ავსტრია

ავსტრიის 10 ადგილი, რომელიც თავს სურათების წიგნში გაგრძნობინებთ | ავსტრია

ულამაზესი სოფლებიდან დაწყებული ბრწყინვალე ქალაქებით დამთავრებული – ავსტრია ყველა ადგილით  გაგაოცებთ, თქვენს სურვილებში და გემოვნებაში ყველაფერი ზედმიწევნით ჩაჯდება.

მოცემულ სტატიაში გაგაცნობთ იმ პოპულარულ თუ არაპოპულარულ ადგილებს, რომლებიც თქვენს დაუვიწყარ თავგადასავლს შექმნის.

  1. ვენა

ვენა არის ადგილი, სადაც დაიბადა ოპერა და ბეთჰოვენი, აქ დაგხვდებათ უამრავი სასახლე და მუზეუმი.

თუ Ringstrasse-ს ბულვარს გაუყვებით, თავს ნამდვილად სამეფო ოჯახის წევრად იგრძნობთ, ჰოფბურგის სასახლე და უმშვენიერესი პარკები შეძლებს თქვენზე შთაბეჭდილებების მოხდენას.

ხელოვნებისა და ისტორიის მოყვარულებმა აუცილებლად უნდა ნახოთ შონბრანის სასახლე და წმინდა სტეფანეს კათედრალი, რადგანაც ისინი არქიტექტურის სასწაულია.

არ დაგავიწყდეთ, დააგემოვნოთ ვენური ყავა და დატკბეთ ულამაზესი ჰანგებით ვენის ოპერის სახლში.

  1. ზალცბურგი

ზალცბურგის გაგონებაზე გვახსენდება მწვანე მინდვრებში ჩაფლული ისტორიული ქალაქი, სადაც დაიბადა მსოფლიო დონის გენიოსი კომპოზიტორი მოცარტი და გადაიღეს ფილმი „მუსიკის ჰანგები“.

ძველი უბნის, ალდსტენის, ბრწყინვალე შენობებს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები იცავს, მაშინ როცა ჰოჰენსალზბურგი არის  ევროპის უკანასკნელი ციხე-სიმაგრე, რომელიც ჩვენს დრომდე არის შემონახული.

ზაფხულის განმავლობაში ავსტრია და ზალცბურგის ფესტივალი ყოველთვის შეგიქმნით დაუვიწყარ თავგადასავლებსა და მოგონებებს.

ერთი სიტყვით, ეს არის შესანიშნავი ადგილი ხელოვნების, კულტურისა და ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის.

  1. ინსბრაკი

მთებით გარშემორტყმულ ქალაქ ინსბრანკს თქვენთვის ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია, რაც დარჩენად და ნახვად ნამდვილად ღირს.

ესტუმრეთ 2500 ნათელი ფილაქნით მორთულ მოკაშკაშე Goldenes Dachl-ს ან ეწვიეთ ფოლკლორული ხელოვნების მუზეუმს, რომელიც რეგიონალური მემკვიდრეობის ყველაზე კარგი მუზეუმია ევროპაში.

ინსბრანკს ყოველ სეზონზე თავისი ხიბლი აქვს, თუმცა მას განსაკუთრებით ზამთარში სტუმრობენ შესანიშნავი სათხილამურო კურორტების გამო.

  1. სალზკამერგუტი

ეს თვალწარმტაცი კურორტი მდებარეობს სალზბურგთან და გვთავაზობს ბრწყინვალე ავსტრიულ დასვენებას.

ადგილი მოიცავს 76 ტბას, ალპურ ლანდშაფტებს, მდიდრულ სპა ქალაქებსა და ულამაზეს სოფლებს, მათ შორის ერთ-ერთი, ჰალსტატი, მშვენირებისა და ღირებულების გამო არის დღემდე იუნესკოს დაცვის ქვეშ.

ჰალსტატის ფერადი სახლები, მარილიანი მიწისქვეშა ტბა, სპა ქალაქი თქვენში ზღაპრულ ემოციებს აუცილებლად აღძრავს.

