შვეიცარია

15 საუკეთესო ტბა შვეიცარიაში

შვეიცარია არ არის დიდი ქვეყანა, თუმცა, მისი მრავალფეროვანი ბუნების დამსახურებით, უმშვენიერესად მიიჩნევა. ის მდებარეობს ალპებისა და იურას მთებს შორის. შვეიცარიაში 1500-მდე ტბაა, რაც ევროპის წყლის მარაგის 6%-ს შეადგენს.

სტატიაში მოცემულია 15 ტბა, რომელიც განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა:

  1. ტბა ჟენევა

ტბა ჟენევა არის დასავლეთ ევროპის უდიდესი ტბა, რომელსაც შვეიცარია საფრანგეთთან იყოფს.

ის მხოლოდ სიდიდის გამო არაა ცნობილი, აღსანიშნავია მისი მდებარეობაც, რადგანაც 372 მეტრ სიმაღლეზეა და გარშემორტყმულია მთებით, რაც საოცარ ხედს ქმნის.

ტბის სანაპიროები დასახლებულია სოფლებით და თუ ნავით გაისეირნებთ, ციხეების დანახვასაც კი შეძლებთ; შესაძლებელია ნავით გასეირნების ტურები, სერფინგი, ყვინთვა და წყლის სხვადასხვა სახეობის სპორტული აქტივობა.

  1. ტბა ლუცერნია

ლუცერნია ვრცელდება 4 შვეიცარიულ კანტონზე. მისი უცნაური ფორმა გაფიქრებინებთ, რომ ის მდებარეობს ოთხ განსხვავებულ ველზე, მაშინ, როცა მისი 113.6 კვადრატული კილომეტრი ეკუთვნის რეუსის ველს.

მიუხედავად იმისა, რომ ლუცერნია მდებარეობს 434 მეტრ სიმაღლეზე, ის ზომიერი კლიმატით გამოირჩევა. მის ირგვლივ ულამაზეს ხედს ქმნის მთები, რომელთა მწვერვალებიდან შესანიშნავი ბუნება იშლება.

ტბის ირგვლივ შესაძლებელია ისტორიული ტურების დაგეგმვა, რაც აუცილებლად ყველა სტუმარმა უნდა გამოცადოს. რეკომენდაციებს უწევენ, ასევე, ტბის მიმდებარედ გასეირნებას.

  1. კონსტანსი

კონსტანსი ცენტრალურ ევროპაში სიდიდით მესამე ტბაა, რომელიც ერთდროულად მდებარეობს შვეიცარიაში, ავსტრიასა და გერმანიაში, ალპების ჩრდილო მთისძირეთში, რაინის მიმდებარედ.

ტბა მოიცავს 273-კილომეტრიან სანაპირო ზოლს, რომლიდანაც 76 შვეიცარიის მფლობელობაშია და არის ულამაზესი ადგილი, მის დათვალიერებას კიდევ უფრო ხელს უწყობს საფეხმავლო და ველოსიპედის ბილიკები.

ყოველწლიურად აქ 70 მილიონამდე ადამიანი ჩამოდის, რათა დატკბნენ ფლორითა და ფაუნით, და გახალისდნენ წყლის სპორტული აქტივობებით.

  1. თუნის ტბა

თუნის ალპური ტბა ზღვის დონიდან 558 მეტრზე მდებარეობს, რომელიც წარმოიქმნა 115000 – 11 700 წლის წინ.

ტბა ცნობილია სუფთა, ლურჯი წყლით, რაშიც ფონად მდებარე მთები აირეკლება.

მის ირგვლივ მდებარეობს პატარა ქალაქები, საფეხმავლო ბილიკებითა და საცხოვრებელი სახლებით.

სტუმართა უმეტესობა თუნის სანახვად ჩამოდის. ისინი კანოეთი მგზავრობისას ტკბებიან გარშემო არსებული ულამაზესი ლანდშაფტებით. ზოგიერთი ტური მოიცავს უგემრიელეს სადილსაც, შეუდარებელ ხედთან ერთად.

