ბულგარეთი

ბულგარეთის საუკეთესო 15 ადგილი

შავი ზღვის მზიანი სანაპიროები, სათხილამურო კურორტები, ხმაურიანი გასართობი ადგილები, ისტორიული შენობები, ბულგარეთს ყველაფრის შემოთავაზება შეუძლია, რაც ნებისმიერი ადამიანის გემოვნებას მოერგება. სტატიაში გაეცნობით ბულგარეთის მთავარ სანახაობებს, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ, თუ ამ საოცარ ქვეყანაში მოხვდებით.

  1. ვარნა

მრავლისმომცველი ისტორიის მქონე ვარნა გამოირჩევა რომანული სახლებითა და ორთოდოქსული არქიტექტურით.

ქალაქი ისტორიისა და კულტურის ერთგვარი შერწყმაა, რომელსაც ყოველწლიურად არ აკლიაა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დამთვარიელებლები.

სანაპიროები მთავარი ფაქტორია, რაც უამრავ სტუმარს იზიდავს. რესტორნები ზღვის პროდუქტებით, კოქტეილ ბარები, ღამის კლუბები თქვენი განწყობის შესაქმნელად მუდმივად იზრუნებენ და თუ მნახველთა რაოდენობას გადავავლებთ თვალს, მივხვდებით, რომ ეს ყველაფერი მათ ძალიან კარგად გამოსდით.

  1. ველიკო-ტარნოვო

ლეგენდარული ქალაქი ბულგარეთის ჩრდილოეთ მთების კალთებზე მდებარეობს, მას ორად ყოფს S-ფორმის კლაკნილი იანტრას მდინარე.

დამთვარიელებლები აქ ნახავენ ისტორიისა და კულტურის საოცარ შერწყმას, რომელიც არქიტექტურაში გამოიხატება ყველაზე მკაფიოდ. ამის ტრადიციული მაგალითია ტარნოვოს ბიზანტიური ტაძრები და ძველებური, შუა საუკუნეების სახლები.

  1. სოფია

ბულგარეთის დედაქალაქს აქვს რაღაც, რაც თავის წარსულზე გარკვეულ შთაბეჭდილებებს გვიქმნის.

ქალაქის ცენტრთან ახლოს შეგიძლიათ, იხილოთ ანტიკური დროის გადმონაშთი – სერდიკას ციხე და წმინდა გიორგის რომანულ-ბიზანტიური ტაძარი.

ალექსანდრე ნავსკის კათედრალი შეუდარებელია თავისი ორთოდოქსული გუმბათითა და მოოქროვილი ნაგებობებით.

სოფია არის ეკლექტიკური ქალაქი, რომელიც დამთვალიერებელთა მოლოდინებს იშვიათად აცრუებს.

  1. ჟერავნა

ჟერავნია არის უბრალო და დაუმუშავებელი სურათი ბულგარეთის ძველი არქიტექტურისა.

მოკირწყლულ ბილიკებზე აშენებული სახლები ნათელი გამოხატულებაა მერქანის ფასადებისა, ისინი ისე კარგადაა დაცული, რომ მათი რაოდენობა დღემდე 150-ს აღწევს.

წმინდა ნიკოლოზის ტაძარი უამრავი ადამიანის ყურადღებას იპყრობს, მაშინ, როდესაც მათი უმეტესობა ადგილობრივი ფესტივალებით ერთობა და გაჰყავთ დრო.

  1. ბურგასი

ბურგასის სანაპირო შავი ზღვის ერთ-ერთი პოპულარული სანაპიროა, რადგანაც გამოირჩევა თავისი სილამაზით, რაც დამსვენებელთა ინტერესს იწვევს და მათ რიცხვს ზრდის.

ქალაქი ყოველწლიურად ცოცხალი მუსიკის სხვადასხვა ფესტივალს სტუმრობს, რომელიც ყოველ ზაფხულს იმართება.

ულამაზესი სანაპიროს მიუხედავად, ბურგასს კიდე აქვს სხვა ულამაზესი ადგილი, როგორიცაა ტბების ტრიო, მათი საზღვრები იწყება ვაიადან, სადაც გადამფრენი ფრინველები ისვენებენ, და გრძელდება ატანასოვსკოს ჩრდილოეთ ნაწილამდე.

  1. რილას მონასტერი

რილა, შეიძლება, ითქვას, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი აღმოსავლურ ორთოდოქსული მონასტერია, რომელიც დღითიდღე ხდება ბულგარეთის ეროვნული სიმბოლო.

კონსტრუქციას 1983 წლიდან იცავს იუნესკო, რადგანაც გამორჩეულია თავისი მნიშვნელობით.

ერთ ტაძარში ერთმანეთს ერწყმის მამლუქური, არაბული, ბიზანტიური და რომანული სტილი, რის გამოც მას უჩვეულო ვიზუალი აქვს.

რილა 1000 წლით უკან, წარსულში, გადაგისვრით, ხოლო არქიტექტურა თქვენს მზერას თავისკენ მიმართავს.

  1. ბანსკო

ბანსკო არის ბულგარეთის ყველაზე ცნობილი სპორტული კურორტი.

ბანსკო სპეციალურად თანამედროვე ყველა საჭირო ტექნოლოგიითა აღჭურვილი, რაც თქვენს სათხილამურო დასვენებას გაცილებით სასიამოვნოს გახდის.

მდიდრული სასტუმროები, ჰედონისტური ბარები, ჯაზის საღამოები სასიამოვნო გარემოს შეგიქმნით და აქ დროის გატარების გადაწყვეტილების სისწორეს დაგიმტკიცებთ.

