სასარგებლო

უსიამოვნო სუნი პირიდან ფრენის დროს – 5 მიზეზი და რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს?

ყოფილხართ თვითმფრინავში 9 საათის განმავლობაში? მაშინ თქვენთვის უცხო არ იქნება უსიამოვნო სუნთქვის შემთხვევა, რომელიც უხერხულობას გიქმნით თქვენც და თქვენ გვერდზე მსხდომებსაც.

გასაკვირი არაფერია, რადგანაც ეს თითოეულ მგზავრს ემართება. ქვემოთ განხილული 5 რამ კარგად აგიხსნით ჰიოლიტოზის გამომწვევ მიზეზებს.

დეჰიდრატაცია

ზომიერი დეჰიდრატაცია თან ყველა მოგზაურობას ახლავს, როცა გარშემო ცხელი კლიმატია, ატარებთ დიდ დროს მშრალი ჰაერით “სავსე” თვითმფრინავში, ან როცა ცდილობთ, არ დალიოთ ბევრი სითხე, რადგანაც ხშირად არ გახდეთ საჯარო საპირფარეშოების სტუმარი.

დეჰიდრატაცია იწვევს სიმშრალეს პირის ღრუში და სწორედ აქედან იწყება ცუდი სუნთქვა.

დასაშლელი წყლის ბოთლები თქვენს ჩემოდანში პატარა ადგილს იკავებს და მისი გავსება შეგიძლიათ, როცა გაივლით აეროპორტის დაცვას. სითხის მიღება კი დაგეხმარებათ დეჰიდრატაციის დაძლევაში.

გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი სასმელი, როგორიცაა ყავა, ალკოჰოლი, იწვევს დეჰიდრატაციას, ამიტომაც სასურველია, ის ჩაანაცვლოთ წყლით ან ჩაით.

თუ პირი მშრალი გაქვთ, სითხის გარდა რეკომენდირებულია საღეჭი რეზინი, რომელიც დააჩქარებს ნერწყვის გამოყოფას პირის ღრუში.

არასწორი საკვები

არ გაგიკვირდეთ, თუ ვიტყვით, რომ ისეთი საკვების მიღება, როგორიცაა ხახვი, ნიორი ან თუნდაც თევზი, შეგაწუხებთ როგორც თქვენ, ასევე თქვენ გარშემო მსხდომებსაც, რაც გამოიწვევს არაკომფორტულ მგზავრობას.

ყველაზე კარგი რჩევაა, თავი აარიდოთ ასეთ საკვებს. თუ მაინც ხელი წაგიცდებათ, მაშინ მიიღეთ ხილი და ბოსტნეული, როგორიცაა ვაშლი, მსხალი, ნიახური ან სტაფილო – თითოეული გამოყოფს ნერწყვს, რომელიც გამორეცხავს ბაქტერიებს თქვენი პირის ღრუდან.

მწვანე ჩაი, ასევე, კიდევ ერთი გამოსავალია იმ ანტიოქსიდანტების წყალობით, რასაც ის შეიცავს.

საკვების გამოტოვება

გასაგებია, რომ ვერავინ იტანს თვითმფრინავის საკვებს, თუმცა მისი გამოტოვება შემდგომში გამოიწვევს პრობლემებს სუნთქვასთან.

ღეჭვა გამოყოფს ნერწყვს, ამიტომაც დიდ დროს თუ გაატარებთ საკვების მიღების გარეშე, ბაქტერია გაზრდას დაიწყებს.

თან წაიღეთ არამალფუჭებადი სასუსნავი, გემრიელი და ადვილად სატარებელი, ან უბრალოდ წვნიანი საღეჭი რეზინები.

ჰიგიენა

ცუდი სუნთქვის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გამოსავალია – მუდმივად გამოიწმინდოთ პირის ღრუ, მაგრამ ეს ხშირად მოუხერხებელია, როდესაც დაკავებული ხართ ახალი ადგილების აღმოჩენითა და დათვალიერებით.

თან წაიღეთ სპეციალური კბილის პასტა, რომელიც არ საჭიროებს წყალსა და გამოვლებას.

ავადმყოფობა

იცოდით, რომ ჰაერში ასჯერ უფრო ადვილია გაციება, ვიდრე ხმელეთზე?

გაციება არამარტო თქვენ გაგრძნობინებთ თავს ცუდად, არამედ გამოიწვევს ცუდ სუნთქვასაც, რადგანაც გაჭედილი ცხვირი გაიძულებთ, ისუნთქოთ პირით, რაც აშრობს ნერწყვს.

ცხვირის ლორწოვანი გარსი პირველი მიზეზია დეჰიდრატაციისა, ამიტომაც ნაზალური სპრეით ყოველთვის ეცადეთ მისი ჰიდრირება. გამოიყენეთ სანიტარული ხელსახოცები, რათა გაწმინდოთ თქვენი ადგილი და ასევე, ხელებიც გაიწმინდოთ ჭამამდე.

თუ უკვე ავად ხართ, ეცადეთ გაითავისუფლოთ ცხვირი ცხელი ჩაით ან სპეციალური სამედიცინო საშუალებებით, რაც ცხვირით სუნთქვას გაგიადვილებთ.

ეს რჩევები თავიდან აგარიდებთ უსიამოვნო მგზავრობას და გაცილებით კომფორტულ გარემოში აღმოჩნდებით.

 

წყარო

Show More

Related Articles

Close
Close