სერბეთი

სერბეთის 15 საუკეთესო ქალაქი

სერბეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ნაკლებად ცნობილი ქვეყანაა, რომელიც ცდილობს, ღამის ცხოვრებით სახელგანთქმული ბელგრადიდან ტურისტების ინტერესი სხვა ქალაქებზეც გადაიტანოს, რომლებიც გამოირჩევიან ბრწყინვალე მონასტრებით, სასახლეებითა და ციხე-სიმაგრეებით. სერბეთის საინტერესო ადგილებში დროის ნაყოფიერად გატარებას აუცილებლად შეძლებთ, თუ შვებულებისათვის მარშრუტს სწორედ მისკენ აირჩევთ.

ვრანჯე

ქვეყნის სამხრეთით მდებარე ვრანჯე განსაკუთრებულია თავისი ისტორიით, რადგანაც მას მართავდნენ რომაელები, ბულგარელები, ოტომანები, რამაც გარკვეულად იმოქმედა ქვეყნის განვითარებაზე.

ვრანჯე გამოირჩევა მეგობრული და სტუმართმოყვარე ადგილობრივებით. ისტორიული ადგილები და მე-11 საუკუნის შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრე ძირითადი მიზეზებია, რის გამოც ტურისტები ამ ქალაქით არიან დაინტერესებულნი.

ლესკოვაცი

ლესკოვაცში სიამოვნებას მოგანიჭებთ გორაკების სასიამოვნო ფონი. რადგანაც ქალაქი ხშირად იბომბებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს, არქიტექტურის თვალსაზრისით მაინც და მიანც შთაბეჭდილების მომგვრელი არ არის, თუმცა ლესკოვიცი მდიდარი კულტურის მატარებელია, ქალაქის მახლობლად მდებარე მონასტრები ნახვად და დათვალიერებად ნამდვილად ღირს.

ეკონომიკური უკუსვლების გამო, ბევრმა ახალგაზრდამ დატოვა ლესკოვიცი, რაც მას მყუდროსა და წყნარს ხდის.

თუ მშვიდ ადგილს ეძებთ გასაჩერებლად, ლესკოვიცი ზუსტად ის არის, რაც თქვენ გსურთ!

პანცევო

მდებარეობს ტამისა და დუნაის ნაპირებზე; ქალაქის ორი კუნძული გამოიყენებოდა კარანტინისთვის, ავადმყოფი მოქალაქეებისათვის, დღეს კი აქ მშვენიერი ტყეა გაშენებული.

ზაფხულობით ადგილობრივები და ქალაქის სტუმრები მიეშურებიან ბელა სტენას კურორტზე, რათა დატკბნენ უმშვენიერესი სანაპიროთი.

პანცევოში არის კულტურული ღირსშესანიშნაობებიც, როგორიცაა მე-16 საუკუნის ვოჯლოვიცას მონასტერი.

სმედერევო

დუნაის ნაპირზე მდებარე ანტიკური ისტორიის მქონე სმედერევო ნამდვილად საინტერესო ქალაქია მოსანახულებლად.

მთავარი სანახობა არის ფანტასტიური ციხე-სიმაგრე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ძალიან დაზიანდა.

ქალაქის მუზეუმი დათვალიერებად ნამდვილად ღირს, რადგანაც საშუალება მოგეცემათ, იხილოთ ანტიკური არტეფაქტები.

ზრენჯანინი

ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი ატარებს ზარკო ზერჯანინის სახელს, ის იყო იუგოსლაველი პარტიზანების ლიდერი, რომელიც ნაცებმა მოკლეს მეორე მსოფლიო ომის დროს.

ცენტრალური მოედანი გაშენებულია კულტურულად ღირებული შენობებით, თუმცა ქალაქის მნახველთა უმეტესობა ახლომდებარე ციხეებს  სტუმრობს.

მშვენიერი ხედები და წყნარი გარემო მათ დათვალიერებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

სომბორი

ზოლად ჩამწკრივებული გამზირების, ფოთლიანი პარკებისა და მოედნების გამო, სომბორს ხშირად „მწვანე ქალაქსაც“ უწოდებენ.

მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს უნგრელებისაგან იყო ანექსირებული, ქალაქის შენობები კარგად არის შემონახული, ხოლო საფეხმავლო ძველ ქუჩებში სეირნობისას თავს ნამდვილად იგრძნობთ გასულ საუკუნეებში.

პოზარევაცი

თუ ბელგრადთან ახლოს ეძებთ რამე რეგიონს ერთდღიანი ტურისთვის, პოზარევაცი შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, რომელიც დედაქალიქიდან 70 კილომეტრში მდებარეობს.

აქ შეგხვდებათ ბევრი რომაული მონეტა, ქოთნები და ხმლები. შეგეძლებათ, ეწვიოთ არქეოლოგიურ ადგილებს ქალაქის გარეუბნებში ან დატკბეთ ღამის ცხოვრებით კლუბებსა და ბარებში, თუ ხმაურიანი გართობის მოყვარული ხართ.

სრემსკა მიტროვიცა

ევროპის ერთ-ერთი ძველი ქალაქის, სრემსკა მიტროვიცას, ისტორია ქრ. შ-მდე 5000 წლიდან იწყება.

ის იყო რომაული იმპერიის ოთხი დედაქალაქიდან ერთი, ცნობილი, როგორც სირმიუმი.