  1. ციურიხის ტბა

88 კვადრატული კილომეტრის ტბა სამ კანტონზე ვრცელდება, თუმცა, რადგანაც უმეტესი ნაწილი ციურიხში მდებარეობს, ტბის მონახულება ადვილია.

მთელი ტბის ირგვლივ, ნებისმიერ კატონში, ულამაზესი სოფლები და პატარა ქალაქებია, მათ შორის ზოგიერთი – შუა საუკუნებისაც კი.

ციურიხის ჩრდილოეთ სანაპირო გამოირჩევა ულამაზესი ვილებით, სახლებითა და მზიანი სანაპიროებით, სადაც ცურვა განსაკუთრებით სასიამოვნოა ირგვლივ არსებული ულამაზესი ბუნების გამო.

  1. მაგიორის ტბა

მაგიორი არის სამხრეთ შვეიცარიის უდიდესი ტბა, რომელსაც იზიარებს შვეიცარია და იტალია.

მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი ნაწილი ქვეყნის საზღვრებს გარეთაა, შვეიცარიაში მდებარეობს ბრისაგოს კუნძულები. აქ არსებული ულამაზესი ბოტანიკური ბაღები და დათოვლილი მთის წვერები ყოველწლიურად უამრავ ტურისტს იზიდავს.

ზომიერი კლიმატი, კარგი საცხოვრებელი პირობები, აღუწერელი ლანდშაფტები საკმარისი მიზეზია შვებულების მაგიორის ტბებზე გასატარებლად.

  1. ოეშინენის ტბა

ზღვის დონიდან 1578 მეტრზე მდებარე ოეშინენი პატარა, თუმცა ულამაზესი ტბაა, რადგანაც ციცაბო კლდეებს შორის მდებარეობს და არნახულ, დაუვიწყარ სურათს ქმნის.

მას იუნესკო იცავს და რთული მისახვედრი არ იქნება, რატომაც, თუ მას გონდოლადან გადახედავთ.

25-წუთიანი სალაშქრო ტურები მოიცავს ტბის ირგვლის მდებარე ჩანჩქერების, მყინვარებისა, მდელოების დათვალიერებას, რომელიც საოცარ ბუნებას ერწყმის და თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.

  1. ბრიენცის ტბა

ბრიენცის ტბა მდებარებობს ბერნის ალპებში, ზღვის დონიდან 564 მეტრზე, პატარა ქალაქ ბრინცთან, რომელიც ყველაზე კარგია რომანტიული შვებულებისათვის, რადგანაც მოიცავს ფერად ბუნებას, ჩანჩქერებს, მყინვარწვერებსა და კლდეებს.

ეს ყველაფერი თანხვედრაშია ტბის ხედთან, რაც თქვენს გონებაში სამუდამოდ აღიბეჭდება.

დასვენებას უფრო გაგილამაზებთ სხვადასხვა სახის კრუიზი, რომელიც მრავალფეროვან აქტივობებს შემოგთავაზებთ.

  1. ნოშატელის ტბა

ნოშატელი უდიდესია იმ ტბებს შორის, რომლებიც მთლიანად შვეიცარიის ტერიტორიაზე მდებარეობს.

მის ირგვლის მდებარე დასახლებების უმეტესობა ფრანგულენოვანია. ეს ტერიტორია მთებით, ღვინის ბაღებით, მთიანი ლანდშაფტებით არის გარშემორტყმული.

ნოშატელის ირგვლივ დასახლებულ სოფლებს შორის მიმოსვლა ძირითადად ნავით ხდება, ეს ყველაფერი კი ქმნის შესანიშნავ ატმოსფეროს, რათა დაისვენოთ და თან სიამოვნება მიიღოთ უმშვენიერესი ბუნებისაგან.

  1. ბლაუსის ტბა

მიუხედავად იმისა, რომ ბლაუსი პატარა ტბაა, ის ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილმდებარეობაა ობერლენდის რეგიონში.

