ჩეხეთი

10 საუკეთესო ადგილი ჩეხეთში

ჩეხეთის რესპუბლიკა კარგი ადგილია ტრადიციული ევროპული ტურის მოყვარულთათვის. ხმელეთით გარშემორტყმული ეს პატარა სახელმწიფო მეორე მსოფლიო ომს ხელშეუხებლად გადაურჩა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა, რომ ჩეხეთში სხვადასხვა ერებისათვის დამახასიათებელი არქიტექტურა ხელშეუხებლადაა შემორჩენილი.

ჩვენს სტატიაში შემოგთავაზებთ საუკეთესო ადგილებს, რომლებიც უკან, „ნამდვილ ევროპაში“ დაგაბრუნებთ.

პლზენი

ეს დასავლეთ ბოჰემიური ქალაქი სიდიდით მეოთხეა ჩეხეთის რესპუბლიკაში.

პლზენი ცნობილია, როგორც მსოფლიოში პოპულარული ლუდის, პილსნერის, სახლი.

მათ, ვინც დიდებულ არქიტექტურულ ძეგლებს ეძებს, აუცილებლად უნდა ნახონ წმინდა ბართლომეს ეკლესია, სინაგოგა, რენესანსული სტილის სამთავრობო შენობა და კარგად ცნობილი ბოჰემიის იურიდიული უნივერსიტეტი.

მორავიის კარსტი

მორავიის კარსტი არის ბუნებრივად დაცული გეოლოგიური ფენომენი, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ ბრნოში, ჩეხეთში.

ესაა მიწისქვეშა კირქვის მღვიმეები და ხეობები, რომლებიც ათასობით კილომეტრზეა გავრცელებული.

რეგიონი მოიცავს 138 მეტრი სიღრმის მაკოჩა აბის ხეობას. ის წარმოიქმნა მიწისქვეშა მღვიმის ჭერის ჩამოქცევის შედეგად, ხეობაში შესაძლებელია როგორც ფეხით, ასევე ველოსიპედით გადაადგილება.

ლიტომისლი

ამ ქალაქში, რომელიც ბოჰემიასა და მორავიას შორის მდებარეობდა, გადიოდა მნიშვნელოვანი ტრისტენიკის სავაჭრო გზა.

მე-16 საუკუნის მიწურულს ლიტომისლში ააშენეს რენესანსული სტილის სასახლე, სადაც დაიბადა მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი კომპოზიტორი ბედრიხ სმეტანა.

ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა ხელოვნების მოყვარულის, ჯოსეფ პორტმონის, ყოფილი სახლი (იგივე პორტმონუმი), სადაც კედლები, იატაკი, ჭერი და ავეჯიც კი გრაფიკული ნახატებითაა დაფარული.

ოლომუკი

იმპერიულ პერიოდში ოლომუკი რომაული ციხე იყო, მოგვიანებით ის გადაკეთდა მორავიის მთავრობის რეზიდენციად.  ქალაქში ბევრ საინტერესო რამეს ნახავთ, რადგანაც ის მნიშვნელოვან ადგილად მიიჩნეოდა გასულ საუკუნეებში.

ქალაქის ღირსშესანიშნაობებია მე-12 საუკუნის ოლომუკის სასახლეში არსებული უმშვენიერესი წმინდა ვენსელას ეკლესია, პროგრესული არქიტექტურის ათეულობით რელიგიური ძეგლი, 6 ბოროკის შადრევანი, ხელოვნების მუზეუმები და სანახაობრივი ასტრონომიული საათი.

ტელკი

View this post on Instagram

#telc #telccity

A post shared by Frischmann Ákos (@frischmannakos_photography) on

სამხრეთ მორავიის ეს საპორტო ქალაქი შეიქმნა მე-14 საუკუნეში, რათა ხელი შეეწყო ვაჭრობის განვითარებისათვის მორავიას, ბოჰემიასა და ავსტრიას შორის.

ადგილობრივი გოთიკური ეკლესია მე-17 საუკუნეში გადაკეთდა რენესანსულ სტილზე, ხოლო სულიწმიდისა და იეზუიტების ეკლესია შესანიშნავ ადგილებს ქმნის ფოტოგრაფიის, ისტორიისა და არქიტექტურის მოყვარულთათვის.

