გერმანიაევროპაესპანეთიირლანდიაპორტუგალიაუკრაინაუნგრეთიშემოდგომა

რა უნდა გავაკეთოთ ევროპაში შემოდგომას?

უმეტესობისთვის შემოდგომა ნიშნავს ახლადგამომცხვარ ვაშლის ღვეზელებს, ჰელოუინის წვეულებებსა და ჰაერში მოლივლივე ოქროსფერ ფოთლებს სექტემბრის დილას, დანარჩენებისთვის კი ეს არის დაბალი სამოგზაურო ფასები, ნაკლები ხალხმრავლობა, საჭმლის ფესტივალები და მოსავლის სეზონი ევროპაში.

იტალიის შოკოლადის, ბავარიის ლუდის, პორტუგალიის ღვინის და სკანდინავიის ჩრდილოეთის ციალის გარდა, კიდევ 11 საუკეთესო რამეს გასწავლით, რაც ევროპაში შემოდგომას უნდა გააკეთოთ.

დაესწარით ოკტობერფესტს მიუნხენში

ოკტორბეფესტი არის მსოფლიოს ყველაზე ცნობილი უდიდესი ლუდის ფესტივალი, რომლის ყოველწლიურად ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა ბევრ ქვეყანაში, თუმცა არსად ისეთი კარგად ორგანიზებული, დიდი და მსხვილმასშტაბიანი არ არის, როგორც მიუნხენში, სადაც ის ჩამოყალიბდა.

ამ შემოდგომას ფესტივალი 22 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე გრძელდებოდა. ორგანიზატორები სტუმრებს დახვდნენ ურიცხვი ოდენობის ლუდით სავსე კასრებით, მუსიკით, ადგილობრივი გემრიელი კერძებითა და საუკეთესო ატმოსფეროთი.

ეს არის, ასევე, შესანიშნავი გზა, მოარგოთ საკუთარი თავი ადგილობრივ კულტურას და გაეცნოთ ბავარიულ ტრადიციებსა და სტუმართმოყვარეობას.

აღივსეთ ბუდაპეშტის კულტურით

სასიამოვნო ტემპერატურა, მყუდრო კაფეები, მსოფლიო კლასის მუზეუმები და შესანიშნავი ფესტივალები – ის მცირე ჩამონათვალია, რისი შემოთავაზებაც უნგრეთის დედაქალაქს შეუძლია თქვენთვის.

ბუდაპეშტის მნიშვნელოვანი საშემოდგომო ფესტივალებია: კაფე ბუდაპეშტის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი (5-21 ოქტომბერი), ბუდაპეშტის საერთაშორისო ღვინის ფესტივალი (6-9 სექტემბერი), ბუდაპეშტის პალინკასა და ძეხვეულის ფესტივალი, ტარდება ქასთლ ჰილში 2-4 ოქტომბრამდე, ახალი ღვინისა და ყველის ფესტივალი (28-29 ნოემბერი), რომელიც შესანიშნავი შესაძლებლობაა, ქალაქის პარკში დააგემოვნოთ სახლში მომზადებული ყველი და დააყოლოთ ახალი ღვინო.

ეს ყველაფერი ნამდვილად გაზიარებთ ქვეყნის ჭეშმარიტ კულტურას.

აღმოაჩინეთ პორტუგალიის ღვინის რეგიონები

მრავალფეროვანი ადგილობრივი ყურძენი, დახვეწილი მეღვინეობის ტრადიციები, რომლებიც რომაული დროიდან მომდინარეობს, რეგიონების უხვმოსავლიანობა და იუნესკოს მიერ დაცული დოურო ველი და პიკო აილენდი ეჭვს არ იწვევს, რომ პორტუგალიამ ნამდვილად გაითქვა საბოლოოდ სახელი ღვინის მსოფლიო ასპარეზზე.

შეუდარებელი მინჰოს რეგიონი შემოგთავაზებთ საინტერესო ხედებს, ისტორიით სავსე ლამაზ ქალაქებს, სოფლებს და რაც მთავარია, ვინო ვერდეს, განუმეორებელ მსუბუქ ღვინოს, რომლის მსგავსი მსოფლიო მასშტაბით არ მოიძებნება.

