კამბოჯა

10 საუკეთესო ტურისტული ღირსშესანიშნაობა კამბოჯაში

კამბოჯა ნელ-ნელა გამოდის ხმერ როუჯის საშინელი ტერორული მეფობის პერიოდიდან. ძირითადი პრობლემები კვლავ არსებობს: მიწის ნაღმები, სიღარიბე და განადგურებული ინფრასტრუქტურა, თუმცა რეკონსტრუქციის და გაუმჯობესების პროცესი უკვე დაწყებულია და დღეს კამბოჯაში რამდენიმე ტურისტული ღირსშესანიშნაობა ტურისტებს იზიდავს.

ანგკორის ტაძარი ყველაზე ცნობილი ტაძარია და განსაკუთრებულ ყურადღებასაც იმსახურებს მოგზაურებისგან, მაგრამ ამ რეკონსტრუქციის გარდა, კამბოჯაში სხვა მრავალ სანახაობასაც შეუძლია თქვენი დაინტერესება და გაოცება.

View this post on Instagram

Kayaking Kampot's "Green Cathedral" is one of the ultimate escapes into nature in Cambodia. 🚣🌴 The Green Cathedral is named for the canopy of green that covers you as you kayak through the serene, ✨💕 narrow channels surrounding a small island in the Kampot River. Have you tried it? 😍👍 – ជិះទូកកាយ៉ាក “Green Cathedral” នៅខេត្តកំពត គឺជាការធ្វើដំណើរចូលទៅកាន់ធម្មជាតិដ៏ល្អឥតខ្ចោះរបស់កម្ពុជា 🚣🌴 ពាក្យថា “Green Cathedral” គឺជាឈ្មោះទូកបៃតង ដែលចម្លងអ្នកទៅកាន់ពិភពពិតនៃរុក្ខធម្មជាតិ ✨💕 តាមផ្លូវទឹកតូចៗជុំវិញកោះ ក្នុងដៃស្ទឹងកំពត។ តើអ្នកធ្លាប់បានសាកល្បងជិះវាហើយឬ? 😍👍 – 📸 #bestofcambodia by @mlltman 👉 @visitseasia to explore the best destinations in SE Asia. . . . . . #cambodia #kompot #kompotprovince #railway #farm #cambodiafarm #cambodiarailway #visitseasia #WorldNomads #backpackersintheworld #travelbucketlist #meettheworld #wandertheworld #backpacktraveller #instravel #theglobalwanderer #greatesttravels #roamingaround #wandermore #wandersoul #wanderland #traveltime #traveltoexplore #adventuretime #eindevandewereld #BeautifulAsia #bestofcambodia #travelwellcambodja #souteastasia

A post shared by Best of Cambodia (@bestofcambodia) on

პრეაჰ-ვიჰეარი

პრეაჰ-ვიჰეარი არის ქმერების ტაძარი, რომელიც მდებარეობს 525-მეტრიანი კლდის წვერზე, დანგრეკის მთებში, კამბოჯასა და ტაილანდის საზღვარს შორის.

სწორედ მისმა ასეთმა მდებარეობამ გამოიწვია ამ ორ ქვეყანას შორის დავა, რაც 2009 წელს რამდენიმე ჯარისკაცის სიკვდილითაც კი დასრულდა.

ტაძრების უმეტესობა აშენებულია მე-11 და მე-12 საუკუნეებში ქმერის მეფეების – სურიავარმან პირველისა და სურიავარმან მეორის – მმართველობის პერიოდში.

პრეაჰ-ვიჰეარი ინდუსი ღმერთის, შივას, სახელობისაა.

View this post on Instagram

Exploring the Angkor temples like a real Indiana Jones. 👓🔦 Which is your favorite temple in the Angkor Park? 🛐💕 – ទស្សនាប្រាសាទក្នុងតំបន់អង្គរ អោយដូចលោក Indiana Jones 👓🔦 តើប្រាសាទក្នុងឧទ្យានអង្គរមួយណាដែលអ្នកចូលចិត្ត? 🛐💕 – 📸 #bestofcambodia by @3iggr 👉 @visitseasia to explore the best destinations in SE Asia. . . . . . #visitseasia #seekmoments #siemreapnet #lostinangkor #angkor #cambodia #siemreap #unescoworldheritage #unescoworldheritagesite #worldheritagesite #angkortemples #worldheritage #culturalheritage #unescosite #visitcambodia #cambodja #cambodiatrip #cambodian #kampuchea #liveintrepid #my_365 #culturetrip #weliketotravel #roamtheplanet #adventureseeker #intrepidtravel #wonderfulworld #travelingtheworld

A post shared by Best of Cambodia (@bestofcambodia) on

კამპონგ სომი

კამპომგ სომი არის საპორტო ქალაქი და სანაპირო კურორტი ტაილანდის ყურეში.

მისი მთავარი ღირსშესანიშნაობაა თეთრი ქვიშა და განუვითარებელი ტროპიკული კუნძულები.

კამპონგ სომი შესანიშნავი ადგილია დასასვენებლად.

ტონლესაპი

ტონლესაპი არის სამხრეთ-დასავლეთ აზიის უდიდესი ტბა, რომელიც იცვლება და ახლა ხიბლს იძენს ყოველ სეზონზე.

