აზერბაიჯანი

აზერბაიჯანი – რა უნდა ვნახოთ და გავაკეთოთ ცეცხლის მიწაზე?

აზერბაიჯანი არის მთების, ტალახიანი ვულკანების, მუღამის მუსიკის მულტიკულტურული ქვეყანა.

საქართველოს მიმართ დიდმა ტურისტულმა ინტერესმა გარკვეული სარგებელი აზერბაიჯანსაც მოუტანა, რადგანაც საქართველოს შემდეგ ეს იყო ქვეყანა, სადაც ტურისტები გადადიოდნენ, თუმცა მარტივმა სამდღიანმა ტურისტულმა ვიზებმა მისი მონახულება უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახადა.

ამ სტატიაში ჩვენ განახებთ ადგილებს, რომლებსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ აზერბაიჯანში ყოფნისას.

სანამ ბაქო ნავთობის ინდუსტრიალიზაციის შედეგად აყვავდებოდა და გახდებოდა რუსეთის იმპერიის ინდუსტრიული წყარო, ის ისეთი იყო, როგორსაც დღეს ძველ უბნებში ნახავთ.

მოკირწყლული ქუჩები, ხელოვანთა ნამუშევრები, ძველი კაფეები და მუზეუმები – ის მცირე ჩამონათვალია, რასაც აქ შეხვდებით.

აიყვანეთ გიდი და დაათვალიერეთ აზერბაიჯანი – მაიდანის კოშკი, შირვანშაჰის სასახლე, ძველი მეჩეთები და აბანოები.

ნუ გამოგრჩებათ აზერბაიჯანული სამზარეულოს დაგემოვნება, ადგილობრივი რესტორნები ნამდვილად კარგ კერძებს შემოგთავაზებენ.

ესტუმრეთ ბაქოს ძველ უბანს

View this post on Instagram

Doesn’t. Feel. Real 🤩

A post shared by Qureshi Sahab 🖤 (@anumtaqureshi_official) on

ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ბაქო ნავთობის ინდუსტრიალიზაციას დაიწყებდა, გახდებოდა რუსეთი იმპერიის ინდუსტრიული წყარო, ის ისეთივე ჩვეულებრივი ქალაქი იყო, მოკირწყლული ქუჩებით, საგამოფენო შენობებითა და ბარებით, როგორიც სხვა დანარჩენი აზერბაიჯანული ადგილი.

მართალია, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ბაქოში ჯერ კიდევ არის ისეთი უბნები, რომლებმაც „ძველი სული“ შეინარჩუნა და მნახველთათვის ძველი ბაქოს დათვალიერების შესაძლებლობა დატოვა.

აიყვანეთ გიდი და ესტუმრეთ მაიდანის კოშკს, შირვანშაჰის სასახლეს, ძველ მეჩეთებსა და ჰამამებს, ნუ დაგავიწყდებათ, დააგემოვნოთ აზერბაიჯანის სამზარეულო, ადგილობრივი რესტორნები ამ მხრივ საუკეთესოდ მოგემსახურებიან.

დაათვალიერეთ ბაქოს მუზეუმები

View this post on Instagram

#heydaraliyevcenter #zahahadid #baku #azerbaijan

A post shared by Sergio Antonini (@sergiovittorioantonini) on

შეიძლება, ბაქო არ არის მოწინავე ადგილზე მსოფლიოს საუკეთესო სამუზეუმო ქალაქებს შორის, თუმცა ამან არ უნდა გვაფიქრებინოს, რომ გვერდი უნდა ავუაროთ იქ არსებულ მუზეუმებს.

ზაჰა ჰადიდის მიერ აშენებული ჰაიდარ ალიევის ცენტრი უცნაური ხვეული დიზაინითა და ფიტურისტული ფორმებით თავად მოგაგონებთ საგამოფენო ნიმუშს. მუზეუმი ყოველწლიურად სტუმრობს მსოფლიო დონის გამოფენებს და მნახველთა სიმცირესაც, ნამდვილად, არ უჩივის.

მხედველობიდან ნუ გამოგრჩებათ აზერბაიჯანის ხალიჩების მუზეუმი, სადაც 6000-მდე ხალიჩაა გამოფენილი. ისინი მხოლოდ სილამაზით არ გამოირჩევიან, მათი მეშვეობით ვგებულობთ ქვეყნის რწმენა-წარმოდგენებისა და ტრადიციების შესახებ.

თუ თქვენი ინტერესი ქვეყნის ისტორიისკენ არის მიპყრობილი, აუცილებლად დაათვალიერეთ ზეინალაბდინ თაღიევის მიერ შექმნილი აზერბაიჯანის ისტორიის ნაციონალური მუზეუმი.

ამ მუზეუმში თქვენ იხილავთ ქვეყნის ისტორიის ძირითად მომენტებს, როგორიცაა ნავთობის აღმოჩენა, კომუნიზმი, ყარაბახის კონფლიქტი და მისთანები.

