ავსტრალიააფრიკაევროპავიეტნამითურქეთიიტალიაკოსტა-რიკასასარგებლოსეზონები

10 ადგილი, სადაც მარტო მოგზაურობა სჯობს

მოგზაურობისთვის პარტნიორის არყოლა 2019 წლის შვებულებებისთვის არ არის საკმარისი მიზეზი სახლში დასარჩენად. სტატიაში გაეცნობით 10 ადგილს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, სადაც სასიამოვნოდ, ზედმეტი გადასახადების გარეშე შეძლებთ, მარტო მოგზაურობა განსაკუთრებული გახადოთ და შვებულებით დატკბეთ.

აიღეთ კულინარიული შვებულება იტალიაში

ადგილობრივი ღვინის, ახალი მოცარელათი დამზადებული კერძების, ორგანული ბოსტნეულის მირთმევა და ისტორიულ ვილაში დარჩენა ცუდად ნამდვილად არ ჟღერს, არა?

თუ ასეა, შეგიძლიათ გაწევრიანდეთ კულინარიულ პატარა ჯგუფში, რომელიც შესანიშნავ შვებულებას მოგიწყობთ.

კომპანია გთავაზობთ როგორც პოპულარულ, ასევე ნაკლებად ცნობილი ადგილების მონახულებას. თითოეული ტური მოიცავს კულინარიულ გაკვეთილებს, ექსკურსიებს ახლომდებარე ქალაქების მიმართულებით და თავისუფალ დროს – დასასვენებლად.

კულინარიული არდადეგები 2019-ში ხელმისაწვდომი იქნება გაზაფხულზე. ზაფხულში და შემოდგომას – წინასწარ განსაზღვრულ დღეებში.

იხილეთ ვიეტნამი თავიდან ბოლომდე

თქვენ შეგიძლიათ, ისიამოვნოთ საჭმლით ბუდისტურ დედათა მონასტერში, აიღოთ ერთღამიანი სანაოსნო ტური ჰალონგის ყურეზე და ტაკბეთ მოტოციკლის ტურით, რომელიც ვიეტნამს მთლიანად მოგატარებთ.

ჰანოით დაწყებული ქალაქ ჰო ში მინით დამთავრებული – ეს 10-დღიანი ტური საუკეთესოა და ყველაზე პოპულარულია მარტო მოგზაურობის მოყვარულთათვის.

თქვენ ავტომატურად შეგირჩევენ თქვენი სქესის ოთახის მეზობელს, სანამ არ მოგინდებათ განცალკევებით ცხოვრება, რომელიც 200$-ით მეტი დაგიჯდებათ. ეს სოლო ტურები ხელმისაწვდომი იქნება 2019 წლის აპრილსა და ნოემბერს შორის.

დაისვენეთ კოსტა-რიკას გამაჯანსაღებელ ცენტრში

5-6-ღამიანი დასვენება, რომელიც მოიცავს ყოველდღიურ იოგას, ლაშქრობებს, ორ კულინარიულ კლასს, 60-წუთიან მასაჟს, საჭმელს, ჯაკუზს, საცუარო აუზსა და საუნას, ამ ყველაფერს გთავაზობთ კოსტა-რიკას კურორტი ნიკოიას ნახევარკუნძულზე, რომელიც სტუმრობს მარტოდ მოგზაურებს, რაც კიდევ ერთი შესანიშნავი საშუალებაა ახალი მეგობრების შესაძენად და გასართობად.

აღმოაჩინეთ ანტიკური ისტორია თურქეთში

სახელგანთქმულ ქალაქ ტროადან დაწყებული – ეფესოს ბრწინვალე არქეოლოგიური ნანგრევებით დამთავრებული, თურქეთი კიდევ ბევრი რამით შეძლებს ისტორიის მოყვარული მოგზაურის აღფრთოვანებას.

დაგეგმეთ 11-დღიანი ტური, რომელიც თურქეთის საოცრებებს გაჩვენებთ.  ეს საოცარი მარტო მოგზაურობა დაიწყება და დამთავრდება სტამბოლში. ისტორიული ღირსშესანიშნაობების გარდა, ტური მოიცავს მღვიმეში აშენებულ სასტუმროში დარჩენას, თიხის ნივთების დამზადებისა და მოხეტიალე დავრიშების წარმოდგენების ჩვენებას.

მოგზაურობა გათვალისწინებულია სოლო მოგზაურთათვის; დაიწყება 2019 წლის ზაფხულსა და ზამთარში.

აღმოაჩინეთ მელბურნი და ავსტრალიის შემოგარენი

12-დღიანი მოგზაურობა, რომელსაც ჯი ადვენჩერსი გთავაზობთ, მოიცავს მელბურნის, შემოგარენისა და ულურუს დათვალიერებას.

ტური დაიწყება კულტურულად მდიდარ მელბურნში, გაგრძელდება ულურუში და შესაძლებლობასაც მოგცემთ, რომ აბორიგენებიც მოინახულოთ.