თანაბრად მომხიბვლელია მადეირას სამოთხის კუნძული საოცარი ღვინითა და შემოდგომის რამდენიმე ფესტივალით, ალენტეიოს ღვინის ბაღები და მოკირწყლული ქუჩები თეთრი სახლებით, პორტოს მსოფლიოში სახელგანთქმული პორტ ვაინ თრეილი, რომელიც ულამაზეს დოურო ველის ლანდშაფტს გადაჰყურებს.

სასიამოვნოდ გაატარეთ დრო ბარსელონაში

მომაჯადოვებელი არქიტექტურა, განუმეორებელი სამზარეულო, მუდამ გასაოცარი ლურჯი ცა და კიდევ სხვა უამრავი ფაქტორი ბარსელონას ყოველთვის კარგ იდეად აქცევს სტუმრობისათვის.

თუ ზაფხულის გახანგრძლივება გსურთ, ეწვიეთ კატალონიის დედაქალაქს სექტემბერში, სადაც სანაპიროები სუფთა, ხოლო ზღვა საცურაოდ ჯერ კიდევ თბილია.

საპირისპირო სიტუაცია დაგხვდებათ ნოემბერში ლა კასტანიადაში, პოპულარული ადგილობრივი ფესტივალი ქალაქის ყველა ქუჩას თანაბრად ედება, სადაც ჯიხურებში იყიდება შემწვარი წაბლი.

მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, ყველაზე პოპულარული არის ბარსელონას 5-დღიანი ფესტივალი, სადაც კონცერტების, სანახაობრივი შოუებისა და ღამის პარადების გარდა, შეგიძლიათ, გაეცნოთ ცნობილ კატალონიურ ტრადიციებს, როგორიცაა: Castellers (ადამიანების კოშკები), Correfoc  (ცეცხლით სირბილი), Gegants  (ქაღალდებისაგან შექმნილი უზარმაზარი გეგანტები, რომელსაც ქუჩაში აჩვენებენ), Sardana (კატალონიური ფოლკლორის ცეკვა).

ისიამოვნეთ პერუჯის შოკოლადის ფესტივალით

ოქტომბერი არის ყველაზე კარგი თვე, როდესაც შეგიძლიათ, დაესწროთ მსოფლიოს უდიდეს შოკოლადის ფესტივალს უმბრიის დედაქალაქში.

წვეულება გრძელდება 19-28 ოქტომბრამდე, სადაც ისიამოვნებთ მუსიკით, შოუ პროგრამებითა და რაც მთავარია, დააგემოვნებთ იტალიის სხვადასხვა უგემრიელეს შოკოლადს.

გარდა დაგემოვნებებისა, სტუმრებს შეუძლიათ, დატკბნენ ქუჩის ხელოვნებითა და  ილუსტრაციებით, რომელსაც შოკოლადისაგან ამზადებენ.

ლვოვის ყველისა და ღვინის ფესტივალი

ლვოვის ღვინისა და ყველის ფესტივალი არის უკრაინის წამყვანი გასტრონომიული ფესტივალი, რაც შესანიშნავი შანსია, ეწვიოთ ქვეყნის საუკეთესო არქიტექტურულ ქალაქს და აღმოაჩინოთ მისი გასაოცარი ყველისა და ღვინის დამზადების ტრადიცია.

ღონისძიება 19-დან 21 ოქტომბრამდეა, სადაც ერთდროულად შეგიძლიათ სიამოვნების მიღება წვეულებებით, კონკურსებით, ფოლკლორული მუსიკის კონცერტებითა და რა თქმა უნდა, ღვინისა და ყველის სახესხვაობებით.

ესტუმრეთ იოკშირს, ევროპაში საუკეთესო ადგილს

იოკშირი შეიძლება იყოს საუკეთესო მიზეზი, რათა ევროპაში შემოდგომაზე წახვიდეთ.

მას „ღმერთის ქვეყანასაც“ უწოდებენ და უდავოდ არის ულამაზესი ადგილი იდეალური ლანდშაფტებით, გორაკებით, ისტორიული ქალაქითა და დრამატული სანაპირო კლდით, რომელიც პირდაპირ ზღვიდან ამოიზრდება.

ამინდის წინასწარ განსაზღვრა წელიწადის ამ დროს ცოტა რთულია, თუმცა ეს თავის შარმულობას აძლევს ადგილს.

აქ არ გაგიჭირდებათ, მოძებნოთ ბრიტანეთის მშვენიერი სოფლები, მუზეუმები, პაბები, მყუდრო რესტორნები, რომლებიც თქვენი განწყობისათვის იზრუნებენ პირქუშ დღეებში.

