ჰოლანდია

ამსტერდამის სურვილების სია

სტატიაში გაეცნობით ამსტერდამის სურვილების სიას – ყველაფერს, რისი გაუკეთებლობაც ნამდვილად სირცხვილი იქნება, თუ ჰოლანდიის შესანიშნავ დედაქალაქში აღმოჩნდებით.

ადით ვესტერტორენზე

ვესტერტორენი არის ამსტერდამის ყველაზე მაღალი 40-მეტრიანი კოშკი, რომელიც 1638 წლით თარიღდება. აქედან იშლება ხედი, რომელიც შეუდარებელია.

ვესტერტორენში შესვლა მოიცავს გიდიან ტურებს, დასაშვებია მხოლოდ 6 ადამიანის შესვლა ნახევარ საათში ერთხელ, ამიტომ იქ მოსახვედრად სასურველია, დილიდან დაიკავოთ რიგი, გაითვლისწინეთ, რომ კოშკი საზოგადოდ ღია მხოლოდ და მხოლოდ ზაფხულშია.

გადმოხტით ბანჯი ჯამფინგით ტბა აიჯეის თავზე ფარალდას სასტუმროდან

მსგავსი სტილით გადმოხტომა ერთგვარ სიახლეს წარმოადგენს, რადგანაც თქვენ ეშვებით ფეხებით და არა თავით, როგორც ძველებურ ვერსიებში იყო, რაც აგაშორებთ უსიამოვნო წნეხს თავის არეში.

თქვენ აიჯეის ტბის თავზე 30 წუთის განმავლობაში დაეშვებით, რა დროსაც ერთმანეთში აგერევათ ადრენალინისა და ბუნებით ტკბობის საოცარი შეგრძნებები.

დაესწარით კონცერტს

რობეკოს ზაფხულის ღამეები, რომელიც აგვისტოში ტარდება, შესანიშნავი მიზეზია, ეწვიოთ Concertgebouw-ს და თავად გაიგოთ, რატომ უწოდეს ამ ადგილს ერთხმად მსოფლიოში საუკეთესო აკუსტიკის მქონე.

ველოსიპედით წადით ოუდერკერკ აან დე ამსტელში

ამ შეუდარებელ სოფელში ქალაქის ცენტრიდან 30 წუთში მოხვდებით ველოსიპედით.

მან ბოლომდე შეინარჩუნა თავისი იდენტურობა და დღესაც ერთ-ერთი არაცნობილი, თუმცა საუკეთესო დასასვენებლი ადგილია მათთვის, ვისაც ქალაქის ხმაურიდან სურს გაქცევა.

სოფელი გარშემორტყმულია მწვანე საფარით, ხოლო რამდენიმე ბრწყინვალე რესტორანი ნამდვილად მყუდრო და სასიამოვნო გარემოს შეგიქმნით.

ჰარლემის ირგვლივ მოინახულეთ ტიტების მინდვრები აპრილის განმავლობაში

ამას ნამდვილად არ სჭირდება განმარტება. უბრალოდ, აიტანეთ თქვენი ველოსიპედი ჰარლემისკენ მიმავალ მატარებელში და ყველაფერი ამით დაიწყება.

დაესწარით აიაქსის თამაშს საკუთარ მოედანზე

მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა ფეხბურთის მოყვარული, ეს ერთხელ აუცილებლად უნდა გააკეთოთ.

ენთუზიაზმი არის გადამდები და თუ ჰოლანდიურად საუბრობთ, აუცილებლად დაიჭერთ იმ დამცინავ ფრაზებს, რომლებსაც ფანები ერთმანეთს ესვრიან (ხშირ შემთხვევაში – არასასიამოვნო კონტექსტში).

შეუერთდით წვეულებას რუიგოორდში

ეს ძველი სოფელი მდებარეობს საპორტო ზონის დასავლეთ ნაწილში, სადაც სიყვარული და გართობა ერწყმის ერთმანეთს.

წლის საუკეთესო წვეულება არის Landjuweel-ის 5-დღიანი ფესტივალი, რომელიც 2-6 აგვისტოს შუალედებში იმართება.

