ესპანეთი

ესპანეთის 15 საუკეთესო ადგილი

ესპანეთი პოპულარულ ქვეყნებს შორისაა ტურისტებისთვის. უმეტესობა ესპანეთის დათვალიერებისას მხოლოდ და მხოლოდ კარგად ნაცნობი ქალაქების ნახვით შემოიფარგლება, თუმცა ამ სტატიაში ჩვენ შევეცდებით, გაგაცნოთ ნაკლებად ცნობილი ადგილები.

გრანადა

View this post on Instagram

Where I wish I could be right now

A post shared by Serena (@worldsweethomeblog) on

გრანადას განსაცვიფრებელი, უძველესი ციხე-სიმაგრე, დათოვლილი მწვერვალები, მოკირწყლული ქუჩები თავს დისნეის ზღაპარში გაგრძნობინებთ.

აქ მდებარეობს ალჰამბრა, ესპანეთის ერთ-ერთი ცნობილი ღირსშესანისნაობა; მურიშის სასახლე ყველაზე კარგად შემონახული ისლამური ხელოვნებითა და არქიტექტურით; საკრამონტეს თეთრი გამოქვაბულები, სადაც ბოშების თემი ცხოვრობდა და აყვავდა ფლამენკოს ცეკვა და მუსიკა.

ტენერიფე

ტენერიფემ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ სანაპირო დასვენება მოგაგონოთ, მაგრამ დასავლეთ აფრიკის სანაპიროებზე მდებარე კანარის კუნძულს თქვენთვის გაცილებით უფრო მეტის შემოთავაზება შეუძლია, ვიდრე მზეზე გარუჯვა და ტალღებით ტკბობაა.

მთვარის ლანდშაფტები და მოქმედი ვულკანები თავს ნამდვილად სხვა სამყაროში გაგრძნობინებთ.

ტეიდის ნაციონალურ პარკში მდებარეობს ესპანეთის ყველაზე მაღალი ტეიდის მთა, საიდანაც თქვენ დაინახავთ კრატერების უცნაურ ლანდშაფტებსა და ლავის დინებებს.

ალიკანტე

მზე, ზღვა და კლდოვანი მწვერვალი ალიკანტეს ესპანეთის საუკეთესო სანაპირო ადგილად ხდის.

ტურისტების უმეტესობა ფრინდება ქალაქის აეროპორტში, რათა მოინახულონ სანაპიროსაგან შორს მდებარე კურორტები, თუმცა ალიკანტეს ნავსადგური გაჩერებად და სანახავად ნამდვილად ღირს.

ქალაქის სანაპიროს ფონად ამშვნებეს ბენაკანტილის მთაზე აშენებული სანტა ბარბარას ციხე.

მიირთვით უგემრიელესი ტაპასები, გაისეირნეთ ძველებურ ქუჩებში და აღმოაჩინეთ საკუთარი თავი ძველ ესპანეთში.

ბარსელონა

ხმელთაშუა ზღვის სანაპიროები, განუმეორებელი არქიტექტურა, კოსმოპოლიტური ატმოსფერო ბარსელონას ფავორიტი ადგილის სტატუსს უნარჩუნებს ტურისტებისთვის.

ესტუმრეთ გაუდის უკანასკნელ ნამუშევარს – საგრადა ფამილიას, გუელის პარკში მდებარე ნაკლებად ცნობილ ბატლიოს სახლებს, დალაშქრეთ ტიბიდაბოს მთა, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედები იშლება და გაერთეთ ტიბიდაბოს გასართობ პარკში, რომელიც თქვენს განწყობაზე 1905 წლიდან ზრუნავს.

სან-სებასტიანი

ბასკების სანაპიროზე არსებული ეს ელეგანტური ქალაქი საუკეთესო ადგილია კერძების მოყვარულთათვის.

აქ თქვენ შეძლებთ პინტხოს დაგემოვნებას, ეს არის ბაკსების ტაპასი, რომელიც ქუჩის ყველა კუთხეში შეგხვდებათ.

კონჩა საყვარელი ადგილია ოჯახური დასვენებისათვის, ხოლო თუ თქვენ სერფინგის მოყვარული ბრძანდებით, აუცილებლად უნდა ესტუმროთ ზურიოლას სანაპიროს.

სევილია

ფლამენკოს კულტურით ცნობილი სევილია არის ანდალუსიის დედაქალაქი სამხრეთ ესპანეთში.

ესტუმრეთ სევილიის რეალ ალჯაზარს და აღმოაჩინეთ მუდეჯარების არქიტექტურა, რომელსაც ესპანელი მმართველების წლების განმავლობაში ქმნიდნენ, ან დაათვალიერეთ თანამედროვე არქიტექტურის ძეგლები მეტროპოლ პარასოლში.

კორდობა

კორდობა იყო უმნიშვნელოვანესი ქალაქი შუა საუკუნეებში, როდესაც ესპანეთს მავრიტანები მართავდნენ, აქ მდებარეობდა კორდობას დიდი მეჩეთი.

დღეს მეჩეთი არის ქალაქის კათედრალი, თუმცა ინარჩუნებს ისლამურ დიზაინს.

