საბერძნეთი

10 საუკეთესო ადგილი, რომელსაც საბერძნეთში უნდა ესტუმროთ

ანტიკურობიდან შემორჩენილი ძეგლები, ულამაზესი სოფლები, მზიანი სანაპიროები, გემრიელი სამზარეულო და მეგობრული ატმოსფერო ის მცირე ჩამონათვალია, რაც საბერძნეთში მოგზაურობას სასიამოვნო მოგონებად აქცევს.

ქვეყნის მთიანი ლანდშაფტები და ასობით კუნძული კარგ გარემოს ქმნის, სადაც ერთდროულადაა შესაძლებელი მშვიდი შვებულების გატარება ან ხმაურიანი წვეულებების გამართვა.

კაპე სუნიონი

ატიკის ნახევარკუნძულის სამხრეთით მდებარე კაპე სუნიონი ცნობილია ანტიკური პერიოდის უძველესი ტაძრის ნანგრევებით, რომელიც ზღვის ღმერთის, პოსეიდონის სახელობისაა.

ნარჩენები მდებარეობს კონცხზე, რომელიც სამივე კუთხიდან ზღვით არის გარშემორტყმული.

კაპე სუნიონში შესანიშნავი ერთდღიანი ტურითაა შესაძლებელი ბევრი რამის დათვალიერება, თუ მარშრუტს ათენიდან აიღებთ.

View this post on Instagram

The temple of Poseidon, the ancient Greek god of the sea, dominates the southernmost tip of Attica, where the horizon meets the Aegean Sea. Perched on the craggy rocks of Cape Sounio, the temple is enveloped in myth and historic facts dated from antiquity until the present times. —— يهيمن معبد بوسايدون – الإله اليوناني القديم للبحار – على الطرف الجنوبي لأتيكا في اليونان ، حيث يلتقي الأفق مع بحر إيجه. يقع المعبد على صخور 'كيب سونيو' الصخرية ، وهو محاط بالأساطير والحقائق التاريخية المؤرخة من العصور القديمة وحتى الوقت الحاضر. —— Sounio , Greece 🇬🇷 ———— #athens #athena #temple #greece #greek #athenas #greece🇬🇷 #greece_travel #greece_nature #greece_is_awesome #greece_lovers #greece_vacations #greecelover_gr #greecetravel #greece_uncovered #greecestagram #greecetravelgr #f4f #likeforlikes #igers #like4like #followforfollowback #l4l #haditravelsgreece #haditravels #f4follow #Poseidon

A post shared by Hadi Al-Sinan (@hadialsinan) on

თესალონიკი

თესალონიკი, რომელიც საბერძნეთის ჩრდილოეთით მდებარეობს, არის სიდიდით მეორე ქალაქი და მაკედონიის დედაქალაქი.

ენერგიით სავსე მრავალი ფესტივალი, სოციალური ღონისძიებები და ხმაურიანი ღამის ცხოვრება მას ქვეყნის კულტურულ ცენტრად აქცევს.

ისტორიული ქალაქის ცენტრი, კომერციული რეგიონი, თესალონიკი გთავაზობთ ორივეს, როგორც ძველ, ასევე ახალ ღირსშესანიშნაობებს, როგორიცაა ბიზანტიური კედლები, თეთრი კოშკი, თურქული აბაზანები, ფერადი ბაზრობები, მუზეუმები და გალერეები.

თესალონიკის ღამის ცხოვრება შეუდარებელია. პატარა ტავერნებიდან დაწყებული, ღამის კლუბებით დამთავრებული, საბერძნეთის ამ ქალაქს თქვენი გაკვირვება ნებისმიერი კუთხით შეუძლია.

ზაგორი

ზაგორი დაჯილდოებულია არნახული ბუნებრივი მშვენიერებით, ჩრდილო-დასავლეთ საბერძნეთში მდებარე ამ ულამაზეს ადგილას ორი ნაციონალური პარკია, რომელიც ათასობით ადამიანს იწვევს სხვადასხვა ქვეყნებიდან მის სანახავად.

მისი ხშირი ტყე და უსწორმასწორო მთიანი ზედაპირი დასახლებულია ტრადიციული სოფლებით, რომელთა ქვის უზარმაზარი სახლები გვიანი მე-18 საუკუნითაც კი თარიღდება.

ტურისტულად ყველაზე პოპულარული ადგილი არის ვიკოს ხეობა, აღსანიშნავია, რომ ზაგორში ორი ნაციონალური პარკიცაა.

ჰალკიდიკი

ჰალკიდიკი არის თესალონიკთან მდებარე სამთითას მსგავსი ნახევარკუნძული.

სამი განცალკევებულად მდებარე ნახევარკუნძული ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდება: კასანდრას გააჩნია ღამის ცხოვრება, სითონიას – სანაპიროები, ხოლო ათონს – ბერები.

თესალონიკთან მდებარე კასანდრა უფრო დასახლებულია მაშინ, როცა სითონიაში ძირითადად სალაშქრო, კარვების ადგილებია ფარული მღვიმეებითა და სუფთა წყლით.

ორივე პოპულარულია როგორც ბერძენ, ასევე დასავლეთ ევროპელ მოგზაურებში.

ჰალკიდიკის უკიდურეს დასავლეთით არის ათონის სამონასტრო საზოგადოება. მისი ნახვა ნავითაა შესაძლებელი მხოლოდ მამაკაცი მომლოცველებისათვის.

პელოპონესი

დიდი ზომის ფოთლის მსგავი პელოპონესის ტრადიციული სახელი მორეაა, რაც თუთის ფოთოლს ნიშნავს.

მდებარეობს როგორც საბერძნეთის, ასევე ევროპის უკიდურეს სამხრეთ წერტილში, ის უზარმაზარი ნახევარკუნძულია, რომელიც ქვეყნის ძირითად ტერიტორიას რიო-ანტირიოს ხიდით უკავშირდება.

პელოპონოსზე შეგხვდებათ კლასიკური ბერძნული ტაძრები, ვენეციური ციხე-სიმაგრეები, ბიზანტიური მონასტრები და მიკენური სასახლეები.

ეს მცირე ჩამონათვალიც კი მიგვახვედრებს, როგორი დიდი ისტორიის მატარებელია ნახევარკუნძული, სადაც პირველი ოლიმპიური თამაშები ჩატარდა.

View this post on Instagram

So, you need those Greek Island vibes but don't want to cross a sea to get to heaven? #Gytheio town in the #Peloponnese is the way to go. Fish taverns, beautiful guesthouses, pretty cafés, pastel houses and a gorgeous promenade will make for a wonderful long weekend. With amazing sandy beaches nearby this picturesque port-town is a fantastic summer destination, too! Sunny capture by Mani Traveler @alexandrostravelphotographer ___________________________________________________ 👉Follow @manitraveler_gr & Tag #manitraveler. . . . Owner: @peplago . . . . . . . . . . . . #ManiPeninsula #discover_europe #manigreece #cntraveler #travel_greece #topgreecephoto #europe_vacations #Perfect_Greece #travelinspiration #reasonstovisitgreece #wu_greece #Stunning_Greece #kings_greece #kings_villages #streetsandtransports #discovergreece #WorldTraveler #cntraveler #wonderful_places #amazingplaces #turkobjektif #griechenland #traveleurope #nowdiscovering #bbctravel #manitraveler_alexandrostravelphotographer

A post shared by Mani Traveler Greece ~ Μάνη (@manitraveler_gr) on

დელფი

დელფი, ათენის აკროპოლისის შემდეგ, მეორე ყველაზე პოპულარული არქეოლოგიური ადგილია.

ათენიდან ორსაათნახევრიანი სავალი გზის დაშორებით მდებარე დელფს ანტიკურ საბერძნეთში დედამიწის ცენტრსაც უწოდებდნენ.

ის ააშენეს ღმერთ აპოლონის პატივსაცემად და იყო მნიშვნელოვანი ორაკული, ადამიანები აქ მოდიოდნენ, რათა რჩევები მიეღოთ სხვადასხვა თემაზე, აქტუალური იყო ურთიერთობებისა და პოლიტიკის საკითხებიც.

ნანგრევები და სტრუქტურები მოიცავს აპოლონის ტაძარს, თეატრსა და იპოდრომს, სადაც ერთ დროს იმართებოდა სხვადასხვა ღონისძიება და ტარდებოდა პითიური თამაშები.