ნახეთ ფრედერიკსპლეინის ბუშტების ფანტანი

გაისეირნეთ იზოლირებული ფანტანის ირგვლივ გვიან ღამით და დატკბით ზღაპრული სანახაობით, რომელიც თქვენ თვალწინ გადაიშლება.

უფრო მეტი სმარტშოპისთვის წაიღეთ საკუთარი „ტრუფელები“ ამსტერდამის ტყეებში

ამსტერდამში ბევრი თავისუფალი სივრცეა, სადაც თქვენი საქმეების გაკეთებას შეძლებთ ულამაზესი ლანდშაფტებისა და ბუნების ხედის ფონზე.

განსაკუთრებით ლამაზი გაზაფხულზეა, როდესაც ყველაფერი აყვავებას იწყებს.

გაისეირნეთ გონდოლათი ამსტერდამის არხებში

მოდით, სერიოზულად მივიღოთ ზედმეტსახელი „ჩრდილოეთის ვენეცია“ და დავტკბეთ 1-2 საათიანი გონდოლის ტურებით, რომელიც 140-250€ დაგიჯდებათ.

თქვენ მოგემსახურებათ საკუთარი გონდოლა, სადაც ჭიქა შამპანურსაც შემოგთავაზებენ, რათა თქვენი მოგზაურობა გაცილებით სასიამოვნო გახდეს.

იცეკვეთ ამსტერდამის კლუბებში

ამსტერდამის ღამის მერის (ეს რეალური პოზიციაა), მირიკ მილანის, დამსახურებით ქალაქში ღამის ცხოვრება გაცილებით კარგი გახდა, ვიდრე წარსულში იყო –  ღამის ცხოვრებაში 24-საათიანი წვეულებები იგულისხმება.

ჯერ-ჯერობით 7 ლიცენზირებული 24-საათიანი კლუბია –  RADION, De School, Tolhuistuin, A’DAM Toren, Doka, De Overkant და De Koning Events. ამ ჩამონათვალის გაფართოებას და უფრო მეტ კლუბზე ლიცენზიების მინიჭებას ქალაქი მაისში გეგმავდა.

მოაწყვეთ კარაოკე საღამო The End-ში

ინტერიერი არის ჭუჭყიანი, ბარის მომსახურე პერსონალი უხეში, რამდენიმე სტუმარს საფულეებიც კი მოპარეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, რეალობას თვალი რომ გაუსწოროთ, ეს შავი სორო საუკეთესო კარაოკე ბარია ქალაქში.

თქვენ გაიცნობთ უამრავ უცხო ადამიანს, რომელთაც ისე დაუახლოვდებით, რომ ერთად იმღერებთ კიდეც სცენაზე.

ესტუმრეთ ბუმ ჩიკაგოს

ეს არის ღამის შოუ, სადაც ერთმანეთს ერწყმის ამერიკული და გერმანული იუმორი.

გაინტერესებთ, ჩაჯდება თუ არა თქვენს იუმორში?

მაშინ შეამოწმეთ Mezrab და თვალი ადევნეთ ინგლისურენოვან კომედიასა და სიუჟეტის განვითარების ხაზსს, დაგვიჯერეთ, ცდად ნამდვილად ღირს.

დაიქირავეთ საკუთარი ნავი

გაათავისუფლეთ საკუთარი თავი დაგეგმილი გიდიანი ტურებისაგან; სჯობს, თავად იქირავოთ ნავი, წაიყვანოთ 5-7 მეგობარი და დაათვალიეროთ მშვენიერი ბუნება.

გახსოვდეთ, თქვენივე უსაფრთხოებისათვის ჯობია, აიყვანოთ ნავის ფხიზელი მმართველი.

წადით სექს შოუზე

View this post on Instagram

#sexshowamsterdam

A post shared by mr.food (@food_vocabulary) on

თქვენ გაგაოცებთ, როგორი არასაშიშია ეს ყველაფერი.

საკმარისია, ერთხელ გამოსცადოთ ეს თავგადასავალი, რომ ყველას, ნაცნობსა თუ უცნობს, მოუყვებით მის შესახებ.

