ავსტრიაბელგიაგერმანიაევროპაზამთარიიტალიანორვეგიასაფრანგეთისლოვენიაუნგრეთიშვეიცარიაშოტლანდიაჩეხეთი

11 ევროპული ქალაქი, რომელიც უმჯობესია, ზამთარში იხილოთ | ევროპა ზამთარში

ჩვენ შორის ძალიან ბევრია თბილი ამინდის მოყვარული. მაისი დადგება თუ არა, ისინი უარყოფენ ჩრდილოეთისაკენ გახედვასაც კი, თუმცა თავისი სათქმელი ცივ სეზონებსაც აქვს. ევროპა ზამთარში, შეიძლება ითქვას, ერთგვარი ნეტარებაც კია.

კონტინენტის საუკეთესო ქალაქები ცივ თვეებში ცარიელი და დაბალფასიანია. რაც მთავარია, ისინი შემოგთავაზებენ ისეთ მყუდრო და სასიამოვნო თავგადასავლებს, რომ ცხელ სანაპიროებს აუცილებლად დაივიწყებთ.

არ აქვს მნიშვნელობა, სადღესასწაულო მარკეტებში დადიხართ თუ ცხელ შოკოლადს მიირთმევთ მდინარისპირა რესტორანში, თქვენ ნამდვილად იქნებით ბედნიერი ევროპის ამ 11 ქალაქიდან ერთ-ერთში მაინც თუ გადაწყვეტთ ზამთრის გატარებას.

ვენა, ავსტრია

მართალია, ვენა საუკეთესო ევროპულ ქალაქად არაერთხელ დასახელდა, რომელიც ყველა სეზონზე ინარჩუნებს თავის მშვენიერებას, თუმცა მისი ნახვა განსაკუთრებით კარგი ზამთარშია.

ამ დროს შეგიძლიათ ცხელის შოკოლადის ორმაგად დაბალ ფასში მირთმევა, ოპერასთან უფასო ქუჩის სიმულატორების ყურება (ყინვაშიც კი ძალიან ბევრი ადამიანი ესწრება), საკონცერტო დარბაზებში კლასიკური მუსიკის მოსმენა და თოვლით დაფარული შონბრანის სასახლისა და წმინდა ჩარლის ტაძრის მონახულება.

ბრიუგე, ბელგია

ბრიუგე არის ევროპის საუკეთესოდ შემონახული შუა საუკუნეების ქალაქი, რომელიც თავის შარმულობას დღესაც არ კარგავს და უმშვენიერესია დღესასწაულებზე.

გამოძებნეთ დრო, ჩადით ბელგიის ამ უმშვენიერეს ქალაქში, ისეირნეთ მის მოკირწყლულ ქუჩებში, ისრიალეთ ციგურებით საშობაო ბაზრობებზე და გათბით ცხელი შოკოლადით მყუდრო კაფეებში.

ედინბურგი, შოტლანდია

ედინბურგის ჰოგმანის ფესტივალი – სამდღიანი წვეულება ახალი წლის აღსანიშნავად გარე კონცერტებით, ფოიერვერკითა და მოცეკვავე შოტლანდიელებით საკმარისი მიზეზია, რომ ბილეთები სწორედ ედინბურგის მიმართულებით დაჯავშნოთ.

თუ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის, მაშინ შეიძინეთ ქაშმირი როიალ მაილთან, ისიამოვნეთ თხილამურებით პენტლანდის რეგიონალურ პარკში ან დაათვალიერეთ ზამთარში მოყვავილე მცენარეები როიალ ბოთანიქ ბაღში.

ბუდაპეშტი, უნგრეთი

ბუდაპეშტში ყველაზე ლამაზი პერიოდი ზამთარია.

სხვა რომ არაფერი, ამას გაყინული დუნაის დინებით გარშემორტყმული პარლამენტის შენობაც დაგიმტკიცებთ.

უზარმაზარი კაფეები, მუზეუმები და თერმული აბაზანები ჩასვლის გადაწყვეტილების სისწორეში აუცილებლად დაგარწმუნებთ.

პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა

ვერცერთი ქალაქი გადაიქცევა ზღაპრულ მიწად ზამთარში ისე, როგორც პრაღა, როდესაც თოვლის სქელი ფენა წმინდა ჩარლის ხიდსა და ძველი ქალაქის ტაძრების გუმბათებს დაფარავს.