კორდობას ძველ უბანში არსებულ ციხეს, მოკირწყლულ ქუჩებსა და არქიტექტურის უზადო ნამუშევრებს იუნესკო იცავს.

ვალენსია

ვალენსიის სანაპიროს რესტორნებში დააგემოვნეთ ქვეყნის მასშტაბით ყველაზე პოპულარული კერძი პაელა და დააყოლეთ ადგილობრივი კოქტეილი Agua de Valencia, ეს ყველაფერი მოგზაურობას თავიდანვე შესანისნავს გახდის.

არ გამოგრჩეთ კოსმოსური ხომალდის ნახვა ვალენსიის ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმში, დაათვალიერეთ ქალაქის ძველი უბანი, ეწვიეთ ქალაქის აკვარიუმს, IMAX კინოთეატრს, ოპერის სახლსა და მეცნიერების მუზეუმს.

მადრიდი

ესპანეთის დედაქალი არის იდეალური დასვენების ადგილი შაბათ-კვირისთვის.

მადრიდის ოქროს სამეული არის ხელოვნების გალერეა, სადაც შეძლებთ ევროპის პოპულარული ნამუშევრების დათვალიერებას, დაწყებული პიკასოს გერნიკადან, დამთავრებული ვლაცკესის Las Meninas.

ქალაქში ნახავთ ევროპის ყველაზე დიდ სამეფო სასახლეს, ქუჩის ყოველ კუთხეში კი ტაძრები, რესტორნები და ბარები გადაგაწყდებათ.

თუ მოგზაურობის დროს მოგშივდათ, მადრიდის რესტორნები სიამოვნებით შემოგთავაზებენ ტაპას კერძებს.

გალიცია

View this post on Instagram

Praia do Vilar 🌊

A post shared by Celia Simón (@celia.simonrua) on

როდესაც ესპანეთზე ფიქრობთ, ალბათ, წარმოიდგენთ მშრალ ლანდშაფტსა და მზის სხივებით გაჯერებულ სანაპიროებს, თუმცა ჩრდილო-დასავლეთ რეგიონ გალიციაში სულ სხვა პეიზაჟი იქმნება.

ეს ადგილი უფრო კუნძულს მოგაგონებთ, რომელიც სრულიად ამოვარდნილია ტიპური ესპანური ადგილის კონტექსტიდან.

გალიცია მითებისა და ლეგენდების ქვეყნად ითვლება, დასავლეთით ფინისტერის კონცხი რომალების იმპერიის ბოლო იყო. თუ გალიციის ეროვნულ პარკს ეწვევით, აუცილებლად აღმოაჩენთ უამრავ საინეტერესო არქიპელაგს.

პირენეები

თუ მოგწონთ ლაშქრობა, თხილამურებით სრიალი ან მთის სოფლები, პირენეები თქვენთვის იდეალური ადგილია.

ხის სახლები და ადგილობრივი საკვები არის შესანისნავი გამოსავალი ძვირიანი ალპების კურორტის გარემოცვაში.

ალმერია

ევროპის ეს ერთადერთი უდაბნო ისე ჰგავს ამერიკის ველურ დასავლეთს, რომ რეჟისორმა სერხიო ლეონმა სწორედ აქ გადაიღო ცნობილი ვესტერნი “კარგი, ცუდი და მახინჯი”.

კაბო დე გატა-ნიჯარის ეროვნული პარკი მოიცავს მარილის საბადოებს, ულამაზეს სანაპიროებსა და თეთრად შეღებილ მეთევზეთა სოფლებს. ეს ადგილები თქვენს მეხსიერებაში წარუშლელად აღიბეჭდება.

რონდა

რონდა მდებარეობს სამხრეთ ესპანეთში, მანაგასთან ახლოს. ის ცნობილია პუერტო ნუევოს ქვის ხიდით, რომელიც ქალაქის ძველ და ახალ უბნებს აკავშირებს ერთმანეთთან.

უძველესი ადგილია ტოროს მოედანი, სადაც ჰემინგუეი ზაფხულის განმავლობაში უყურებდა ხარების ორთაბრძოლას.

იბიცა

იბიცას ხსენებისას ყველას ცნობილი ღამის კლუბები ახსენდება, ძალიან ცოტამ თუ იცის მისი ბუნებრივი სილამაზის შესახებ.

ალბათ, გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ იბიცა არის მეთევზეთა სოფელი, წყნარი სანაპიროებისა და იოგას ადგილი, რომელიც წლების განმავლობაში ვითარდებოდა, ამიტომაც თუ თქვენს გეგმებში ერთდროულად შედის კლუბებში გართობა და შემდგომ წყნარი დასვენება, იბიცა ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა.

ლა-რიოხა

ესპანური ღვინო დღითი დღე უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

ლა-რიოხა არის ესპანური ღვინის რეგიონი, სადაც ასობით ღვინის ბაღი შეგხვდებათ, თქვენ შეგეძლებათ მათი მონახულება და ღვინის დაგემოვნება.

ლოგრონიო არის რეგიონის დედაქალი, სადაც დააგემოვნებთ უგემრიელეს ტაპას და ისეირნებთ უმშვენიერეს ლორელის ქუჩებში.

თქვენ რომელი ადგილით დაიწყებთ ესპანეთის ტურს?

 

წყარო

Show More
Close
Close