ირლანდია

ირლანდიის 15 საუკეთესო ტურისტული ღირსშესანიშნაობა

წარმოუდგენელი პეიზაჟები, ღრმა კულტურა, მეგობრული ადგილობრივები, ირლანდიის თითოეული ადგილი სავსეა ამაღელვებელი თავგადასავლებითა და დაუვიწყარი მოგზაურობებით.

ერთი შეხედვით პატარა კუნძული სანახაობათა სიმცირეს ნამდვილად არ უჩივის. საუკუნოვანი სააბატოები და ტაძრები, ნანგრევები, ციხე-სიმაგრეები და ადგილობრივთა სახლები საშუალებას გაძლევთ, გაეცნოთ ამ სიმწვანეში ჩაფლული კუნძულის ისტორიასა და კულტურას.

კელტური კულტურის, ადრეული ქრისტიანების, ნორმანი დამპყობლების, ვიკინგებისაც კი და საბოლოოდ ინგლისელების სახლი – ირლანდია – უდავოდ გამოირჩევა მრავალფეროვანი და საინტერესო ისტორიით, რაც წინაპირონაა იმის, რომ კუნძულს ყოველწლიურად უამრავი დამთვალიერებელი სტუმრობს.

ბუნებრივი ლანდშაფტები, ჩანჩქერები, სანაპირო ზოლები, ქვის ფორმირებები, ბრწყინვალე ველები მხოლოდ და მხოლოდ ლაშქრობებისა და ველოსიპედის მოყვარულებში არ იწვევს აღფრთოვანებას და თანაბრად ახდენს შთაბეჭდილებას ნებისმიერი გატაცების მქონე ადამიანზე.

სტატიაში ჩამოთვლილია ადგილები, რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთ გაეცნოთ ირლანდიის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ ირლანდიას.

ფაუერსკორტის მამული

დუბლინიდან 20 კილომეტრში მდებარეობს აღუწერლად დიდი ფაუერსკორტის მამული.

ბაღი, რომელიც აქაა გაშენებული, შექმნეს 150 წლის წინ. მიუხედავად ულამაზესი ფონისა, რომელსაც მთები ქმნის, ძნელია, თვალი მოწყვიტო ბაღის მშვენიერებას, ის მოიცავს 200-მდე სახეობის ხეს, ვარდების ბაღებსა და იტალიურ ბაღს.

მამულში არის სპეციალური ბილიკები, რომელიც ყველა აუცილებლად სანახავი ადგილის დათვალიერების საშუალებას მოგცემთ, მათ შორის არის ჩანჩქერი, უდიდესი ირლანდიაში, მისი სიმაღლე 121 მეტრს აღწევს.

კილკენის სასახლე

ირლანდიაში ბევრი ისეთ სასახლეა, რომელიც თავს ნამდვილ ზღაპარში გაგრძნობინებთ, თუმცა მათ შორის ყველაზე მშვენიერი კილკენია.

ააშენეს 1195 წელს ნორმანებმა, სხვადასხვა დამპყრობელმა კი ნელ-ნელა გაზარდა და განავითარა .

სასახლე 1967 წელს გაიყიდა კილკენებზე უმცირეს ფასად – 50£ და დღეს წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობას, რომელსაც ყოველწლიურად სტუმრობენ არამარტო ირლანდიელები, არამედ დამთვალიერებლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

გინესის საწყობი

გინესის საწყობი მდებარეობს დუბლინის ცენტრში.

აქ ლუდის ხარშვა 1769 წლიდან დაიწყეს, როდესაც არტურ გინესმა შეიძინა სახლი.

დღესდღეობით ეს ადგილი მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, სადაც მნახველებს შეუძლიათ, გაეცნონ ლუდის შექმნის პროცესსა და მის ისტორიას.

დან ენგუსი

დან ენგუსი არის ციხე-სიმაგრე, რომელიც მდებარეობს 100 მეტრი სიმაღლის კლდეზე.

ეს შესანიშნავი კონსტრუქცია თარიღდება ქრ. შ 1100 წლით. ციხეს გარს ერტყმის კირქვის ბლოკებისაგან აშენებული კედელი. ის აშენდა, რათა კუნძული დაეცვა დამპრობლებისა და ნებისმიერი სახის შემოტევებისაგან.