კარლსტეინის სასახლე

View this post on Instagram

🇨🇿 Podzim je tady!! ❤️ Moje nejoblíbenější roční období! Teď se to bude fotit samo! 🍁🍂 ••• 🇬🇧 Fall is here everyone! ❤️ The best season of all! Grab your cameras, grab your lenses! The sh$t is about the get real! 🍁🍂 ••• 📷 Sony a6300, 58mm f/8.0 . . . . . #moodygrams #igerscz #sonyalpha #sonyalphasclub #wanderlust #dscvr_mood #rsa_outdoors #lf10k #peakdesignczsknacestach #vyletzafotkou #wildculturecz #minveciviczazitku #fotkyplnekysliku #rsa_nature #teo10k #fotkukazdejden #the_folknature #folkvibe #fotimecesko #visitcz #ceskakrajina #iglifecz #dnescestujem #qoqsquad #ikoktejlcz #holdthelens #czechexplorers #agameof10k #folkscenery #earthcapture

A post shared by Martin Janeš | Filmmaker (@themartinjanes) on

ეს მე-14 საუკუნის გოთიკური ეკლესია იყო რომაელი იმპერატორი შარლზ IV-ს სახლი, მოგვიანებით, სხვადასხვა პერიოდში, ის გახდა საბრძოლო ციხესიმაგრე, განძის სამალავი და სამეფო ოჯახის სამყოფელი.

სასახლე იყოფა სამ ტერასად: საიმპერიო სასახლე, მერიანის კოშკი და დიდი კოშკი.

რაინდები და იმპერატორები იმყოფებოდნენ საიმპერიო სასახლეში, მერიანის კოშკში იყო იმპერატრიცა, ხოლო დიდ კოშკში მდებარეობდა სამლოცველო.

კარლოვი-ვარი

ასობით წლის განმავლობაში სწამდათ, რომ ქალაქში იყო წყლები, რომელსაც შეეძლო საჭმლის მონელებისა და ტვინის სიმსივნის განკურნება.

მე-13 საუკუნეში ჩარლზ IV-მ ქალაქი სპა რეგიონად გადააკეთა. რადგანაც სპა მხოლოდ დიდებულებისათვის იყო, არქიტექტურა მკვეთრად გამოირჩეოდა თავისი დახვეწილობით.

ბუნების ეს ღირსშესანიშნაობა XVIII საუკუნემდე, კარლოვი ვარის აღორძინებამდე, განადგურდა, თუმცა 6 საუკუნის შემდეგ ის კვლავ აფუნქციონირდა და ისევ ინარჩუნებს განმკურნავი წყლების სახელს.

კუტნა-ჰორა

https://www.instagram.com/p/Bm-OGqVF0z1/?utm_source=ig_web_button_share_sheet

კუტნა-ჰორა არის პირველი ბოჰემიური ტაძარი, რომელიც 1142 წელს აშენდა.

მან დაიწყო აყვავება მას შემდეგ, რაც ქალაქის მთებში აღმოაჩინეს ვერცხლის საბადო მე-12 საუკუნეში.

კუტნა-ჰორაში აუცილებლად უნდა ნახოთ წმინდა ბარბარას ხუთნავიანი მონასტერი, სტოუნ ჰაუსის მოქმედი მუზეუმი, ოსუარი (ძვლების აკლდამა) და გოთიკური ტაძრები, რომელთა უმეტესობაც 1300 წლით თარიღდება.

ჩესკი-კრუმლოვი

https://www.instagram.com/p/BoxxRaSF85m/?utm_source=ig_web_button_share_sheet

ჩესკი-კრუმლოვი „ბოჰემიური სასახლეების“ ადგილსამყოფელია კრუმლოვის რეგიონში.

ბოჰემიელებმა ის შექმენს მე-13 საუკუნის ბოლოს, როგორც სავაჭრო საყრდენი.

ქალაქი ოდნავ შეიცვალა მე-18 საუკუნის შემდეგ, როდესაც შენობების უმეტესობა აღადგინეს და დაუბრუნეს ძველებური იესრახე; ციხეების სიმრავლე თავს შუა საუკუნეებში გაგრძნობინებთ.

ქუჩები სავსეა საინტერესო მაღაზიებით, წვნიანი საჭმელებითა და მუდმივი შარმით.

პრაღა

პრაღას აქვს 1100 წლიანი ისტორია, რომელიც კულტურულად უდიდესსა და უმნიშვნელოვანესს ხდის მას.

ის იყო ბოჰემიისა და რომის იმპერიის დედაქალაქი, რომელიც გოთიკურ და რენესანსულ ეპოქაში აყვავდა.

პრაღა ჩეხეთის უდიდესი ქალაქია, მისი კულტურული ღირებულება, უმშვენიერესი არქიტექტურა მრავალი მოგზაურის ყურადღებას იქცევს. სწორედ ამიტომაც შედის ევროპის ყველაზე ნახვად ქალაქების საუკეთესო ათეულში.

პრაღა მდიდარია სასახლეებითა და კათედრალებით. კაფკას მოყვარულებს შეუძლიათ ესტუმრონ მის სახლსა და სასაფლაოს, სადაც დაწვეს. თანამეროვე ხელოვნების მოყვარულებმა კი აუცილებლად უნდა ნახონ ჯაიანთ მეტრონომი, ფრედი და გინგერ დენსინ ჰაუსი.

სტატიაში ჩამოთვლილი ადგილების ნახვა ნამდვილად დაუვიწყარი იქნება. ჩეხეთში გატარებული თითოეული წუთი უდიდესი ემოციით აგავსებთ.

 

წყარო

Show More
Close
Close