ნუ გამოგრჩებათ საშობაო საყიდლები, სადაც ყველაზე დაქანცული მნახველიც კი დანებდება ტრდელნიკისა (შემწვარი ცომი) და ღვინის დაგემოვნების სურვილს, ეს ყველაფერი კი საოცარ სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით.

ბერგენი, ნორვეგია

ბერგენს ყველაფერი აქვს, რომ იყოს ნორვეგიის ულამაზესი სოფელი: ფერადი ხის შენობები, სცენური ნავსადგური და ფიორდების ულამაზესი ხედები საკმარისია ამის დასამტკიცებლად.

რა თქმა უნდა, ზაფხულშიც არ გაგიხდებათ სანანებელი აქ ჩამოსვლა, თუმცა ზამთარში შეგეძლებათ ჩრდილოეთის ციალის ნახვა, როდესაც ტურისტული სეზონი პიკს აღწევს.

პარიზი, საფრანგეთი

პარიზი ყოველთვის კარგი იდეაა, ზამთარში კი – იდეალური.

ქალაქის განათებები კიდევ უფრო კაშკაშა ხდება სეზონური დანამატებით, როგორიცაა სასტუმრო პენინსულას საშობაო ბაზარი და დეკორაციები.

ძირითადი აქცენტი მაინც ნოტრ-დამსა და ეიფელის კოშკზე გადადის, მათი ნახვა წელიწადის ამ დროს მართლაც, რომ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.

ლიუბლიანა, სლოვენია

სლოვენიის დედაქალი თავს ზღაპარში გაგრძნობინებთ და დაგიმტკიცებთ, რომ ევროპა ზამთარში განსაკუთრებულად ლამაზია.

ეწვიეთ დეკემბერში, როდესაც ბაროკული შენობები საშობაო დეკორაციებითაა მორთული, ან თავი აარიდეთ ხალხმრავლობას და მოგზაურობა დღესასწაულების შემდეგ დაჯავშნეთ, როდესაც მშვიდად შეგეძლებათ ნომრის აღება და კაფეებში ყავის მირთმევა.

თუ სანახავ სიას ბლედის ტბასა და ჯულიანის ალპებს დაუმატებთ, ლიუბლიანა კმაყოფილებას აუცილებლად გამოიწვევს.

ვენეცია, იტალია

ვენეცია ნამდვილად არ უჩივის ტურისტების ნაკლებობას წლის არცერთ დროს, თუმცა უდიდეს სიამოვნებას განსაკუთრებულად ზამთარში დაგიტოვებთ, როდესაც არხები თავისუფალი და ნისლით დაფარულია, სასტუმროებში მოქმედებს უდიდესი ფასდაკლებები.

შესაძლებელი იქნება, ესტუმროთ წმინდა მარკის ბაზილიკასაც ისე, რომ ტურისტების სელფის ჯოხი თავში არ მოგხვდებათ.

ბერლინი, გერმანია

გერმანია მსოფლიოში სახელგანთქმულია საშობაო მარკეტებით, მათი რაოდენობა 60-მდე აღწევს.

ნუ იფიქრებთ, რომ სულ ეს არის, რისი შემოთავაზებაც ქალაქს შეუძლია.

ტურისტებს შეეძლებათ, ისიამოვნონ უამრავი რესტორნით, ღამის კლუბითა და მუზეუმით, რომლებიც თავიანთ ინტერესს არცერთ სეზონზე კარგავენ.

ლუცერნია, შვეიცარია

შვეიცარიაში ჩასვლა სათხილამურო სეზონის დროს ადვილი მოსაფიქრებელია, ხოლო ლუცერნია ამ გადაწყვეტილებას უფრო მშვენიერს გახდის სამუზეუმო ტურებით, მარხილით გასეირნებით, ულამაზესი ხედებითა და რაც მთავარია – 24-საათიანი სათხილამურო გზებით.

ამ ადგილების ნახვის შემდეგ აუცილებლად დარწმუნდებით, რომ ევროპა ზამთარში ნამდვილად საოცრებაა.

 

წყარო

მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე