ავსტრიაბელგიაგერმანიაევროპაზამთარიინგლისიისლანდიაიტალიაპოლონეთიპორტუგალიასაფრანგეთიშვედეთიჩეხეთიხორვატია

ახალი წელი ევროპაში – საუკეთესო ადგილები ახალი წლის აღსანიშნავად

გაინტერესებთ, როგორია ახალი წელი ევროპაში? დაიღალეთ ერთი და იმავე სახეების ხილვით ყოველ ახალ წელს? გსურთ, იხილოთ ახალი ადგილები, გამოცადოთ ახალი თავგადასავლები, გაიცნოთ ახალი ადამიანები და ამასთანავე, სასიამოვნოდ გაატაროთ ეს დღესასწაული?

მაშინ სტატიაში ჩამოთვლილი ქალაქები საუკეთესო გამოსავალი იქნება თქვენთვის.

რომი, პარიზი, ბერლინი, ვენა მცირე ჩამონათვალია იმ ქალაქებისა, რომლებიც თქვენი განწყობის შექმნისთვის იზრუნებენ.

  1. მადეირას კუნძულები, პორტუგალია

მადეირაზე გაშვებული ფოიერვერკი ყოველთვის დიდებულია, 2006 წელს გინესის რეკორდებშიც კი შევიდა როგორც მსოფლიოში უდიდესი გაშლილობის მქონე. მისი დანახვა კარგადაა შესაძლებელი რომელიმე ხომალდის გემბანიდან.

საათი 12-ს ჩამოჰკრავს თუ არა, ცა ივსება ათასფერი, უდიდესი, ულამაზესი, მრავალფეროვანი ნათებით, რომელიც მიგვანიშნებს, რომ მისი გრანდიოზულობა ახალი წლის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია.

  1. ლონდონი, ინგლისი

ახალი წელი ევროპაში განსაკუთრებული რომაა, ლონდონი ამას ყოველწლიურად ამტკიცებს.

ქალაქის თითოეული ადგილი შეგახსენებთ, რომ ახალი წელი ძალიან ახლოს არის, განათებები და სპეციალური საშობაო დეკორაციები განწყობას აუცილებლად აგიმაღლებთ.

ახალი წლის ღამეს ქალაქის პოპულარული სამხრეთ მდინარის სანაპიროდან გაუშვებენ ისეთ საოცარ პიროტექნიკას, რომელსაც თვალს ვერ მოსწყვეტთ.

ასევე, ტრადიციად არის ქცეული ახალი წლის პარადები. წელს დაგეგმილია 30-მდე განსხვავებული მსვლელობა, რომელიც მოივლის ქალაქის ქუჩებს, 8500 შემსრულებელი წარმოადგენს 20-მდე ქვეყანას და  შოუს სხვადასხვა ელემენტით შეეცდებიან თქვენს მოხიბვლას.

ერთი სიტყვით, ლონდონი შესანიშნავი არჩევანია, თუ თქვენ ხმაურიანი ახალი წლის მოყვარული ბრძანდებით.

  1. პარიზი, საფრანგეთი

თუ ახალი წლის აღნიშვნას გემზე დააპირებთ, ეიფელის კოშკის, პარიზის ხიდის და სენას ულამაზესი ხედებით ტკბობა გარანტირებული გექნებათ.

საღამოს შემოგთავაზებენ სპეციალურ მენიუს, ხოლო განწყობის შექმნაზე ცოცხალი ორკესტრი იზრუნებს.

გაითვალისწინეთ, რომ გემბანზე დღესასწაული სპეციალურ ჩაცმულობასაც მოითხოვს.

  1. ედინბურგი, შოტლანდია

ახალ წელს უმჯობესია, შეხვდეთ პრინცის ქუჩაზე, ედინბურგის შუა გულში.

წვეულებაში ერთვება 80000-მდე ადამიანი. დაუჯერებელი ცოცხალი მუსიკა, უზარმაზარი მონიტორები, ღია კაფეები და ედინბურგის სასახლიდან გაშვებული მსოფლიოში სახელგანთქმული ჰოგმანის ფოიერვერკი აუცილებლად შეძლებს თქვენს გაბედნიერებასა და გახალისებას, დროის სასიამოვნოდ გატარებასა და ნებისმიერი ტიპის ადამიანის კმაყოფილების გამოწვევას.

  1. ბერლინი, გერმანია

ბერლინი ახალ წელს მილიონი სტუმრით ხვდება ბრანდერბურგის კარიბჭესთან.

2-კილომეტრიანი სცენები შოუებისთვის, წვეულების კარვები, განათებები და ლაზერული შოუები, ეს ყველაფერი საკვებისა და სასმელის გარემოცვაში ქმნის საუკეთესო გარემოს, განსხვავებულად შეხვდეთ ახალი წლის დაწყებას.

