ინდოეთი

ინდოეთის 10 საუკეთესო ადგილი

ინდოეთის ადგილები საოცრად მრავალფეროვანია; ესაზღვრება პაკისტანს, ჩინეთს, ნეპალს, ბჰუტანს, შრილანკას, ბანგლადეშს და მიანმარს, არაფერს ვამბობთ არაბეთის ზღვასა და ბენგალის ყურეზე. ეს ჩამონათვალი კი აშკარას ხდის, თუ რაოდენ ბევრი განსხვავებული კუთხე შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფოს.

20-ზე მეტი ოფიციალური ენა, მრავალი რეგიონი და განსხვავებული სამზარეულო არსებობს ქვეყნის საზღვრებს შიგნით. ეწვიეთ ქვემოთ აღნიშნულ ადგილებს და დატკბით ინდოეთის გამორჩეული სილამაზით.

მისურუ

ინდოეთის სამხრეთით თქვენ ნახავთ ქალაქ მისურუს.

ერთ დროს ვოდეიარის დინასტიის დედაქალაქი ცნობილია მისურუს სასახლით. მის შიგნით შეხვდებით ვარდის დეკორით მოჩუქურთმებულ კარებებს, სპილოს ძვლით დამზადებულ ჭერსა და უთვალავ ნახატს კედლებზე.

თუ მისურუში მოხვდებით, არ უნდა გამოგრჩეთ დავარაჯას ბაზრობა, სადაც შეგეძლებათ, ჩაი მიირთვათ, გადაათვალიეროთ ჯიხურები, რომლებიც გთავაზობენ ან იქვე აკეთებენ სანდალოზის ხის ჩუქურთმებს.

ამრიტსარი

პუნჯაბის ჩრდილოეთ პროვინციაში მდებარეობს ამრიტსარი, წმინდა ქალაქი, მექა სიკჰის რელიგიის აღმსარებლებისათვის.

ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა ოქროს ტაძარი, რომელსაც მეორენაირად ჰარმანდირ საჰიბის უწოდებენ.

ტაძარი ნამდვილად ოქროსია, ააგეს 400 წლის წინ და იქ ყოველთვის იხილავთ ინდოეთიდან თუ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან წამოსულ სიკჰის მომლოცველებს.

ტაძარში ყველა ადამიანს შეუძლია შესვლა რელიგიური მრწამსის განსხვავებულობის მიუხედავად, მაგრამ პატივისცემის გამოხატვის მიზნით აუცილებელია თავის დაფარვა და ფეხსაცმლის გახდა.

ლადახი

ინდოეთის ჩრდილოეთით, კაშმირის რეგიონში მდებარეობს მთიანი ლადახი.

ეს რეგიონი დიდია, მაგრამ დაბალია მოსახლეობის სიხშირე, ფიგურირებს რამდენიმე მოხეტიალე მცხოვრები.

მოგზაურების უმეტესობა დროს ძირითადად ქალაქ ლეჰში ატარებენ. ქალაქი მდებარეობს ძალიან მაღალ ადგილას, სადაც არის ლადახის მეფის მე-17 საუკუნის სასახლე.

ლეჰში გავრცელებულია, ასევე, ბუდიზმი, ამიტომ შესაძლებლობა გექნებათ, ესტუმროთ ბუდისტურ ტაძრებსა და სასახლეებს ძველ ქალაქში.

გოას სანაპიროები

ინდოეთის დასავლეთ სანაპიროებზე მდებარეობს გოა, რომელიც განსაკუთრებით საყვარელი ადგილია ტურისტებისათვის.

გოა ცნობილი მისი ბრწყინვალე სანაპიროების დამსახურებით გახდა, განსაკუთრებით პოპულარულია ცანდოლიმის სანაპირო.

ანჯუნას სანაპირო შედარებით ნაკლებად გადატვირთულია. ეს არის შესანიშნავი ადგილი, საიდანაც შეგიძლიათ, გახვიდეთ ჩაპორას ციხე-სიმაგრესთან ან ისიამოვნოთ ქვიშიანი სანაპიროთი.

გოას ყველაზე ლამაზი ადგილი არის პალოლემის სანაპირო, რომელიც გარშემორტყმულია ბუნებრივი ყურეთი და მაღალი კონცხებით.

დელი

თუ ჩრდილოეთ ინდოეთში მოხვდებით, აუცილებლად უნდა ესტუმროთ დელის.

ის მიჩნეული მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქალაქად.

დელის ღირსშესანიშნაობებია წითელი ციხე-სიმაგრე, იგივენაირად – ლალ ქილა, რომელიც მე-17 საუკუნეში ააგეს.

სანამ აქ იქნებით, აუცილებლად უნდა გამონახოთ დრო და ეწვიოთ მუზეუმებსა და რელიგიურ სტრუქტურებს, რომლებიც, საბოლოო ჯამში, მთლიან ქალაქს ქმნის.

