უნგრეთი

უნგრეთის 11 ტურისტული სანახაობა

სინათლის ქალაქ ბუდაპეშტიდან დაწყებული, უცნაური სოფლებითა და საუკეთესო ხედებით დამთავრებული, უნგრეთის ნახვა ყოველთვის ტოვებს ისტორიულობისა და ტრადიციულობის ძლიერ გრძნობას.

მიუხედავად იმისა, რომ ბუდაპეშტს სამართლიანად ადარებენ პრაღასა და პარიზსაც კი, მთავარი სანაოხაბანი მხოლოდ დედაქალაქში არ არის და შესაბამისად, მხოლოდ მისი ნახვით არ უნდა შემოიფარგლოთ.

დიდი და პატარა ქალაქები საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ თავიანთ კლასიკურ ისტორიულ ღირებულებებს, თუმცა დროთა განმავლობაში ერწყმოდნენ კიდეც სხვა კულტურას; მათ შორის, თურქმა დამპყრობლებმა და რომაულმა რენესანსმა გარკვეული ზეგავლება იქონია.

უნგრეთის სოფლებში აღმოაჩენთ ისეთ ლანდშაფტებს, რომლის მსგავსსაც მთელ ევროპაში ვერ ნახავთ. რეალურად, სადაც არ უნდა იყოთ, ვერსად აარიდებთ თავს ბრწყინვალე მთებსა და ტბებს, მშვენიერი მდინარის ხედებსა და აყვავებულ მინდვრებს. თითოეული მათგანი გიქმნით პირობებს შესანიშნავი ლაშქრობისთვის და გარე აქტივობებისათვის.

  1. ბუდაპეშტის სასახლე

დაინახავთ თუ არა ბუდაპეშტის ტაძარს, მაშინვე მიხვდებით, თუ რატომ ეძახიან ბუდაპეშტს „დასავლეთის პარიზს“. მას იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები იცავს.

აღსანიშნავია, რომ ტაძრის პირვანდელი სახე 1686 წელს ალყის დროს დაინგრა, ის განაახლეს მე-18 საუკუნეში ჰაბსბურგის მონარქებისთვის და მოიცავს 200 ოთახს.

მისი სიმეტრიული განლაგება ფოკუსირდება 61 მეტრი სიმაღლის გუმბათზე, საიდანაც მდინარე დუნაის, სასახლისა და ქასთლ ჰილის ულამაზესი ხედები იშლება.

  1. დუნაი

მშვენიერი დუნაის მდინარე უნგრეთში ჩრდილოეთიდან სამხრეთით მოედინება და ბუდაპეშტს ორ ნაწილად ყოფს.

თავისუფლების ხიდიდან ყოველი მზის ჩასვლა თავბრუდამხვევად ლამაზია.

ერთ-ერთი უმშვენიერესი ადგილი, რომელსაც მდინარე ქმნის, არის ხშირ ტყიანი ვისეგრადის მთები, საიდანაც დუნაი მკვეთრად უხვევს ბუდაპეშტისაკენ.

ტერიტორია პოპულარობით სარგებლობს ლაშქრობისა და ბუნების მოყვარულებში, მოიცავს უამრავ მდინარის კრუიზსა და დუნაიზე მოგზაურობას მეზობელ ავსტრიამდე.

დუნაის ციკლის გზა არის პოპულარული გზა, რათა დაათვალიეროთ, როგორ ეშვება მდინარე მთებში ბუდაპეშტსა და ვენას შორის.

აქ საშუალება გექნებათ, ასევე, ნახოთ მუდამ მონაცვლე მდინარის ხედები და ტრადიციული უნგრული სოფლები.

თუ უფრო მარტივი გზა გირჩევნიათ დუნაის სანახავად, დაგეგმეთ ერთდღიანი ტური გიდით, რომელიც იწყება ხედების მონახულებით და მთავრდება ქალაქში ნავით დაბრუნებით.

  1. ისტორიული სპა ქალაქები

თუ ეძებთ ისეთ შვებულებას, რომელიც მოიცავს მდიდარ კულტურულ ადგილას დასვენებას, უნგრეთი ის ქვეყანაა, რომელსაც უნდა ესტუმროთ.

