რუმინეთიშემოდგომა

საუკეთესო ადგილები რუმინეთში სანახავად შემოდგომაზე

შეუპყრიხართ ყოველდღიური რუტინისაგან თავის დაღწევის სურვილს? მაშინ ტური რუმინეთში სწორედ თქვენთვისაა, რომელიც შემოდგომის სეზონზე განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა.

რუმინეთში ერთდროულად შეგიძლიათ, დატკბეთ როგორც ქალაქური, ასევე სოფლის კულტურით.

თუ თქვენ ველური ბუნება გიზიდავთ, რუმინეთის მთები არც ამ სიამოვნებას დაგაკლებთ; გაითვალისწინეთ, რომ ამინდები ოქტომბრის ბოლომდე საკმაოდ კარგია.

მარამურეშის რეგიონი

მარამურეშის რეგიონი ყველაზე ლამაზი შემოდგომის სეზონზეა.

ჟანგისფრად შეფერილ გორაკებზე მიმოფანტული სოფლები უდავოდ საუკეთესოა დასასვენებლად ამ სეზონის მოყვარულთათვის.

თქვენ შეგიძლიათ, წახვიდეთ ლაშქრობაზე, ეწვიოთ მსოფლიოში ყველაზე „მხიარულ“ სასაფლაოებს საპანტაში, ესტუმროთ ბარსანას და თუ თქვენი არჩევანი ლაშქრობამდე მიგიყვანთ, არ დაგავიწყდეთ თბილი ტანსაცმლისა და საწვიმრის თან წაღება.

სიღიშოარა

თუ დროის გატარება რომანტიულ ადგილას გირჩევნიათ და არა ბუნებაში, მაშინ აუცილებლად უნდა ესტუმროთ სიღიშოარას.

ქალაქში სხვადასხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, როგორიცაა საათის კოშკი, ვენეციური სახლი, დაფარული კიბეები, რომელიც ყოველთვის იწვევს მნახველთა გაოცებას.

ქალაქში სხვადასხვა წვეულება და ღონისძიება იგეგმება ყოველი ოქტომბრის ბოლოს, ჰელოუინზე. აქაა ვლად ტეიპსი, რომელსაც ერთდროულად ორი ფუნქცია აქვს: თემატური რესტორნისა და მუზეუმის.

სოფელი მაგურა

მაგურა მდებარეობს ბუცეგსა და პიატრას მთებს შორის, რომლის სიმაღლეც 1000 მეტრს აღწევს.

შემოდგომის განმავლობაში, სოფელში იშლება სუნთქვაშემკვრელი ხედი, ბუნების თბილი ფერები ნამდვილად დაგიტოვებთ სიამოვნების განცდას.

რისი გაკეთება შეგიძლიათ მაგურაში? რა თქმა უნდა, არის საფეხმავლო და ველოსიპედის ბილიკები. დასალაშქრად ყველაზე ადვილი და ამავე დროს ულამაზესია კურმატურა და ზარნესტის ბილიკები, ისინი მნახველთა იმედებს არასდროს აცრუებენ.

ქალაქი ბრასოვი

მნიშვნელობა არ აქვს, რუმინეთში პირველად ჩადიხართ, თუ უკვე ნაცნობია ის თქვენთვის, ბრასოვში შემოდგომაზე აუცილებლად უნდა გაჩერდეთ.

გვერდს ნუ აუვლით სფატულუის შუა საუკუნეების მოედანს, სადაც რუმინელები, საქსონები და უნგრელები მართავდნენ ბაზრობას.

კასა სფატულუის ობსერვატორიაში შუა საუკუნეებში ერთმანეთს მაგისტრები ხვდებონენ, დღეს კი ის მუზეუმადაა გადაკეთებული.

მოედანთან ახლოს არის მე-14 საუკუნეში აშენებული „შავი ტაძარი“, ის უდიდესი გოთიკური ტაძარია მთელ სამხრეთ ევროპაში. ეკლესია კათოლიკური იყო რელიგიურ რეფორმებამდე, რომელიც ტრანსილვანიაში დაიწყო, რეფორმის შედეგად კი ევანგელისტურ ეკლესიად ჩამოყალიბდა.

ომუ პიკი ბუცეგის მთებში

ომუ პიკამდე მისასვლელი გზა ძალიან საინტერესოა, რადგანაც თქვენ უნდა გაიაროთ ბაბელე და სფინქსი.

ბუცეგის მთებში იპოვნეს ქვები, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი მისტიურობით. ეს არის ბუნებრივი, თუმცა, ამავე დროს, ძალიან უცნაური ფორმის ქვები, რომელთა შექმნას უცხოპლანეტელებსაც კი მიაწერენ.

მოგზაურთა უმეტესობა გარკვეულ პერიოდს ან მთლიან ღამეს ომუ ჰუტში ატარებს, საიდანაც დაუვიწყარი ხედები გადაიშლება თქვენ თვალწინ.

ბრანისა და პელეს ციხეები

შემოდგომა ყველაზე კარგი დროა ევროპის ორი უმშვენიერესი ციხის: ბრანისა და პელეს სანახავად.

ბრანის ციხე მდებარეობს ბრასოვთან ახლოს და დღეს შესანიშნავი გასართობი პარკია დრაკულას მოყვარულთათვის, თუმცა თუ თქვენ გატაცებული არ ხართ ვამპირის მითებით, მაინც შეგიძლიათ, სიამოვნება მიიღოთ ციხის არქიტექტურით.

პელეს ციხე იყო რუმინული სამეფო ოჯახის რეზიდენცია, რომელიც ააგეს მეფე კაროლ პირველის სურვილით. ციხის თითოეული ოთახი სხვადასხვა სტილის დეკორაციებითაა შექმნილი, სადაც უამრავ ღირებულ ნივთსა და ხელოვნების ნიმუშს შეხვდებით.

 

წყარო

Show More
Close
Close