სასარგებლო

10 ჭკვიანური გზა ფულის სატარებლად მოგზაურობის დროს | ფული მოგზაურობისას

ფული მოგზაურობისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამაა, რაც თანაბრად ასოცირდება უსაფრთხოებასა და სარგებლიანობასთან.

მოუხერხებელია გადახდის დროს ყოველთვის ფულის საიდუმლო ჯიბეებიდან ან თუნდაც ათასი ფენა ტანსაცმლიდან ამოღება. ამისგან თავის ასარიდებლად გაეცანით 10 ხერხს, რაც ფულის ტარებასა და გამოყენებას გაცილებით გაგიადვილებთ.

დაყავით ფული

დაყავით და ისე შეინახეთ თქვენი საკრედიტო ბარათები და ფული მოგზაურობისას სხვადასხვა საიმედო, უსაფრთხო სათავსოში.

თუ მთლიან ფულს ერთ ადგილას შეინახავთ, ქურდს უფრო გაუადვილებთ საქმეს; ის ერთი მოქმედებით ადვილად, მცირე დროში მოგპარავთ თანხას.

ამ იდეის გამოყენება მაშინაც შეგიძლიათ, როცა გარეთ გადიხართ. შეგიძლიათ, ფულის ნაწილი ჩანთაში დაიტოვოთ, ნაწილი კი თქვენ ჩაიბაროთ ან გვერდით მყოფს ჩააბაროთ, ქურდობის შემთხვევაში თანხის ნაწილი დაგრჩებათ და სულ მცირე – სადგურამდე ან პოლიციამდე მისვლას მალევე შეძლებთ.

გამოიყენეთ ტანსაცმლის სათავსოები

ტანსაცმლის შიდა სათავსოების აქსესუარებმა დიდი გზა გამოიარეს კისრის ჩანთებისა და საფულე ქამრების შემდეგ. ფულის შენახვის ეს მეთოდები კიდევ უფრო განვითარდა და დღესაც პოპულარობის ზენიტშია.

სხეულის საფულეები, უნდა აღინიშნოს, რომ სრულიად გამოუსადეგარია, თუ ისეთ ადგილას გძინავთ, სადაც არ არის განსაკუთრებული დაცვა ნაღდი ფულის ან სხვა ძვირფასი ნივთებისათვის.

ყურადღება მიაქციეთ, რომ მოერიდოთ თქვენი „სამალავების“ აფიშირებას და საჯაროდ გამოყენებას, ან ისე ტარებას, რაც ხაზს გაუსვამს თქვენს ტურისტობას.

ატარეთ მცირე თანხა ხელით

მას შემდეგ, რაც გაეცანით ფულის დაყოფის მეთოდს, უფრო მოსახერხებელი იქნება, იცოდეთ, რომ უმჯობესია, ფული დაახურდავოთ და ატაროთ პატარა კუპიურები, ასეთ შემთხვევაში, მაგალითად, არ მოგიწევთ 100$-ს ამოღება, როდესაც სულ რაღაც 30 ცენტი გჭირდებათ.

ეს დაგეხმარებათ ზედმეტი ყურადღების თავიდან არიდებაშიც.

დილით ჩანთის ჩალაგებასთან ერთად მოიმზადეთ და დაახარისხეთ თქვენი ფული წინასწარ, წვრილი კუპიურები, ცენტები შეინახეთ ადვილად ხელმისაწვდომ ადგილას, ხოლო მსხვილი თანხისათვის გამოიყენეთ სხეულის სათავსოები.

ატარეთ „ქურდობის საწინააღმდეგო“ ჩანთა

არსებობს ჩანთები, რომლებიც სპეციალურად მოგზაურობისათვის შექმნეს.

სხვა ჩანთებისგან განსხვავებით, ისინი არ იჭრებიან ბასრი საგნებით, გაძლიერებული აქვთ ჩამოსაკიდი თოკები და დაბლოკილი ელვები.

ასეთი ელემენტები ამცირებს გაქურდვის საშიშროებას და შესაბამისად, ინახავს საიმედოდ თქვენს ფულს.

რაც მთავარია, მათი შეძენა მარტივია ინტერნეტ მაღაზიების დახმარებით და ფასიც ხელმისაწვდომია.

მოაწესრიგეთ საფულე

დაგჭირდებათ თქვენი ბიბლიოთეკის ბარათი, როდესაც 6000 მილის მოშორებით ხართ მისგან?