აქ არის ბევრი ისტორიული სპა ქალაქი მარტივი აბაზანით რეგენერაციულ წყალში და სპა კურორტებით.

უნგრეთის ცხელი წყლების რეპუტაციულობა თარიღდება 2000 წლით, რომაელების ეპოქაში, რომლებმაც კარგად დააფასეს ქვეყნის თერმული წყლები.

მე-16 საუკუნეში თურქების მიერ აშენებული თურქული აბაზანები დღესაც გამოიყენება. ევროპის უდიდესი ბიოლოგიურად აქტიური თერმული ტბა არის ჰევიზის ტბა, სადაც წყლის ტემპერატურა 25 გრადუსს აღწევს.

არც ბუდაპეშტია ამ კუთხით გამონაკლისი, რადგანაც აქაც შეგიძლიათ სპა პროცედურებით სიამოვნების მიღება.

  1. ტიჰანი

ტიჰანი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტი ბალატონის ტბაზე. ეს არის ძალიან პატარა კუნძული, რომელიც მოიცავს უნგრეთის უმშვენიერეს ხედებს.

სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში აკრძალულია ტრანსპორტით მოძრაობა, ფეხით გადაადგილება კი უფრო სასიამოვნოს ხდის სილამაზით ტკბობას, რომელიც თქვენ ირგვლივ იშლება.

განსაკუთრებულად ლამაზია მე-17 საუკუნის ბენედიქტელთა სააბატო გაზაფხულზე და ივნისში, როდესაც ირგვლივ ნუშის ხეები ყვავილობს და ჰაერი ლავანდას სურნელითაა გაჟღენთილი.

  1. ლილაფურედის მღვიმეები

ლილაფურედი მდებარეობს ბუკის მთებში და არის უნგრეთის კიდევ ერთი სპა კურორტი.

ის გამოირჩევა მშვენიერი მღვიმეებით და ადვილად მისადგომია ფეხით გადაადგილების შემთხვევაშიც კი.

განსაკუთრებულია ისტვანის მღვიმის სტალაქტიტების ფორმები და პეტოფის მღვიმის გადაშენების პირას მყოფი უიშვიათესი მცენარე.

უფრო მეტი თავგადასავლისათვის, გაისეირნეთ ვიწროლიანდაგიან რკინიგზაზე, რომელიც მთების ყველაზე უსწორმასწორო გზებზე მდებარეობს.

  1. სოპრონი

სოპრონი, 64 კილომეტრი ვენაში, 8 კილომეტრი კი ავსტრიის საზღვართან, არის ალპების აღმოსავლეთ მთისწინეთი და ერთ-ერთი საყვარელი ადგილი ტურისტებისთვის.

ქალაქის 240 დაცული შენობიდან 115 არის ფორმალურად სიაში შეტანილი მონუმენტები. ეს ყველაფერი კი წარმოქმნის უდიდეს კოლექციას ევროპაში.

ძველი ქალაქი უმეტესად აგებულია რომაელების შუა საუკუნეების ქალაქის კედლების ნანგრევებზე, ზოგიერთი მათგანი კი მიეკუთვნება სხვადასხვა ისტორიულ პერიოდს, ამიტომ, როდესაც სოპრონში ჩადიხარ, არასდროს იცი წინასწარ, რას დაგახვედრებს ქალაქი.

  1. ეგერის ციხე-სიმაგრე

უნგრეთი ძალიან ბევრი გასაოცარი ისტორიული ციხის, ციხე-სიმაგრისა და სასახლის მფლობელია.

ეგერის ციხე-სიმაგრე, რომელიც ერთ დროს იყო უნგრეთის ჩრდილოეთის ჭიშკარი, მდებარეობს სპა ქალაქ ეგერში, ბუკის მთების სამხრეთ ფერდობზე.

რაც უფრო უახლოვდები მე-16 საუკუნის ციხე-სიმაგრეს, მით უფრო მეტი ნანგრევი გხვდება, რაც ამ ადგილის ისტორიულ უნარიანობასა და ძლევამოსილებაზე ამახვილებს ყურადღებას.