ჯგუფი დაკომპლექტებულია 16 კაცით, რაც ახალი ხალხის გაცნობის საშუალებაა, კომპანია ოთახის მეზობლად იმავე სქესის პარტნიორს მოგიძებნით ან შეგეძლებათ, ფულის დამატების შემთხვევაში, კერძო ოთახი აიღოთ.

ტურები დაგეგმილია 2019 წლის განსაზღვრულ დღეებში.

View this post on Instagram

Many visit Mount Buffalo National Park in @seehighcountry for the hikes and view of the Australian Alps, but there's so many places to take a break and cool down too. The name 'Ladies Bath Falls' refers to the tradition of women in the 1930's and 40's, who used to come up for a refreshing break before continuing their trek up the hill. With the water coming from a mountain creek, the water will definitely wake you up and provides some relief if you've been hiking through the region for several days or are simply there on a really hot day! Take this moment to sit back, breathe in the cool air and find #yourhappyspace. Photo by @youngadventuress #visitvictoria #yourhappyspace #seehighcountry

A post shared by Melbourne (@visitmelbourne) on

დალაშქრეთ მთა კილიმანჯარო

თუ ახალ გამოწვევებს ეძებთ და გსურთ აფრიკის ყველაზე ცნობილი მთის, ტანზანიაში მდებარე მძინარე ვულკანის, კილიმანჯაროს დალაშქრვა, ტურ რადარი გთავაზობთ შესანიშნავ 8-დღიან ტურს, რომელიც საშუალებას მოგცემთ, კილიმანჯარო ნაკლებად ცნობილი, მარტივი და გადაუტვირთავი მარშრუტით დალაშქროთ.

ტურები იწყება 2019 წლის იანვრიდან და გაგრძელება ოქტომბრამბდე.

აღმოაჩინეთ ევროპა მდინარის კრუიზით

თუ ეძებთ ტურს, რომლითაც შეძლებთ რეინზე გასეირნებას და იქიდან ციხე-სიმაგრეების დათვალიერებას, სამხრეთ საფრანგეთის ადგილობრივი ღვინის დაგემოვნებას, მდიდარი კულტურის აღმოჩენას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, უნიველდის ტური თქვენი სურვილების შესრულებას აუცილებლად შეძლებს.

ტური არის 12-დღიანი, სამოგზაურო გემი არის პატარა, ღია სასადილო სივრცით, რაც კარგ გარემოს ქმნის ახალი ნაცნობების შესაძენად.

ადგილების გაყიდვა დაიწყება 2019 წელს.

კრუიზი კარიბებზე საკუთარი კაბინით

თუ უფრო მზისა და ქვიშის მოყვარული ადამიანი ხართ, ვიდრე ციხე-სიმაგრეებისა და რიყის ქვების, მაშინ კარიბების კრუიზი სათქვენოა.

თითოეულ გემს აქვს საკუთარი ოთახები, ამიტომაც თავისუფლად შეძლებთ პირადი სივრცით ტკბობას.

ბრიტანია არის გემი 12 კაბინითა და 15 აივნით, მისი დახმარებით ცივ თვეებს გაატარებთ ბარბადოსზე, არუბასა და კარიბის სხვა მზიან კუნძულებზე.

„შემეცნებითი თავგადასავალი“ პერუში

მოგზაურობა „პერუს პერსპექტივები“ სოლო მოგზაურებს სთავაზობს შემეცნებით ტურს.

ტურის ფარგლებში შეგეძლებათ მაჩუ-პიქჩუს დათვალიერება და ადგილობრივი კულტურის გაცნობა, დამატებით გაივლით კალათის დაწნის გაკვეთილებს საღმრთო ველზე და დატკბებით ანდეანის ღამის ცით კუსკოს პლანეტარიუმში.

ტურები განკუთვნილი მარტო მოგზაურობის მოყვარულთათვის, გამგზავრების დროები მერყეობს თებერვალსა და დეკემბერს შორის.

იმგზავრეთ მსოფლიოს გარშემო თანამოძმე ქალებთან ერთად

თუ მოგწონთ ქალი მოგზაურები, თავს გრძნობთ უფრო დაცულად და კომფორტულად ქალი კომპანიონების ირგვლივ, დაჯავშნეთ ტური „ქალები მოგზაურობენ ერთად“ კომპანიაში, რომელიც ჯგუფს აკომპლექტებს მთლიანად ქალებით და მოგზაურობს მსოფლიოში.

კომპანიას ყველა მიმართულებით აქვს 10, 11 და 7-დღიანი ტურები; ისევე, როგორც სხვაგან, გეყოლებათ ოთახის მეზობელი ან ზედმეტის გადახდის შემთხვევაში ისარგებლებთ კერძო ნომრით.

 

წყარო

Show More

Related Articles

Close
Close