ალბათ, არა.

მოგზაურობამდე გამონახეთ დრო, რათა საფულედან ამოიღოთ ისეთი ნივთები, რომელთაც ვერანაირ დანიშნულებას ვერ მოუძებნით.

თქვენ არამარტო იმგზავებთ უფრო მსუბუქად, არამედ საფულის დაკარგვის შემთხვევაში ცოტა რაღაცის ჩანაცვლება მოგიწევთ.

გამოიყენეთ „მატყუარა“ საფულე

თუ მოგზაურობთ ისეთ ადგილას, რომელიც ცნობილია ჯიბის ქურდობით ან გაძარცვით, „მატყუარა“ საფულეები კარგი გამოსავალია მათ თავიდან ასაცილებლად.

შეავსეთ ის ჩეკებითა და გამოუსადეგარი საკრედიტო ბარათებით, რათა მაქსიმალურად ნამდვილ და საჭირო საფულეს დაემსგავსოს.

„მატყუარა“ საფულე ჯიბის ქურდობის დროს შეაჩერებს მძარცველს, სანამ ნამდვილზე გადავა. საშიშ სიტუაციაში კი თქვენ უბრალოდ შეგიძლიათ, გადააგდოთ ის და გაიქცეთ, ეს კი დროს მოგცემთ, თავი უსაფრთხო ადგილს შეაფაროთ.

იყიდეთ სამოგზაურო საფულე

„მატყუარა“ საფულის გარდა, თქვენ დამატებით დაგჭირდებათ სამოგზაურო საფულეც.

მიზეზი მარტივია: თუ თქვენ მიეკუთვნებით ადამიანთა იმ კატეგორიას, რომელიც ყოველდღიურად აგროვებს სხვადასხვა სახის ათობით ბარათს, სპეციალური საფულის გარეშე თქვენი ჯიბე, დიდი ალბათობით, ვერ დაიტევს მათ.

საფულეში კი თავისუფლად შეგიძლიათ, რომ მათ ერთი საერთო და თქვენთვის კომფორტული სივრცე მოუნახოთ.

გამოიყენეთ ფულის ალტერნატივა

ისეთ ქალაქებში, სადაც გადაადგილების ძირითადი საშუალებები არის მეტრო და ავტობუსი, უმჯობესია, უარი თქვათ ნაღდ ფულზე ან საკრედიტო ბარათზე და სანაცვლოდ გქონდეთ მრავალჯერადი გამოყენების ბილეთი ან სხვა ალტერნატივა.

თუ ისეთ ქალაქში ხართ, სადაც სატრანსპორტო სისტემა გთავაზობთ მრავალჯერადი გამოყენების ბარათებს ან სადაც შეგიძლიათ, ერთ ყიდვაზე რამდენიმე ბილეთის შეძენა, უმჯობესია, გაითვალისწინოთ.

თქვენ საგრძნობლად შეამცირებთ საფულის დაკარგვის საშიშროებას, რადგანაც არ დაგჭირდებათ მისი გამოყენება ყოველი მგზავრობისას.

შეინახეთ ძვირფასეულობა უსაფრთხოდ

ზოგჯერ საუკეთესო გზა ფულის საგულდაგულოდ შესანახად არ არის მისი მთლიანად ტარება.

ზოგადად, სასტუმროს ოთახები ძალიან დაცულია, თუმცა თუ მაინც ეჭვი გეპარებათ, შეგიძლიათ, გამოიყენოთ სპეციალური ყუთები, ერთგვარი სეიფები, რათა ძვირფასეულობა მაქსიმალურად დაიცვათ და თქვენც მშვიდად იყოთ.

გაითვალისწინეთ, რომ სასტუმროს დატოვებისას სიჩქარეში ის ხშირად ავიწყდებათ და აეროპორტისაკენ მიმავალ გზაზე ახსენდებათ.

თუ თქვენც გულმავიწყთა კატეგორიას მიეკუთვნებით, შეგიძლიათ, ყუთზე ნიშანი მიამაგროთ, რომელიც გასვლისას თავს შეგახსენებთ.

იმედი გვაქვს, სტატიაში განხილული რჩევები დაგეხმარებათ და თქვენი ფული მოგზაურობისას ბევრად უსაფრთხოდ იქნება.

 

წყარო

Show More

Related Articles

Close
Close