ბლაუსი ითარგმნება, როგორც ლურჯი ტბა და სწორედ ეს სპეციფიკური ფერია, რაც ამდენს ადამიანს იზიდავს.

ტბის ირგვლივ არის საპიკნიკე ადგილები, რესტორნები, პატარა მუზეუმები. ნუ გაგიკვირდებათ, თუ 3-ვარსკვლავიან სასტუმროებს შეხვდებით თავიანთი სპა-სალონებით.

ბლაუსი მდებარეობს ზღვის დონიდან 887 მეტრზე, იქამდე მისვლა შეგიძლიათ მატარებლით, ავტობუსით და რასაკვირველია, მანქანით.

  1. ვალენსეს ტბა

ვალენსე არის ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ტბა, რომელიც მდებარეობს შვეიცარიაში, დასავლეთ ბოლოში. ტბის ჩრდილო ნაწილში განლაგებულია მთები, ხოლო სამხრეთ ნაწილში შეხვდებით ქალაქისა და სოფლების დასახლებებს.

ტოდი არის ვალენსესთან მდებარე უდიდესი მწვერვალი, რომლის დათვალიერებაც მხოლოდ და მხოლოდ სამხრეთ სანაპიროს სავალი გზითაა შესაძლებელი.

ტბის მიმდებარედ არის სპორტული კურორტები, რომლებიც ზაფხულის განმავლობაში გთავაზობთ ათასი სახის სპორტულ-დასასვენებელ აქტივობას.

  1. ბაჩალპსეს ტბა

ბაჩალპსე მდებარეობს ზღვის დონიდან 2265 მეტრზე, ობერლენდის უმაღლეს მწვერვალზე.

აქ მოსახვედრა მხოლოდ ფეხითაა შესაძლებელი, მატარებლის სადგურიდან ერთი საათის დაშორებით.

ბაჩალპსეს დალაშქვრა რთული არ არის, თან მოიცავს ულამაზეს ხედებს, რომელსაც ირგვლივ არსებული უმშვენიერესი მთები ქმნის.

  1. ლაკ დე ჟუს ტბა

ეს არის შვეიცარიაში უდიდესი ტბა, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 1004 მეტრზე, იურის მთებში.

ტბა არის სრული სამოთხე ბუნების მოყვარულთათვის, რომელთაც ერთდროულად სურთ, მიიღონ სიამოვნება ტბისა და ირგვლივ არსებული ბუნებისაგან.

ზაფხულობით დაგეგმილია უამრავი სანაოსნო ტური, ხოლო ზამთარში, როცა ტბა იყინება, პოპულარულია მასზე ციგურებით სრიალი.

  1. ბიელის ტბა

იურას მთებში მდებარე ბიელის პატარა ტბას სახელი მის სანაპიროებთან გაშენებული ქალაქის მიხედვით დაერქვა.

ჩრდილოეთ ნაწილი უკავია რეგიონალურ პარკს, სადაც შეგხვდებათ ღვინის ბაღები, საძოვრები და ტყეები.

საფეხმავლო და ველო ბილიკები შესანიშნავი საშუალებაა ხედებით დასატკბობად, შესაძლებელია, ასევე, სანაოსნო ტურების დაგეგმვაც.

  1. შვარცზის ტბა

შვარცზის ტბას სხვანაირად შავ ტბასაც უწოდებენ შესახედაობის გამო, რომელსაც ფრეიბურგის ალპები ქმნის. ალპურმა ველებმა, მყინვარებმა და კურორტებმა ტბა პოპულარულ ტურისტულ ადგილად გარდაქმნა.

ზამთრის განმავლობაში პოპულარულია სათხილამურო აქტივობები, ხოლო ზაფხულში ძირითადად დაგეგმილია საცურაო, სალაშქრო, სათევზაო ტურები და პიკნიკები.

ტბის ირგვლივ გაყვანილი ბილიკები დათვალიერების და შემოვლის პროცესს კიდევ უფრო მარტივს ხდის.

 

წყარო

მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე