ვიეტნამი

10 საუკეთესო ადგილი ვიეტნამში სამოგზაუროდ

გრძელი, ვიწრო ფორმის ვიეტნამი მდებარეობს სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და ლაოსსა და კამბოჯას საზღვრებთან. ეს არის ბრინჯის ქვეყანა ხშირი ტყიანი მთებით – ჩრდილოეთში, ხოლო ულამაზესი მდელოებითა და სანაპიროებით – სამხრეთში. ვიეტნამში ერთდროულად მოიხიბლებით თანამედროვე, ასევე – კოლონიალური პატარა ქალაქებით, ტრადიციული სოფლებით, არქეოლოგიური სანახაობებითა და ზღაპრული კუნძულებით.

დალატი

გრილი ამინდი მთელი წლის განმავლობაში, ნისლიანი მდელოების იდეალური ხედი, ფიჭვის ხეები, ფერადი ყვავილები – მცირე ჩამონათვალია იმ მიზეზებისა, თუ რატომ გახდა დალატი ვიეტნამის იმპერიისა და ფრანგული კოლონიის ზაფხულის გამაჯანსაღებელი კურორტი.

ქალაქი დღესაც დიდი პოპულარობით გამოირჩევა; აქ  ჩასულ ადამიანებს ხიბლავთ ფრანგული არქიტექტურა და განუმეორებელი ლანდშაფტი.

მი-სონი

მი-სონი არის უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ღირსშესანიშნაობა, რომელიც მდებარეობს ვიეტნამის ცენტრალურ ნაწილში.

ტაძრების კომპლექსი იყო ინდუსური რელიგიური ცენტრი, რომელიც ღმერთ შივას პატივსაცემად ააგო ჩამპას სახელმწიფომ მე-4 და მე-14 საუკუნეებს შორის.

ქალაქი ჰო ჩი მინი

ჰო ჩი მინი – მდინარე საიგონთან მდებარე ქალაქი – ვიეტნამის ომის დროს იყო სამხრეთ ვიეტნამის დედაქალი, თუმცა იმ პერიოდში საიგონად მოიხსენიებოდა.

დღეს ქალაქი უდიდესია გაერთიანებულ სახელმწიფოში, რომელიც გთავაზობთ ისტორიულობის და თანამედროვეობის გემოვნებიან შერწყმას, ეს გამოიხატება ღამის კლუბებით, რესტორნებითა და ხმაურიანი სავაჭრო ცენტრებით.

მეკონგის დელტა

ფერადი ბაზრები, ხეხილის ბაღები, ბრინჯის ნათესები, შაქრის ლერწმები, ნაკრძალები – საკმარისია მეკონგის დელტასთვის, მიიზოდოს მოგზაურთა დიდი ნაწილი.

მას ზედმეტსახელად „ვიეტნამის ბრინჯის კალათსაც“ უწოდებენ, რადგანაც ტაილანდის ყურედან ჰო ჩი მინამდე გადაჭიმული ქალაქი სამ სახელმწიფოს კვებავს მდიდარი პლანტაციებით, ხეხილის ბაღებით, ბრინჯის ნარგავებითა და თევზის “ფერმებით”.

ნჰა ტრანგი

სამხრეთ ვიეტნამის სანაპიროებზე მდებარე ნჰა ტრანგი აზიის ერთ-ერთი პოპულარული საზღვაო კურორტია.

თვალწარმატაცი მთები, სანაპიროები და გადამწვანებული კუნძულები ქალაქს საყვარელ ადგილად წარმოგვიჩენს, როგორც ვიეტნამელთათვის, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისათვის.

გასართობი და წყლის პარკები მხიარულ გარემოს ქმნის ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის.

საპა

საპას ტრადიციული, ისტორიული სოფელი გარშემორტყმულია ფერწერული მთებით, ბრინჯის ტერასებითა და ულამაზესი გორაკებით, რაც ქმნის წყნარ და მყუდრო ადგილს ჩრდილო დასავლეთ ვიეტნამში.

საპას მიმართულებით ქალაქებიდან მრავალი სახის ტურია დანიშნული; მოიცავს სხვადასხვა ტიპის აქტივობას, როგორიცაა ბრინჯის პლანტაციების მონახულება, მთების დალაშქვრა და სხვადასხვა სოფლის ნახვა.

ტურები საშუალებას გაძლევთ, დატკბეთ ულამაზესი ჩანჩქერების ხედით, გაეცნოთ ადგილობრივ კულტურასა და ტრადიციებს.

ჰუე

ჰუე იყო ნგუენის დინასტიის იმპერიული დედაქალაქი; მდებარეობს მდინარე პერფუმეს სანაპიროებზე.

დღეს იმ დიდებული პერიოდის ნაკვალევი გამოხატულია ქალაქის არქიტექტურაში, სამზარეულოსა და კულტურაში, მათი ერთიანობით კი ვიეტნამში შესანიშნავი ტურისტული ატმოსფეროა.

ქალაქის მონუმენტები და ციტადელი ყველაზე პოპულარულია. ეს არის ბრწყინვალე კომპლექსი დიდებული სასახლეების, მდიდრულად მორთული ტაძრებისა და კარიბჭეების.

ჰოი ან

ჩინეთის ზღვის სამხრეთით, სამხრეთ ვიეტნამის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ჰოი ანი არის ძველი ქალაქი, რომელიც თარიღდება 2000 წლით; ეკუთვნოდა იმდროინდელ ჩამპას სამეფოს.

ისტორიული არქიტექტურა და ტრადიციული კულტურა მას მთელი ქვეყნის მასშტაბით ცნობილს ხდის.

ჰოი ანის ბოლოში არის ადგილი, სადაც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს ულამაზესი არქიტექტურა, ტრადიციული ხის სახლები და ასობით სამკერვალო მაღაზია, რომლებიც ყიდიან ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ჩანთებსა და სუვენირებს.

ჰანოი

მიუხედავად ბომბებისა (ვიეტნამის ომის პერიოდში რომ ჩამოყარეს ჰანოიში), ქალაქმა შეინარჩუნა მუზეუმები, აზიური და ფრანგული კოლონიალური არქიტექტურა და ღირშესანიშნაობების უმეტესობა.

ხეებიან ბულვარში გასეირნების შემდეგ, ტურისტებს შეუძლიათ, ესტუმრონ ბაზრობებს, კაფეებს, ოპერის სახლს, პრეზიდენტის სასახლესა და წმინდა ჯოზეფის კათედრალს.

ჰა ლონგის უბე

ჰა ლონგის უბეს თავისუფლად შეგვიძლია, ვუწოდოთ სამოთხე დედამიწაზე.

ჩრდილო-დასავლეთში მდებარე მწვანე წყლით დაფარული სანაპირო მოიცავს 2000-მდე პატარა კუნძულს დამაინტრიგებელი გამოქვაბულებით, გროტებითა და ტბებით.

კუნძულების უმეტესობა ყალიბდებოდა საუკუნეების განმავლობაში, ხოლო დღეს მათი მთლიანობა ქმნის იმ ულამაზეს, სულისშემკვრელ სილამაზეს, რაც ჰა ლონგის უბეში გელოდებათ.

შთაბეჭდილება, რომელიც მისი ნახვის შემდეგ დაგრჩებათ, გაგყვებათ სამუდამოდ.

 

წყარო

Show More
Close
Close