოჩანს ნეკარის მდინარისა და მის უკან მდებარე შავი ტყის სუნთქვაშემკვრელი ხედი.

აქ არის ბევრი რესტორანი, გასართობი ადგილი ბავშვებისათვის და ასევე – სალაშქრო ბილიკები. სუფთა ჰაერი კინგს სითის მთებს ქმნის შესანიშნავ ადგილად, სადაც ვარსკვლავების ყურებით დატკბობაც კი შეგეძლებათ.

ჰაიდელბერგ-კონინგშთულის სახელმწიფო ობსერვატორია 1898 წელს გახსნეს.

ჰაიდელბერგის ძველი უნივერსიტეტი

1386 წელს დაარსებული ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი უძველესია გერმანიაში.

ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტის დეპარტამენტები განლაგებულია მის ირგვლივ, პირდაპირ ქალაქის ცენტრში.

აქვე ნახავთ მე-18 საუკუნის ძველი უნივერსიტეტის შენობასაც, სწორედ მის უკან მდებარეობდა სტუდენტების ციხე. 1778 წლიდან 1914 წლამდე სტუდენტებს აკავებდნენ ამ ციხეში მცირე უსაქციელობის გამო.

ფილოსოფენვეგი

ოლდ ბრიჯის ჩრდილოეთით მდებარე გველის ბილიკს დამთვალიერებლები მიჰყავს ფილოსოფენვეგამდე, ეს არის ულამაზესი ადგილი, რომელიც ყველაწმინდას მთამდე გრძელდება.

ფილოსოფოსების გზა ამ ადგილს მას შემდეგ ეწოდა, რაც ასეული წლის განმავლობაში აქ უნივერსიტეტის განმანათლებლები და დიდებული ფილოსოფოსები დადიოდნენ და სხვადასხვა თემას განიხილავდნენ.

სასეირნო ბილიკი მთავრდება ფილოსოფოსების ბაღთან, ეს არის გადახურული ადგილი, სადაც თბილი ამინდის ყვავილები და მცენარეები ხარობს.

ფილოსოფენვეგის სტუმრობის შემდეგ ბევრი ამ ადგილს იტალიის ტოსკანასაც კი ადარებს.

ჰაიდელბერგ მარკტპლაზი

ჰაიდელბერგში მდებარე მარკტპლაზი ჯერ კიდე შუა საუკუნის შემდეგ ინარჩუნებს ქალაქის მთავარი ადგილის ტიტულს.

ერთ დროს დამნაშავე კრიმინალები გაჰყავდათ ამ გზებზე, რათა შეგებებოდნენ თავიანთ ბედისწერას. ასეთ დამნაშავეებს ძირითადად ცეცხლზე დაწვა ემუქრებოდათ. დანარჩენებს ჯაჭვით აბამდნენ დღევანდელ ბაროკის ფანტანის ადგილას.

დღეს სტუმრები მარკტლაზში მოდიან საყიდლებისათვის. ცოცხალი ყვავილები, თევზი და სხვადასხვა პროდუქცია აქ იყიდება ოთხშაბათისა და შაბათის დილას.

კარლ თეოდორის ხიდი

ჰაიდელბერგში კარლ თეოდორის ხიდი ატარებს პრინცი ელექტორის სახელს მას შემდეგ, რაც მან 1780 წელს მშენებლობის განკარგულება გასცა.

ნეკარის მდინარეზე გადაჭიმული ფეხით მოსიარულეების ხიდი ერთმანეთს აკავშირებს ძველ ქალაქსა და ჩრდილოეთით მდებარე გორაკოვან ლანდშაფტს.

შუა საუკუნეების ხიდი ძველ ქალაქში ატარებდა კარიბჭის ფუნქციასაც კი. კარიბჭის დასავლეთით ტურისტები ხშირად ჩერდებიან, რათა სურათი გადაიღონ ჰაიდელბერგის ხიდის მაიმუნთან. ბრინჯაოს ქანდაკებას ხელში უჭირავს სარკე, რათა ხალხს შეახსენოს, რომ სადაც არ უნდა წავიდნენ, ისინი მაინც ის ადამიანები რჩებიან, რომლებიც რეალურად არიან.

ჰაიდელბერგის ციხე-სიმაგრე

ჰაიდელბერგის ციხე-სიმაგრე მდებარეობს გორაკზე და ზემოდან გადმოჰყურებს ქალაქს.

ციხე-სიმაგრე საუკუნეების განმავლობაში მყარად დგას, მიუხედავად ომის, ცეცხლისა და ძარცვობებისა.

უფრო ადრინდელი ფორტიფიკაცია აიგო მე-13 საუკუნეში, ხოლო ახლანდელი ნაგებობის უმეტესობა რენესანსის დროით თარიღდება.

ციხე-სიმაგრის უმეტესი ნაწილი უცვლელად არის შემონახული. სამეფო დარბაზმა შეინარჩუნა გოთიკური დიდებულება და დღემდე გამოიყენება სეზონური ფესტივალებისა და ადგილობრივი ღონისძიებებისთვის.

ჰაიდელბერგის ალთშთადთი

ქალაქის უძველესი ნაწილი მდებარეობს ციხე-სიმაგრის დაბლა. ის ერთი მილის მანძილზე მიუყვება მდინარეს, ერთ მხარეს არის კარლსტორი, ხოლო მეორეზე – ბისმარკპლაცი, შუაში – მშვენიერი კომბინაცია ბაროკული შენობების, ვიწრო ქუჩების, საბაზრო მოედნების, მაღაზიების, რესტორნებისა და პაბების.

მას შემდეგ, რაც 1690 წელს განადგურდა ფრანგი ჯარის მიერ, ის აღადგინეს მე-18 საუკუნეში. სხვა გერმანულ ქალაქებთან შედარებით, ეს ყველაზე კარგად შემონახული ადგილია.

 

წყარო

Show More

Related Articles

Close
Close