გობუსტანის ერთდღიანი ტური

ბაქოდან 40 კილომეტრში არის გობუსტანის ნაციონალური პარკი, სადაც შენახულია 6000-მდე ქვა, რომლებზეც გამოხატულია პრეისტორიული ხანის კასპია-კავკასიის ხალხის ცხოვრება და საქმიანობა.

ისინი გამოხატავენ ნადირობის, ცეკვის, ტრანსპორტირებისა და ცხოველთა სიმბოლოებს, მათგან ყველაზე ძველი კი 15000 წლით თარიღდება.

პარკიდან მანქანით რამდენიმე წუთის სავალზე არის 350-მდე ტალახის ვულკანები.

რადგანაც მათი უმეტესობა მოულოდნელად იფქრვევა, მნახველთა უსაფრთხოებისათვის, მიმდებარე ტერიტორია დაცვის ქვეშაა. მათი დათვალიერება გობუსტანის პარკიდანაც კი არის შესაძლებელი.

აბშერონის სანაპიროები

ბაქოში ზაფხული ძალიან ცხელია, მოსახლეობის უმეტესობა მიდის აბშერონის სანაპიროებზე და ძირითადად, იქ ატარებს მზიან დღეებს.

ბაქოს სანაპირო კულტურა განსაკუთრებულია.

აქ ნახავთ წყლის ნაპირთან დაპარკინგებულ მანქანებს, პიკნიკით თავშექცეულ ოჯახებს, სამოვარებსა და საზამთროებს.

შესაძლებელია, ადგილობრივმა ბიჭებმა ცხენით გასეირნებაც შემოგთავაზონ, რა თქმა უნდა, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ.

ნუ გაოცდებით, თუ მიტოვებული ნავთობის მოწყობილობიდან ზღვაში გადამხტარ კაცს დაინახავთ, მათთვის ეს ჩვეულებრივი გამოწვევაა.

მარდაკანისა და ბუზოვნას სანაპროებს ძირითადად ადგილობრივები სტუმრობენ, ხოლო, თუ რაღაც ძვირადღირებულსა და გასართობს ეძებთ, არის შესაბამისი სასტუმროები, რომლებიც თქვენი განწყობის შესაქმნელად სიამოვნებით იზრუნებენ.

ისმაილის თაფლი და ღვინო

ივანოვკა არის სოფელი, სადაც რუსეთის ცარისტული მმართველობის დროს გადმოასახლეს ქრისტიანი კავკასიელები.

მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მათი უმეტესობა დაუბრუნდა მშობლიურ სახლებს, თუმცა სოფელში კვლავ შემორჩა რუსული კულტურა და ხასიათი.

აქ იხილავთ იზბას სტილის სახლებს, დააგემოვნებთ კავკასიის საუკეთესო თაფლს, ნახავთ იმ ყურძნის ბაღებს, საიდანაც იქმნება უგემრიელესი „ივანოვკას“ ღვინო.

თუ გსურთ, გამოსცადოთ ნამდვილი ღვინის ექსკურსია, მაშინ ესტუმრეთ სოფლიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ შატო მონოლიტს, სადაც შესაძლებლობა გექნებათ, დააგემოვნოთ საუკეთესო ღვინო აზერბაიჯანის შესანიშნავი ხედის ფონზე.

შეკის აბრეშუმის გზა

ჩრდილოეთ აზერბაიჯანი გამორჩეულია ერთ-ერთი ფაქტორით – აქ მდებარეობს შეკი, კავკასიის მთების ძირში, რომელიც არის ქვეყნის აბრეშუმისა და ხელნაკეთობების ცენტრი.

გაისეირნეთ მირზა ფატალი ახუნდოვის ქუჩაზე და გაეცანით ტრადიციულ ფაფაქის ქუდს, ჰალვას, ფახლავას, ტეკულდუზის ნაქარგებსა და შებეკეს.

თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ, თუ როგორ ამზადებენ შებეკეს შეკი ხანის ციხეში და დატკბეთ მისი შესანიშნავი ილუმინაციებით.

დალაშქრეთ გუბას შორეული სოფლები

გუბას რეგიონი გამოირჩევა კავკასიის მთების სულისშემკვრელი ხედებით.

აქ ცხოვრობს სხვადასხვა ეთნოსის ხალხი, რომელთაც გააჩნიათ საკუთარი ენა და კულტურა.

ასეთი ორი გამორჩეული სოფელია – ხინალიგი და გრიზი, რომლებიც ტურისტულად სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

მანამ, სანამ სოფლებში 2011 წელს გზას გაიყვანდნენ, იქ მოხვედრა მხოლოდ ფეხით ან ცხენით იყო შესაძლებელი.

მიუხედავად იმისა, რომ გზამ მიმოსვლა გაამარტივა, არსებობს გარკვეული ადგილები, სადაც მისვლა სოვიეტის ძველი ჯიპების საშუალებით არის შესაძლებელი.