ელორასა და აჯანტას გამოქვაბულები

მაჰარაშტრას შტატში აღმოაჩენთ როგორც ელორას, ასევე აჯანტას გამოქვაბულებს.

ელორა არის ტაძრების უზარმაზარი კომპლექსი, რომელშიც ამოკვეთილია ქვის ლანდშაფტები.

34 ქვის გამოქვაბულები ითვლის 1500 წელიწადს და გამოხატავს სამ განსხვავებულ რელიგიას: ბუდიზმს, ჯაინიზმსა და ინდუიზმს.

ელორა ორი საათის სავალით არის დაშორებული აჯანტასგან, სადაც მდებარეობს 29 გამოქვაბული.

ისინი დაფარულია ფრესკებითა და ნახატებით, რომელთა უმეტესობა გადმოგვცემს ბუდისტურ ისტორიას. რადგანაც ელორა და აჯანტა ერთმანეთისაგან ასე მცირე მანძილითაა დაშორებული, კარგი იქნება ორივეს ერთდროულად მონახულება.

ვარანასი

მდინარე განგის ნაპირებზე მდებარეობს ანტიკური ქალაქი – ვარანასი, რომელსაც ინდოეთის სულიერ დედაქალაქსაც უწოდებენ.

თარიღდება 3000 წლით და არის პლანეტაზე ერთ-ერთი ძველი დასახლებული ადგილი, რომელიც არსებობას განაგრძობს.

ქალაქში მრავლადაა რელიგიური ძეგლი, განსაკუთრებულია ალამაგირის მეჩეთი, შრი კაში ვიშვანტის ტაძარი და სანკატ მოცჰანის ტაძარი, რომელიც სავსეა მაიმუნებით.

ყოველი მზის ამოსვლისას 600 000-მდე ადამიანი ბანაობს მდინარეში, რაც თავის მხრივ, დაუვიწყარ სანახაობას ქმნის.

კერალა

ინდოეთის სამხრეთ დასავლეთით მდებარეობს ულამაზესი ტროპიკული კერალა.

პალმები, თეთრი ქვიშის სანაპიროები და განვითარებული ტურიზმი საკმარისი მიზეზებია ამ რეგიონის მოსანახულებლად.

ელეგანტური სახლიანი ნავებისა და სატაძრო ფესტივალების გარდა, ეს ადგილი ცნობილია ტეკადით, სადაც ბინადრობენ ვეფხვები და გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის საუცხოო მრავალფეროვნებით.

კერალას მთავარი ქალაქია კოჩი, სადაც თქვენ შეხვდებით ადგილობრივ სათევზაო ინდუსტრიასა და კოლონიალურ არქიტექტურას.

კოჩი განსხვავებულია ეთნიკურად და რელიგიურად, თქვენ ერთ სივრცეში აღმოაჩენთ ებრაულ სინაგოგას, ჰოლანდიურ სასახლეს, პორტუგალიურ პალიპურამის ციხე-სიმაგრესა და ინდუსურ თრიკაკარას ტაძარს.

აგრა

აგრა არის ინდოეთის ყველაზე პოპულარური ქალაქი ტურისტებისთვის.

ერთ დროს მუგჰალის იმპერიის დედაქალი ის ადგილია, სადაც მდებარეობს მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი თაჯ-მაჰალი.

თეთრი მარმარილოს მავზოლეუმი ააგეს მე-17 საუკუნეში და მიჩნეულია სიყვარულის სიმბოლოდ.

აგრაში სტუმრობისას ნახვად ღირს, ასევე, აგრას ციხე-სიმაგრე, რომელიც ზუსტად მსგავსია დელის წითელი ციხე-სიმაგრისა. თქვენ ამ სტრუქტურის ინტერიერის მონახულების შესაძლებლობა გექნებათ.

რაჯასტანი

ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს რაჯასტანი, რომელიც ესაზღვრება პაკისტანს და მოიცავს თარის უდაბნოს დიდ ნაწილს.

თუ დაინტერესებული ხართ რაჯპუტის ისტორიით ან არავალის მთების ხედით, რაჯასტანი ინდოეთის ერთ-ერთი კარგი ნაწილია.

ჯაიპური, იგივე ვარდისფერი ქალაქი, რაჯასტანის დედაქალაქია და შესანიშნავი ადგილია მოგზაურობის დასაწყებად; მოიცავს არაჩვეულებრივ არქიტექტურას, სამ ციხე-სიმაგრეს, ტაძრებსა და ქალაქის ექსტრაორდინალურ  სასახლეს.

რაჯასტანში აუცილებლად უნდა ეწვიოთ ჯოდპურს, ლურჯ ქალაქს, საიდანაც იწყება თარის უდაბნო და მდებარეობს მეჰრანგარჰის ციხე-სიმაგრე.

 

წყარო

Show More
Close
Close