გერმანია

გერმანია – 10 საუკეთესო ქალაქი სამოგზაუროდ

გადაწყვიტეთ, მოინახულოთ გერმანია?

მოგზაურობა მიგიყვანთ გერმანიის საუკეთესო ქალაქებიდან სულ მცირე ერთთან, თუ თქვენ მიფრინავთ ფრანკფურტის აეროპორტში ან სუნთაქვთ ჰამბურგის ზღვის ჰაერს, ან, თუნდაც, ტკბებით ბავარიული სიმყუდროვით მიუნხენში.

გერმანიამ ძალიან დიდი გზა გაიარა, სანამ ჩამოყალიბდებოდა მსოფლიოს ერთ-ერთ ძლიერ სახელმწიფოდ, რომელსაც თქვენთვის ბევრი კარგი რამის შემოთავაზება შეუძლია.

ქვეყანაში ადვილია როგორც მატარებლით, ასევე ავტობანით ან თვითმფრინავით გადააადგილება.

საუკეთესო გერმანული ქალაქების ჩვენი ჩამონათვალი გიჩვენებთ ამ ეკლექტიკური ქვეყნის სახესხვაობას. აქ ერთმანეთის გვერდით თანაარსებობს როგორც ლუდი და ძეხვეული, ასევე ბახისა და ბეთჰოვენის, გოეთესა და შილერის შესანიშნავი კომპოზიციები და ლიტერატურული ნამუშევრები.

არაფერს ვამბობთ მსოფლიოში ცნობილ საშემოდგომო და ზღაპრული საშობაო საყიდლების შესახებ.

აღმოაჩინეთ საუკეთესო გერმანული ქალაქები თავისი ძველებური ქუჩებითა და პროგრესული ქალაქის ცენტრებით.

ბერლინი

ბერლინი, გერმანიის დედაქალაქთან ერთად, ქვეყნის უდიდესი ქალაქიცაა.

მას შემდეგ, რაც ცივი ომის დროს გაიხლიჩა აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონებად, 1990 წელს გაერთიანდა და მალევე იქცა საინტერესო, მიმზიდველ ქალაქად, რისი მიზეზიც სწორედ ხელოვნება, მუზეუმები და ღამის ცხოვრება გახდა.

სამთავრობო შენობა, სატელევიზიო კოშკი, კეისარ ვილჰელმის მემორიალური ეკლესია არამარტო ქალაქის, არამედ ქვეყნის სიმბოლოდაც იქცა.

მიუხედავად ბევრი ღირსშესანიშნაობისა, რთულია ბერლინში ნავიგაცია, თუმცა თუ ყურადღებით იქნებით, ეს ქალაქი მალევე დაგიმტკიცებთ თავის განსაკუთრებულობას და გაჩვენებთ, თუ რა ხიბლი აქვს გერმანიაში მოგზაურობას.

ბერლინი სტუმრობს გერმანიის საუკეთესო ყოველწლიურ ფესტივლებსაც. იხილავთ კულტურათა შერწყმას სხვადასხვა კარნავალზე, ასევე, გაგოცებთ წარმოუდგენელი ფასდაკლება შრომის დღის (Labor Day) განმავლობაში.

თუ ქალაქში შობის პერიოდში მოხვდებით, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ, რადგანაც ქალაქი სტუმრობს საუკეთესო საშობაო ბაზარს ქვეყნის მასშტაბით.

მიუნხენი

მიუნხენი ბავარიის დედაქალაქია, რომელსაც გარს ერტყმის ალპები.

ქალაქში ვიხილავთ შესანიშნავ მუზეუმებს, სამეფო გერმანულ არქიტექტურას, როგორიცაა ნიმპენბურგის სასახლე, მარიენპლაზი დიდებული ზარების რეკვით და სხვ.

აქ ხალხი გამოირჩევა ამაყი აქცენტით, ისტორიითა და ტრადიციით. ბევრი მიუნხენელი თავს თვლის, პირველ რიგში, ბავარიელად, ხოლო შემდეგ – გერმანელად.

მიუნხენში ნამდვილად არ მოიწყენთ, აქ იხილავთ ინგლისურ ბაღს (English Garden), რომელიც პოპულარულია თავისი ნუდისტური მინდორითა და სასერფინგო არხით.

ქალაქი სახენგათქმულია ლუდით, რომელსაც მსოფლიოში საუკეთესოსაც კი უწოდებენ. ყოველწლიურ ლუდის ფესტივალებზე (მაგ: Oktoberfest) ეწყობა ტრადიციული ლუდის დარბაზები.

შეგიძლიათ, დატკბეთ ნამდვილი გერმანული ლუდით, რომელსაც პირდაპირ კასრებიდან შემოგთავაზებენ.

ფრანკფურტი

საერთაშორისო აეროპორტის დამსახურებით, ფრანკფურტს ბევრი სტუმარი ჰყავს, რათა გადაფრინდნენ როგორც გერმანიის, ასევე ევროპის სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა ეს ქალაქი ნამდვილად ღირს სანახავად.

მას შემდეგ, რაც განადგურდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ფრანკფურტი შედის გერმანიის იმ იშვიათი ქალაქების რიცხვში, რომელმაც გადაწყვიტა არა ძველის განახლება, არამედ სრულიად ახლის წარმოქმნა. ეს არის ქვეყნის ფინანსური ცენტრი საფონდო ბაზრით და ბრწყინვალე ცათამბჯენებით.

თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება, დატკბეთ ქალაქის შეუდარებელი ხედებით ცათამბჯენებიდან, ამას გვთავაზობს მდინარე – The Main და თუ მინც ეძებთ რაღაც ტრადიციულსა და ძველს, მაშინ რომერბერგი სწორედ თქვენთვის ყოფილა შექმნილი. ის წარსულში, 1405 წელში, დაგაბრუნებთ.

ფრანკფურტი, ასევე, მასპინძლობს მსოფლიოში უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებს, მაგალითისთვის – საერთაშორისო წიგნის ბაზრობას, რომელიც სათავეს 1478 წლიდან იღებს.

ჰამბურგი

ჰამბურგი ქვეყნის რიგით მეორე უდიდესი ქალაქია და მდებარეობს ჩრდილო გერმანიაში.

ქალაქში რამოდენიმე წყალსატევი მიედინება და ესაა მიზეზი, რომ აქ უფრო მეტ ხიდს აღმოაჩენთ, ვიდრე ამსტერდამში ან ვენეციაში.

ის ამაყია თავისი უდიდესი ნავსადგურებით, მაგრამ ჯერ კიდევ მალავს საზღვაო წარსულს.

ქალაქი ცნობილია ლეგენდარული ღამის ცხოვრებით. აქ იხილავთ ბარებს, მაღაზიებს, რომლებიც შემოგთავაზებენ სტრიპტიზიორის ჩექმებს, ლეგალურ პროსტიტუციას.

მიუხედავად ამ ჩამონათვალისა, ესაა ადგილი, საიდანაც დაიწყეს ბითლზებმა მოღვაწეობა.

St. Pauli-ის ირგვლივ არსებული თევზის ბაზარი 1703 წელს დაარსდა. აქ შეხვდებით როგორც ადგილობრივებს, ასევე ტურისტებსაც. იქვეა ახალაშენებული ჰაფენსიტი, რომელიც საყიდლების უახლესი ცენტრია.

კიოლნი

კიოლნი გერმანიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, რომელიც რომაელებმა დაარსეს.

კიოლნის ტაძარი არის 157 მეტრი სიმაღლის შენობა და მისი დანახვა ქალაქის ნებისმიერი კუთხიდანაა შესაძლებელი.

კათედრალი მდებარეობს მატარებლის სადგურის გვერდით. ის პირველია, რასაც ქალაქის სტუმრები ხედავენ და ვეღარ აშორებენ თვალს.

აქედან გაივლით ძველ ქალაქში და მოხვდებით მდინარე რაინის დასავლეთ სანაპიროზე.

მე-19 საუკუნის ფერადი სახლები, ნაყინები, ეს ყოველივე იდეალური გასეირნების მხოლოდ დასაწყისია. კიოლნის სამხატვრო გალერიები და მუზეუმები ყოველ კუთხეში შეგხვდებათ.