გაიარეთ ძველი კედლების გასწვრივ, გადააბიჯეთ წარსულში და წარმოიდგინეთ თქვენი თავი იმ დროს, როდესაც ამ ციხეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა დაკისრებული.

სკელიგ მიშელი

თუ ვარსკვლავური ომების გულშემატკივარი ბრძანდებით, აუცილებლად გექნებათ სკელიგ მიშელის ნახვის სურვილი, და თუ არა, მაინც უნდა ნახოთ, რადგან შთაბეჭდილებები, რომელსაც ეს უმშვენიერესი ადგილი შეგიქმნით, არასოდეს დაგავიწყდებათ.

კუნძულს ხშირად სტუმრობდნენ ბერები, რომლებიც ეძებდნენ მაღალ აღმართულ ადგილს ზღვასთან, რათა ეცხოვრათ და ემსახურათ იქ, ეს დაახლოებით VI-VIII საუკუნეებში ხდებოდა.

კუნძული ყურადსაღებია არა მარტო მისი ბუნებრივი სილამაზით, არამედ იმ მკაცრი გარემოთი, სადაც ბერებმა გადაწყვიტეს დამკვიდრება და მონასტრების აშენება. ეს ადგილები დღესაც არის შემორჩენილი.

კინსალე

კინსალე შუა საუკუნეების მეთევზეთა სოფელია, რომელიც ტურისტებში დიდი პოპულარულობით სარგებლობს.

კინსალე სავსეა სამხატვრო გალერიებით, ადგილობრივთა მაღაზიებით, პაბებითა და ბრწყინვალე რესტორნებით, იმდენად ბრწყინვალე, რომ სოფლის მცხოვრებლები მართავენ ყოველწლიურ გურმანთა ფესტივალს.

ვიზიტორები კინსალეში მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან, სეირნობენ სანაპიროს გასწვრივ, აგემოვნებენ კერძებს, ათვალიერებენ სხვადასხვა ადგილს, მე-17 საუკუნის ციხეს, ერთი სიტყვით, სოფელი შესანიშნავი ადგილია წყნარი დასვენების მოყვარულთათვის.

კაილმორის სააბატო

კაილმორის მამული 1867 წელს მდიდარმა ექიმმა საჩუქრად აუშენა თავის ცოლს. სასახლე 1920 წელს შეისყიდეს ბენედიქტელმა მონაზვნებმა, რომლებმაც აქ მოაწყვეს სკოლა, რათა კათოლიკური განათლება მიეცათ ადგილობრივი და სხვა ქვეყნის წარმომადგენელი გოგონებისათვის.

დღეს ეს შთამბეჭდავი შენობა, რომელიც კაილმორის ტბასთან მდებარეობს, ღია არის სტუმრებისათვის, მათ შეუძლიათ როგორც სასახლის დათვალიერება, ასევე ულამაზეს ბაღში სეირნობაც.

ბლარნეის სასახლე

ეწვიეთ ისტორიულ სასახლეს, ეამბორეთ ბლარნეის ქვას. ამბობენ, რომ ვინც ეს უკვე გააკეთა, „ყბედობის ნიჭით დაჯილდოვდა“.

ეს მისტიური ქვა ერთადერთი მიზეზი არ არის სასახლის სანახავად, რომელიც 1446 წელს ააშენეს.

აიღეთ ტური, ეწვიეთ ბლარნეის, რათა აღმოაჩინოთ მისი დამალული საიდუმლოები და ისეირნოთ ულამაზეს ბაღში, რომელიც ფლორის მოყვარულთა აღტაცებას დღემდე იწვევს.

ტრინიტის კოლეჯი

ირლანდიის უძველესი კოლეჯი არის ტრინიტი, რომელიც 1592 წელს დააარსა დედოფალმა ელიზაბეტ პირველმა დუბლინში.

ისტორიული კამპუსი მდებარეობს ირლანდიის დედაქალაქში, მაგრამ საკმარისია, ჭიშკარს გადასცდეთ, მაშინვე მოწყდებით თანამედროვეობას და თავს წარსულ ერაში აღმოაჩენთ.

ამ უნივერსიტეტმა აღზარდა მრავალი ცნობილი სახე, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობით სახელი არამარტო ირლანდიაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაითქვეს. მაგალითად, ირლანდიის პირველი პრეზიდენტი, ოსკარ უაილდი, სემიუელ ბეკეტი.

