ხორვატია

სამხრეთ ხორვატიის 10 საუკეთესო ადგილი

ბრწყინვალე სანაპიროები, უამრავი ულამაზესი კუნძული, მშვენიერი მთები, შეუდარებელი ღვინის ბაღები და საოცარი ანტიკური ნანგრევები არასაკმარისი ჩამონათვალია იმ მიზეზებისა, რომელთა გამოც მოგზაურებს სამხრეთ ხორვატიის მონახულება უყვართ.

საინტერესოა, რომ ერთ-ერთი პოპულარული სერიალის –  „სამეფო კარის თამაშების“ – სერიების უმეტესობა სწორედ ამ ქვეყანაში, ქალაქ დუბროვნიკში, გადაიღეს, რაც დამთვალიერებელთა ინტერესს კიდევ უფრო ზრდის.

ომისი

ომისი არის პატარა ქალაქი, რომელიც მდებარეობს მდინარე ცეტინას ნაპირზე.

მე-12 და მე-13 საუკუნეებში ეს იყო მეკობრეების სახლი. ისინი აკონტროლებდნენ და ძარცვავდნენ მათთან ჩამავალ გემებს.

მეკობრეები დღესაც დიდ როლს თამაშობენ ომისში, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ ტურისტული თავგადასავლისათვის.

აგვისტოში იმართება მეკობრეების ფესტივალი, ხოლო მთელი ზაფხულის განმავლობაში არის ყოველკვირეული მეკობრული ღამეები.

რა თქმა უნდა, ქალაქი მხოლოდ მეკობრეებით არ შემოიფარგლება. თქვენ თანაბრად შეგიძლიათ, გაერთოთ ველოთი სეირნობით, ლაშქრობით, კლდეზე ცოცვით, მოინახულოთ ისტორიული ძეგლები, როგორიცაა მე-13 საუკუნის მირაბელას ციხე-სიმაგრე და უმშვენიერესი, ძველი ტაძრები.

ცავტატი

ცავტატი მდებარეობს ნახევარკუნძულზე, რომელიც განთქმულია თავისი მდიდრულობითა და პოპულარობით.

დღეს ქალაქი იქცევს არამარტო ხორვატიელების, არამედ უცხოელი ტურისტების ყურადღებასაც თავისი უმშვენიერესი არქიტექტურული ძეგლებით, რომლებიც თარიღდება როგორც დუბროვნიკის, ასევე ანტიკურობის პერიოდიდანაც.

ცავტატის ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობა არის წმინდა ნიკოლასის ტაძარი, რომლის ფასადზეც იმუშავა ცნობილმა მხატვარმა – ვლაჰო ბუკოვაცმა.

აქ არის, ასევე, მყუდრო რესტორნები ხედით ზღვაზე, სადაც ზღვის პროდუქტებისაგან დამზადებული უგემრიელესი კერძების მირთმევას შეძლებთ.

სტონი

შუა საუკუნეებში მარილი მნიშვნელოვანი ელემენტი იყო. სტონი იყო და დღესაც არის მარილის მწარმოებელი სოფელი, რომელიც ხორვატიის მთავარ ტერიტორიას პელჯისაკის ნახევარკუნძულით უკავშირდება.

ჯერ კიდევ 1333 წელს ააშენეს შვიდ კილომეტრიანი კედელი, რათა დაეცვათ პატარ სოფელი და მისი ძვირფასი მარილი.

ეს არის რეალურად ყველაზე გრძელი თავდაცვითი სტრუქტურა მთელს ევროპაში და ხშირად მოიხსენიებენ ევროპის ჩინეთის კედლად.

სტონი ცნობილია ხამანცკებითაც; ამბობენ, რომ აქ ყველაზე გემრიელი ხამანცკებია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ბრაცი

ბრაცი არის ადრიატიკის კუნძულებს შორის სიდიდით მესამე და ულამაზესი ადგილი ზღვისა და თეთრი ქვიშის მოყვარულთათვის.

ის, ასევე, ცნობილია ზეითუნის ზეთით, რომელიც ამ კუნძულზე იწარმოება; ამიტომაც, სანამ კუნძულს დატოვებთ, დარწმუნდით, რომ მისი გასინჯვა ნამდვილად მოასწარით.

მაკარსკა რივიერა

თუ თქვენ ქვიშიან სანაპიროებს ეძებთ სამხრეთ ხორვატიაში, მაშინ მაკარსკა ის ადგილია, სადაც აუცილებლად უნდა წახვიდეთ.

ის მდებარეობს ბრელასა და გრადაცს შორის და დასახლებულია როგორც ძველი, ასევე ახალი სოფლებით.

ადგილს სახელი დაერქვა ადრიატიკის ზღვასთან, პატარ უბეზე მდებარე მაკარსკას ქალაქის სახელწოდების მიხედვით. ის მიეკუთვნება იმ უიშვიათეს ადგილს, სადაც შეგიძლიათ, ქვიშით ისიამოვნოთ, რადგანაც ხორვატიაში ძირითადად რიყის ქვიანი სანაპიროებია გავრცელებული.