ქალაქში მრავლად შეგხვდებათ ბაროკული არქიტექტურის შუა საუკუნეების შენობები ბრწყინვალე რესტორნებითა და კაფეებით.

  1. წმინდა პეტრეს კათედრალი

მდებარეობს პეცსის ძველი ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში; აშენდა რომაელების გადამწვარი სამლოცველოს ადგილას; კათედრალი სხვადასხვა კულტურის შერწყმას ერთდროულად გადმოსცემს.

ის ააშენეს 1009 წელს, ორიგინალი სახით 12 საუკუნე იარსება, ხოლო მონღოლების შემოსევის დროს დაზიანდა და ჩამოიშალა.

უგულებელყოფის რამდენიმე წლის შემდეგ ტაძარი აღადგინეს 1891 წელს და დღესდღეობით ერთ-ერთ დიდებულ ნაგებობად ითვლება.

  1. ვისეგრადის სამეფო სასახლე

ვისეგრადის სამეფო სასახლე მდებარეობს ბუდაპეშტიდან 40 კილომეტრში აშენებულ ქალაქ ვისეგრადში, მდინარე დუნაის სანაპიროებთან.

ეს არის პირველი სამეფო სასახლე, რომელიც აშენდა ჩარლზ პირველის დროს, მას შემდეგ, რაც 1316 წელს გადმოვიდა ვისეგრადში, ისტორიული შენობა-ნაგებობა ინარჩუნებს ევროპაში საუკეთესო შემონახული სასახლის სტატუსს და გარდა თავისი ღირებულებებისა, გპირდებათ მდინარე დუნაის საუკეთესო ხედებით ტკბობას.

  1. ბუდაპეშტის გორაკები

ბუდაპეშტის დასავლეთ გარეუბანში მდებარეობს ბუდაპეშტის გორაკები, რომელიც არაჩვეულებრივი ადგილია ფეხით და ველო სეირნობისათვის.

ველოსიპედის დაქირავებას ქალაქშიც შეძლებთ; ასევე, შეგიძლიათ გაჰყვეთ ტრამვაის Cog Railway-დან, შესაძლებელია საფეხმავლო ბილიკების გამოყენება, Budapest Chairlift კი ყველაზე კარგი გზაა ქალაქის ხედებით დასატკბობად.

  1. აგტელეკის ეროვნული პარკი და მღვიმეები

ბუდაპეშტიდან 2.5 საათის სავალზე მდებარეობს უნგრეთში ყველაზე დიდი ბარადლას სტალაქტიტების მღვიმე, რომელსაც იცავს აგტელეკის ეროვნული პარკი, სლოვაკეთ-უნგრეთის საზღვართან.

პარკს უკავია 200 კვადრატული კილომეტრი და  მისი უმეტესობა დაცულია იუნესკოს მიერ. ბარადლა 25 კილომეტრი ფართობისაა, მთავარი გვირაბის სიგრძე 7 კილომეტრია.

წვეთებად ჩამომდინარე მინერალური წყალი წლების განმავლობაში ქმნიდა იმ საოცარი ფორმის სტალაქტიტებს, რომელიც იქ მისულს დაგხვდებათ.

გათხრებმა დაადასტურეს, რომ ადამიანები მღვიმეს თავშესაფრად 7000 წლის განმავლობაში იყენებდნენ.

გარდა სტალაქტიტების გიდიანი ტურებისა, პარკი გთავაზობთ ეკოლოგიურ, ზოოლოგიურ და ბოტანიკურ ტურებსაც.

ერთი სიტყვით, ეგტელეკის ეროვნული პარკი ნამდვილად ის ადგილია, რომელიც უნდა ნახოთ, თუ ბუნებასთან თქვენი ინტერესები ოდნავ მაინც იკვეთება.

ზემოთ ჩამოთვლილი ადგილები უნგრეთის უმნიშვნელოვანესი ტურისტული სანახაობებია. მათი ნახვა აუცილებლად დაგიტოვებთ წარუშლელ შთაბეჭდილებებს.

 

წყარო

Show More
Close
Close