ულამაზესი ფოერვერკი იწყება შუა ღამეს, რომლის დასრულების შემდეგ წვეულება რამდენიმე საათით კიდევ გრძელდება.

  1. პორტო, პორტუგალია

31 დეკემბერს პორტო ფართო არჩევანს სთავაზობს დამსვენებლებს, თუ სად სურთ ახალი წლის გატარება, რადგანაც დაგეგმილია უამრავი განსხვავებული აქტივობა სხვადასხვა ადგილზე, სტუმრები ხშირად არჩევანის გაკეთების წინაშე დგანან.

უდიდესი წვეულება იმართება ავენიდა დოს ალიადოსთან, რომელიც ქალაქის მერიასთან მდებარეობს. ეს არის ადგილი, რომელსაც ათასობით ადამიანი ირჩევს, რათა მხიარულად შეძლონ დღესასწაულის გატარება. ამაში ეხმარებათ ცოცხალი მუსიკა და გრანდიოზული ფოერვერკი.

თუ სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ გემბანზე, კრუიზში შეხვდეთ ან კიდევ ღამის კლუბში, სადაც, ისევე როგორც გარეთ, საოცარი განწყობაა შექმნილი ყოველი წლის 31 დეკემბერს. ახალი წელი ევროპაში მართლაც საოცრებაა.

  1. ბრიუსელი, ბელგია

სადაც არ უნდა იყოთ, მთელი ბრიუსელის მასშტაბით, ამ დღეს ყველგან შეძლებთ გართობას.

გამორჩეული ადგილებია ატომიომი და მანეკენ პისი.

მოდის სახლები, ტრენდული ბარები, მაღაზიათა ქსელები, ბელგიური ლუდი – ყველაფერი ხელმისაწვდომია ახალი წლის ღამეს.

სამოც დიჯეიზე მეტი 15-მდე წვეულებას აწყობს მთელ ბრიუსელში, რაც მთავარია ისინი ყველანაირი გემოვნების ადამიანებს ერგებიან: როკ-ენ-როლი, ჰიპ-ჰოპი, ტექნო, ჰაუსი, გეი წვეულებები, ამ ქალაქს თქვენთვის ყველაფრის შემოთავაზება შეუძლია.

  1. დუბროვნიკი, ხორვატია

View this post on Instagram

Omis in the evening😍 Between Split and Makarska, this beautiful town is located! My two favorite acitivities to do in Omis is rafting in the Cetina river and zip lining in the mountains😬 Zip lining is straight up scary, but the rafting is a very family friendly 2-3 hour trip. So i want you to try then both! Have tmyou been to Omis, or do you want to go there? Let me know in the comments🇭🇷🙏🏻 . . . . #Croatia #Hrvatska #Split #Makarska #zagreb #zadar #vacation #vacationmode #summer #travel #travelling #travelphotography #dalmatia #Beach #Hotel #island #love #beach #beachlife #party #sailing #trogir #dubrovnik #luxury #goals #rafting #cetina #zipline #mountain

A post shared by Visit Croatia right now! (@visitcroatiarightnow) on

დუბროვნიკში მოხვედრა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდანაა შესაძლებელი, არ არსებობს რომელიმე კონკრეტული დრო, რომელიც აქ ჩამოსვლას უფრო სასიამოვნოს გახდის, რადგანაც ეს ქალაქი ნებისმიერ დროს შეძლებს თქვენს სიამოვნებას.

ახალ წელს ქალაქში განწყობას ქმნიან საუკეთესო ხორვატიელი შემსრულებლები.

ამ დღის აღნიშვნას ხორვატიელები და სტუმრები იწყებენ მაღალი დონის მუსიკითა და გასართობი პროგრამებით.

  1. ვენა, ავსტრია

წელიწადის ამ დროს ვენის მოსახლეობა იწყებს ცეკვასა და გართობას მთელი ღამით.

გალა კონცერტები, ოპერა, ჰიპ-ჰოპ კლუბები, ბარები თქვენ ირგვლივ დიდებულ გარემოს შექმნიან და დაგარწმუნებენ, რომ ახალი წელი ევროპაში განსაკუთრებულია.

ამაღლებული განწყობა ქალაქის მთავარ მოედანზეა, სადაც ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იყრის თავს, რათა ამ ადგილიდან დაიწყონ ახალი წელი.

  1. რომი, იტალია

რომის პროვინცია მოიცავს ქვეყნის ღირსშესანიშნაობების საკმაოდ დიდ ნაწილს, ეს არის ქალაქი, სადაც ისტორიულობა და თანამედროვეობა ერწყმის ერთმანეთს, სავარაუდოდ, ყველაზე რომანტიკული ადგილი, სადაც ახალ წელს გაატარებთ, რადგანაც რომს მეორენაირად მარადიული სიყვარულის ქალაქსაც უწოდებენ.

