შვედეთი

გასაოცარი სანახაობანი, რაც შვედეთში სტუმრობას გაცილებით საინტერესოს ხდის

შვედეთში ერთფეროვნებას არასდროს უჩიოდნენ. ეს არის ქვეყანა, რომელმაც მსოფლიოს ისტორიას აჩუქა ვიკინგები, ხოლო თანამედროვე მუსიკის სფეროში თანაბარი წარმოდგენა აქვს როგორც მძიმე როკ, ასევე -მხიარულ პოპ მუსიკებზე.

ერთი ჩასვლაც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ შვედეთს თქვენთვის ბევრი საჭირო და სასიამოვნო სიახლის შემოთავაზება შეუძლია.

მართალია, შეიძლება, ეს ყველაფერი ცოტა ძვირი დაგიჯდეთ, მაგრამ უკან დაბრუნებისას კმაყოფილების გრძნობა დაგარწმუნებთ, რომ ამად ნამდვილად ღირდა.

ჯერ კიდევ ჰაერიდან გამოარკვევთ, თუ როგორი გარემო დაგხვდებათ დაშვებისას: დიდი რაოდენობით მწვანე მინდორი, ტბები, საცურაო აუზები და რაც ყველაზე შთამბეჭდავია, ქარის ტურბინები, რაც ნათელს ხდის, რომ ქვეყნის გეგმებში შედის 2040 წლისთვის მდგრადი რესურსების წარმოება.

მართალია, სახელმწიფოში მაღალი ფასებია, თუმცა, სამაგიეროდ, ისინი უზრუნველყოფენ მკურნალობას, განათლებასა და გასცემენ სამთვიან შვებულებას მშობლებისათვის.

შვედეთში უდიდესი ყურადღება ეთმობა გენდერულ თანასწორობასა და LGBTQ სოციუმის უფლებებს, ის იყო პირველი ერი, რომელმაც მსგავს ადამიანებს ბავშვის აყვანის უფლება მისცა.

ერთი სიტყვით, თუ თქვენ ეძებთ ადგილს, სადაც კანონიერ უფლებებსა და შეხედულებებს თანასწორად და პატივისცემით მოეპყრობიან, შვედეთი ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა.

შვედეთის ყველაზე მაგარი კანონი? თავისუფლად შეგიძლიათ კერძო საკუთრებაში ხეტიალი

შესაძლებელია ბუნების დათვალიერება და ხეტიალი როგორც საჯარო, ასევე კერძო სივრცეებში, რა თქმა უნდა, თუ ბუნებას ცუდად არ მოეპყრობით და დააზიანებთ.

აღსანიშნავია, რომ ეს კანონი პასუხისმგებლობას ზრდის მნახველებში და სულ უფრო ცოტა ნაგავი შეინიშნება ქუჩებში, დაიკავეთ საგრძნობი დისტანცია ბაღიდან ან კერძო საცხოვრებელი სახლებიდან და არავინ გამოთქვამს პრეტენზიას თქვენი იქ ყოფნის შესახებ.

საფარებში იპოვით მგლებსა და ცხენ-ირმებს

საჯარო შესვლა ეხება შვედეთის მუს საფარისაც, რომელიც სკინსკატებერგში მდებარეობს და ხელმძღვანელობს მარკუს ელდჰი.

თუ ბუნებაში ლაშქრობას აპირებთ და აქ წასვლას გადაწყვეთ, წინასწარ შეემზადეთ, რომ ათეულობით ცხენ-ირემის ნახვის შანსი მოგეცემათ.

ხუთსაათიანი ტური მოიცავს ბანაკის კოცონებს, ველური ბუნების აღმოჩენას და ისეთი ცხოველების ნახვას, როგორიცაა გარეული ღორი, მელიები და მგლები.