მოემზადეთ ვრიჯმარკტისთვის King’s Day-ზე

View this post on Instagram

Sea of people

A post shared by Mourad • Travel photographer 🌍 (@mouradthenomad) on

დიახ, ეს იმას ნიშნავს, რომ წინასწარ უნდა გაათავისუფლოთ დრო და დაიკავოთ ადგილი თქვენთვის და თქვენი ნივთებისათვის… შეიძლება, ჯიბეც კი მოითბოთ თქვენი ნივთების გაყიდვით IJ-Hallen-ზე.

უყურეთ სინტერკლასის ჩამოსვლის პარადს

სინტერკლასი, შეიძლება, ითქვას, არის სანტასა და პაპის შერწყმა, ის ჩამოდის თეთრი ცხენით, რომელსაც გარს ახვევია 6 შავკანიანი მამაკაცი. ისინი ხალხს უფასო კამფეტებს ურიგებენ.

მიირთვით უმი ქაშაყი საკვები სატვირთოდან

თუ ახალდდაჭერილი ქაშაყის დაგემოვნება გსურთ, მაშინ უნდა დააგემოვნოთ ივნისში ან ივლისში.

წადით მუზეუმ N8-ში

თუ თქვენ არასდროს ყოფილხართ ნოემბრის გვიანი ღამეების წვეულებებზე მუზეუმში, ჩათვალეთ, რომ საკუთარ თავს სჯით.

სხვაგან სად შეძლებთ ერთდროულად დალევას, გართობას და კულტურულ სივრცეში ცეკვას?!

დაიქირავეთ ორადგილიანი ველოსიპედი

რადგანაც თქვენ ამსტერდამში ხართ და არ არსებობს სხვა უკეთესი გზა ურთიერთობის გამოსაცდელად.

არხში ჩავადნა

მიჩნეულია, რომ ყოველი მეხუთე ამსტერდამელი ზოგიერთ შემთხვევაში იღებს „შემთხვევით ყლუპებს“. თუ მსგავსი რამის გამოცდას აპირებთ, უბრალოდ გაითვალისწინეთ უსაფრთხოების ნორმები და ნუ გაერევით იმ ხუთ ადამიანში, რომლებიც ყოველწლიურად იხრჩობიან წყალში.

აიღეთ მოსავალი ქალაქის ირგვლივ – ხილი, ნიგოზი და სხვა მცენარეები

ჰიპიდან დაწყებული – მაღალი კლასის რესტორნებიდან დამთავრებული, მოსავლის აღების მონაწილეობაში მისაღებ ტურებს ყველა შემოგთავაზებთ.

მოძებნეთ თქვენს რუკაზე Wildplukwijzer, რათა გაარკვიოთ თქვენ მახლობლად არსებულ რომელ მიწებზე არის საჭმელად ვარგისი პროდუქტი.

გააკეთეთ ვაშლის ორცხობილის დაგემოვნების ტესტი Villa Zeezicht vs. Winkel 43-ში

როგორი გირჩევნიათ, ნამიანი თუ პირიქით – მშრალი?

ამის გარკვევაში დაგეხმარებათ ორი საუკეთესო ნაჭერი მთელს ქალაქში.

უყვირეთ ველოსიპედის ბილიკზე მიმავალ ტურისტს

კარგი გრძნობაა, არა?

გულის სიღრმეში ყველამ ვიცით, როგორია ბოროტების გრძნობა, თუმცა ეს ძალიან სიღრმეშია, უფრო ზედაპირზე კი ყველასათვის გასაგებია, რომ ვარდისფრად შეღებილი ტროტუარის ნაწილი განკუთვნილია ველოსიპედებისათვის, ამიტომაც ადამიანების მსგავსი ფორმით მოშორება თქვენი გზიდან სავსებით ნორმალურად ითვლება.

აიღეთ ველოსიპედის ჯარიმა

თუ ღამე ანთებული არ გექნებათ სინათლეები ან გადაირბენთ წითელზე, დაგაჯარიმებენ.

თქვენ საზოგადოების სრულუფლებიან წევრად ითვლებით, რაც ნიშნავს რომ ყველა ტიპის კანონი თქვენზე, ისევე, როგორც სხვაზე, თანაბრად მოქმედებს.

იგივე განმეორდება, თუ, მაგალითად, ნაგავს სწორ დროსა და ადგილს არ გადაყრით.