ნოემბრიდან მაისის ჩათვლით, კამბოჯას მშრალ სეზონებზე, ტონლესაპი მდინარე მეკონგს უერთდება. ხოლო მაშინ, როდესაც ძლიერი წვიმების თვეები დადგება, ტბა ტონლესაპიდან მდინარე მეკონგისკენ მიმავალი წყალი მიმართულებას იცვლის და საპირისპიროდ, მეკონგიდან ტონლესაპის წყალსაცავში მიედინება, შედეგად ტბის ფართობი საგრძნობლად იზრდება და უზარმაზარი ხდება.

ტონლესაპი არის ბევრი ვიეტნამელის სახლი, რომლებიც მოტივტივე სოფლებში ცხოვრობენ, ტბის მიმდებარედ.

სილვერ პაგოდა

სილვერ პაგოდა არის სამეფო სასახლეების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და მოიცავს ბუდას ვერცლისა და ოქროს ქანდაკებებსა და ნაგებობებს.

განსაკუთრებულია მე-17 საუკუნის ბაკარატის კრისტალის ბუდა და 9584 ბრილიანტის თვლით გაწყობილი ოქროს მეტრეიას ბუდა.

რაც შეეხება სილვერ პაგოდას შიდა კედელს, ის მოიცავს ფერად მარმარილოს, მის მოპირკეთებაში ორმოცმა ქმერმა ხელოვანმა მიიღო მონაწილეობა.

ბოკორ ჰილის სადგური

ბოკორ ჰილის სადგური 1920 წელს ფრანგებმა ააშენეს კამპოტში ფნომ პენის სიცხეებისაგან თავდასაღწევად.

ის ორჯერ იყო მიტაცებული, ჯერ 1940 წელს, როდესაც იაპონელებმა დაიპყრეს კამბოჯა, ხოლო შემდეგ 1970 წელს, როდესაც ქვეყანაში ხმერ როუჯის სასტიკი მმართველობა დამყარდა.

დღეს, მიტოვებული სადგურის შემაძრწუნებელი შესახედაობის გამო, აჩრდილების სახლადაც მოიხსენიებენ.

2008 წლის ოქტომბერში ბოკორი ოფიციალურად დაიხურა, თუმცა ადგილობრივი სალაშქრო ტურები მაინც ხელმისაწვდომია.

კრატიე

კრატიე არის ფრანგული კოლონიალური შენობებით გარშემორტყმული პატარა ქალაქი, მდინარე მეკონგის ნაპირებზე.

ტურისტების დიდი რაოდენობით არ გამოირჩევა, თუმცა არც ისე ცოტა ზურგჩანთიანს შენიშნავთ პიკის სეზონზე.

ამ ადგილას არის შესაძლებელი ირავარდი დელფინების ნახვა, რომელთა რაოდენობა უფრო და უფრო მცირდება.

მეკონგის არეალში მათი რაოდენობა სულ რაღაც 66-დან 68-მდე მერყეობს.

კოჰ კერი

კოჰ კერი იყო ქმერის იმპერიის დედაქალაქი 928 წლიდან 944-მდე.

ამ პერიოდში აშენდა გასაოცარი შენობებისა და უზარმაზარი სკულპტურების უდიდესი ნაწილი.

30-მეტრიან ტაძარს ირგვლივ ჯუნგლები აკრავს, ხოლო აგებულებით პირამიდის მსგავსია.

კოჰ კერი იყო კამბოჯას ყველაზე მიუვალი და მიუღწეველი ტაძარი. საბედნიეროდ, დღეს ეს პრობლემა მოგვარებულია ახალი – დე-სამთო გზის დამსახურებით.

ბანტეი სრეი

მიუხედავად იმისა, რომ ბანტეი სრეი ოფიციალურად ანგკორის კომპლექსის შემადგენლობაში შედის, ხშირად მას ცალკე ღირსშესანიშნაობად მიიჩნევენ.

მისი მშენებლობა 967 წელს დასრულდა, აშენებულია წითელი ქვა-ქვიშის მასალით, ხოლო კედლის ჩუქურთმები დღესაც კი ადვილად აღსაქმელია.

ბანტეი სრეი არის ერთადერთი ტაძარი ანგკორში, რომელიც მეფისთვის არ არის შექმნილი; ის მეფე რაჯენდრავმანის ერთ-ერთ მრჩეველს აუშენეს.

ბაიონის ტაძარი

ბაიონის ტაძარი შედის ანგკორის სატაძრო კომპლექსის შემადგენლობაში. ეს არის 200 მასიური ქვისაგან შექმნილი მომღიმარი სახის კონსტრუქცია, ბევრი მიიჩნევს, რომ ეს სახე ეკუთვნის მეფე ჯაიავარმანს ან არის მისი და ბუდას სახის გაერთინება.

ააშენეს მე-12 საუკუნეში, სამეფო ქალაქის ზუსტად ცენტრალურ ნაწილში.

ანგკორ-ვატი

ანგკორ-ვატი არის ანგკორის ტაძრებს შორის ყველაზე გასაოცარი, დიდი და პოპულარული კამბოჯაში.

მეფე სურიავარმან II-მ ის მე-12 საუკუნის პირველ ნახევარში ააშენა, მისმა ბალანსურობამ, კომპოზიციამ და მშვენიერებამ, საბოლოო ჯამში, შექმნა ულამაზესი მონუმენტი, რომელიც მთელი მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს. მას ინდუიზმის ღმერთების სახლადაც კი მიიჩნევენ.

 

წყარო

Show More
Close
Close