ბელგიაგერმანიაევროპაესპანეთიიტალიაპოლონეთიპორტუგალიასაფრანგეთიუნგრეთიშემოდგომაშოტლანდიახორვატიაჰოლანდია

ევროპის საუკეთესო ადგილები შემოდგომაზე სამოგზაუროდ

თუ თქვენ იმის ფუფუნება გაქვთ, რომ ევროპას ნებისმიერ სეზონზე ესტუმროთ, ამის გაკეთება შემოდგომაზე საუკეთესო ვარიანტია.

წელიწადის ამ დროს არ არის ტურისტული სეზონი, სასტუმროების ფასი შედარებით დაბალია, ქუჩები წყნარი, მოკლე რიგი საუკეთესო ევროპულ ადგილებში, ნაკლები ხალხი რესტორნებში, ერთი სიტყვით, შემოდგომა საუკეთესო პერიოდია ევროპის სანახავად.

პულა, ხორვატია

თქვენ, ალბათ, იცნობთ ხორვატიის ულამაზეს ქალაქ ზეგრებს, რომელიც ცნობილია საშობაო საყიდლებით, დუბროვნიკს, სადაც გადაიღეს „სამეფო კარის თამაშების“ სერიები,  შეყვარებული ხართ ზედარზე ულამაზესი დაისისა და აისის გამო.

ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ასევე ძალიან შეგიყვარდებათ პულა, სადაც იხილავთ რომაელების ამფითეატრს, ზღვის და მზის მოყვარულებს კი მშვიდი და სასიამოვნო გარემო დაგხვდებათ.

ეწვიეთ პულას განსაკუთრებით შემოდგომაზე, ისიამოვნეთ შესანიშნავი შვებულებით და გაერთეთ ქალაქში, სადაც ჰალსტუხი გამოიგონეს.

გდანსკი, პოლონეთი

უფრო და უფრო ბევრი ტურისტი აღფრთოვანდება ხოლმე პოლონეთის ამ პატარა ქალაქით.

ეს არის სიმამაცის, სიახლისა და თავისუფლების ქალაქი.

გდანსკი კულტურის, მეცნიერების, სპორტისა და გართობის წარმატებული, განვითარებადი ცენტრიცაა და თუ თქვენ ამ ქალაქს შემოგომაზე ეწვევით, ჩათვალეთ, რომ იქიდან უდიდესი შთაბეჭდილებით დაბრუნდებით.

ბორდო, საფრანგეთი

ბორდო ევროპის საუკეთესო ადგილადაა მიჩნეული. ეს არის ქალაქი, რომელიც თქვენში დატოვებს საოცრად გემოვნებიან, დაუვიწყარ მოგონებებს.

აქ იხილავთ ღვინის ბაღებს, არკაშონის სანაპიროები შეგაყვარებთ აკვიტანიას. ეს ადგილი საფრანგეთის ერთ-ერთი უმშვენიერესი რეგიონია თბილი, მომღიმარი ხალხითა და საუცხოო ისტორიით.

ბორდო გამოირჩევა თავისი ტრადიციულობით, თანამედროვეობით, კლასიკურობითა და კოსმოპოლიტურობით. მას არაფერი აქვს პარიზთან შესაშური.

ღვინის ბაღები განსაკუთრებულ სილამაზეს შემოდგომაზე იძენს. დაჯავშნეთ ადგილები საუკეთესო ფასად ოჯახურ თუ თანამედროვე ტიპის სასტუმროში, სასახლეში, ბინაში და ისიამოვნეთ ბორდოს ღვინის ტურებითა და სავახშმო კრუიზებით.

ფლორენცია, იტალია

ფლორენცია ნამდვილი სამოთხეა რომანტიკის მოყვარულთათვის.

აქ იმართება ევროპის საუკეთესო კულტურული ღონისძიებები, შეგხვდებათ ყველაზე კარგი მუზეუმები.

ეწვიეთ შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს უფიზის, მიქელანჯელოსა და დუომოს გალერიებს და ეს ქალაქი თავად დაგარწმუნებთ განუმეორებლობაში.

ბილბაო, ესპანეთი

ივ კლეინი, ენდი უორჰოლი და სხვა შესანიშნავი მხატვრები დაელოდებიან თქვენთან შეხვედრას გუგენჰაიმის მუზეუმში, ბილბაოში.

წელიწადის ამ დროს, შემოდგომაზე, ქალაქში ნაკლები რიგებია ტურისტულ ღირშესანიშნაობებთან, ქუჩები წყნარია, ხოლო ფასები ხელმისაწვდომი.

თუ თქვენ მუზეუმების ხელოვნების ნიმუშებს ლანდშაფტები გირჩევნიათ, პრობლემა არ არის, სიამოვნებას მოგგვრით ბილბაოს ღვინის ბაღების შემოდგომის ფერები.

დაჯავშნეთ სასტუმრო და დატკბით ესპანური შვებულებით ბილბაოში.

ჰანოვერი, გერმანია

ჰანოვერი არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჰერენჰაუზერის სამეფო ბაღის ან ეილენრიდის ტყის მოყვარულთათვის.

ჰანოვერი, ასევე, ძალიან კარგი ადგილია საყიდლებისთვის, აქ არის მსოფლიოში ცნობილი სავაჭრო ცენტრი (the Georgstraße), რომელიც თავბრუდამხვევ პროდუქციას შემოგთავაზებთ.