მოინახულეთ არტისის ჟირაფები გადახდის გარეშე

View this post on Instagram

😎 #amsterdamzoo #giraffe #holiday #turisti #today

A post shared by Sanni (@sannikaisalina) on

ენტრეპოტდოკიდან ჟირაფების დათვალიერებას ისეთივე სიახლოვიდან შეძლებთ, როგორც ამას ზოოპარკში მოახერხებდით.

აქედანვე შეძლებთ ზებრას, ანტილოპას და სხვა ცხოველების დანახვასაც.

ველოსიპედის ავარია

იმედია, ფეხს არ მოიმტვრევთ; ადექით, ჩამოიფერთხეთ მტვერი და გააგრძელეთ ცხოვრება.

შემდეგში უფრო ფრთხილად იქნებით.

გააკეთეთ “Kopstoot” ან “Headbutt”

ეს არის სასმელების სახელი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ; რაც უფრო ძველ ბარში დააგემოვნებთ, მით უფრო კარგი იქნება.

იყიდეთ სენზის ქოლგა

ეს უცნაურფორმიანი ქოლგა გამოიგონეს აქ იმიტომ, რომ ასე იყო საჭირო. უბრალოდ შეიძინეთ სენზი.

შეუერთდით შემთხვევით ღონისძიებებს დამის მოედანზე

სერიოზული საპროტესტო გამოსვლებიდან ბალიშების ჩხუბამდე – აქ ყველანაირ ღონისძიებას ნახავთ და შეესწრებით თუ არა, აუცილებლად მიიღეთ მონაწილეობა.

მიირთვით გარლიქ ქვინში

მენიუ მოგაგონებთ ნივრისადმი მიძღვნილ სასიყვარულო წერილს. აქ ყველაფრის დაგემოვნებას შეძლებთ, დაწყებული ნივრის აპერიტივიდან, დამთავრებული ნივრის ნაყინამდე, კვების შემდეგ მოგცემენ სპეციალურ ნიშანს, რომელიც ყველა იმ ადამიანს უხდის ბოდიშს, ვისაც თქვენთან მოახლოება მოუწევს.

სასურველია მისი 24 საათის განმავლობაში ტარება.

დალიეთ Walking Dead კოქტეილი ბროლის ალმოდებული თავისქალიდან HPS-ში

ის ზომბს ჰგავს, თუმცა უფრო ეფექტური და შთამბეჭდავია.

მეორეც დალიეთ, თუ სურვილი გაქვთ, თუმცა ბარის თანამშრომლები არ მოგცემენ მესამის დალევის უფლებას.

დააგემოვნეთ ჰემას ძეხვეული

ჰემა არის ნაციონალური უგემრიელესი შებოლილი სოსისი. გარკვეული მიზეზების გამო, აქ იყიდება უდიდესი ჰოთ-დოგი, რომელშიც ფულის გადახდა ნამდვილად ღირს.

გამოსცადეთ „ევროპის უმაღლესი საქანელა“

თუ ბანჯ ჯამფინგი არასაკმარისად გეჩვენებათ, მაშინ მოსინჯეთ საქანელა, რომელიც 100 მეტრ სიმაღლეზეა.

აიღეთ კულინარიული კრუიზი ლაითჰაუს კუნძულზე

აქ არის ზამთრის რესტორნები, რომლებიც 24-საათიან მომსახურებას გთავაზობენ, ატმოსფერო – სასიამოვნო, ბუნება – შესანიშნავი, ხოლო სამზარეულო – ბრწყინვალე.

უბრალოდ, გაითვალისწინეთ, რომ ადგილი ორი თვით ადრე უნდა დაჯავშნოთ.

გამიზნულად იცურავეთ არხში

View this post on Instagram

Nightswimming deserves a quiet night #ij #🐬 #wherearethedolphins

A post shared by Am_Sw (@amsterdam_swimming) on

ადამიანები ამას წლების განმავლობაში აკეთებდნენ, თუმცა ახლა არის გამოყოფილი სპეციალური სუფთა და უსაფრთხო ადგილები, სადაც მშვიდად შეძლებთ ცურვას.

 

წყარო

Show More
Close
Close