ხანგრძლივი გასეირნების შემდეგ, კიოლნი შემოგთავაზებთ შესანიშნავ დასვენებას.

კიოლნის შესანიშნავ ლუდს პატარა ჭიქით შემოგთავაზებენ; ქალაქის მკვიდრნი იშვიათად მიირთმევენ სხვა სახეობის ლუდს, “Kölsch” იგივეა მათთვის, რაც ევროპელებისთვის – შამპანური.

თუ თქვენ შოკოლადის მოყვარული ბრძანდებით, კიოლნი მუზეუმს შემოგთავაზებთ. შოკოლადის მუზეუმი ითვლის გრძელ ისტორიას – კაკაოს მარცვლების შოკოლადად გარდაქმნიდან ყველაზე გემრიელ შოკოლადის ფანტანამდე.

ცხადია, ბევრია ქალაქში ისეთი ადგილი, სადაც კარგად გართობას შეძლებთ, მაგრამ აღსანიშნავია, თუ თქვენ ქალაქს ეწვევით კიოლნის კარნავალის დროს, ნახავთ, რომ ის მთელ ქალაქს არის მოდებული.

კიოლნი არის უდავო კარნავალების მეფე გერმანიაში.

დრეზდენი

დრეზდენი ბერლინთან მოკლე მანძილზე, მდინარე ელბის ორივე სანაპიროზე, საქსონიაშია გაშენებული.

მას „ელბის ფლორენციას“ უწოდებენ.

დრეზდენი ცნობილია ბაროკული არქიტექტურითა და მსოფლიოში ფასდაუდებელი ხელოვნების საგანძურებით.

ეს ისეთი თვალწარმტაცია, შეიძლება, ვერც გაიაზროთ, რომ დრეზდენის 80% მეორე მსოფლიო ომის დროსაა განაგურებული.

ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა სამეფო Zwinger Palace და Fürstenzug (მსოფლიოს უდიდესი ფაიფურის ფრესკა), თავიდან არის აღდგენილი.

ბევრი ამბობს, რომ დრეზდენში რენესანსისაგან მიიღეს სიამოვნება, თუმცა ქალაქმა შემდგომ კარები გაუღო ახალ, უფრო ახლგაზრდულ, ალტერნატიულ მხარეებს.

არ აქვს მნიშვნელობა, ახალით ხართ დაინტერესებული, თუ ძველით, ყველა თანმხდება, რომ კარგი დროის გატარება შეიძლება დრეზდენის ლუდხანებში.

ლეიპზიგი

ლეიპზიგი სამი მდინარის შეხვედრის ადგილია.

აქ თავიანთი ცხოვრების გარკვეული პერიოდი გაატარეს გოეთემ, ბახმა, მარტინ ლუთერ კინგმა.

დღეს ლეიპზიგის სკოლა არის უახლესი პერსპექტივების მომტანი ხელოვნების სფეროში.

ლეიპზიგის მსოფლიოს უძველესი სიმფონიური ორკესტრი თავისი არსებობით ამტკიცებს, რომ ხელოვნება ნამდვილადაა ცოცხალი გერმანიის ამ შესანიშნავ ქალაქში.

თუ თქვენი ინტერესები კულინარიისკენ მიემართება, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ გოეთეს საყვარელ რესტორანს – აურბახის სარდაფი (Auerbachs Keller).

ქალაქი მხოლოდ ხელოვნებისა და კულტურის მხრივ არ არის გამორჩეული, აღსანისნავია მისი უახლესი ისტორიაც.

ლეიპზიგელმა დემონსტრანტებმა საფუძველი ჩაუყარეს მშვიდობიან დემონსტრაციას, რომელმაც გამოიწვია ბერლინის კედლის დანგრევა 1989 წელს.

ჰაიდელბერგი

View this post on Instagram

Karl Theodor Bridge (Old Bridge) crossing the Neckar River in Heidelberg, Germany Photo credit: @sagar_bharambe . Crossing the Neckar River from the edge of the historic Old Town (Altstadt), the Karl Theodor Bridge, known as the Old Bridge (Alte Brücke), an arch bridge built of Neckar valley sandstone, is one of the best-known landmarks and tourist destinations in Heidelberg, a university town in Baden-Württemberg, southwestern Germany. Built in the 18th century by Prince Karl Theodor, the famous bridge is one of the last large examples of classical stone bridge building. Its precursors were all made of wood. As they were continually being destroyed by wars and floods, Prince Karl Theodor ordered the construction of a stone bridge across the river. On the city side is the medieval Bridge Gate, part of the former city fortification wall. Don’t forget to check out the monkey statue holding a mirror by the bridge entrance. Local legend has it that rubbing the mirror brings good luck, rubbing the monkey’s fingers ensure a return to Heidelberg, and the little bronze-cast mice nearby bring fertility. . #heidelberg #neckar #badenwürttemberg #meinbw #bawü #thisismyeurope #loves_united_germany #germanvision #travel_drops #igersgermany #hdr_addiction #europe_focus_on #pocket_germany #ig_germany #meindeutschland #wms_europe #kings_villages #map_of_europe #deutschlandkarte #in_germany #igersgermanyofficial #topgermanyphoto #prettylittletrips #unlimitedgermany #ig_deutschland #bestgermanypics #visiteurope #germany_insta #germanytourism #europestyle_germany

A post shared by @ bonjourbonvoyage on

ჰაიდელბერგი მიეკუთვნება გერმანიის იმ იშვიათი ქალაქების რიცხვს, რომელიც მეორე მსოფლიო ომს არ გაუნადგურებია.

მისი ბრწყინვალე ადგილმდებარეობა ტურისტებს საშუალებას აძლევს, დატკბენ ძველი ხიდით (Alte Brücke), რომელიც კვეთს მდინარე ნეკარს, ასევე, ჰაიდელბერგის გრანიდოზული ციხით.

ამ შესანიშნავმა გარემომ დაასრულებინა მარკ ტვენს თავისი ნოველა – “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი”.

ეს სწორედ ის ქალაქია, რომელმაც შთააგონა ბევრი გენიოსს, ესწავლათ ჰაიდელბერგის, ქვეყნის უძველეს უნივერსიტეტში.

ჰაიდელბერგი, აგრეთვე, კარგ გასართობ, ახალგაზრდულ ატმოსფეროს შეგიქმნით ბარებითა და რესტორნებით.

დუსელდორფი

დუსელდორფი არის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის დედაქალაქი.

დუსელდორფი იყო რობერტ შუმანის, მენდელსონის სახლი; ხელოვნების აკადემიაში აღიზარდნენ ჯოზეფ ბეიზი, იერგ იმენდორფი, გერჰარდ რიხტერი.

ეს ქალაქი მოდის კუთხითაც ძალიან საინტერესოა. აქ არის დუსელდორფის გალერეა, სადაც ყოველ იანვარს ეწყობა სხვადასხვა ღონისძიება მოდის სფეროში.

დამღლელი შოპინგის შემდეგ განსაკუთრებულად გაგაოცებთ უგემრიელესი ლუდი და მსოფლიოს უგრძესი ბარები.

შტუტგარტი

შტუტგარტი სამხრეთ გერმანიაში მდებარეობს.

ეს მანქანის მოყვარულთა ოცნებაა, რადგანაც ის მსოფლიოში ორი უდიდესი ბრენდის – მერსედესის და პორშეს სახლია. აქაა განთავსებული ორივე ბრენდის მუზეუმებიც.

ქალაქი გამოირჩევა 1800 წლის არქიტექტურითაც, თუმცა შევხვდებით თანამედროვე არქიტექტურულ ძეგლებსაც.

შტუტგარტის საჯარო ბიბლიოთეკა ნამდვილი სამოთხეა მკითხველთა და არქიტექტურის მოყვარულთათვის.

ის არც ლუდის მოყვარულთ წყვეტს გულს და წელიწადში ორჯერ მასპინძლობს ხალხურ და საგაზაფხულო ლუდის ფესტივალს.

სტატიაში შემოთავაზებული არც ერთი ქალაქი, ვფიქრობთ, იმედს არ გაგიცრუებთ. გერმანია ნამდვილად განსაკუთრებულია ყველა მხრივ!

წყარო

Show More

Related Articles

Close
Close