ბელგია

ბელგიის 14 ტურისტული ღირსშესანიშნაობა | ბელგია

ბელგია პატარა, თუმცა სანახაობებით დატვირთული ქვეყანაა.

იუნესკო აქ მრავალ არქიტექტურულ ძეგლს იცავს, დაწყებული მე-14 საუკუნის გრანდ პლასიდან, დამთავრებული მე-20 საუკუნის ვიქტორ ორტას არტ ნუვომდე.

ტურისტებს განსაკუთრებულად იზიდავს გენტისა და მეჩელინის შუა საუკუნეების არქიტექტურა.

ქვეყანაში უამრავი ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, აქ დამარცხდა ვატერლოოს ბრძოლაში ნაპოლეონი, ხოლო პირველ და მეორე მსოფლიო ომების დროს აღმოჩნდა, რომ ბელგია ფრონტის ხაზად იყო ქცეული.

როგორც ხედავთ, სახელმწიფო ნამდვილად არ უჩივის სანახაობების სიმცირეს, ჩვენ შევეცდებით, აღგიწეროთ ყველა ის ღირსშესანიშნაობა, რომელიც გამოტოვებად ნამდვილად არ ღირს ბელგიაში სტუმრობისას.

  1. გრანდ პლასი, ბრიუსელი

გრანდ პლასი და მის ირგვლივ აშენებული მშვენიერი შენობები თარიღდება მე-14 საუკუნიდან მე-17 საუკუნემდე.

შენობის ერთი მხარე მორთულია შუა საუკუნეების ორნამენტებით, ის შედის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შესანიშნავი არქიტექტურისა და არტისტული სტილის გამო.

მოედანი წლის ნებისმიერ დროს ტურისტებით სავსეა, თუმცა წელიწადის ერთი თვე, აგვისტო, ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეულია, რადგანაც 75 მეტრ სიგრძეზე გამოფენილია 700,000-მდე ბეგონია.

  1. ბრიუგეს არხები და სამრეკლო

ბრიუგეში ნავით სეირნობა ერთ-ერთი პოპულარული რამაა, რასაც ტურისტები ბელგიაში აკეთებენ, მას „ჩრდილოეთი ვენეციასაც“ კი უწოდებენ.

თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ, დაათვალიეროთ ულამაზესი ხიდები ან ონლაინ გადმოწეროთ რუკა, რომელიც ერთგვარი გზამკვლევი იქნება, მოინახულოთ ულამაზესი ბაღები და ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობები.

ბრიუგეს სამრეკლო ქალაქის ცენტრში მდებარეობს და შუა საუკუნეებით არის დათარიღებული. სწორედ ამ დროს აქ მდებარეობდა მთავარი ბაზრობა, რომელიც მნახველთა დიდი რაოდენობით ყოველთვის გამოირჩეოდა.

თუ თქვენ ახვალთ სამრეკლოს 366 საფეხურზე, თქვენ თვალწინ ქალაქის საოცარი პანორამა გადაიშლება.

  1. ფლანდერების ბრძოლის ველი

ბევრი მოგზაური ბელგიაში ფლანდერების ბრძოლის ველის სანახავად მიდის, რომელიც იყო ფრონტის ხაზი პირველი მსოფლიო ომის დროს.

ეს ადგილი საინტერესოა პილიგრიმებისთვისაც.

დაცული სანგრები კილომეტრებით ერტყმის ქალაქ იპრს, სწორედ ამ სანგრებში გარდაიცვალა ათასობით ჯარისკაცი ომიანობის დროს.

აქ არის სასაფლაოები, რომლებიც გვახსენებენ ამ ბრუტალური ომისას გარდაცვლილი გმირების ხსოვნას.

  1. გენტის გრეივსტინი და ძველი ქალაქი

ეს უდიდესი ციხე-სიმაგრე იყო ფლანდერების საცხოვრებელი.

აღსანიშნავია, რომ მათი შთაგონების წყარო ჯვაროსნების ციხეები იყიო, რომელთაც ისინი სირიაში აშენებდნენ.

