შვეიცარია

შვეიცარიის 10 საუკეთესო დიდი და პატარა ქალაქი, რომელსაც უნდა ესტუმროთ

შვეიცარიის თითოეული ადგილი წლის ნებისმიერ დროს შეძლებს თქვენს აღფრთოვანებას ულამაზესი მთებით, უმშვენიერესი სარკინიგზო გზებითა და აღმაფრთოვანებელი ხედებით. სილამაზით არამარტო დიდი, არამედ პატარა ქალაქებიც გამოირჩევა, რომელთა ჩამონათვლასაც სტატიაში გაეცნობით.

ბერნი

შვეიცარიის დედაქალაქი ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ღია ბარათებზე. ულამაზესია როგორც მაღლიდან დასანახად, ასევე ქალაქის გულშიც.

ძველი ქალაქი და ბრწყინვალე არქიტექტურა შთაბეჭდილებების ქვეშ აუცილებლად მოგაქცევთ და იმედებს არ გაგიცრუებთ. ბერნში არ გაგიჭირდებათ კარგი რესტორნის მოძებნაც.

შვეიცარიაში გასათბობად ცხელი შოკოლადის, ხოლო ზაფხულში ნაყინის მირთმევა ყველაზე გავრცელებული მეთოდია, მათ ადგილმდებარეობას ნებისმიერი ადგილობრივი უპრობლემოდ მიგასწავლით.

ციურიხი

პასტელებით გადაფერადებული ციურიხი გაცილებით უფრო ლამაზია, ვიდრე ღია ბარათებზე ჩანს.

ძველი ქალაქის წვრილი გასასვლელები, შარმიანი, პატარა მაღაზიების ფასადები, საკონდიტროს მადისაღმძვრელი სურნელი და ქალაქის ცენტრში მომდინარე ლიმატი საკმარისი მიზეზია, რომ შვეიცარიის ამ ულამაზეს ქალაქს ესტუმროთ, რომელიც ქვეყანაში ყველაზე დიდია ხალხმრავლობით, აქ 380 000 ადამიანი ცხოვრობს.

ლუცერნი

ის, რაც ლუცერნიას შვეიცარიის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად ხდის, ტბა და თოვლით დაფარული მთებია.

ეს არის პატარა, კომპაქტური, თუმცა მშვენიერი ადგილი, სადაც ძალიან კარგი ფოტოების გადაღებას შეძლებთ.

დაისვენეთ რამდენიმე დღე ლუცერნიაში და დატკბით შვეიცარული სტუმართმოყვარეობით.

ლოზანა

მდებარეობს ტბა ჟენევასთან, ამავე სახელწოდების ქალაქიდან მატარებლით რამდენიმე კილომეტრის სავალზე.

სიაში ჩამოთვლილი ქალაქებიდან ლოზანაში ყველაზე მეტად იგრძნობა შუა საუკუნეების სული და ნამდვილად ამართლებს ქვეყნის ერთ-ერთი უმშვენიერესი ქალაქის სტატუსს.

ლოზანა ერთდღიანი მოგზაურობითაც კი დაგიმტკიცებთ საკუთარ სიდიადესა და სილამაზეს.

ზერმატი

შვეიცარიის ყველაზე ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტი არამარტო ქვეყნის, არამედ ევროპის მასშტაბითაა პოპულარული.

მას განსაკუთრებულს ხდის ის, რომ წლის ნებისმიერ დროს შეიძლება თხილამურებით სრიალი.

ეცადეთ, თავი აარიდოთ სეზონებზე სტუმრობას, რადგანაც ამ დროს ფასი უკიდურესად მაღალია და თანაც რთული დასაჯავშნი, ეს ძირითადად შობისა და ახალი წლის დღესასწაულებს ეხება.

აროსა

კიდევ ერთი სათხილამურო კურორტი, რომელიც განსაკუთრებით ლამაზი ზაფხულის თვეებშია.

აროსა კურიდან მატარებლით რამდენიმე წუთის სავალზეა. პატარა სოფელი განსაკუთრებით აქტუალური ზამთარში, სათხილამურო სეზონზეა, თუმცა თუ სხვა დროს ეწვევით, ის თავის მშვენიერებას მაინც დაგიმტკიცებთ დაშვებული გორაკებით, სიმწვანითა და შესანიშნავი შესაძლებლობით, დატკბეთ ალპური სპათი.

წმინდა მორიცი

მოგზაურებს წმინდა მორიცში ჩასვლისას ერთი ნახვით უყვარდებათ მთების ბრწყინვალე ლანდშაფტები, ულამაზესი ტბის ხედები აივნიდან, მეგობრული ადგილობრივები და სალაშქრო ადგილები.

ეს, ერთი შეხედვით, მოკლე ჩამონათვალი სავსებით საკმარისია, რომ ქალაქში ჩასვლის გადაწყვეტილება დროულად მიიღოთ და ისიამოვნოთ იქ გატარებული თითოეული წამით.

ლუგანო

სამხრეთ შვეიცარიაში, იტალიის საზღვართან, ტბაზე გაშენებული ლუგანო თავს იტალიაში გაგრძნობინებთ, რადგანაც ბევრი აქ იტალიურადაც საუბრობს.

ქალაქი არის შეუდარებელი და ასევე, შესანიშნავი ადგილი – გასაჩერებლად, თუ იტალიასა და შვეიცარიას შორის მოგზაურობთ.

ბაზელი

მდინარე რაინზე მდებარე ბაზელი ერთდროულად ესაზღვრება როგორც გერმანიას, ასევე საფრანგეთს, სწორედ ამიტომ, არ იქნება გასაკვირი, როცა აქ შეხვდებით კულტურათა შერწყმას, რაც არქიტექტურაში გამოიხატება.

ბაზელი საინტერესო, უნიკალური და ლამაზი ქალაქია, რომელიც სანახავად ნამდვილად ღირს.

ჟენევა

შვეიცარიის ფრანგულენოვანი ქალაქი არის ჟენევა, რომელიც პოპულარულია არამარტო ქვეყნის, არამედ ევროპის მასშტაბითაც.

მიუხედავად იმისა, რომ ბუნების სილამაზით ისე არ გამოირჩევა, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი ქალაქები, სტუმრობად აუცილებლად ღირს, განსაკუთრებით მაშინ, როცა იტალიასა და საფრანგეთს შორის მოგზაურობთ.

თუ ხანგრძლივ მოგზაურობას გეგმავთ, მაშინ მის ნამდვილ მშვენიერებას ძველ ქუჩებში აღმოაჩენთ.

შვეიცარიის ამ ულამაზესი 10 ქალაქით შეძლებთ, დაინახოთ ის განუმეორებლობა, რაც თითოეულ ადგილს და დეტალს ეტყობა.

 

წყარო

მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე