ავსტრიაევროპაიტალიასაფრანგეთიშვეიცარია

ევროპის საუკეთესო სათხილამურო კურორტები

სტატიაში გაგაცნობთ საუკეთესო სათხილამურო კურორტებს, რათა გაითვალისწინოთ ყველანაირი დეტალი და თავგადასავალი არაჩეულებრივად დაგეგმოთ.

ლეს არქსი, საფრანგეთი

ხუთი სოფლიდან ოთხს სახელი სიმაღლის დონის მიხედვით შეარქვეს.

სპეციალური საკაბელო გადამყვანი მანქანები ორ კურორტს ერთმანეთთან აკავშირებს ტარენტეს ველის გავლით. მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო გზის დამსახურებით ეს არის ერთადერთი სათხილამურო კურორტი ევროპაში, რომელიც ადვილად უკავშირდება ლონდონს.

გაჩერებები არის ფუნიკულიორის გზებზე, რომლითაც ფერდობებზე ასვლას შეძლებთ.

ვალ ტორენსი, საფრანგეთი

7500 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ვალ ტორენსი არამარტო რეგიონის, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი სათხილამურო კურორტია, რომელიც თოვლის საფარით დაფარულია ნოემბრიდან მაისამდე, რაც, სხვა სათხილამურო კურორტებთან შედარებით, ძალიან დიდი პერიოდია.

ეს ყველაფერი მის პოპულარობას უფრო ზრდის და მოთხილამურეთა მოწონებასაც იმსახურებს.

კურორტის სასრიალო ბილიკები მხოლოდ და მხოლოდ იმ რეგონზე არ ვრცელდება, სადაც ისინი მდებარეობს, დამატებითი გზები არის მოწყობილი მეზობელ რეგიონებშიც, რაც კიდევ უფრო ზრდის სტუმართა რაოდენობას სათხილამურო სეზონზე.

სენტ ანტონი, ავსტრია

მსოფლიო სათხილამურო ჩემპიონატის ინიციატორი და მასპინძელი, კურორტ ალბერგის შუა გულში მდებარე სენტ ანტონი მოიცავს ზღაპრულ ადგილებს თქვენი დასვენების გასაუმჯობესებლად.

ზამთრის ულამაზესი სალაშქრო ბილიკები, რომანტიული გასეირნება მარხილით, სპა სალონები და ისტორიული ქალაქი საკმარისი მიზეზია კურორტის მოსანახულებლად.

ვერბიერი, შვეიცარია

ახალგაზრდული, სპორტული, გასართობი ვერბიერი შვეიცარიის უმთავრესი და უდიდესი სათხილამურო კურორტია, რომელიც ერთნაირ ინტერესს იწვევს პროფესიონალ თუ დამწყებ მოთხილამურეებში.

ადგილი გამოირჩევა მზიანი ამინდებით, ულამაზესი ლანდშაფტებითა და ათასი გასართობი პუნქტით, რათა სრიალის შემდეგ სასიამოვნოდ დაისვენოთ.

ლეხ ზურსი, ავსტრია

ლეხის ფერმერების სოფელი და ახლომდებარე ზურსი ყველაზე ფეშენებელური კურორტებია მთელ ავსტრიაში.

ლეხის ახალი გონდოლა მიგიყვანთ ალპების ყველაზე დათოვლილ ფერდობებზე, სადაც შექმნილია პროფესიონალური და ნახევრად პროფესიონალური სათხილამურო გზები.

კურჩეველი, საფრანგეთი

კურჩეველი არის სათხილამურო კურორტი, რომელსაც 4 სოფლიდან უკავშირდება სპეციალურად შექმნილი ბილიკები, სადაც გათბობაა დამონტაჟებული.

ამ ადგილს ხშირად სტუმრობენ ცნობილი სახეები, პროფესიონალი მოთხილამურეები, ახლადდაქორწინებულები, რათა თანაბრად მიიღონ სიამოვნება როგორც სპორტის, ასევე გარემო პირობებისაგან.

კურჩეველი მოიცავს ასობით ბუტიკსა და მაღალი კლასის სასტუმროს.

ზერმატი, შვეიცარია

ზერმატი გარშემორტყმულია ალპების უმაღლესი მწვერვალებით, ამიტომ აქ ძალიან გრძელი სათხილამურო სეზონებია.

ეს მომაჯადოებელი ალპური სოფელი მდებარეობს შვეიცარიის ყველაზე პოპულარული მთის, მატერჰორნის, ძირში და მოიცავს ბევრ თანამედროვე სათხილამურო ტექნოლოგიასა და დასასვენებლ ადგილს.