აილენდ ეარვეივსი რეიკავიკში

მაშინაც კი, როდესაც შუა დღის მზე უკვე დიდი ხანია გადასულია, ისლანდია ინარჩუნებს საუკეთესო ადგილის სტატუსს, რომელსაც შემოდგომას უნდა ესტუმროთ.

მუსიკის მოყვარულთათვის ფესტივალი აილენდ ეარვეიევსი ნამდვილი სამოთხეა. ღონისძიება ტარდება 7-10 ნოემბერს, მისთვის სახასიათოა სხვადასხვა ადგილის არჩევა, როგორიცაა ბარები, წიგნების მაღაზიები, საკონცერტო დარბაზები, თეატრები და ტაძრებიც კი.

ეს ფესტივალი  გართობის ათასობით მოყვარულს იზიდავს და დროის სასიამოვნოდ გატარებას მათ ყოველწლიურად პირდება.

იხილეთ ნორვეგიის ჩრდილოეთის ციალი

View this post on Instagram

Amazing sky in Norway 🌌🤩🇳🇴 Real or fake? 🤔 Double tap if you like ❤️ and comment your thoughts!🙌🏻 . Want more amazing content like this 👆? Then 👇 . Follow 👉 @travelingmovement 👈 Follow 👉 @travelingmovement 👈 Follow 👉 @travelingmovement 👈 . 📸 @maxrivephotography . #travel #traveling #traveler #tourism #tourist #igtravel #travelingram #instatraveling #aroundtheworld #globetrotter #voyage #travelstoke #visualsofearth #travel_captures #travelaroundtheworld #teamtravelers #travelinggram @travel.gramx #discovertheworld #theculturetrip #instatravels #theglobalwanderer #realfake #norway #norway🇳🇴 #northernlights #aurora #auroraborealis #northernlight #green #travelplacex

A post shared by Traveling Movement (@travelingmovement) on

ჩრდილოეთის ციალის ნახვა ერთ-ერთი კარგი სანახაობაა, რომელიც ერთხელ მაინც უნდა ნახოთ, სანამ ცოცხალი ხართ.

ლოფოტენის კუნძული არის საუკეთესო ადგილი ნორვეგიაში, საიდაც მის დანახვას ყველაზე კარგად შეძლებთ.

ნათება განსაკუთრებულად გასაოცარია გვიანი შემოდგომიდან ადრეულ გაზაფხულამდე.

ნორვეგიის ეს ექსტრემალურად მშვენიერი ნაწილი არის მკვიდრი სამის ხალხის სახლი, გასაოცარი ლანდშაფტებითა და დახვეწილი პატარა ქალაქებით.

ისიამოვნეთ შემოდგომის ფოთლებით შვეიცარიაში

გრაუბუნდენი, ენგადინი არის შვეიცარიის საუკეთესო ადგილები, სადაც შეგეძლებათ, დატკბეთ შემოდგომის ოქროსფერი ფოთლებით ლურჯი ცის ფონზე.

ტერიტორია გარშემორტყმულია შვეიცარიის ალპებით, შეუდარებელი ველებით, მთის ტბებითა და ულამაზესი პატარა სოფლებით.

ერთი სიტყვით, თუ გიყვართ შემოდგომის პეიზაჟებით ტკბობა, ეს ის ადგილია, რომელმაც იცის, როგორ მოახდინოს თქვენზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება.

აღნიშნეთ ჰელოუინი ლონდონდერიში

სხვა რომ არაფერი, ევროპა საუკეთესო ადგილია ჰელოუინის გასატარებლად.

მართალია, მას ისეთივე სული არ აქვს, როგორც ამერიკაში, თუმცა მისი ისტორია, მისტიური ადგილები და საშიში წვეულებები უკმაყოფილების შეგრძნებას ნამდვილად არ დაგიტოვებთ.

დღესასწაულს ვერსად ისე კარგად ვერ აღნიშნავთ, როგორც ევროპის ჰელოუინის ქალაქში, ლონდონდერიში.

 

სტატიის ჩამონათვალი მცირედი ნაწილია იმისა, თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ ევროპაში შემოდგომას და რა დაგიტოვებთ უზომოდ დიდ შთაბეჭდილებას, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გემახსოვრებათ.

 

წყარო

Show More

Related Articles

Close
Close