აზიაჩინეთი

10 საუკეთესო ადგილი, რომელიც ჩინეთში უნდა ნახოთ

ჩინეთი, დასავლეთ აზიის ჭიშკარი, მომხიბლავი ქვეყანაა. ეს არის ანტიკური ცივილიზაცია, რომელმაც კაცობრიობას აჩუქა პეკინელი ადამიანი, დენთი და ნუდლი. ტურისტების უმეტესობა ჩინეთში მოგზაურობას ძირითადად დიდი ქალაქებით იწყებს, ხოლო გამოცდილები ირჩევენ ცოტა განსხვავებულ მარშრუტს. მართალია, ენის ბარიერი პრობლემას ქმნის, თუმცა სანახობა უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა.

კუნმინი

კუნმინი არის სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის ეკონომიკური, სატრანსპორტო, ინდუსტრიული და კულტურული ცენტრი.

ის დაკავშირებულია ჩინეთის ყველა დიდ ქალაქთან.

ზომიერი კლიმატი ქალაქში სტუმრობას წლის ნებისმიერ სეზონზე სასიამოვნოს ხდის.

ყვავილების გაშენება კუნმინის ძირითადი ინდუსტრიაა, ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ, ესტუმრონ ულამაზეს გამოფენებს, აუქციონებსა და ბოტანიკურ ბაღებს.

ჯიუზაიგუ

ჯიუზაიგუს ველს ხშირად ადარებენ ზღაპრულ მიწას, რადგანაც ერთ სივრცეშია ულამაზესი ჩანჩქერები, თოვლით დაფარული კარსტული მთები, 108 ფირუზისფერი, უმშვენიესი ტბა, რომელიც ისეთი სუფთაა, ფსკერის დანახვასაც კი შეძლებთ.

აქ, ასევე, ცხოვრობენ გიგანტური პანდები, თუმცა მათი ნახვის შანსი პარკის ზომის გამო მცირეა.

ჰანჯოუ

ჰანჯოუს ულამაზესმა ლანდშაფტმა და ტბებმა მრავალ პოეტში აღძრა შემოქმედებითი ქარიზმა.

მე-13 საუკუნეში მარკო პოლომ ქალაქი აღწერა, როგორც მსოფლიოში ყველაზე გასაოცარი და ლამაზი ადგილი.

ჰანჯოუს ცნობილი ღირსშესანიშნაობაა ვესტ ლეიკი. ეს არის დიდი ტბა, რომლის ირგვლივაც აშენებულია ანტიკური შენობები და ბაღები, რომლებიც განკუთვნილია სულიერი და ფიზიკური დასვენებისათვის.

სტუმრები სანაპიროებთან აღმოაჩენენ პაგოდებს, ტაძრებს, საფეხმავლო ბილიკებსა და ჩაის ფერმებს.

იანგშუ

ჩინეთში სამხრეთით მდებარე იანგშუ ერთ დროს იყო ზურგჩანთებით მოსიარულე მოგზაურების საყვარელი ადგილი დაბალი ფასისა და ულამაზესი ხედის გამო, თუმცა დღეს ეს ადგილი იზიდავს ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანს, რათა სიამოვნება მიიღონ უმშვენიერესი ბუნებით, კარსტული მთებით.

ადგილის მიმართულებით მრავალი სახის ტურია დანიშნული, თუმცა ყველაზე პოპულარულია ველო ტურები, რადგანაც ბრტყელი ზედაპირი ველოსიპედით გადაადგილების კარგ საშუალებას იძლევა.

ლჰასა

ლჰასა არის ტიბეტში ყველაზე მნიშვნელოვანი, ხოლო მსოფლიოში ყველაზე მაღლა მდებარე ქალაქი (3500 მეტრი), რომელმაც მოახერხა თავისი კულტურული ღირებულებების შენარჩუნება.

აქ მდებარეობს დალაი ლამას რეზიდენცია, პოტალას სასახლე. ის ააშენეს წითელ გორაკზე 360 წლის წინ, იყოფა ორ ნაწილად, თეთრი სასახლე, სადაც დალაი ლამა ცხოვრობდა და წითელი სასახლე, აქ იმართებოდა რელიგიური სწავლებები.

ლჰასას კიდევ ერთი სასახლეა ნორბულინგკაში, ააშენეს 1755 წელს, რომელიც იყო დალაი ლამას საზაფხულო რეზიდენცია.

ქსი-ანი

ქსი-ანი იყო ცნობილი აბრეშუმის გზის დასაწყისი, რომელმაც შესაძლებელი გახადა, ევრაზიის ქვეყნებში დამყარებულიყო კომერცია. ის იყო თერთმეტი დინასტიის იმპერიალური სამყოფელი მანამ, სანამ ჩინეთი დინასტიებად დაიშლებოდა.

ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა ტერაკოტას არმია, ჩინეთში პირველი იმპერატორის საფლავის მცველები.

ქსი-ანი ტრაბახობს 14-საუკუნოვანი 12 კილომეტრი სიგრძის კედლებით, ისინი არამარტო ისტორიის ნაწილები არიან, ქალაქში მოგზაურობა ხშირად მოითხოვს მასზე ან მის ქვეშ გავლას.

შანხაი

შანხაი არის ჩინეთის ყველაზე განვითარებული და დიდი ქალაქი.

ცათამბჯენები, მდიდრული მოლები, სასტუმროები, პრესტიჟული სამხატვრო ცენტრები მცირე ჩამონათვალია იმ მიზეზებისა, თუ რატომაც უნდა ესტუმროთ მას.

განსაკუთრებულად ლამაზია ღამის შანხაი ნეონის განათებებით.

ქალაქის პოპულარული ღირსშესანიშნაობაა ბანდი, ეს არის უზარმაზარი გადმოსახედი მოედანი მდინარე ჰუანგპუს გასწვრივ. მიუხედავად იმისა, რომ გადასახადებმა გარკვეულწილად იმოქმედა ბანდის შესახედაობაზე, ის კვლავ აგრძელებს აღმშენებლობას.

ჩინეთის დიდი კედელი

ჩინეთის დიდი კედელი არის პატარა კედლების ერთიანობა, რომელსაც წლების განმავლობაში სხვადასხვა დინასტია აშენებდა.

მშენებლები კედელს ჩრდილოელი დამპყრობლებისაგან თავდასაცავად აგებდნენ.

დიდ კედელს აქვს 2000-წლიანი ისტორია, არის 8 800 კილომეტრი სიგრძის, მისი ერთი ნაწილი კი გამქრალი და ჩამოშლილია. ეს არის ადამიანისაგან შექმნილი ყველზე გრძელი  სტრუქტურა მსოფლიოში.

დიდ კედელს აქვს სპეციფიური სექციები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევს დამთვალიერებლებში; ასეთია, მაგალითად, ბადალინგი, რომელიც ახლოსაა პეკინიდან და მარტივია დასალაშქრად.

ჰონგ-კონგი

ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ჰონგ-კონგი არის მსოფლიო დონის კომერციული ქალაქი, სადაც ერთმანეთს ერწყმის ჩინური კულტურა, ბრიტანული კოლონიალიზმი და თანამედროვე მაღალი ტექნოლოგიები.

აქ აღმოაჩენთ როგორც მაღალი ცათამბჯენებით გადატვირთულ უბნებს, ასევე ეკოლოგიურ მწვანე სივრცეებს მთის ხედებითა და სანაპიროებით.

ყველაზე ცნობილი ადგილი არის ვიქტორიას ყურე, რომელიც განსაკუთრებულად ლამაზია ღამე, საიდანაც ჩანს განათებული ჰონგ-კონგის მაღალი შენობები, რაც, საბოლოო ჯამში, სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის.

პეკინი

პეკინი არის ჩინეთის დედაქალაქი და ინარჩუნებს ყველაზე პოპულარული ადგილის სახელწოდებას ქვეყანაში.

მისი ისტორია 3000 წელს ითვლის, რომელიც დღესაც ცოცხლდება ქვეყნის საზღვრებში.

აქ მდებარეობს ტიანანმენის მოედანი, აკრძალული ქალაქი, ჩინეთის ეროვნული მუზეუმი, როგორც ძველი, ასევე ახალი საზაფხულო სასახლეები.

ეს და სხვა ღირსშესანიშნაობები დაგეხმარებათ, გაეცნოთ ჩინურ ბაღებს, ანტიკურ არქიტექტურასა და ჩინურ კულტურას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა და ძლიერდებოდა.

 

წყარო

Show More
Close
Close