  1. გრაზი

გრაზი არის ავსტრიაში სიდიდით მეორე ქალაქი ექვსი უნივერსიტეტითა და ევროპის უდიდესი ისტორიული ძველი ქალაქით.

ესტუმრეთ მუზეუმებს, რენესანსული სტილის შენობებს, დალაშქრეთ ტყიანი გორაკები. ეს საუკეთესო მოგზაურობის წინაპირობა აუცილებლად იქნება.

ნუ გაგიკვირდებათ, თუ ქალაქი თქვენს გაოცებას კულინარიის კუთხითაც შეეცდება.

  1. ვორთერსი

კანოე, მღვიმეები, ლამაზი ტაძრები და პორშეს მშობლიური ქალაქი საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ამ ადგილს ზაფხულში ეწვიოთ, რადგანაც ამ დროს შეგიძლიათ, ვორთერსის ტბაზე გაერთოთ ცურვით და ნავით სეირნობით.

ეწვიეთ მე-12 საუკუნის გურკის ტაძარს,  ესტუმრეთ პორშეს დაბადების ადგილს და ამით მოიყვანეთ სრულყოფილებაში ავსტრიაში სანახავი ადგილების სია.

  1. ბედ გასტეინი

ბედ გასტეინი ევროპის ერთ-ერთი პოპულარული ზამთრის კურორტია, სადაც შეგიძლიათ, მსუსხავი სრიალის შემდეგ ცხელი წყლებით დატკბეთ სპა სალონებში.

ეს ადგილი ცნობილია სასტუმროებითა და ვილებით, სალაშქრო და ველო გზებით, ხოლო ამავე სახლეწოდების ჩანჩქერი კურორტს უფრო სანახაობრივს ხდის.

ღია ბარები, ღამის კლუბები, სათხილამურო გზები, ჯაზ-შოუები და კულინარიული საოცრებები კიდევ უფრო დაგარწმუნებთ, რომ აქ ადგილის დაჯავშნა აუცილებლად ღირს.

  1. ბრეგენზი

მდებარეობს ტბა კონსტანსის დასავლეთ სანაპიროზე, საიდანაც იშლება შვედეთისა და ალპების ულამაზესი ხედები.

გაისეირნეთ ტბაზე ან ადით მთა პფანდერის წვერზე, საიდანაც შეძლებთ გემრიელი ლანჩის მირთმევას თვალისმომჭრელი ლანდშაფტების ფონზე.

ქალაქში ყოველი წლის ივლისსა და აგვისტოს ეწყობა ოპერისა და ორკესტრის მუსიკალური ფესტივალი,  ბრეგენზის შენობები კი ერთი თვალის შევლებით ავლენს არქიტექტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას.

  1. ვაჩაუ

მდინარე დანუბით გარშემორტყმული ვაჩაუს ველი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია სამხრეთ ავსტრიაში, რომელსაც იუნესკო იცავს.

ეს ადგილი პოპულარობით სარგებლობს ღვინის მოყვარულთათვისაც, რადგანაც აქ აყენებენ მსოფლიოში განსაკუთრებულ თეთრ ღვინოს.

თუ თქვენი ინტერესი ისტორიისკენაა მიმართული, ვაჩაუ ამ მხრივაც არ წარმოადგენს გამონაკლისს თავისი მონასტრებითა და ციხე-სიმაგრეებით.

  1. ზელამსი

საერთაშორისო დონის სათხილამურო ტრასები, ზელამსის სუფთა ლურჯი ტბა, თვალწარმტაცი სალზბურგის მთები ამ ადგილს ბუნების საოცრებად აქცევს.

გაისეირნეთ ველოთი დაუჯერებლად მშვენიერი ტბის სანაპიროებზე, ან დატკბით ბუნების პეიზაჟებით, სანამ ყავას მიირთმევთ ქალაქის ცენტრის რომელიმე კაფეში ან სასტუმროში, დაათვალიერეთ წმინდა იპოლიტეს ტაძარი არქიტექტურული სანახაობისათვის.

ეს ყველაფერი აუცილებლად დარწმუნდებით, რომ ავსტრია ნამდვილად საოცრებაა.

 

წყარო

Show More

Related Articles

Close
Close