თუ ძალიან მოინდომებთ და თანახმა იქნებით, შვედეთის საზღვრიდან 4 საათის სავალზე არის ადგილები,  სადაც შეგიძლიათ ცხენ-ირმების ნახვა, თუმცა გაფრთხილებით, რომ მათი რაოდენობა საკმაოდ ცოტაა.

ABBA-ს მუზეუმი

შვედეთი აშენებულია 14 კუნძულზე, რომელთაც ერთმანეთთან აკავშირებს 57 ხიდი, ცნობილია მისი რესტორნები, ბარები, მუზეუმები და გასაოცარი არქიტექტურის მქონე შენობა-ნაგებობები, თუმცა ყველაზე პოპულარულ ტურისტულ სანახაობად აბბას მუზეუმი ითვლება.

თქვენ უკან ცეკვას დაიწყებენ 3D კომპიუტერული ავატარები, მანამ, სანამ კარაოკეს სიმღერით იქნებით გატაცებულები.

ასევე, არის პიანინო, რომელიც დაკავშირებულია კიდევ ერთ პიანინოსთან, ბენდის ერთ-ერთი წევრის, ბენი ანდერსონის, სახლში.

ის დაკვრას მაშინ იწყებს, როდესაც ანდერსონის ინსტრუმენტი ახმაურდება.

გასაოცარია, არა?

თუ აბბას მუზეუმში შესვლას გადაწყვეტთ, თვითონვე დარწმუნდებით ნაამბობის სიცხადეში.

ყავისთვის შესვენების დროს ფიკა გახდება თქვენი ფავორიტი

თუ შვედეთში გადაწყვეტთ დროის გატარებას, მაშინ აჯობებს, დაუახლოვდეთ ფიკას, რომელშიც შედის საკონდიტრო ნაწარმები, ნამცხვრები ან სენდვიჩები.

შვედური ყოველდღიური ცხოვრების ცენტრალური ნაწილი არის ფიკა, რომელიც ერთგვარ ტენდენციადაა  ქცეული.

მისი შეძენაა სადაცაა შესაძლებელი, ძირითადად 23-საათიან რეჟიმში მუშაობს და უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივებში, რადგანაც მათთვის წარმოუდგენელია ყავის მირთმევა ფიკას გარეშე. შვედებს კი ყავა იმაზე მეტად უყვართ, ვიდრე თავად ამერიკელებს.

ჩრდილოეთის უცნაური სასტუმროები

შვედეთი დიდი ქვეყანაა, სამხრეთ რეგიონისთვის დამახასიათებელია გრილი ამინდი, მწვანე მინდვრები და ქვიშიანი სანაპიროები. ჩრდილოეთში არის ლაპლანდია, სადაც მუდმივად ყინავს.

სოფელ ჯუკასჯარვიში მდებარეობს ყინულის სასტუმრო, სადაც ყველაფერი ყინულისაა, მათ შორი საწოლიც, რომელიც, რა თქმა უნდა, სპეციალური თერმული, თბილი საძილე ტომრებითაა გაწყობილი.

ამავე რეგიონში შეგხვდებათ სასტუმროები ხეებზე, ეს არის კაბინების კოლექცია, რომელიც განთავსებულია მიწიდან 6 მეტრზე და გადაჰყურებს მდინარე ლულეს ხედს.

სასტუმრო მოიცავს აბაზანას, ვაი-ფაის, ყველაფერს, რაც საჭიროა, არის, ასევე, სპეციალური მდიდრული ნომრები, საიდანაც უშუალო კონტაქტი გაქვთ ბუნებასთან.

მოაშორეთ თქვენი კამერები ჩრდილოეთის ციალს

ლაპლანდია არის ადგილი, საიდანაც მოჩანს მსოფლიოში ერთ-ერთი კაშკაშა და ფერადი ჩრდილოეთის ციალი, რომელსაც აურორა შეარქვეს.

ტურ-ოპერატორი, მარკუს ელდჰი, აკვირდებოდა ხალხს, რომლებიც აურორას გამოჩენისას კადრებს იღებდნენ.