შამონიქსი-მონბლანი, საფრანგეთი

შამონიქსმა უმასპინძლა  ზამთრის პირველ ოლიმპიურ თამაშებს 1924 წელს.

მისი რელიეფის დამსახურებით დღესაც შესაძლებელია მსოფლიო დონის პროფესიონალური სრიალი თხილამურებით, რაც საუკეთესოა არამარტო ევროპის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.

კორტინა დ’ამპეცო, იტალია

ათასწლოვანი სოფელი ნამდვილად გადაიქცა აუცილებლად სანახავ სათხილამურო კურორტად, რომელიც 1956 წელს მასპინძლობდა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს.

კორტინა ვენეციიდან ორი საათის სავალზეა, არ არის რთულად მისადგომი და დღემდე იპყრობს ისეთი ცნობილი სახეების ყურადღებას, როგორიცაა, მაგალითად, ჯორჯ კლუნი ან ნაომი კემპბელი.

გსტაადი, შვეიცარია

თორმეტი განცალკევებული ადგილი, 250-კილომეტრიანი სასრიალო გზები მხოლოდ დასაწყისია იმისა, რასაც გსტაადი შემოგთავაზებთ.

ეს არის ადგილი, რომელიც თავს ზღაპარში გაგრძნობინებთ.

არ გაგიჭირდებათ მდიდრული ბუტიკების პოვნაც, შვედურ-გერმანული არქიტექტურა კი კურორტს ევროპის ყველაზე ტრადიციულ საზამთრო წერტილად წარმოაჩენს.

აქ მოხვედრა რთული ნამდვილად არ არის, რადგანაც სარკინიგზო გზა ხუთი სოფლიდან არის დაკავშირებული.

ვალ დისერი, საფრანგეთი

მიუხედავად უკმაყოფილებისა, რომ მეგა კურორტი არის გადაჭედილი, ძვირი და ცოტა მოუქნელი, ვალ დისერი მაინც ითვლება ყველაზე მოთხოვნად სათხილამურო სამოთხედ.

ადგილი მოიცავს უმაღლესი ხარისხის ფერდობებს, ხმაურიანი ღამის კლუბები და მაღალი კლასის სასტუმროები ისეთ სასიამოვნო გარემოს შეგიქმნით, რომ მისი დატოვება ნამდვილად გაგიჭირდებათ.

მეჟევი, საფრანგეთი

მეჟევში შეიძლება, არ შეგხვდეთ ხმაურიანი ღამის კლუბები ან მაღალი კლასის სპორტული ბილიკები, თუმცა მას ბევრის შემოთავაზება შეუძლია, რაც თქვენს შვებულებას სასიამოვნოს გახდის.

სასრიალოდ სამი ტერიტორია, მანქანებისაგან თავისუფალი ქალაქის ცენტრი, ყინულის მოედნები ღია ცის ქვეშ, მოკირწყლული ქუჩები და ცხენშებმული მარხილით გასეირნება მეჟევში ჩასვლას სასიამოვნოსა და დაუვიწყარს გახდის.

კიცბუჰელი, ავსტრია

კიცბუჰელი მიუხენიდან ორი საათის სავალზეა. ის ავსტრიის ყველაზე პოპულარული კურორტია, რომელსაც თქვენთვის შემოსათავაზებელი საკმაოდ აქვს: საუკეთესო სასტუმროები, მოკირწყლული ქუჩები და რვა სათხილამურო ადგილი, რომელიც სასწავლო კურსებსაც მოიცავს.

სოლდენი, ავსტრია

ოქტომბერი ჯადოსნურ ალპებში ნიშნავს გარანტირებულ თოვლს, რომელიც მაისამდე გრძელდება.

აქ ჩატარდა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი სრიალში, რადგანაც 9800 მეტრ სიმაღლეზე მოწყობილი 9 მილიანი სათხილამურო ბილიკი სრიალის შესანიშნავი ალტერნატივაა.

სენტ მორიცი, შვეიცარია

სენც მორიცი ზამთრის მსოფლიოს უძველესი დასასვენებელი კურორტია, რომელიც გამოირჩევა მზიანი და მშრალი ჰაერით. მას „შამპანურის კლიმატს“ უწოდებენ.

სენტ მორიცში არის მსოფლიო კლასის სასტუმროები და რესტორნები, საშოპინგო, სპორტული და გასართობი ადგილები, რაც სენტ მორიცს რეპუტაციას უმაღლებს ელიტაში და შესაბამისად, ყოველწლიურად უწევთ უფრო და უფრო მეტი დამსვენებლისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნაზე ზრუნვა.

 

წყარო

Show More

Related Articles

Close
Close