სასარგებლო

როგორ ჩავალაგოთ ჩემოდანი ეფექტურად?

ჩემოდნის ჩალაგება, ერთი შეხედვით, უბრალო საქმეა, მაგრამ თუ არასწორად გააკეთებთ, ვერც ყველაფრის მოთავსებას მოახერხებთ და შესაძლოა, ზედმეტი წონისათვის ფულიც გადაგახდევინონ. ამიტომაც არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, გამოიყენოთ ჩემოდანი ჭკვიანურად.

დაიწყეთ სწორი ჩემოდნის არჩევით

მოგზაურობის უცვლელი ატრიბუტი ჩემოდანია და მასთან დაკავშირებით ყველას სხვადასხვა გემოვნება აქვს.

ზოგი უპირატესობას ანიჭებს მაგარგვერდებიან ჩემოდნებს, ზოგი კი პირიქით – რბილს, თუმცა მნიშვნელობა არ აქვს, რომლის მოყვარული ბრძანდებით, მთავარია, გამგზავრებამდე კარგად და გულისხმიერად შეარჩიოთ.

შეძენამდე გაითვალისწინეთ, რომ თვითმფრინავი წონისა და ზომის გარკვეულ ლიმიტს აწესებს ჩემოდნებზე; შემოწმებისას თითოეული ფუნტი ითვლება, ამიტომაც თქვენ უნდა აარჩიოთ ულტრა-მსუბუქი ჩემოდანი, რათა დასაშვები ლიმიტი მხოლოდ და მხოლოდ ჩემოდანმა არ მოიცვას.

როგორ ჩავალაგოთ ჩემოდანი?

დაიწყეთ წასაღები ნივთების სიის ჩამოწერა ფრენამდე რამდენიმე დღით ადრე, რათა დრო დაგრჩეთ დასაფიქრებლად.

ჩააწყვეთ მძიმე ნივთები ჩემოდნის ორივე მხარეს, რათა დააბალანსოთ სიმძიმეები და არ გაგიჭირდეთ ჩემოდნის დადგმა.

ფეხსაცმელს როცა ჩააწყობთ, ნუ გაფლანგავთ ადგილს გამოუყენებლად, მასში ჩააწყვეთ წინდები, საცვლები და პატარა საგნები; თუ ფეხსაცმელები ბინძურია, შემოახვიეთ რაიმე, რათა სხვა ნივთებიც არ დაგისვაროთ.

მოგზაურების ერთი ნაწილი ამჯობინებს ტანსაცმლის დახვევას, მეორე კი ჩაფენას, საუკეთესო გამოსავალი კი ორივეს ერთდროულად გამოყენებაა.

თუ ჩემოდანს გარე ჯიბეები აქვს, გამოიყენეთ ის ისეთი ნივთებისთვის, რასაც ფრენისას ხშირად იყენებთ.

ნუ გადაავსებთ მას, რადგანაც ნაკლებია იმის შანსი, რომ დანიშნულების ადგილამდე უვნებელი ჩაგყვეთ.

თუ გადაივსო, ჩაიხედეთ მასში და მხოლოდ ის ნივთები ამოაკელით, რისი გამოუყენებლობაც დიდ ზიანს არ მოგაყენებთ.

რჩევები ხელჩანთის ჩალაგებისას

აეროპორტის უსაფრთხოების გამო შესაძლებელია, ვერ წაიღოთ სრული ზომის შამპუნის ბოთლები, მზის დამცავები ან სხვადასხვა ტიპის გელი თუ სითხე ჩემოდნით. რადგანაც მათ ამოლაგებას უსაფრთხოების გავლისას აუცილებლად მოგთხოვენ, უმჯობესია, შეინახოთ გარე ჯიბეებში ან მარტივად მისადგომ ადგილას.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ხელჩანთა შესაძლებელია, თვითმფრინავის ზომის ლიმიტს აკმაყოფილებდეს, როცა ცარიელია, თუმცა თუ მას ზედმეტად გადაავსებთ, ამ სტადარტში ვეღარ ჩაჯდება.

რჩევები ჩალაგებული ჩემოდნის შესამოწმებლად

შესაძლებელია, ზედმეტი ბარგი ძვირი დაგიჯდეთ, ამიტომაც ჩალაგებული ჩემოდნის აწონვა გაფრენამდე ყოველთვის კარგი იდეაა.

თუ სტანდარტში ჩაეტიეთ, მაინც გაითვალისწინეთ, რომ აეროპორტის შკალა ოდნავ განსხვავებულია, ამიტომაც წინასწარ დაიზღვიეთ თავი.

არასდროს ანდოთ ავიაკომპანიას მნიშვნელოვანი ნივთები, როგორიცაა საბუთები, მანქანის გასაღები, ძვირფასეულობა და ა.შ, ყოველთვის აჯობებს, რომ ის ხელჩანთით გაიყოლოთ.

მსხვრევადი ნივთები კარგად გადაფუთეთ რამე რბილი ქსოვილით, მიაკარით ჩემოდანს თქვენი სახელი, მეილი და ტელეფონის ნომერი, რათა დაკარგვის შემთხვევაში ავიაკომპანია მარტივად დაგიკავშირდეთ.

თუ გაქვთ შავი ჩემოდანი, რომელიც სხვებისას ძალიან ჰგავს, შეგიძლიათ, დანიშნოთ მკვეთრი რაღაცით, რაც ერთმანეთში არევის შანსს შეამცირებს.

 

წყარო

Show More

Related Articles

Close
Close