„ეს არის მწვანე მოციმციმე ნათება ჰორიზონტთან ახლოს“, – ამბობს ის – „მაგრამ, შეიძლება, მოულოდნელად  ის აფეთქდეს და ფერი შეიცვალოს, გახდეს წითელი, ყვითელი, ლურჯი და ეს ყველაფერი ხდება თქვენს მაღლა. ადამიანები მაშინვე იწყებენ კამერების მოძიებას. უბრალოდ, შეხედეთ და დატკბით, სურათების ნახვა ჩვენი საიტიდანაც არის შესაძლებელი.“

შვედეთის უდიდესი სოფლის მეურნეობის წარმოება არის აბსოლუტ ვოდკა

მალმოსთან ახლოს, აჰუსში, შეამჩნევთ საუკუნეების აგურის კონსტრუქციას, აბსოლუტ ელიქსის არყის სახდელ ქარხანას, სადაც ვერ იპოვით ვერანაირ დანადგარს; აქ ადამიანები 1921 წლიდან მუშაობენ და მათი საქმიანობა დიდ ცოდნასაც მოითხოვს.

ადგილობრივი ფერმერები მოსავლის მთლიან რაოდენობას აძლევს აბსოლუტ ელიქსს, აქედან გამომდინარე, სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ შვედეთის სოფლის მეურნების უდიდესი წილი არაყზე მოდის.

რას ჭამენ შვედები?

პიკელებული ქაშაყი – ეს არის კერძი, რომლის მირთმევასაც თითქმის ყველგან შეძლებთ.

შვედები კარგები არიან, ასევე, შებოლილ ორაგულთან, ყველთან, პურთან და სუპებთან.

საკვების მირთმევის პროცესი, ძირითადად, ორ ნაწილად იყოფა, მეორე ნახევარში გიმასპინძლდებიან თევზით, კარტოფილით ან ხორცის ბურთულებით.

ადგილობრივებს უყვართ ზაფხულის წვეულებებზე მდინარის კიბოს მომზადება, მისი მირთმევა ოდნავ სირთულეებთან არის დაკავშირებული და გარკვეულ კანონზომიერებებს ემორჩილება, შიშველი ხელებით ჯერ უნდა გახსნათ ნიჟარა და პირველ რიგში, დააგემოვნოთ მისი წვენი.

შვედები 24-საათიანი წვეულებების მოყვარულები არიან ზაფხულში

შვედეთში ყველაზე კარგი, ზაფხულის განმავლობაში, არის გრძელი დღეები; უკიდურეს ჩრდილოეთში კი შუა ზაფხულში მზე საერთოდ არ ჩადის და მუდმივი დღეა.

ეს გარემო პირობები ხელს უწყობს ადამიანების გართობას, რომლებიც გვიანობამდე სხედან მინდორზე ლუდით ხელში და სიამოვნებას იღებენ წვეულებისგან.

ზაფხული არის წელიწადის ერთადერთი დრო, როდესაც კომუნიკაცია ყველაზე ადვილია, რადგანაც ადგილობრივები მთელ დღეებს სახლს გარეთ ატარებენ, ხოლო ზამთარში მათი დანახვა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც მანქანის პარკინგიდან სახლში შედიან, ან პირიქით, სახლიდან მიემართებიან მანქანებისკენ.

როგორ გადავიდეთ საცხოვრებლად შვედეთში?

ყველაზე მარტივი გზა შვედეთში საცხოვრებლად არის მუშაობის დაწყება. მართალია, რთულია, თუმცა თუ ერთხელ გაგიმართლათ, შემდეგში მოძებნა აღარ გაგიჭირდებათ.

ქვეყანაში ცხოვრების ღირებულება საკმაოდ მაღალია, ამიტომ ერთგანაკვეთიანი სამსახურიც სრულიად საკმარისია არსებობისათვის.

 

წყარო

Show More
Close
Close