გრეივსტინი, დღესდღეობით, ერთ-ერთი ყველაზე კარგად გადარჩენილი ციხეა ევროპაში, მას აქვს შთამბეჭდავად ძლიერი და სქელი კედლები, რომელიც იზრდება წყლიდან, ხოლო მდინარე ლივი ერთმანეთისაგან ყოფს ციხე-სიმაგრესა და ძველი ქალაქის ქუჩებს.

აუყევით ციხის კიბეებს და დატკბით ხედებით, სანამ ქალაქის ძველ, მოკირწყლულ ქუჩებში გაისეირნებთ.

  1. ორტას მუზეუმები და სახლები

ვიქტორ ორტა არის მე-20 საუკუნის ყველაზე გავლენიანი არქიტექტორი და დიზაინერი; მისი სტილი ცნობილია, როგორც „არტ-ნუვო“.

მისი ზოგიერთი ბრწყინვალე შენობა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებში შედის.

დავიწყოთ ორტას მუზეუმით, რომელიც მდებარეობს დამაარსებლის სახლში და ზუსტად ისეა შემონახული, როგორადაც მან მოაწყო – მოხატული შუშებით, მოზაიკებით, ხის ნაკეთობებითა და დეკორაციებით.

ორტას ესთეტიკა თანაბრად ვრცელდებოდა როგორც კონსტრუქციებზე, ასევე დეკორაციებზე, დაწყებული სახლის დიზაინიდან, დამთავრებუსლი ავეჯამდე.

არტ ნუვოს გარდა, ორტას კიდევ ოთხი სახლია იუნესკოს დაცვის ქვეშ.

  1. წმინდა ბავოს კათედრალი, გენტი

ეს დიდებული კათედრალი თავისი საუცხოო მგალობლებითა და რომანული კრიპტით ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა არამარტო გენტში, არამედ მთლიანად ბელგიაში.

მისი ფასადი და ჰარმონიული მოზაიკური შუშები მხოლოდ და მხოლოდ უკანა ფონია მთავარი სანახაობის, რეალურად მნახველები ტაძარს ცნობილი მხატვრის ნამუშევრების გამო სტუმრობენ, რომელიც ალამაზებს ინტერიერს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ფლამანიური ხელოვნების ნიმუში, ცნობილი, როგორც „გენტის საკურთხეველი“.

არ გამოგრჩეთ მამონტების კრიპტები ტაძრის ქვეშ, სადაც დაგხვდებათ მნიშვნელოვანი სამარხები და მშვენიერი ფრესკები.

საკმარისია ერთხელ ნახვა, რომ ვერასოდეს დაივიწყოთ მათი გამორჩეულობა.

  1. წმინდა სისხლის ბაზილიკა, ბრუგები

წმინდა სისხლის ბაზილიკა შთამბეჭდავი არამარტო მისი რომანული და გვიანი გოთიკური არქიტექტურითაა, არამედ იმ რელიქვიით, რომელიც შიგნით ინახება.

ზედა სამლოცველოში არის პატარა ბოთლები, სადაც ამბობენ, რომ შენახულია მეორე ჯვაროსნული ბრძოლის დროს ჩამოტანილი ქრისტეს სისხლი.

ტაძრის არქიტექტურა, რომელიც მე-16 საუკუნით თარიღდება, საკმარისი მიზეზია მის სანახავად, თუ თქვენ რელიგიური რელიქვიებით არ ხართ დაინეტერესებული.

  1. გრანდ პლასი, ანტვერპი

ანტვერპის შუაგულში მდებარეობს გრანდ პლასი, ეს არის ადგილი, სადაც ნახავთ სახლებს პირამიდული სახურავებით.

მერია არის ძველი დროის გადმონაშთი, სადაც ინახება ნახატები, რომლებიც გადმოგვცემს ბელგიის ისტორიას; საუკეთესო ფასადები აქვს კუპერისა და გროსერის სახლებს, თითოეული მათგანი ნამდვილად ღირს ნახვად, რადგან არის მე-16 საუკუნის ბელგიური არქიტექტურის ნიმუში.

  1. მიუზ ველი

მიუზ ველი არის ბელგიის სამხრეთ სოფელი.