ჰარი პოტერის გულშემატკივრები აღფრთოვანდებიან, როცა გაიგებენ, რომ უნივერსიტეტის ექსტრაორდინალური „გრძელი ოთახი“ იყო ინსპირაცია ბიბლიოთეკის, რომელსაც ჰარი პოტერში ვხვდებით.

უნივერისტეტი ასევე მოიცავს ისეთ საგანძურს, როგორიცაა ფასდაუდებელი მე-9 საუკუნის მანუსკრიპტი, კელის წიგნი.

დინგლ ბეი

დინგლ ბეი მდებარეობს ირლანდიის უკიდურესად დასავლეთ ნაწილში.

2500 კმ-იანი სანაპირო ზოლი მიჰყვება ატლანტის ოკეანეს, ხოლო უკანა ფონი ქმნის ულამაზეს ხედებს. აქვე შუა საუკუნეებში ბერებმა ააშენეს ქოხები, რომელიც ერთ-ერთი ტურისტულ სანახაობად არის აღიარებული.

კულტურასა და ჩვეულებებს ოფიციალურად იცავს სახელმწიფო, რათა შეინარჩუნონ გელური ტრადიციები და ენა.

ნიუგრანჯი

ძველი ქვის ნიუგრანჯის სტრუქტურა არის აკლდამა, რომელიც ააშენეს ქრ. შ-მდე 3200 წელს. მას 300-მდე ადამიანი 20 წლის განმავლობაში აშენებდა.

ქვის, სპირალისებური და ხვეული ინტერიერი არის ნეოლითური ხელოვნების ერთგვარი გამოვლინება.

ნიუგრანჯი არის პოპულარული ტურისტული სანახაობა, რომელსაც ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან ათასობით ადამიანი სტუმრობს.

გიგანტების ქვაფენილი

გიგანტების ქვაფენილი არის ირლანდიის ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა.

ბაზალტის ქვის სვეტები მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა ცნობილი, მათი რაოდენობა 40000-მდე აღწევს და ისეთი ფორმები აქვს, რთული დასაჯერებლია, რომ სპეციალურად ადამიანის ხელით არ არის გაკეთებული.

ფაქტია, რომ უცნაური ფორმის ქვები წარმოიქმნა 60 მილიონი წლის წინ ვულკანური ამოფრქვევის შედეგად, რომელიც დღემდე იწვევს მნახველთა აღფრთოვანებასა და გაოცებას.

კილარნის საერთაშორისო პარკი

კილარნის საერთაშორის პარკი აუცილებლად უნდა იყოს თქვენს მარშრუტის გეგმაში.

ტბები, ტყეები და ულამაზესი ბუნება ამ ადგილს დაუვიწყარს ხდის.

კილარნის დასათვალიერებლად საუკეთესო გზა არის მანქანით მგზავრობა, 11-კილომეტრიანი გზა სათითაოდ გაგატარებთ ყველა იმ სანახაობას, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ პარკის დათვალიერებისას.

გლენდალუგის სამონასტრო ადგილმდებარეობა

უიკლოუს მთების ეროვნულ პარკში მდებარეობს სამონასტრო ქალაქი, რომელიც მე-6 საუკუნით თარიღდება.

აღმოაჩინეთ, რა იმალება ძველი კედლების უკან, დაათვალიერეთ ძველი ტაძრები, მისტიური რელიქვიები და დღემდე შემორჩენილი მრგვალი ქალაქი.

ტერიტორიას გარს ერტყმის ტბები და ტყეები, რაც ამ ადგილს კიდევ უფრო ლამაზს და განსაკუთრებულს ხდის, შესაბამისად, დაინტერესებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

მოჰერის კლდეები

ატლანტის ოკეანეში მდებარეობს მოჰერის 214-მეტრიანი კლდეები, რომელიც 8 კილომეტრზეა გადაჭიმული.

თითოეულ მოგზაურს აოცებს მოჰერიდან გადაშლილი ხედი, მზიან დღეებში აქედან შესაძლებელია ხუთივე ირგვლივმდებარე საგრაფოს დანახვა.

აპრილიდან ივლისის ჩათვლით კლდეები არის გადამფრენი ზღვის ფრინველების სახლიც.

 

წყარო

Show More
Close
Close