მეტეორა

ბერძნულად მეტეორა ნიშნავს „ცაში გამოკიდებულს“ და ეს ფრაზა ზუსტად აღწერს 336 მეტრი სიმაღლის კლდეს, რომელიც გადაჰყურებს ჩრდილოეთ საბერძნეთის სოფლებს – კალამბაკასა და კასტრაკის.

მათ კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის ტაძრები, რომლებიც პირდაპირ მწვერვალებზეა. ისინი მე-14 და მე-16 საუკუნეებში ააშენეს ბერებმა, რათა გაქცეოდნენ რელიგიურ დევნას და დაუფლებოდათ სულიერი თავისუფლება.

View this post on Instagram

Amazing view meteora 😍😍 Happy Sunday dear friends🙋‍♂️😊🥂🎶 !!!! . . ▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬ . Member of 15 great hubs 👉@expression_greece . 👉@exquisite_greece . 👉@world_besthdr . 👉@earth_shotz . 👉@guruhdr . 👉@team_greece . 👉@club_hdr . 👉@divine.worldplaces . 👉@divine_ladolcevita . 👉@tudo_hdr 👉@streetart_addiction 👉@adoregreece 👉@airbnb_greece 👉@world_great 👉@think_hdr. . ▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬ .. .. #tlpicks #divine_worldplaces #Santorini #greece #europestyle_ #kings_greece #earth #kings_villages #femmetravel #great_street_photos #awesome_photographers #awesome #shetravels #athensvoice #hdr_turk #houses_phototrip #sheisnotlost #travel_drops #beautifuldestinations #hdr_addiction #streetart_addiction  #divine_villages #world_besthdr #meteora #ig_europa #bestdiscovery #bestvacations #perfect_greece #wonderful_places #earthpix

A post shared by Valantis (@minogiannisvalantis) on

კრეტა

საბერძნეთის უდიდესი კუნძული კრეტა არის ულამაზესი ადგილი, სადაც ბრწყინვალე სანაპირო ზოლი უერთდება უსწორმასწორო მთებსა და ზეთისხილის ხეებით სავსე სოფლებს, რაც საბოლოოდ ქმნის შესანიშნავ გარემოს.

კრეტა თავისი ისტორიითაც გამოირჩევა, არქეოლოგიურმა კვლევებმა ნათლად დაგვანახა, რომ კუნძული საცხოვრებელს წარმოადგენდა მრავალი ცივილიზაციისთვის საუკუნეების განმავლობაში.

ათენი

ათენი დასახლებულია 3000 წელზე მეტია, მას დასავლეთ ცივილიზაციის აკვანსა და დემოკრატიის დაბადების ადგილს უწოდებენ.

ქალაქი არის ისტორიულობისა და თანამედროვეობის შესანიშნავი ნაზავი.

ათენი ცნობილია ისეთი არქეოლოგიური ნანგრევებითა და მონუმენტებით, როგორიცაა ცნობილი აკროპოლისი, პართენონი, ანტიკური აგორა და დიონისეს თეატრი, თუმცა ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია.

მიუხედავად ისტორიული ღირებულებებისა, ათენი მხოლოდ და მხოლოდ ანტიკური პერიოდის არქიტექტურული ძეგლები არ არის, ისაა მნიშვნელოვანი ცენტრი ბიზნესის, კულტურისა და ღამის ცხოვრების.

კუნძულები საბერძნეთში

ულამაზესი და ეგზოტიკური კუნძულები ყოველწლიურად უამრავ მნახველს „იტყუებს“, რაც მას საბერძნეთის უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ცენტრად აქცევს.

2000-მდე კუნძულს დამთვალიერებელი სხვადასხვა მიზეზთა გამო სტუმრობს, როგორიცაა: ბრწყინვალე სანაპიროები, ანტიკური ძეგლები, ფერადი ნავსადგურები, მოქმედი ვულკანები.

სანტორინი ყველაზე ლამაზი კუნძულია საბერძნეთში. მდებარეობს ეგეოსის ზღვაში, თურქეთის მახლობლად.

როდოსი არის დოდეკანესის არქიპელაგში უდიდესი კუნძული, განთქმული ულამაზესი სანაპიროებითა და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით.

იონიის კუნძულებს შორის ერთ-ერთს, კორფუს, უამრავი უცხო დამპყრობელი მართავდა; აღსანიშნავია, რომ ვენეციური და ბრიტანული კულტურა აქ არქიტექტურაშია გამოვლენილი.

 

წყარო

Show More
Close
Close