ეს არის შესანიშნავი საშუალება, ნავით სეირნობისას დატკბეთ ხშირ ტყეში ჩაფლული სახლების ცქერით, ქვიანი კლდეების ფონზე.

ქალაქი ნამური და დინანტი თამაშობს რეგიონის ერთგვარ „კარიბჭის“ როლს, სადაც შეგიძლიათ, ლაშრობითა და ველოსიპედით სეირნობით შემატოთ მრავალფეროვნება თქვენს მოგზაურობას.

კლდიანი ციტადელისა და ისტორიული ადგილების გარდა, მთავარ ღირსშესანიშნაობად მაინც სოფლის ხედი ითვლება.

  1. მონსის ძველი ქალაქი

მონსის ძველი ქალაქი თქვენში ნამდვილად გამოიწვევს აღფრთოვანებას.

ცენტრში არის გრანდ პლასი, სადაც მდებარეობს 400-წლიანი შენობები მე-15 საუკუნიდან მე-18 საუკუნემდე დათარიღებული, მაგრამ ამათ გარდა არის კიდევ სხვა არქიტექტურული ძეგლები, რომლებიც თავიანთი სიმეტრიულობით გაგაკვირვებთ.

ქალაქის თავზე აშენებული სამრეკლო და ტაძარი იუნესკოს დაცვის ქვეშ არიან, ტურისტებს ხიბლავთ მათი  ღირშესანიშნაობები.

  1. წმინდა პეტრეს ტაძარი, ლუვენი

წმინდა პეტრეს ტაძარი მდებარეობს ქალაქის ცენტრში, მთავარ მოედანზე.

არქიტექტურისა და ისტორიის მოყვარულებს ყოველთვის ხიბლავდათ ტაძრის გოთიკური სტილი, შეკრული სვეტები და განუმეორებელი რელიგიური ნახატები, რომლებიც მოიცავს ბიბლიური სიუჟეტების ილუსტრაციებს, მათ შორის გამორჩეულია „უკანაკნელი ვახშამი“-ს ნახატი.

  1. მეხელენის ძველი ქალაქი

მონუმენტები, შეიძლება, არც ისე ცნობილია, როგორც ბრუგების, თუმცა მისი ნახვა ღირს, თუ გინდათ, შუა საუკუნეების ბელგიურ არქიტექტურას გაეცნოთ.

ცენტრალური გრანდ პლასი შემოსაზღვრულია თაუნ ჰოლითა და ლაკენჰოლით, ხოლო მის უკან მდებარეობს კათედრალი საკუთარი საათის კოშკით.

ცენტრიდან მოშორებით იხილავთ ისეთი არქიტექტურის სახლებს, რომლებიც ისტორიის მოყვარულთათვის საინტერესო იქნება.

  1. ვატერლოო

ეს არის ადგილი, სადაც ნაპოლეონმა წააგო ცნობილი ვატერლოოს ბრძოლა.

დღეს ამ ადგილას, სადაც ერთ დროს გამართული იყო სისხლისმღვრელი ოთაბრძოლა, დგას ხელოვნური გორაკი, რომლის წვერზეც არის ლომის მემორიალი, იმის აღსანიშნავად, რომ ნაპოლეონის არმია საბოლოოდ გაჩერდა.

გორაკიდან იშლება სოფლის საოცარი ხედი. მათთვის, ვინც დაინეტერესებულია ბელგიის ან ევროპის ისტორიით, ვატერლოო შესანიშნავი გასაჩერებელი მარშრუტია.

  1. სემოის ველი

სემოის ველი მდებარეობს ქვეყნის სამხრეთით.

სემოის მდინარე კვეთს ხშირ ტყეს და თქვენ შეგიძლიათ, ნავით საეირნობისას დაათვლიეროთ ბელგიური ისტორიული შენობა-ნაგებობები.

აღსანიშნავია, რომ ადგილი განსაკუთრებულ სილამაზეს გაზაფხულზე იძენს, როცა ყველაფერი ყვავის და სიმწვანეში იძირება.

თუ გადაწყვეტთ ამ ყველაფრით დატკბობას, ბელგია ნამდვილად დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აგავსებთ.

 

წყარო

Show More
Close
Close