ნუ შეუშინდებით ლანდშაფტის სირთულეებს, რადგანაც ადგილზე მისულს თქვენ თვალწინ საოცარი ხედი გადაიშლება, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ განვლილი გზა ამად ნამდვილად ღირდა.

ფორმულა 1

ფორმულა 1 ჯერ კიდევ სიახლეს წარმოადგენს ბაქოსთვის, რადგანაც პირველი სარბოლო გზა აქ 2016 წელს გაიხსნა.

გრანდ პრიქსი ერთ-ერთია სწრაფ ქუჩებს შორის, ის გააკეთა გერმანელმა ჰერმან ტილკემ.

გზა საზეომოდ გაიხსნა 2016 წლის ზაფხულში, თუმცა აუტანელი სიცხეების გამო რბოლები აპრილში გადმოიოტანეს, რადგანაც მნახველებმა სანახაობით მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ.

შაბათ-კვირა ნახჩივანში

ნახჩივანი ცნობილია ნოეს კიდობნის ისტორიით, რადგანაც, ბიბლიის თანახმად, ის არარატის მთაზე გაჩერდა.

ბიბლია შესანიშნავი საშუალებაა, შესაბამისი სიტყვებით აღვწეროთ აზერბაიჯანის ეს სულისშემკვრელი ლანდშაფტი.

აქ მოსახვედრად უნდა გამოფრინდეთ ბაქოდან და სწორედ აქედან დაიწყება თქვენი თავგადასავალი, რადგანაც სხვაგან ვერსად შეძლებთ აზერბაიჯანის მაჩუ პიგჩუს, ანტიკური მონუმენტების ნახვასა და ულამაზესი ხედებით ტკბობას.

ტბა გოიგოლის საოცრება

ტბა გოიგოლი მდებარეობს მთა კაპაზის ძირში, გოიგოლის ნაციონალურ პარკში. მისი წარმოქმნა განაპირონა 1139 წლის მიწისძვრამ.

ტბის მიმდებარედ არის სასტუმროები, ჩაის სახლები, რესტორნები, მაგრამ არაფერი შეედრება 7 კილომეტრის მოშორებით მარალ გოლს. ნაციონალური პარკი რამდენიმე საათის სამანქანო სავალზეა განჯადან, აზერბაიჯანის მეორე ქალაქიდან.

აქ თქვენ შეგხვდებათ ველური სამყარო: მგლები, ტურები და დათვები. გზად მომავალს მოგნუსხავთ ულამაზესი ხედები, რაც მოგზაურობას კიდე უფრო სასიამოვნოს გახდის.

სათხილამურო კურორტები

აზერბაიჯანი უამრავი რამის გამოა გამორჩეული. ერთ-ერთი ისაა, რომ აქ დაგხვდებათ ორი პატარა, თუმცა განვითარებადი სათხილამურო კურორტი, რომელიც კავკასიის მთებში სრიალს გთავაზობთ.

შაჰდაგის სამთო კურორტი მდებარეობს გუსარიდან 30 კილომეტრის დაშორებით, მოიცავს პროფესიონალურ სათხილამურო გზას, მაღალი კლასის საცხოვრებელ კომპლექსებსა და შესანიშნავ სამზარეულოს, ხოლო რაც შეეხება ტუფანდაგის სამთო კურორტს, ის ძირითადად დამწყები მოთხილამურეებისთვისაა განკუთვნილი.

აღსანისნავია, რომ ფასები სასტუმროებში, კაფეებსა და რესტორნებში შედარებით ხელმისაწვდომია.

სეზონი მოკლეა, იწყება შუა დეკემბრამდე და თებერვლამდე გრძელდება, თუმცა აქ დასვენება ზაფხულშიც შეიძლება.

ორივე ადგილზე ჩასვლა ბაქოდან არის შესაძლებელი.

სტუმართმოყვარეობისა და ჩაის კულტურა

აზერბაიჯანი ძალიან სტუმართმოყვარე ქვეყანაა და ეს თვისება ქვეყნის ნებისმიერ რეგიონზე თანაბრად ვრცელება.

გაანალიზებას ვერ მოასწრებთ, რომ უკვე სახლში შეგიპატიჟებენ და გაგიმასპინძლდებიან მომზადებული დოლმით, ხინგალით, ფლავითა და ჩაით.

ჩაი ქვეყნის ნაციონალური სასმელია, ამიტომაც არ აქვს მნიშვნელობა, სად იმყოფებით, კასპიის ზღვაზე, მთის სოფლებსა თუ უბრალოდ გზაში,  მის დალევას ქვეყნის ნებისმიერ წერტილში შეძლებთ.

ჩაის მოგართმევენ პატარა ჭიქებით, სოფლებში ყოველთვის თან მოაყოლებენ ხილის ჯემებს, ხოლო ბაქოში  ფახლავასა და სხვა აზერბაიჯანულ ტკბილეულობებს.

აზერბაიჯანი აუცილებლად მოგნუსხავთ საინტერესო ადგილებით და ნამდვილად დაგიტოვებთ შეუდარებელ მოგონებებს.

წყარო

მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე