მალტა

10 საუკეთესო ტურისტული სანახაობა მალტაში

მალტა პატარა, თუმცა გასაოცარი სანახაობებით სავსე კუნძულია. სულისშემკვრელი ანტიკური ადგილები, შარმით სავსე ქალაქები და უმშვენიერესი სანაპიროები მხოლო და მხოლოდ დასაწყისია. მალტაში დამთვალიერებლები თავბრუდამხვევ თავგადასავლებში ეხვევიან.

ჩამოთვლილი ადგილების ნახვის შემთხვევაში, შთაბეჭდილებებიდან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ გამოხვალთ.

მელიეჰა ბაი

მელიეჰა ბაი არის ყველაზე გრძელი და პოპულარული ქვიშის სანაპირო მალტაში.

„მოხერხებული“ კაფეები შემოგთავაზებთ საჭმელსა და სასმელს ისე, რომ დასვენებაში ხელი ნამდვილად არ შეგეშლებათ.

15 წუთის სავალზე შეგიძლიათ, მოხვდეთ გორაკზე, საიდანაც მთელი ქალაქის ხედი იშლება.

ცნობილი ტურისტული სანახაობანია სოფელი პოპეი და წმინდა აგათას კოშკი, რომელიც მე-17 საუკუნიდანაა შემორჩენილი.

ციტადელა

კუნძულ გოზოზე, ქალაქ ვიქტორიაშია, შემორჩენილია ანტიკური საუკუნის ბრწყინვალე არქიტექტურული ნიმუში, ციტადელა.

ეს იყო ადგილობრივების მთავარი ფორტიფიკაცია საუკუნეების განმავლობაში. ის პირველად გაამაგრეს ქრისტეს შობიდან 1500 წელს და მას შემდეგ ვითარდებოდა ფინიკიელებიდან რომაელების ეპოქამდე.

ციტადელა დღემდე იზიდავს ათასობით მკვლევარს, რათა შეისწავლონ მისი ბურჯები, საწყობები და გვირაბები. აქედან იშლება გასაოცარი ხედი, განსაკუთრებით კი – მზის ჩასვლისას.

ჰიპოგეუმი

ქალაქ პაოლაში მდებარე ჰიპოგეუმი არის ერთადერთი პრეისტორიული მიწისქვეშა ტაძარი მთელს მსოფლიოში.

ტაძარი მოიცავს შესასვლელს, ოთახებსა და გასასვლელებს, ეს ყველაფერი მოჩუქურთმებულია ქვებისაგან.

მიჩნეულია, რომ შემორჩენილია ორიგინალური სახით, ამიტომაც გახდა პრეისტორიული დროის ნეკროპოლისი.

კომპლექსი დაყოფილია სამ დონედ – მაღალი საფეხური (ქრ. შ 3600-3300 წ.წ), შუა საფეხური (ქრ. შ 3300-3000 წ.წ), დაბალი საფეხური (ქრ. შ. 3150- 2500 წ.წ).

ყველაზე ღრმა ოთახი არის დაბალ საფეხურზე, 10.6 მეტრის სიღრმეში.

მხოლოდ ტურისტების განსაზღვრულ რაოდენობას შეუძლია აქ მოხვედრა, ხოლო ბილეთები 2-3 კვირით ადრე იჯავშნება.

ლურჯი ლაგუნა

მალტასა და გოზოს შორის არის ერთი ძალიან პატარა კუნძული – კომინო, რომლის ლურჯი ლაგუნა ათასობით მნახველის ყურადღების ეპიცენტრშია.

კუნძული ისეთი პატარაა, რომ მანქანით გადაადგილებაც კი აკრძალულია, ძალიან დიდი ტერიტორია გაუკაცრიელებულია და აშენებულია მხოლოდ ერთი სასტუმრო.

უმეტესობა სიჩქარიანი ნავებით ჩამოდის, რათა დატკბნენ ბრწყინვალე ფირუზისფერი წყლით, თეთრი ქვიშით, მზის აბაზანებით, ცურვითა და ირგვლივ არსებული ულამაზესი ხედებით.

გოლდენ ბეი

გოლდენ ბეი არის ჩრდილო-დასავლეთ მალტის ქვიშიანი ულამაზესი და ყველაზე პოპულარული სანაპირო.

შეზლონგები და ქოლგები ყოველ დღეა ხელმისაწვდომი, რათა სასიამოვნოდ გაატაროთ დღე მზის ქვეშ. აქ მრავლადაა კლუბები და სასტუმროები, რადგანაც ტურისტების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის.