მის უკან მდებარეობს ბიოკოვოს მთა, რომელიც ქვეყნის რიგით მეორე ყველაზე მაღალი მთაა, ეს კიდევ შესაძლებლობას გაძლევთ, ისიამოვნოთ მთაზე ცოცვითა და ლაშქრობებითაც.

ტროგირი

პატარ კუნძულზე მდებარე ტროგირი არის რომანულ-გოთიკური ძველი ქალაქი.

მე-3 საუკუნეში დაფუძნებული ქალაქი ბევრ ღირსშესანიშნაობას მოიცავს, მათ შორისაა ციხე-სამაგრეები, წმინდა ლორენსის უმშვენიერესი ტაძარი, რომლის კოშკზე ასვლის შემთხვევაში დატკბებით ქალაქის უმშვენიერესი ხედით.

ქალაქი რადგანაც პატარაა, ის ძალიან მოსახერხებელია ფეხით სიარულისთვისაც.

სპლიტი

სპლიტი სიდიდით მეორე ქალაქია ხორვატიაში.

წლების განმავლობაში ქალაქი, რომელიც მდებარეობს ცენტრალურ დალმატიაში, წარმოადგენდა სატრანსპორტო კვანძს, საიდანაც მრავალი კუნძულის მონახულება შეგეძლოთ, მათ შორის იყო ბრაციც.

სპლიტის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა დიოკლეტიანეს სასახლე. ეს უდიდესი კომპლექსი რომაელების პერიოდით თარიღდება, ცნობილია, ასევე, წმინდა დომნიუსის ტაძარიც.

როგორც დუბროვნიკში, ასევე სპლიტშიც იღებდნენ „სამეფო კარის თამაშების“ სერიებს.

კორცულა

თუ კორცულას კუნძულზე იმოგზაურებთ და დაათვალიერებთ იმავე სახელობის ძველ ქალაქს, აღმოაჩენთ, რომ დუბროვნიკის მომხიბვლელ მინი ვერსიაში იმყოფებით თავისი სასახლეებითა და მოედნებით.

ზოგიერთი ადამიანი კორცულას პატარა დუბროვნიკადაც კი მოიხსენიებს.

ხშირი ტყით დაფარულ კუნძულებს მარკო პოლოს დაბადების ადგილადაც მიიჩნევენ, თუმცა ამ განცხადებით იტალიელები დიდად მოხიბლულები ნამდვილად არ არიან.

კორცულა ცნობილია თეთრი ღვინითაც, ამიტომაც თუ თქვენ მისი მოყვარული ხართ, დარწმუნდით, რომ სანახავი ადგილების სიიდან ღვინის ბაღები ნამდვილად არ გაქვთ გამორჩენილი.

ჰვარი

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში აქ ისეთი სუპერ ვარსკვლავები შენიშნეს, როგორიცაა ჯეი ზი, ბიონსე და პრინცი ჰარი, თქვენ ნამდვილად არ გჭირდებათ, იყოთ მდიდარი ან ცნობილი, რათა ამ ქალაქის დამთვალიერებლებს შეუერთდეთ.

რა არის ის, რისი წყალობითაც ეს ადგილი მეგა მდიდრებსა და პოპულარულებს იზიდავს?

მხოლოდ ერთი რამ, ხორვატიის ყველა სხვა ადგილთან შედარებით, მზით სიამოვნების მიღება ყველაზე მეტად აქ შეგიძლიათ, შუა საუკუნეების ქუჩები და ხმაურიანი ღამის ცხოვრება კიდევ დამატებით მიზეზებს მოგცემთ, თუმცა გართობა არ არის ერთადერთი ფუნქცია.

ჰვარი განთქმულია ლავანდის ულამაზესი მინდვრებით, გამოქვაბულებითა და ისეთი საინტერესო ღირსშესანიშნაობებით, როგორიცაა მე-16 საუკუნის ფორტიცას ციხე-სიმაგრე, ფრანცისკანული მონასტრები და მუზეუმები.

დუბროვნიკი

დუბროვნიკი არ არის ხორვატიის დედაქალაქი, თუმცა უდიდესი ქალაქია ქვეყანაში.

ის არის ყველაზე ცნობილი ტურისტული ადგილმდებარეობა, რადგანაც გამორჩეულია მისი სილამაზე.

მას ადრიატიკის მარგალიტს ეძახიან, მარმარილოს ქუჩები, თეთრი სახლები სტაფილოსფერი სახურავებით შეუდარებელ სანახაობას ქმნის.

აქ ერთმანეთის გვერდით იხილავთ რენესანსული, გოთიკური და ბაროკული პერიოდის არქიტექტურულ ნამუშევრებს.

ელექტრიკი ლურჯი ფერის ზღვა, რომელიც მთელ ქალაქს ფონად გასდევს, ნამდვილად ისეთ დაუვიწყარ ხედს ქმნის, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ ამოშლით გონებიდან.

 

წყარო

Show More
Close
Close