ტურინი, იტალია

პედმონტის რეგიონის დედაქალაქი ტურინი შემოდგომას ულამაზესი ფერებით იმოსება.

დაჯავშნეთ სასტუმრო და დარწმუნდებით, რომ ეს სეზონი საუკეთესო პერიოდია იტალიის მოსანახულებლად.

გენტი, ბელგია

ბელგიის ეს პატარა, ნაკლებად პოპულარული ქალაქი თავისი მდინარით, სასახლეებით, ისტორიით, კულტურითა და ტრადიციებით თავს ნამდვილ ზღაპარში გაგრძნობინებთ.

ჩამოფრინდით გენტში და აღმოაჩინეთ ამ პატარა ქვეყნის საოცრად ლამაზი ქალაქი.

ბუდაპეშტი, უნგრეთი

დალაშქრეთ ბუდაპეშტის მთები, დატკბით მდინარის ცქერით და თქვენს თვალწინ გადაშლილი ულამაზესი ლანდშაფტით.

ბუდაპეშტს ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია თქვენთვის; ყველაფერი უფრო წყნარი და იაფია შემოდგომას, ამიტომაც ნუ გადადებთ სამომავლოდ მის ნახვას და წელსვე დატკბით ამ სიამოვნებით.

ბარსელონა, ესპანეთი

გუელის პარკი, კათოლიკური ეკლესია (Sagrada Familia), ეკლესია მონსერატის მონასტერში – ადგილებია, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს, მაგრამ მას ნამდვილად აქვს განსაკუთრებული ხიბლი ამ სეზონზე.

აარიდეთ თავი უშველებელ რიგებს და იხელთეთ დრო, დაათვალიროთ ბარსელონას შემოგარენში არსებული ქალაქები ჟირონა და სიტგე.

პორტო, პორტუგალია

გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი, პორტო ნებისმიერ სეზონზე შეძლებს თქვენს გაოცებას.

სიამოვნებას მოგგვრით მზის ილუმინაციები რიბიერას ფერად სახლებში, დაგატკბობთ პორტოს ღვინო, რომელსაც პირდაპირ კასრებიდან შემოგთავაზებენ.

განსაკუთრებით ლამაზია დუოროს ღვინის ბაღები, რომელსაც იუნესკო იცავს.

დაჯავშნეთ ბილეთები და მოიწყვეთ პორტოს განუმეორებელი ღვინისა და კერძების ტურნე.

ედინბურგი, შოტლანდია

ედინბურგი შოტლანდიის დედაქალაქია. ის ზაფხულობით ათასობით ფესტივალს მასპინძლობს, ზამთარში კი ცნობილია საშაობაო საყიდლებით.

შემოდგომას სიამოვნებას მოგანიჭებთ მზის, ცისა და ბუნების ჰარმონიული შერწყმა, წყნარი გარემო და ნაკლები ხალმხრავლობა.

ეწვიეთ ხელმისაწვდომ ფასად ედინბურგის სასახლეს ან ლოხ-ნესს, თუ თვლით, რომ საკმაოდ მამაცი ბრძანდებით.

ვენეცია, იტალია

ოდესმე გიოცნებიათ ვენეციაზე?

შემოდგომა საუკეთესო დროა, რომ ეწვიოთ ევროპის ყველაზე რომანტიულ ადგილს.

ინტერნეტით შეძლებთ ადგილების დაჯავშნას, არანაირი ჯავშნის გადასახადი. შესანიშნავი შეფასებებიც დაგარწმუნებთ გადაწყვეტილების სისწორეში!

ლისაბონი, პორტუგალია

თუ ზამთარი ქალაქში ცივი და აუტანელია, შემოდგომა უფრო რბილი და შედარებით თბილია.

ათასობით ტურისტი სტუმრობს ლისაბონს ზაფხულში, თუმცა, თუ თქვენ სანახავად შემოდგომას აირჩევთ, ზედმეტ გადასახადებს და გადაჭედილ ადგილებს ერთდროულად აარიდებთ თავს.

ხელმისაწვდომ ფასად ეწვევით ლისაბონის შემოგარენს, როგორიცაა სინტრას ციხე და ალენტეოს ღვინის ბაღები.

რომი, იტალია

რადგანაც შემოდგომა არ არის ტურისტული სეზონი, კოლიზეუმი, ვატიკანი და რომის ღირშესანიშნაობები რიგების გარეშე დაგხვდებათ, რაღა თქმა უნდა, მისაღებ ფასად.

რომს წელიწადის ამ დროს ახასიათებს უმშვენიერესი დაისი, ხოლო თავად ქალაქი ნათელ ყვითელ ფერებშია ჩაფლული.

ამსტერდამი, ჰოლანდია

ამსტერდამი ყველაზე რომანტიულ ადგილად ითვლება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მდინარის ნაპირებზე ხეები თბილ შემოდგომის ფერებში იმოსებიან.

წელიწადის ამ დროს ქალაქი წყნარია, ტურისტებისაგან ცარიელი.

ეწვიეთ ამსტერდამის წიგნებისა და ტანსაცმელის მაღაზიებს და დატკბით არნახული სილამაზით.

სტატიაში განხილული ადგილები იდეალურია ყველა სეზონზე, მაგრამ შემოდგომაზე განსაკუთრებით მოგხიბლავთ სიმშვიდე, ნათელი ფერები და ტურისტების ნაკლებობა.

 

წყარო

Show More

Related Articles

Close
Close