  1. პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა

პრაღა შუა საუკუნეებიდან მიიჩნევა მსოფლიოს ულამაზეს ქალაქად, რომელიც ევროპის შუაგულში მდებარეობს.

ახალ წელს ხვდებიან ტრადიციული ფოიერვერკით, რომელსაც ლეტნა პარკიდან უშვებენ, საუკეთესოდ მის დანახვას შეძლებთ ხიდებიდან და სანაპიროებიდან.

  1. ლისაბონი, პორტუგალია

31 დეკემბერს ასობით ადამიანი გამოდის ლისაბონის ქუჩებში, რათა შეხვდნენ მეგობრებს, ნაცნობებს, ახლობლებს და დატკბნენ შესანიშნავი საახალწლო გარემოთი, რომელიც ქალაქის ნებისმიერ კუთხეში იქმნება.

ტერეირო დო პაკო არის უდიდესი ჰოლი, სადაც ახალი წლის ღამის შესახვედრად ათასობით ადამიანი იკრიბება, აქედან იწყება დროის ათვლა, წვეულებები და უამრავი გასართობი ღონისძიება.

აქედან იშლება ულამაზესი ხედი მდინარე ტახოზე, იკვრება საუკეთესო პორტუგალიური მუსიკა და რაც მთავარია, შეგეძლებათ ულამაზესი ფოერვერკით ტკბობა.

ნუ გადადებთ ლისაბონში წასვლას, ეს ქალაქი საახალწლოდ იმედებს ნამდვილად ვერ გაგიცრუებთ.

  1. სტოკჰოლმი, შვედეთი

შვედეთში სხვა მრავალი სადღესასწაულო შემთხვევის მსგავსად, ახალი წელი უფრო მეტად დომინირებს მედიის ტრადიციული მაუწყებლობებით.

ყოველი წელი მთავრდება სკანსენის მუზეუმიდან ჩართული პირდაპირი ეთერით, საიდანაც ისმის ზარების რეკვა და საახალწლო ლექსები.

შვედები ფიქრობენ, რომ რაღაც ძალიან კარგია ახალი წლის ღამეს მისაღებ ოთახში ტელევიზორის ირგვლის ტრიალში.

მათთვისაც, ვისაც არ უყვარს ახალი წლის გარეთ შეხვედრა, ან უბრალოდ ვერ იტანენ ხალხმრავალ ადგილს, ფოიერვერკებით ტკბობა სატელევიზიო მაუწყებლობით მათთვის საუკეთესო გამოსავალია.

  1. გდანსკი, პოლონეთი

View this post on Instagram

🌍 Gdansk Poland by @butnomatter.theroadislife . 👉 Follow the featured feed for more 👈 👥 Tag your friends 👥 •••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••• 🔷 Admin: @mikecleggphoto . 🏖️ Also follow @travelanddestinations . •••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••• ➱ Features: Tag us in your photos and use #bestcitybreaks •••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••• 📧 Spotted a mistake? Please email. •••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••• #Gdansk #Poland #europe #bcb_butnomatter_theroadislife . . #city #europe #travel #europe_gallery #europe_tourist #cityscape #beautiful #colourful #citybreak #holiday #Beautifulplaces #lifewelltravelled #traveltheworld #traveladdict #travelvibes #bestplacetogo #placestogo #thelensbible #exploremore #wanderaround #travelwithme #worldtodolist #travelphotography #traveltemptations #bucketlist

A post shared by Best City Breaks (@bestcitybreaks) on

სხვადასხვა ქალაქი ცდილობს, იყვნენ გდანსკის მსგავსი, თუმცა თავისი ისტორიით, ტრადიციითა და ხასიათით გდანსკს აქვს რაღაც ისეთი, რაც მთელი ევროპის მასშტაბით გამორჩეულს ხდის.

მას აქვს თავისი სული, ქარიზმა, რომელიც განუმეორებლობას ანიჭებს.

  1. რეიკიავიკი, ისლანდია

ახალი წელი რეიკიავიკში ექსტრაორდინალური თავგადასავალია, ქალაქში არ არის ოფიციალური ფოიერვერკი.

ლეგენდარულ ღამეს მოსახლეობა კოლექტიურად აკეთებს შესანიშნავ საქმეს.

23:35წთ-დან 200 000-მდე ადამიანი უშვებს ულამაზეს ფოიერვერკს, რომელთა საერთო რაოდენობაც 500 ტონამდე აღწევს.

ამის შემდეგ დღესასწაული გრძელდება, პაბები და ღამის კლუბები წვეულებას დილამდე აგრძელებენ.

თუ ნამდვილად გსურთ, რომ კარგად შეიგრძნოთ ახალი წელი ევროპაში, მაშინ ამ ქალაქებიდან ერთ-ერთი მაინც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.

 

წყარო

Show More

Related Articles

Close
Close