ამ ადგილის უმთავრესი სანახაობა, მიუხედავად უამრავი გასართობი საშუალებისა, არის მზის ჩასვლა, რომელიც მართლაც ულამაზესია და თითოეული მნახველის აღფრთოვანებას იწვევს.

მარსახლოკი

მარსახლოკი არის მეთევზეების უმშვენიერესი სოფელი, რომელიც 30 წუთის სავალზე მდებარეობს ვალეტადან. ყველაზე კარგი გამოსავალი ავტობუსით გამგზავრებაა, რადგანაც საპარკინგე ადგილის მოძებნა ჭირს.

წყლისპირა რესტორნების სტუმრობის შემთხვევაში ერთდროულად ისიამოვნებთ უგემრელიესი საჭმლითა და უმშვენირესი ხედით, საიდანაც ფერადი ნავები მოჩანს.

მდინა

მდინა არის ანტიკური კედლით შემოსაზღვრული ქალაქი, რომელიც, სავარაუდოდ, პირველად ფინიკიელებმა გაამაგრეს ქრ. შ. 700 წელს.

უფრო მაღალი ფორტიფიკაციები დაამატეს არაბებისა და ნორმანების მმართველობის პერიოდში. მას შემდეგ, რაც ქალაქში ჰოსპიტალიერების რაინდები ჩავიდნენ შუა 1500-იანებში, მდინას სიძლიერე ნელ-ნელა გაქრა.

ერთ დროს მალტას დედაქალაქი მოჩვენებების ქალაქად იქცა. დღეს ამ ადგილს სიცოცხლისუნარიანობას დამთვალიერებლები სძენენ, თუმცა მოსახლეობათა რაოდენობა სულ რაღაც 300 კაცს შეადგენს.

აზურის ფანჯარა

კირქვისაგან ბუნებრივად შექმნილი თაღი ბრტყელი ზედაპირით ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული სანახაობაა გოზოს კუნძულზე.

მას ხშირად აჩვენებენ ფილმებსა და სატელევიზიო შოუებში. მალტას დატოვება ამ ადგილის ნახვის გარეშე დანაშაულის ტოლფასია.

თაღის დანახვა დიდი მანძილიდანაც კი არის შესაძლებელი, მისი ნახვა შეგიძლიათ სანაოსნო ტურებითაც, ზოგი არ ერიდება აზურის დალაშქვრასაც, რათა დატკბნენ ხედით, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია.

წმინდა ჯონის კათედრალი

მალტას დედაქალაქ ვალეტაში მდებარე წმინდა ჯონის კათედრალი მიიჩნევა ბაროკული სტილის არქიტექტურის შესანიშნავ ნიმუშად.

შეუძლებელია, ერთხელ მოხვდე შიგნით, ნახო დეკორაციები, ხელოვნების ნიმუშები და ოდესმე შეძლო ამის დავიწყება.

კათედრალი აკურთხეს 1572 წელს რაინდ ჯონის სახელზე, რომელიც თავდადებით იცავდა მალტას თურქების წინააღდეგ.

ჰაჯარ ქიმი და მნაიდრა

პრეისტორიული ტაძრები – ჰაჯარ ქიმი და მნაიდრა – აშენებულია კლდის წვერზე და გადაჰყურებს პატარა კუნძულ ფილფლას.

ტაძრები თარიღდება ქრისტეს შობამდე 3600-3200 წლებით.

ჰაჯარ ქიმი ერთმანეთთან სერიებად დაკავშირებული ოვალური ოთახების წყებაა, რომელიც ქვეყანაში მდებარე ყველა ტაძრისგან გამოირჩევა.

მნაიდრა, რომელიც ჰაჯარ ქიმიდან 700 მეტრში მდებარეობს, შედგება ერთმანეთის გვერდით აშენებული სამი ტაძრისაგან, რომლებიც განსხვავებული მიმართულებისაა.

თუ არქიტექტურა და ისტორიული ღირებულება საკმარისად არ მოგეჩვენებათ, თუნდაც ტაძრებიდან გადაშლილი ხედის გამო ღირს ამ ადგილების მონახულება.

მალტაში აუცილიებლად გაატარებთ დაუვიწყარ წუთებს, რადგან აქაურობა ნამდვილად საოცრებაა.

 

წყარო

Show More
Close
Close