აქ მდებარეობს ანტიკურად ღირებული რომაული ნანგრევები, სრემის მუზეუმი და რამდენიმე ტაძარი.

ვრსაცი

მდებარეობს რუმინეთთან ახლოს, მას ძირითადად მაშინ სტუმრობენ, როდესაც საზღვრის გადაკვეთას აპირებენ.

ქალაქი პატარა და კომფორტულია ფეხით მოსავლელად.

ირგვლივ გაშენებული ღვინის ბაღები, გორაკები, სულისშემკვრელი სასახლეები ულამაზესი ხედებით და ბრწყინვალე ღვინო, რესტორნები და კაფეები, ორთოდოქსული მონასტრები,  ვრსაცს ნამდვილად სასიამოვნოს ხდის სტუმრობისათვის.

სუბოტიცა

ყოფილი ავსტრია-უნგრეთის გავლენიანი ქალაქი – სუბოტიცა – იპყრობდა ხელოვანებისა და არქიტექტორების უმეტესობის ყურადღებას და სწორედ ესაა მიზეზი იმისა, თუ რატომაა ეს ქალაქი ასეთი ჯადოსნური.

მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთით, არის წყნარი და მულტიკულტურული, რომელსაც ადგილობრივი ხორვატიელი და უნგრელი მოსახლეობა ქმნის თავიანთი კულტურით. სუბოტიცადან შეიძლება, ასევე, ერთდღიანი ტურის დაგეგმვა პალიცის მიმართულებით.

ნისი

პრე-რომაული დროით დათარიღებული ნისი არის ადგილი, სადაც დაიბადა რამდენიმე რომაელი იმპერატორი. მოგვიანებით მართავდნენ ოტომანები.

გასაოცარი ციხე, რომელსაც გარკვეული პერიოდი თავის ქალის კოშკს უწოდებდნენ, მძიმე წარსულის ნარჩენია; მას მრავალი მნახველი სტუმრობს.

სიდიდით მესამე ქალაქი ქვეყანაში არის ხმაურიანი ადგილი, სადაც ძველი ხეივნების უკან იმალება ტრენდული კოქტეილ ბარები და კაფეები.

დიდი სტუდენტური მოსახლეობის წყალობით, ნისში არის ცოცხალი მუსიკის სცენები, უამრავი ღონისძიება და ფესტივალი, რათა გაერთონ როგორც ადგილობრივები, ასევე ჩამოსული სტუმრებიც.

კრალჯევო

ქვეყნის ცენტრში მდებარე კრალჯევო პატარა ქალაქია, რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტს იზიდავს.

ძირითადი სანახაობანი ქალაქის გარეთ მდებარეობს, შუა საუკუნეების ბრწყინვალე მონასტრები თვალისმომჭრელი არქიტექტურითა და ფრესკებით.

მე-12 საუკუნით დათარიღებული სტუდენიცა არის ყველაზე მშვენიერი შენობა ქვეყანაში.

ასევე, საშუალება გექნებათ, ეწვიოთ მაგლიცის ციხეს, რომელიც გადაჰყურებს მდინარე იბარს.

კრაგუჯევაცი

ქვეყნის სიდიდით მეოთხე ქალაქი გაშენებულია მდინარე ლაპენიცას ნაპირებზე.

მიუხედავად იმისა, რომ კრაგუჯევაცი არის სერბეთის ინდუსტრიული ცენტრი, აქ ბევრი რამის ნახვასა და გაკეთებას შეძლებთ.

აქ არის უამრავი ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობა, რომლიც გაჩერებად და ნახვად ღირს, მათ შორისაა სუმარიცეს მემორიალური პარკი.

ღამის ცხოვრებისა და კლუბების გახსნამდე, თქვენს მხიარულებზე მრავალი ბარი და რესტორანი იზრუნებს.

ნოვი სადი

ცნობილია, როგორც „სერბეთის ათენა“; ეს შესანიშნავი ქალაქი სავსეა ისტორიული ძეგლებით, რომელთა შორის გამორჩეულია პეტროვარადინის ციტადელი; ის ქალაქს ზემოდან გადმოჰყურებს.

ეს შარმული სასახლე თარიღდება ჰაფსბურგების დროით და არის ხმაურიანი კულტურული ადგილი, სადაც ყოველწლიურად იმართება მასობრივი მუსიკალური ფესტივალი.

ქალაქში არ გაგიჭირდებათ კაფეებისა და გალერეების მოძებნა დასვენებისა და განტვირთვისათვის.

ბელგრადი

მდინარეების – სავასა და დუნაის – შესართავთან მდებარე სერბეთის დედაქალაქი არის სიცოცხლითა და ენერგიით სავსე.

არქიტექტურული სტილის ეკლექტიკური მიქსი, ნაცისტების საშინელი მმართველობიდან შემორჩენილი საკონცენტრაციო ბანაკები, ნანგრევები ოტომანებისა და ჰაფსბურგების ბატონობის დროიდან, ბელგრადს ისტორიულად საინტერესო ქალაქად აქცევს.

აქ არის ბევრი მუზეუმი, ყავის სახლი და შთამბეჭდავი ციტადელი პარკებითა და მდინარის გასწვრივ მდებარე საფეხმავლო ბილიკებით.

უზარმაზარი რაოდენობის ბარი და კლუბი ისეთ ხმაურიან ღამის ცხოვრებას ქმნის, რომ მხოლოდ ეს მიზეზი კმარა ბელგრადში ჩასასვლელად.

 

წყარო

Show More
Close
Close