  1. პამპოროვო

პამპოროვოს გარს ერტყმის ფიჭვის ხეები, რომლის სიმწვანე გადათეთრებულ მინდორზე მოგაგონებთ ზამთრისა და ზაფხულის შეხვედრის ადგილს.

ეს პოპულარული სამთო კურორტი მდებარეობს როდოპის მთებში და ესაზღვრება საბერძნეთის საზღვარს.

თბილი  სეზონი აქ ასოცირდება ლაშქრობასთან, ხოლო ზამთარში პამპოროვო უმშვენიერეს სათხილამურო კურორტად გარდაიქმნება.

  1. პირინის ეროვნული პარკი

იუნესკოს მიერ დაცული პირინის ეროვნული პარკი მდებარეობს მაკედონიასა და საბერძნეთის საზღვრებს შორის.

ადგილი განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა, მაშინ, როცა მთის წვერები დაფარულია თოვლის საფარითა და სქელი ნისლით, უფრო დაბლა, ვაკეზე შეხვდებით გადამწვანებული მდელოებს, ფიჭვის ტყეებსა და ედელვაისებს.

პარკში შეგხვდებათ გარეულ ცხოველებიც, რომლებიც თავისუფლად დააბიჯებენ მათ ტერიტორიებზე. პირინი ნამდვილი სამოთხეა ლაშქრობების მოყვარულთათვის. ის მოიცავს უამრავ ბილიკსა და 186 სამთო ტბას, რაც თქვენს თავგადასავალს დაუვიწყარს გახდის.

  1. ბელოგრადჩიკი

ბალკანეთის მთებში მდებარეობს პატარა სოფელი ბელოგრადჩიკი, რომელიც იშვიათად უცრუებს დამთვალიერებლებს იმედს.

ბელოგრადჩიკის ქვები ერთხმად აღიარეს გეოლოგიურ სასწაულად, მასთან დაკავშირებით უამრავი ლეგენდა და მითია გამოგონილი.

მის ირგვლივ არსებული ციტადელები და ციხე-სიმაგრეები არა რომანული, არამედ პრეისტორიული დროით თარიღდება.

  1. პლოვდივი

ულამაზესი მდინარე მარიცა, ისტორიული ღირსშესანიშნაობანი, რომანული ამფითეატრები, თრაკიანის ციხე-სიმაგრე და ტაძრები იწვევს მოგზაურთა ინტერესს, რომელსაც, საბოლოო ჯამში, პლოვდივამდე ჩაჰყავს ისინი.

ქალაქი მხოლოდ ძველი კულტურული სანახაობებით არ შემოიფარგლება, ამასთან ერთად გთავაზობთ გასართობ ჯაზ და ლუდ ბარებს, ღამის კლუბებსა და კაფეებს.

  1. „მზიანი სანაპირო“

„მზიანი სანაპირო“ არის ადგილი, რომლითაც ბულგარეთი პასუხობს მალიას, აია ნაპასა და იბიცას. გართობა აქაც ისეთივე მაღალ საფეხურზეა აყვანილი, როგორც ამ ადგილებში და შესაბამისად, დამსვენებელთა კმაყოფილებაც შესამჩნევია.

ხმაურიანი ღამის კლუბები, კრუიზები და თეთრი ქვიშა შავ ზღვაზე საკმარისი მიზეზია აქ ჩასასვლელად, თუმცა გაცილებით მეტი დაგხვდებათ, ვიდრე მოელით და თქვენი შვებულებაც ნაყოფიერად მიიწურება.

  1. კოპრივშტიცა

შესანიშნავად დასახლებულ კოპრივშტიცას მინდვრებს ფარავს ნაძვისა და ფიჭვის უამრავი ხე, რომელიც მდებარეობს სრედნა გორას მთებში.

შეიძლება ითქვას, რომ მთლიანი დასახლება წარმოადგენს ეროვნული მონუმენტების მთლიანობას, რომელიც გამოხატავს ბულგარეთის ეროვნულ წინსვლას.

დამთვალიერებლები ხშირად სტუმრობენ მემორიალურ გამოფენას, რომელიც შექმნილია 1876 აპრილის აჯანყებაში დაღუპული გმირების ხსოვნების პატივსაცემად.

  1. პერპერიკონი

პერპერიკონი არის გასაოცარი მონოლითური სტრუქტურა არამარტო ბულგარეთში, არამედ მსოფლიოში, რომელიც თარიღდება მე-7 ათასწლეულით.

მის აშენებამდე ამ ადგილს მლოცველები რიტუალებისთვის იყენდნენ, სწორედ მათ იწინასწარმეტყველეს ალექსანდრე დიდის დიდება დაა რომის იმპერიის ოქროს პერიოდი ავგუსტუსის მმართველობის პერიოდში.

დღეს აქ აღმოჩენილი არქეოლოგიური ექსპონატების ნახვა დამთვალიერებლებს კარდზჰალის მუზეუმში შეუძლიათ.

  1. ნესებარი

ნესებარი არის დაუვიწყარი და მომხიბლავი ქალაქი მთელი ბულგარეთის სანაპირო ზოლის მასშტაბით.

აქ მდებარეობს თრაკიელების მიერ აშენებული ტაძრები, რომლებიც V-X საუკუნეებით თარიღდება.

ნესებარი ცნობილია ულამაზესი ფორტიფიკაციებით, რომლის გამოც ოტომანი თურქები ბევრს იბრძოდნენ.

არ გამოგრჩეთ მშვენიერი ზღვისპირა სოფლების მონახულებაც, რომლებიც გაგაოცებთ სილამაზითა და ისტორიული ღირებულებებით.

 

წყარო

Show More
Close
Close